პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შევხვდეთ 2020 წელს, რომ თეთრი მეტალის ვირთხის კეთილგანწყობა მოვიპოვოთ
როგორ შევხვდეთ 2020 წელს, რომ თეთრი მეტალის ვირთხის კეთილგანწყობა მოვიპოვოთ

ჩვე­ნი ახა­ლი წლის მმარ­თვე­ლი - თეთ­რი მე­ტა­ლის ვირ­თხა მხო­ლოდ ცბი­ე­რი და სწრა­ფი კი არა, გამ­ჭრი­ა­ხი­ცაა. მას არ უყ­ვარს გეგ­მე­ბი­სა და სურ­ვი­ლე­ბის გა­მომ­ზე­უ­რე­ბა. ზო­გის­თვის წლის და­სა­წყის­ში რთუ­ლი იქ­ნე­ბა, ემო­ცი­ებ­თან გამ­კლა­ვე­ბა და რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ახალ პი­რო­ბებ­თან შე­გუ­ე­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბა. იყა­ვით მე­ტად რე­ა­ლის­ტუ­რე­ბი და მო­ი­ცი­ლეთ ილუ­ზი­ე­ბი - ეს დე­ვი­ზი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა სფე­რო­ში გა­მო­გად­გე­ბათ.

თეთ­რი ვირ­თხა ლი­დე­რი და წი­ნამ­ძღო­ლია. მას სურს გარ­შე­მო ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი და­ი­მორ­ჩი­ლოს. თუ ბრძნუ­ლად და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მო­იქ­ცე­ვით, კა­ტაკ­ლიზ­მე­ბი არ მოხ­დე­ბა. უბ­რა­ლოდ, შრო­მა უპირ­ვე­ლე­სი უნდა გა­ი­ხა­დოთ, თუ გსურთ, წლის ჭირ­ვე­ულ მბრძა­ნე­ბელს ასი­ა­მოვ­ნოთ და ჯილ­დოც მი­ი­ღოთ. ნაკ­ლე­ბი ლა­პა­რა­კი და მეტი მუ­შა­ო­ბა. ასე მო­თაფ­ლავთ ჭკვი­ან, ინ­ტუ­ი­ცი­ა­გან­ვი­თა­რე­ბულ ვირ­თხას.

2020 წელს კარ­გი იქ­ნე­ბა ფუ­ლის და­ბან­დე­ბა წარ­მო­ე­ბა­ში, პრო­ექ­ტებ­ში, საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დებ­ში. კარ­გი იქ­ნე­ბა უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­ძე­ნა, სახ­ლის აშე­ნე­ბა, რე­მონ­ტის გა­კე­თე­ბა. რო­გორ შევ­ხვდეთ წლის მმარ­თვე­ლი ვირ­თხის შე­მობ­რძა­ნე­ბას, რომ მთე­ლი წელი იღ­ბლი­ა­ნი გვქონ­დეს? რა თქმა უნდა, დღე­სას­წა­უ­ლის­თვის ინ­ტე­რი­ე­რი უნდა მორ­თოთ, მო­ამ­ზა­დოთ სა­ჩუქ­რე­ბი ახ­ლობ­ლე­ბის­თვის, გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბით გა­ა­წყოთ სუფ­რა, მო­ა­წყოთ წვე­უ­ლე­ბა და მხი­ა­რუ­ლე­ბა. მე­ნი­უ­ში ყვე­ლა­ზე გემ­რი­ე­ლი და მსუ­ყე კერ­ძე­ბი უნდა გქონ­დეთ. შიმ­შილს თეთ­რი ვირ­თხა ვერ აი­ტანს. სუფ­რა­ზე და­ა­ლა­გეთ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კერ­ძე­ბი - სას­მე­ლი, ხილი, ხორ­ცი - თევ­ზის, ფრინ­ვე­ლის, ღვე­ზე­ლე­ბი, პიცა და ხა­ჭა­პუ­რი, თხი­ლე­უ­ლი, შო­კო­ლა­დი, კოქ­ტე­ი­ლე­ბი, წვე­ნე­ბი და რა თქმა უნდა, ყვე­ლი.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად

