სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ემოციური კადრები - 92 წლის ბერძენი ქალი  შეხვდა ებრაელ და-ძმას, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს სიცოცხლის რისკის ფასად გადაარჩინა
ემოციური კადრები - 92 წლის ბერძენი ქალი  შეხვდა ებრაელ და-ძმას, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს სიცოცხლის რისკის ფასად გადაარჩინა

92 წლის ბერ­ძე­ნი ქალი შეხ­ვდა ებ­რა­ელ და-ძმას, რო­მე­ლიც მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს გა­და­არ­ჩი­ნა.

მელ­პო­მე­ნი დიჰა ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა იყო, რო­დე­საც ებ­რა­ე­ლე­ბის ოჯა­ხის ექ­ვსი წევ­რი სა­კუ­თარ სახ­ლში და­მა­ლა, შემ­დეგ კი და­ეხ­მა­რა, გაქ­ცე­უ­ლიყ­ვნენ.

ემო­ცი­უ­რი შეხ­ვედ­რა იე­რუ­სა­ლიმ­ში, ჰო­ლო­კოს­ტის მუ­ზე­უმ­ში შედ­გა. გა­დარ­ჩე­ნი­ლი და-ძმა - სარა ია­ნაი და იოსი მორი შეხ­ვედ­რა­ზე 20 შვილ­თან და შვი­ლიშ­ვილ­თან ერ­თად მი­ვი­და.

„არ არ­სე­ბობს სი­ტყვე­ბი ამ გრძნო­ბის გად­მო­სა­ცე­მად... ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რია ჩვენ­თვის, კვლავ ერ­თად ყოფ­ნა...

მის სახ­ლში ვი­მა­ლე­ბო­დით, მთე­ლი ოჯა­ხი გა­დაგ­ვარ­ჩი­ნა, ექ­ვსი ადა­მი­ა­ნი. ვერ წარ­მო­იდ­გენთ, ეს რა სა­ში­ში იყო მის­თვის, მისი ოჯა­ხის­თვის...“ - ამ­ბობს ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ია­ნაი.

ნა­ცის­ტუ­რი გერ­მა­ნი­ის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ სა­ბერ­ძნეთ­ში 1941-1944 წლებ­ში 80 ათა­სამ­დე ებ­რა­ე­ლი მოკ­ლეს. ბევ­რი მათ­გა­ნი აუშ­ვი­ცის სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ოკუ­პა­ცი­ის დროს დინა და მისი ორი და ექ­ვსწევ­რი­ან ოჯახს მი­ტო­ვე­ბულ მე­ჩეთ­ში მა­ლავ­და, შემ­დეგ კი რო­დე­საც მათი იქ ყოფ­ნა სა­ში­ში გახ­და, სა­კუ­თარ სახ­ლში გა­და­იყ­ვა­ნეს.

რო­დე­საც ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა ძმა - 6 წლის შმუ­ე­ლი ავად გახ­და, უდი­დე­სი რის­კის მი­უ­ხე­და­ვად, ბერ­ძენ­მა დებ­მა ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. შმუ­ე­ლი რამ­დე­ნი­მე დღე­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით დები ებ­რა­ელ ოჯახს და­ეხ­მარ­ნენ, სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით გამ­გზავ­რე­ბუ­ლიყ­ვნენ, რათა მათი პოვ­ნა ვერ მო­ე­ხერ­ხე­ბი­ნათ. ყვე­ლა მათ­გა­ნი გა­დარ­ჩა, ოჯა­ხი ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ის­რა­ელ­ში კვლავ ერ­თად შე­იკ­რი­ბა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბ
0
ღმერთმა გაგაძლიეროთ.
...
2
ჭეშმარიტი ადამიანები!
ავტორი:

ემოციური კადრები - 92 წლის ბერძენი ქალი  შეხვდა ებრაელ და-ძმას, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს სიცოცხლის რისკის ფასად გადაარჩინა

ემოციური კადრები - 92 წლის ბერძენი ქალი  შეხვდა ებრაელ და-ძმას, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს სიცოცხლის რისკის ფასად გადაარჩინა

92 წლის ბერძენი ქალი შეხვდა ებრაელ და-ძმას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს გადაარჩინა.

მელპომენი დიჰა ძალიან ახალგაზრდა იყო, როდესაც ებრაელების ოჯახის ექვსი წევრი საკუთარ სახლში დამალა, შემდეგ კი დაეხმარა, გაქცეულიყვნენ.

ემოციური შეხვედრა იერუსალიმში, ჰოლოკოსტის მუზეუმში შედგა. გადარჩენილი და-ძმა - სარა იანაი და იოსი მორი შეხვედრაზე 20 შვილთან და შვილიშვილთან ერთად მივიდა.

„არ არსებობს სიტყვები ამ გრძნობის გადმოსაცემად... ძალიან ემოციურია ჩვენთვის, კვლავ ერთად ყოფნა...

მის სახლში ვიმალებოდით, მთელი ოჯახი გადაგვარჩინა, ექვსი ადამიანი. ვერ წარმოიდგენთ, ეს რა საშიში იყო მისთვის, მისი ოჯახისთვის...“ - ამბობს ჟურნალისტებთან იანაი.

ნაცისტური გერმანიის მიერ ოკუპირებულ საბერძნეთში 1941-1944 წლებში 80 ათასამდე ებრაელი მოკლეს. ბევრი მათგანი აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში გარდაიცვალა.

ოკუპაციის დროს დინა და მისი ორი და ექვსწევრიან ოჯახს მიტოვებულ მეჩეთში მალავდა, შემდეგ კი როდესაც მათი იქ ყოფნა საშიში გახდა, საკუთარ სახლში გადაიყვანეს.

როდესაც ყველაზე პატარა ძმა - 6 წლის შმუელი ავად გახდა, უდიდესი რისკის მიუხედავად, ბერძენმა დებმა ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შმუელი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

მოგვიანებით დები ებრაელ ოჯახს დაეხმარნენ, სხვადასხვა მიმართულებით გამგზავრებულიყვნენ, რათა მათი პოვნა ვერ მოეხერხებინათ. ყველა მათგანი გადარჩა, ოჯახი ომის დასრულების შემდეგ ისრაელში კვლავ ერთად შეიკრიბა.

ტოკიოს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის ხელმძღვანელი, ჰოლოკოსტზე ხუმრობის გამო, თანამდებობიდან გაათავისუფლეს - "ჩემი სიტყვები სულელური იყო... ვნანობ"

ძლიერი გვალვა ირანში და წყლის დეფიციტით გამოწვეული საპროტესტო აქციები, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა - პროტესტის პოლიტიკური მხარე: "აცხონე, ალაჰო, რეზა-შაჰის სული“

ბავშვის სქესის გამხელის წვეულებაზე გაჩენილი ხანძრის გამო, წყვილს 20-წლიანი პატიმრობა ემუქრება - რა ახალი დეტალები გახდა ცნობილი კალიფორნიის მასშტაბურ ხანძარზე