სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაბრუნდება თუ არა "ნაციონალურ მოძრაობაში" ბაჩო ახალაია ციხიდან გამოსვლის შემდეგ? - ყოფილი მინისტრის ექსკლუზიური ინტერვიუ საპატიმროდან
დაბრუნდება თუ არა "ნაციონალურ მოძრაობაში" ბაჩო ახალაია ციხიდან გამოსვლის შემდეგ? - ყოფილი მინისტრის ექსკლუზიური ინტერვიუ საპატიმროდან

თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი, მსჯავ­რდე­ბუ­ლი ბაჩო ახა­ლა­ია ე.წ. მატ­რო­სო­ვის ცი­ხის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ, „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“, რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რი, არ და­უბ­რუნ­დე­ბა.

ამის შე­სა­ხებ ბაჩო ახა­ლა­ია „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში აცხა­დებს.

თუმ­ცა, რო­გორც თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი გან­მარ­ტავს, ის „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მხარ­დამ­ჭე­რად და ამომ­რჩევ­ლად რჩე­ბა.

„პარ­ტი­ის წევ­რი ფორ­მა­ლუ­რად არც დღეს ვარ და არც ხვალ ვა­პი­რებ გა­წევ­რი­ა­ნე­ბას. მის მხარ­დამ­ჭე­რად და ამომ­რჩევ­ლად კი, მო­მა­ვალ­შიც ისე­ვე დავ­რჩე­ბი, რო­გორც დღეს ვარ. ამა­ვე კონ­ტექ­სტში ერთ გა­რე­მო­ე­ბას მინ­და ხაზი გა­ვუს­ვა: ჩემ­თან და­კავ­ში­რე­ბით მსმე­ნია შემ­დე­გი სი­ტყვე­ბით გა­მო­ხა­ტუ­ლი მო­საზ­რე­ბა - „ცი­ხი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ, თუ უნდა ადა­მი­ანს, პარ­ტი­ულ პო­ლი­ტი­კას ვე­რა­ვინ და­უშ­ლის, ამის­თვი­საც ხომ ზის“. სი­ნამ­დვი­ლე­ში მარ­თა­ლია, ვე­რა­ვინ, ვე­რა­ვის, ვე­რა­ფერს და­უშ­ლის. ყვე­ლას შე­უძ­ლია მათ შო­რის მეც, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში „ამის­თვის არ ვზი­ვარ“. ეს არ იყო ჩემი მო­ტი­ვა­ტო­რი და გულ­წრფე­ლად, რომ ვთქვა, ასე­თი შე­ფარ­დე­ბა ცოტა არ იყოს, ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლა­დაც კი მი­მაჩ­ნია“, - აცხა­დებს ახა­ლა­ია.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ დღეს მას­ზე ბევ­რად უფრო სა­ინ­ტე­რე­სო და უფრო ენერ­გი­უ­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ჰყავს.

„არა­ნა­ირ პარ­ტი­ულ პო­ზი­ცი­ა­ზე ბუ­ნებ­რი­ვია, არა­ნა­ი­რი პრე­ტენ­ზია არ მექ­ნე­ბა. თუმ­ცა, ისიც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ით­ქვას, რომ სრუ­ლად სა­პი­რის­პი­რო მის­წრა­ფე­ბე­ბის ქო­ნის შემ­თხვე­ვა­ში რა­ი­მე და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი პარ­ტი­უ­ლი ამ­ბი­ცი­ე­ბი რომ გამ­ჩე­ნო­და, ვფიქ­რობ, არც „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“ შეხ­ვდე­ბოდ­ნენ ასეთ მის­წრა­ფე­ბებს ენ­თუ­ზი­აზ­მით, რაც სრუ­ლი­ად პრაგ­მა­ტუ­ლი და გო­ნივ­რუ­ლი იქ­ნე­ბო­და.

გარ­და ამი­სა, ისე­დაც ხომ არ­სე­ბობს ძა­ლი­ან ან­გა­რიშ­გა­სა­წე­ვი სხვა გა­რე­მო­ე­ბაც. „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ დღეს ჩემ­ზე ბევ­რად უფრო სა­ინ­ტე­რე­სო, უფრო ენერ­გი­უ­ლი და უფრო მიმ­ზიდ­ვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ჰყავს, მათ შო­რის, რო­გორც ძვე­ლი, ისე ახა­ლი თა­ო­ბი­დან. რაც შე­მე­ხე­ბა მე, ამ თვალ­საზ­რი­სით ნამ­დვი­ლად შევ­დი­ვარ იმ პირ­თა წრე­ში, რომ­ლებ­საც დღე­ვან­დე­ლი რე­ა­ლო­ბით ალ­ბათ, მხო­ლოდ დის­კომ­ფორ­ტის მო­ტა­ნა შე­უძ­ლია, რო­გორც „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“, ასე­ვე მისი პო­ლი­ტი­კუ­რი პარტნი­ო­რე­ბის­თვის. მერ­წმუ­ნეთ, ასე­თი სუ­რა­თი ტრა­გი­კო­მი­კუ­რი იქ­ნე­ბო­და, რაც თა­ვის­თა­ვად და­ძა­ბუ­ლო­ბას შე­ი­ტან­და ოპო­ზი­ცი­ა­ში, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას კი ნამ­დვი­ლად სი­ა­მოვ­ნე­ბას მი­ა­ნი­ჭებ­და“, - გა­ნა­ცხა­და ახა­ლა­ი­ამ.

ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია იხი­ლეთ ბმულ­ზე.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ირა
7
მკვლელი!!!
ვალერი
3

ჯარში და ციხეში მისი გაკეთებულის ჩამოშლა მიმდინარეობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

დაბრუნდება თუ არა "ნაციონალურ მოძრაობაში" ბაჩო ახალაია ციხიდან გამოსვლის შემდეგ? - ყოფილი მინისტრის ექსკლუზიური ინტერვიუ საპატიმროდან

დაბრუნდება თუ არა "ნაციონალურ მოძრაობაში" ბაჩო ახალაია ციხიდან გამოსვლის შემდეგ? - ყოფილი მინისტრის ექსკლუზიური ინტერვიუ საპატიმროდან

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მსჯავრდებული ბაჩო ახალაია ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ, „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც პოლიტიკური ლიდერი, არ დაუბრუნდება.

ამის შესახებ ბაჩო ახალაია „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს.

თუმცა, როგორც თავდაცვის ყოფილი მინისტრი განმარტავს, ის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერად და ამომრჩევლად რჩება.

„პარტიის წევრი ფორმალურად არც დღეს ვარ და არც ხვალ ვაპირებ გაწევრიანებას. მის მხარდამჭერად და ამომრჩევლად კი, მომავალშიც ისევე დავრჩები, როგორც დღეს ვარ. ამავე კონტექსტში ერთ გარემოებას მინდა ხაზი გავუსვა: ჩემთან დაკავშირებით მსმენია შემდეგი სიტყვებით გამოხატული მოსაზრება - „ციხიდან გამოსვლის შემდეგ, თუ უნდა ადამიანს, პარტიულ პოლიტიკას ვერავინ დაუშლის, ამისთვისაც ხომ ზის“. სინამდვილეში მართალია, ვერავინ, ვერავის, ვერაფერს დაუშლის. ყველას შეუძლია მათ შორის მეც, მაგრამ სინამდვილეში „ამისთვის არ ვზივარ“. ეს არ იყო ჩემი მოტივატორი და გულწრფელად, რომ ვთქვა, ასეთი შეფარდება ცოტა არ იყოს, ძვირადღირებულადაც კი მიმაჩნია“, - აცხადებს ახალაია.

მისივე განმარტებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ დღეს მასზე ბევრად უფრო საინტერესო და უფრო ენერგიული პოლიტიკოსები ჰყავს.

„არანაირ პარტიულ პოზიციაზე ბუნებრივია, არანაირი პრეტენზია არ მექნება. თუმცა, ისიც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ სრულად საპირისპირო მისწრაფებების ქონის შემთხვევაში რაიმე დაუსაბუთებელი პარტიული ამბიციები რომ გამჩენოდა, ვფიქრობ, არც „ნაციონალურ მოძრაობაში“ შეხვდებოდნენ ასეთ მისწრაფებებს ენთუზიაზმით, რაც სრულიად პრაგმატული და გონივრული იქნებოდა.

გარდა ამისა, ისედაც ხომ არსებობს ძალიან ანგარიშგასაწევი სხვა გარემოებაც. „ნაციონალურ მოძრაობას“ დღეს ჩემზე ბევრად უფრო საინტერესო, უფრო ენერგიული და უფრო მიმზიდველი პოლიტიკოსები ჰყავს, მათ შორის, როგორც ძველი, ისე ახალი თაობიდან. რაც შემეხება მე, ამ თვალსაზრისით ნამდვილად შევდივარ იმ პირთა წრეში, რომლებსაც დღევანდელი რეალობით ალბათ, მხოლოდ დისკომფორტის მოტანა შეუძლია, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ასევე მისი პოლიტიკური პარტნიორებისთვის. მერწმუნეთ, ასეთი სურათი ტრაგიკომიკური იქნებოდა, რაც თავისთავად დაძაბულობას შეიტანდა ოპოზიციაში, ხელისუფლებას კი ნამდვილად სიამოვნებას მიანიჭებდა“, - განაცხადა ახალაიამ.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

"მოგიწოდებთ დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ" - ომბუდსმენი ნინოწმინდის პანსიონში გადაღებულ ვიდეოს ეხმაურება, რომელიც სოცქსელში გავრცელდა

"მხოლოდ ერთხელ ინტერნეტით ჰქონდათ კავშირი" - მშობლების ინფორმაციით, 15 წლის მოზარდი სკოლაში მიდიოდა, რა დროსაც გაიტაცეს

"რაც თავი მახსოვს, სულ მინდოდა პოლიციას არ გავეჩერებინე, თუ არაფერს ვარღვევდი - ვერ მოვიშორეთ "გაიშნიკური“ სტრატეგია" - რას აპროტესტებს იაგო ხვიჩია