თეთ­რი ვირ­თხას ღია ფე­რე­ბი უყ­ვარს, გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბი და ლა­მა­ზი ინ­ტე­რი­ე­რი. მას­თან შე­სახ­ვედ­რად თეთრ, ვერ­ცხლის­ფერ ან მშვი­დი ფე­რის სა­მოს­ში გა­მო­ე­წყვეთ. ჩაც­მუ­ლო­ბა­ში ზო­მი­ე­რად გა­მო­ი­ყე­ნეთ შავი ფერი. სა­სურ­ვე­ლია აკუ­რა­ტუ­ლად, სი­ლუ­ე­ტის გა­მოკ­ვე­თით ჩა­იც­ვათ. აქ­სე­სუ­ა­რე­ბი­დან აირ­ჩი­ეთ მბრწყი­ნა­ვი ბრო­შე­ბი, გულ­საბ­ნე­ვე­ბი, თმის სა­მაგ­რე­ბი. შე­გიძ­ლი­ათ ვერ­ცხლის­ფე­რი ქა­მა­რიც/ჰალ­ტუ­ხის კი გა­ი­კე­თოთ. მე­ტა­ლის ვირ­თხას მოს­წონს ყვე­ლა­ფე­რი, რაც ბრწყი­ნავს. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ფერ­ცხლის­ფერ ფეხ­საც­მელს ჩა­იც­ვამთ.

ინ­ტე­რი­ერ­ში ვერ­ცხლის­ფე­რი ნაძ­ვის ხე დად­გით. სა­სურ­ვე­ლია, ბრო­ლის სა­თა­მა­შო­ე­ბით მორ­თოთ ან ნა­ტუ­რა­ლუ­რით, ვირ­თხას ყვე­ლა­ფე­რი ეკო­ლო­გი­უ­რი უყ­ვარს. სა­დღე­სას­წა­უ­ლო ინ­ტე­რი­ე­რის შე­საქ­მნე­ლად უხ­ვად გა­მო­ი­ყე­ნეთ გვირ­გვი­ნე­ბი, პუ­ფე­ბი, სა­დღე­სას­წა­უ­ლო სან­თლე­ბი, წვრილ-წვრი­ლი დე­კო­რის აქ­სე­სუ­ა­რე­ბი. სუფ­რა ღია ფე­რის უნდა გქონ­დეთ, ჭურ­ჭე­ლი - ვერ­ცხლი­სა და ბრო­ლის, კლა­სი­კუ­რი სტი­ლის.

რას უნდა მო­ე­რი­დოთ სა­დღე­სას­წა­უ­ლო მზა­დე­ბი­სას

თუ ყვე­ლა­ფერ ზე­მო­ჩა­მოთ­ვლილს ცრურ­წმე­ნებს უწო­დებთ, მთა­ვა­რი წე­სე­ბი მა­ინც და­ი­ცა­ვით. ახალ წელს შეხ­ვდით ისე, რომ მომ­დევ­ნო 12 თვე გქონ­დეთ წარ­მა­ტე­ბუ­ლი, ბედ­ნი­ე­რი და კომ­ფორ­ტუ­ლი.

აი, რამ­დე­ნი­მე რჩე­ვა, რაც ახა­ლი წლის ღა­მეს არ უნდა გა­ა­კე­თოთ:

  • ჭურ­ჭლის გა­რე­ცხვა, გა­ტეხ­ვა;
  • სუფ­რას­თან კა­მა­თი, ჩხუ­ბი;
  • სუფ­რა­ზე კერ­ძე­ბის მცი­რე ულუ­ფე­ბის და­დე­ბა;
  • სა­დღე­სას­წა­უ­ლო სუფ­რი­დან საჭ­მლის ნარ­ჩე­ნე­ბის გა­დაყ­რა;
  • ახა­ლი წლის მარ­ტო­ო­ბა­ში აღ­ნიშ­ვნა;
  • ახალ წელს ცუდ გან­წყო­ბა­ზე ყოფ­ნა. უმი­ზე­ზო­დაც კი გა­ი­ღი­მეთ.

სა­სურ­ვე­ლია, 2020 წელს მხი­ა­რუ­ლად, მე­გობ­რე­ბი­სა და ნა­თე­სა­ვე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში შეხ­ვდეთ. ამ­გვა­რად, ყვე­ლა­ფერ ცუდს გან­დევ­ნით თქვე­ნი ცხოვ­რე­ბი­დან და ბედ­ნი­ე­რე­ბა­სა და სი­ხა­რულს და­ი­ბე­დებთ.

