პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთიანმა აჭარამ და სამზარეულომ ლვოველების ყურადღება მიიქცია
მთიანმა აჭარამ და სამზარეულომ ლვოველების ყურადღება მიიქცია

აჭა­რის ტუ­რის­ტულ და სა­ინ­ვეს­ტი­ციო პო­ტენ­ცი­ალს ლვოვ­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო ეკო­ნო­მი­კურ ფო­რუმ­ზე გა­ეც­ნენ. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, რო­მელ­საც სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის 400-მდე წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ეს­წრე­ბო­და აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტმა რე­გი­ო­ნის ტუ­რის­ტულ პრო­დუქ­ტებ­ზე, მიმ­დი­ნა­რე ეკო­ნო­მი­კურ და სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტებ­ზე წა­რად­გი­ნა პრე­ზენ­ტა­ცია.

პა­რა­ლე­ლუ­რად, აჭა­რის ტუ­რის­ტულ­მა შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­მა ლვო­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ტუ­რის­ტულ გა­მო­ფე­ნა­ზე მი­იქ­ცია ვი­ზი­ტო­რე­ბის ყუ­რა­დღე­ბა. გა­მო­ფე­ნა­ზე, სა­დაც დე­პარ­ტა­მენ­ტი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სტენ­დით იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი, სტუმ­რე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი ქარ­თულ­მა სამ­ზა­რე­უ­ლომ და მთი­ა­ნი აჭა­რის ტუ­რის­ტულ­მა პრო­დუქ­ტებ­მა გა­მო­იწ­ვია. აჭა­რის სტენდთან ვი­ზი­ტო­რებს სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დათ რე­გი­ო­ნის სა­ი­მი­ჯო ვი­დე­ორ­გო­ლებ­სა და სა­რეკ­ლა­მო-საპ­რო­მო­ციო მა­სა­ლებს გას­ცნო­ბოდ­ნენ, ამას­თა­ნა­ვე დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ე­ღოთ აჭა­რა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის შე­სა­ხებ.

აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტი რე­გი­ო­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას სა­ერ­თა­შო­რი­სო ტუ­რის­ტულ გა­მო­ფე­ნებ­სა და ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე წლის ბო­ლომ­დე გა­აგ­რძე­ლებს. ჯამ­ში, 2019 წელს რე­გი­ო­ნის ტუ­რის­ტულ პრო­დუქ­ტე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია 27 სა­ერ­თა­შო­რი­სო ტუ­რის­ტულ გა­მო­ფე­ნა­ზე გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

მთიანმა აჭარამ და სამზარეულომ ლვოველების ყურადღება მიიქცია

მთიანმა აჭარამ და სამზარეულომ ლვოველების ყურადღება მიიქცია

აჭარის ტურისტულ და საინვესტიციო პოტენციალს ლვოვში, საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე გაეცნენ. ღონისძიებაზე, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის 400-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტულ პროდუქტებზე, მიმდინარე ეკონომიკურ და საინვესტიციო პროექტებზე წარადგინა პრეზენტაცია.

პარალელურად, აჭარის ტურისტულმა შესაძლებლობებმა ლვოვის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მიიქცია ვიზიტორების ყურადღება. გამოფენაზე, სადაც დეპარტამენტი დამოუკიდებელი სტენდით იყო წარმოდგენილი, სტუმრების განსაკუთრებული ინტერესი ქართულმა სამზარეულომ და მთიანი აჭარის ტურისტულმა პროდუქტებმა გამოიწვია. აჭარის სტენდთან ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლებსა და სარეკლამო-საპრომოციო მასალებს გასცნობოდნენ, ამასთანავე დეტალური ინფორმაცია მიეღოთ აჭარაში მოგზაურობის შესახებ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებსა და ღონისძიებებზე წლის ბოლომდე გააგრძელებს. ჯამში, 2019 წელს რეგიონის ტურისტულ პროდუქტების პოპულარიზაცია 27 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე განხორციელდება.

NS

ქართული კინოს რომელი პერსონაჟი რაში დახარჯავდა მილიონ ლარს

როგორ შევარჩიოთ ჩვენთვის ეფექტური ეპილაციის ტიპი - რჩევები სპეციალისტისგან

„ბანკიდან რომ დარეკეს, მოვდივართ, თქვენთვის საჩუქარი გვაქვსო, ვიფიქრე, რაღაც შეეშალათ’ – ‘დაკარგული’ ფულის დაბრუნება