სად და ვის­თან ერ­თად შევ­ხვდეთ თეთ­რი ვირ­თხის შე­მობ­რძა­ნე­ბას

ვირ­თხას უყ­ვარს დიდი წვე­უ­ლე­ბა, ბევ­რი ხალ­ხი, მხი­ა­რუ­ლე­ბა, გარ­თო­ბა. სა­სურ­ვე­ლია ახალ­გაც­ნო­ბი­ლებ­თან ერ­თად შეხ­ვდეთ ახა­ლი წლის შე­მობ­რძა­ნე­ბას, დი­ლამ­დე იცეკ­ვოთ, იმ­ხი­ა­რუ­ლოთ. ამას­თა­ნა­ვე, ვირ­თხას ქა­რაფ­შუ­ტა­სა და მფლან­გველს ვერ ვუ­წო­დებთ. რეს­ტო­რან­სა და სა­მე­ფო აპარ­ტა­მენ­ტებს, ახა­ლი წლის შეხ­ვედ­რა აგა­რაკ­ზე ან მყუდ­რო ბი­ნა­ში ამ­ჯო­ბი­ნეთ. უფრო უკე­თე­სია, თუ ახალ წელს კო­ლე­გებ­თან ერ­თად შე­ე­გე­ბე­ბით, კი­დევ უფრო სა­ხა­ლი­სო იქ­ნე­ბა მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას, ან ბუ­ნე­ბა­ში. ერთი სი­ტყვით, ად­გილს - სა­ხუ­რავ­ზე შეხ­ვდე­ბით ახალ წელს თუ ლიფ­ტში - დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს, მთა­ვა­რია იმ­ხი­ა­რუ­ლოთ. თა­ნაც, არც ბევ­რი ფუ­ლის ხარ­ჯვა არაა სა­ჭი­რო. მე­გობ­რებ­მა შე­გიძ­ლი­ათ ფული შეკ­რი­ბოთ და ისე იმ­ხი­ა­რუ­ლოთ.

თუ ყვე­ლა პი­რო­ბას 31 დე­კემ­ბერს ვერ შე­ას­რუ­ლებთ, ნუ და­ღონ­დე­ბით, ვირ­თხა რე­ა­ლუ­რად 2020 წლის 25 თე­ბერ­ვალს შე­მობ­რძან­დე­ბა

რა სა­მო­სით შევ­ხვდეთ თეთ­რი ვირ­თხის წელს

ღია, მკვეთ­რი, მაგ­რამ არა მუქი, ნაც­რის­ფე­რი ფე­რის სა­მო­სი უნდა გეც­ვათ. მო­ე­რი­დეთ ვე­ფხვის პრინტს, ვირ­თხას ეს არ მო­ე­წო­ნე­ბა. აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნეთ თა­გუ­ნას გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის გულ­საბ­ნე­ვი, ბრე­ლო­კი, ან ორ­ნა­მენ­ტი ჩაც­მუ­ლო­ბა­ში.

2020 წლის დი­ა­სახ­ლის საყ­ვა­რე­ლი ფე­რე­ბია: ნაც­რის­ფე­რი, თეთ­რი, ნეფ­რი­ტის­ფე­რი, ია­სამ­ნის­ფე­რი, ღია მწვა­ნე და შავი.

ნუ გა­მო­ე­წყო­ბით ბა­ი­კე­რი­ვით. უმ­ჯო­ბე­სია, მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად და დახ­ვე­წი­ლად გეც­ვათ. ფეხ­ზე მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი და, რაც მთა­ვა­რია, თბი­ლი ფეხ­საც­მე­ლი ჩა­იც­ვით.

მან­დი­ლოს­ნე­ბი ნუ გა­და­ა­ჭარ­ბებთ მა­კი­ა­ჟის გა­მო­ყე­ნე­ბას. უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ა­ნი­ჭეთ ტუშს; წი­თელ, ვარ­დის­ფერ ან სტა­ფი­ლოს­ფერ პო­მა­დის ფერს. ვარ­ცხნი­ლო­ბი­დან გა­ი­კე­თეთ "კუდი" ან გა­ის­წო­რეთ თმა, რთულ ვარ­ცხნი­ლო­ბებს არ გირ­ჩევთ.

რა კერ­ძე­ბი მო­ვამ­ზა­დოთ ახა­ლი წლის­თვის

ახა­ლი წლის დად­გო­მამ­დე დე­ტა­ლუ­რად გა­ნი­ხი­ლეთ სა­დღე­სას­წა­უ­ლო მე­ნიუ. საჭ­მელ­ზე ეკო­ნო­მი­ას ნუ გა­ა­კე­თებთ. გქონ­დეთ ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ ცოტ-ცოტა: ბა­ნა­ნი, ანა­ნა­სი, წი­თე­ლი და შავი ხი­ზი­ლა­ლა. ვირ­თხა დი­ე­ტას არ იცავს. ამი­ტომ დე­ლი­კა­ტე­სე­ბი და მსუ­ყე საკ­ვე­ბი თა­მა­მად მო­ამ­ზა­დეთ. სუფ­რა­ზე აუ­ცი­ლებ­ლად დად­გით თხი­ლი, მზე­სუმ­ზი­რა. სა­სურ­ვე­ლია, ვერ­ცხლის ან ვერ­ცხლის­ფერ­ზო­ლი­ან ფი­ა­ლა­ში. ვირ­თხას მარ­ცვლე­უ­ლიც ძა­ლი­ან უყ­ვარს. თუ ახალ წელს ფლო­ვის ან ფა­ფე­ბის გა­კე­თე­ბას არ აპი­რებთ, სიმ­ბო­ლუ­რად, პა­ტა­რა ფი­ა­ლით მი­ი­ტა­ნეთ სუფ­რა­ზე ქერი ან ბრინ­ჯი.

რო­მელ პრო­დუქ­ტებ­ზე უნდა ვთქვათ უარი

სა­ა­ხალ­წლო სურ­ფა­ზე მო­ე­რი­დეთ ზედ­მე­ტად არო­მა­ტუ­ლი სა­ნე­ლებ­ლე­ბი­სა და ჩაის მი­ტა­ნას. აგ­რეთ­ვე, კომ­ბოს­ტოს კერ­ძებს. თაგ­ვი ვერც გა­და­მე­ტე­ბულ ალ­კოჰოლს იტანს. უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ა­ნი­ჭეთ კოქ­ტე­ი­ლებს, ყა­ვას ან ხი­ლის წვე­ნებს.

რო­გორ მოვ­რთოთ სა­ა­ხალ­წლო სუფ­რა

მა­გი­დას თეთ­რი სუფ­რა გა­და­ა­ფა­რეთ. აუ­ცი­ლებ­ლად მო­ა­თავ­სეთ სუფ­რა­ზე ვირ­თხის ფი­გუ­რა. მა­გი­და­ზე სარ­კი­სებ­რი და მბრწყი­ნა­ვი ჭურ­ჭე­ლი და­ა­ლა­გეთ.

2020 წლის აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­ჩუქ­რე­ბი

სა­ჩუქ­რებს მარ­ტო ბავ­შვე­ბი კი არა, უფ­რო­სე­ბიც მო­უთ­მენ­ლად ელო­დე­ბი­ან. კარ­გი და გემ­რი­ე­ლი სა­ჩუ­ქა­რია ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ყვე­ლის თავი ან ყვე­ლის ასორ­ტის კა­ლა­თა. ვირ­თხას ასი­ა­მოვ­ნებთ, თუ პრაქ­ტი­კულ, გა­მო­სა­ყე­ნე­ბელ ნივ­თებს და­ა­რი­გებთ. აგ­რეთ­ვე, სა­ჩუ­ქარ­მა უნდა გაგ­ვი­უმ­ჯო­ბე­სოს გან­წყო­ბა, ჯან­მრთე­ლო­ბა.

ყვე­ლა სა­ჭი­რო და იაფი სა­ჩუ­ქა­რიც კი მი­ი­ღეთ გუ­ლით და სი­ხა­რუ­ლით. გახ­სოვ­დეთ, ვირ­თხა ეკო­ნო­მი­უ­რია და ძვირ­ფას სა­ჩუქ­რებს ნუ ელით. არ­სე­ბობს სა­ჩუქ­რე­ბი, რო­მე­ლიც ვირ­თხის წე­ლი­წად­ში არა­ვის არ უნდა აჩუ­ქოთ. ასე­თე­ბია: კნუ­ტი - ცო­ცხა­ლი და სა­თა­მა­შო, ძაღ­ლის ან მე­ლი­ის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­ა­ნი ფი­გუ­რე­ბი, დე­კო­რა­ტი­უ­ლი თაგ­ვი ან ვირ­თხა, წვრი­ლი გა­მო­უ­სა­დე­გა­რი ნივ­თე­ბი, მი­ნის წვე­ტი­ა­ნი აქ­სე­სუ­ა­რე­ბი, პარ­ფი­უ­მე­რია და კოს­მე­ტი­კა.

ავტორი:

როგორ შევხვდეთ 2020 წელს, რომ თეთრი მეტალის ვირთხის კეთილგანწყობა მოვიპოვოთ

როგორ შევხვდეთ 2020 წელს, რომ თეთრი მეტალის ვირთხის კეთილგანწყობა მოვიპოვოთ

ჩვენი ახალი წლის მმართველი - თეთრი მეტალის ვირთხა მხოლოდ ცბიერი და სწრაფი კი არა, გამჭრიახიცაა. მას არ უყვარს გეგმებისა და სურვილების გამომზეურება. ზოგისთვის წლის დასაწყისში რთული იქნება, ემოციებთან გამკლავება და რთულ სიტუაციაში ახალ პირობებთან შეგუება გაუჭირდება. იყავით მეტად რეალისტურები და მოიცილეთ ილუზიები - ეს დევიზი ცხოვრების ყველა სფეროში გამოგადგებათ.

თეთრი ვირთხა ლიდერი და წინამძღოლია. მას სურს გარშემო ყველა და ყველაფერი დაიმორჩილოს. თუ ბრძნულად და პასუხისმგებლობით მოიქცევით, კატაკლიზმები არ მოხდება. უბრალოდ, შრომა უპირველესი უნდა გაიხადოთ, თუ გსურთ, წლის ჭირვეულ მბრძანებელს ასიამოვნოთ და ჯილდოც მიიღოთ. ნაკლები ლაპარაკი და მეტი მუშაობა. ასე მოთაფლავთ ჭკვიან, ინტუიციაგანვითარებულ ვირთხას.

2020 წელს კარგი იქნება ფულის დაბანდება წარმოებაში, პროექტებში, საქველმოქმედო ფონდებში. კარგი იქნება უძრავი ქონების შეძენა, სახლის აშენება, რემონტის გაკეთება. როგორ შევხვდეთ წლის მმართველი ვირთხის შემობრძანებას, რომ მთელი წელი იღბლიანი გვქონდეს? რა თქმა უნდა, დღესასწაულისთვის ინტერიერი უნდა მორთოთ, მოამზადოთ საჩუქრები ახლობლებისთვის, გემრიელი კერძებით გააწყოთ სუფრა, მოაწყოთ წვეულება და მხიარულება. მენიუში ყველაზე გემრიელი და მსუყე კერძები უნდა გქონდეთ. შიმშილს თეთრი ვირთხა ვერ აიტანს. სუფრაზე დაალაგეთ განსხვავებული კერძები - სასმელი, ხილი, ხორცი - თევზის, ფრინველის, ღვეზელები, პიცა და ხაჭაპური, თხილეული, შოკოლადი, კოქტეილები, წვენები და რა თქმა უნდა, ყველი.

როგორ შევხვდეთ 2020 წელს სწორად

თეთრი ვირთხას ღია ფერები უყვარს, გემრიელი კერძები და ლამაზი ინტერიერი. მასთან შესახვედრად თეთრ, ვერცხლისფერ ან მშვიდი ფერის სამოსში გამოეწყვეთ. ჩაცმულობაში ზომიერად გამოიყენეთ შავი ფერი. სასურველია აკურატულად, სილუეტის გამოკვეთით ჩაიცვათ. აქსესუარებიდან აირჩიეთ მბრწყინავი ბროშები, გულსაბნევები, თმის სამაგრები. შეგიძლიათ ვერცხლისფერი ქამარიც/ჰალტუხის კი გაიკეთოთ. მეტალის ვირთხას მოსწონს ყველაფერი, რაც ბრწყინავს. კარგი იქნება, თუ ფერცხლისფერ ფეხსაცმელს ჩაიცვამთ.

ინტერიერში ვერცხლისფერი ნაძვის ხე დადგით. სასურველია, ბროლის სათამაშოებით მორთოთ ან ნატურალურით, ვირთხას ყველაფერი ეკოლოგიური უყვარს. სადღესასწაულო ინტერიერის შესაქმნელად უხვად გამოიყენეთ გვირგვინები, პუფები, სადღესასწაულო სანთლები, წვრილ-წვრილი დეკორის აქსესუარები. სუფრა ღია ფერის უნდა გქონდეთ, ჭურჭელი - ვერცხლისა და ბროლის, კლასიკური სტილის.

რას უნდა მოერიდოთ სადღესასწაულო მზადებისას

თუ ყველაფერ ზემოჩამოთვლილს ცრურწმენებს უწოდებთ, მთავარი წესები მაინც დაიცავით. ახალ წელს შეხვდით ისე, რომ მომდევნო 12 თვე გქონდეთ წარმატებული, ბედნიერი და კომფორტული.

აი, რამდენიმე რჩევა, რაც ახალი წლის ღამეს არ უნდა გააკეთოთ:

  • ჭურჭლის გარეცხვა, გატეხვა;
  • სუფრასთან კამათი, ჩხუბი;
  • სუფრაზე კერძების მცირე ულუფების დადება;
  • სადღესასწაულო სუფრიდან საჭმლის ნარჩენების გადაყრა;
  • ახალი წლის მარტოობაში აღნიშვნა;
  • ახალ წელს ცუდ განწყობაზე ყოფნა. უმიზეზოდაც კი გაიღიმეთ.

სასურველია, 2020 წელს მხიარულად, მეგობრებისა და ნათესავების გარემოცვაში შეხვდეთ. ამგვარად, ყველაფერ ცუდს განდევნით თქვენი ცხოვრებიდან და ბედნიერებასა და სიხარულს დაიბედებთ.

სად და ვისთან ერთად შევხვდეთ თეთრი ვირთხის შემობრძანებას

ვირთხას უყვარს დიდი წვეულება, ბევრი ხალხი, მხიარულება, გართობა. სასურველია ახალგაცნობილებთან ერთად შეხვდეთ ახალი წლის შემობრძანებას, დილამდე იცეკვოთ, იმხიარულოთ. ამასთანავე, ვირთხას ქარაფშუტასა და მფლანგველს ვერ ვუწოდებთ. რესტორანსა და სამეფო აპარტამენტებს, ახალი წლის შეხვედრა აგარაკზე ან მყუდრო ბინაში ამჯობინეთ. უფრო უკეთესია, თუ ახალ წელს კოლეგებთან ერთად შეეგებებით, კიდევ უფრო სახალისო იქნება მოგზაურობისას, ან ბუნებაში. ერთი სიტყვით, ადგილს - სახურავზე შეხვდებით ახალ წელს თუ ლიფტში - დიდი მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია იმხიარულოთ. თანაც, არც ბევრი ფულის ხარჯვა არაა საჭირო. მეგობრებმა შეგიძლიათ ფული შეკრიბოთ და ისე იმხიარულოთ.

თუ ყველა პირობას 31 დეკემბერს ვერ შეასრულებთ, ნუ დაღონდებით, ვირთხა რეალურად 2020 წლის 25 თებერვალს შემობრძანდება

რა სამოსით შევხვდეთ თეთრი ვირთხის წელს

ღია, მკვეთრი, მაგრამ არა მუქი, ნაცრისფერი ფერის სამოსი უნდა გეცვათ. მოერიდეთ ვეფხვის პრინტს, ვირთხას ეს არ მოეწონება. აუცილებლად გამოიყენეთ თაგუნას გამოსახულების გულსაბნევი, ბრელოკი, ან ორნამენტი ჩაცმულობაში.

2020 წლის დიასახლის საყვარელი ფერებია: ნაცრისფერი, თეთრი, ნეფრიტისფერი, იასამნისფერი, ღია მწვანე და შავი.

ნუ გამოეწყობით ბაიკერივით. უმჯობესია, მოკრძალებულად და დახვეწილად გეცვათ. ფეხზე მოსახერხებელი და, რაც მთავარია, თბილი ფეხსაცმელი ჩაიცვით.

მანდილოსნები ნუ გადააჭარბებთ მაკიაჟის გამოყენებას. უპირატესობა მიანიჭეთ ტუშს; წითელ, ვარდისფერ ან სტაფილოსფერ პომადის ფერს. ვარცხნილობიდან გაიკეთეთ "კუდი" ან გაისწორეთ თმა, რთულ ვარცხნილობებს არ გირჩევთ.

რა კერძები მოვამზადოთ ახალი წლისთვის

ახალი წლის დადგომამდე დეტალურად განიხილეთ სადღესასწაულო მენიუ. საჭმელზე ეკონომიას ნუ გააკეთებთ. გქონდეთ ყველაფერი, მაგრამ ცოტ-ცოტა: ბანანი, ანანასი, წითელი და შავი ხიზილალა. ვირთხა დიეტას არ იცავს. ამიტომ დელიკატესები და მსუყე საკვები თამამად მოამზადეთ. სუფრაზე აუცილებლად დადგით თხილი, მზესუმზირა. სასურველია, ვერცხლის ან ვერცხლისფერზოლიან ფიალაში. ვირთხას მარცვლეულიც ძალიან უყვარს. თუ ახალ წელს ფლოვის ან ფაფების გაკეთებას არ აპირებთ, სიმბოლურად, პატარა ფიალით მიიტანეთ სუფრაზე ქერი ან ბრინჯი.

რომელ პროდუქტებზე უნდა ვთქვათ უარი

საახალწლო სურფაზე მოერიდეთ ზედმეტად არომატული სანელებლებისა და ჩაის მიტანას. აგრეთვე, კომბოსტოს კერძებს. თაგვი ვერც გადამეტებულ ალკოჰოლს იტანს. უპირატესობა მიანიჭეთ კოქტეილებს, ყავას ან ხილის წვენებს.

როგორ მოვრთოთ საახალწლო სუფრა

მაგიდას თეთრი სუფრა გადააფარეთ. აუცილებლად მოათავსეთ სუფრაზე ვირთხის ფიგურა. მაგიდაზე სარკისებრი და მბრწყინავი ჭურჭელი დაალაგეთ.

2020 წლის აქტუალური საჩუქრები

საჩუქრებს მარტო ბავშვები კი არა, უფროსებიც მოუთმენლად ელოდებიან. კარგი და გემრიელი საჩუქარია ძვირად ღირებული ყველის თავი ან ყველის ასორტის კალათა. ვირთხას ასიამოვნებთ, თუ პრაქტიკულ, გამოსაყენებელ ნივთებს დაარიგებთ. აგრეთვე, საჩუქარმა უნდა გაგვიუმჯობესოს განწყობა, ჯანმრთელობა.

ყველა საჭირო და იაფი საჩუქარიც კი მიიღეთ გულით და სიხარულით. გახსოვდეთ, ვირთხა ეკონომიურია და ძვირფას საჩუქრებს ნუ ელით. არსებობს საჩუქრები, რომელიც ვირთხის წელიწადში არავის არ უნდა აჩუქოთ. ასეთებია: კნუტი - ცოცხალი და სათამაშო, ძაღლის ან მელიის გამოსახულებიანი ფიგურები, დეკორატიული თაგვი ან ვირთხა, წვრილი გამოუსადეგარი ნივთები, მინის წვეტიანი აქსესუარები, პარფიუმერია და კოსმეტიკა.

მაღალ მთაში -20 გრადუსია მოსალოდნელი, გაძლიერდება ქარი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

25 იანვარს ჩინური ახალი წელი დგება - როგორ უნდა შეხვდეთ მას და რა უნდა გააკეთოთ 15 დღის განმავლობაში, რომ ბედნიერება დაიბედოთ

7 თებერვლამდე ვენერა თევზებშია - ვის რა ელის სასიყვარულო ასპარეზზე და როგორ იმოქმედებს ეს დრო ჩვენს ფინანსებზე