კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტურიზმის განვითარების სკოლა - უფასო ტრენინგები გიდებისთვის
ტურიზმის განვითარების სკოლა - უფასო ტრენინგები გიდებისთვის

აჭა­რა­ში გი­დე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბის მო­რი­გი ეტა­პი დას­რულ­და. ამ­ჯე­რად, აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის პრო­ექ­ტის „ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის სკო­ლა“ ფარ­გლებ­ში ტრე­ნინ­გე­ბი 40-მდე დამ­წყებ­მა და მოქ­მედ­მა გიდ­მა მა­ჭა­ხე­ლას, ქე­დი­სა და ბა­თუ­მის ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შრუ­ტე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ი­ა­რა.

თე­ო­რი­ულ-პრაქ­ტი­კუ­ლი კურ­სი­სას გი­დებს ლექ­ცი­ე­ბი ეთ­ნოგ­რა­ფი­ის, ექ­სკურ­სმცოდ­ნე­ო­ბის, გი­დის ფსი­ქო­ლო­გი­ის, პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბის, არ­ქი­ტექ­ტუ­რის, ფოლკ­ლო­რის, ბა­თუ­მი­სა და ზო­გა­დად, სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ ჩა­უ­ტარ­დათ. პრაქ­ტი­კუ­ლი ტუ­რე­ბი­სას კი ტრე­ნინ­გის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მარ­შრუ­ტებ­ზე არ­სე­ბულ ტუ­რის­ტულ პრო­დუქ­ტებს, სერ­ვი­სებ­სა და ტუ­რის­ტულ ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბებს გა­ეც­ნენ.

აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტი ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის სკო­ლის ფარ­გლებ­ში გი­დე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბას აქ­ტი­უ­რად 2017 წლი­დან ან­ხორ­ცი­ე­ლებს. დღემ­დე რე­გი­ონ­ში 150-მდე მოქ­მე­დი და დამ­წყე­ბი გიდი და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის, ბა­თუ­მი­სა და მთი­ა­ნი აჭა­რის ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შრუ­ტე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­დამ­ზად­და. სატ­რე­ნინ­გო პროგ­რა­მა გი­დე­ბის­თვის უფა­სოა და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა რე­გი­ონ­ში მოქ­მედ ნე­ბის­მი­ერ გიდს შე­უძ­ლია.

ჯამ­ში, დე­პარ­ტა­მენ­ტის სატ­რე­ნინ­გო პროგ­რა­მა ბოლო წლებ­ში ტუ­რიზ­მის სექ­ტორ­ში და­საქ­მე­ბულ­მა 2700-ზე მეტ­მა პირ­მა გა­ი­ა­რა. მათ შო­რის სა­ო­ჯა­ხო-სას­ტუმ­რო სახ­ლე­ბის, გან­თავ­სე­ბი­სა და კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბის, ასე­ვე ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა და გი­დებ­მა.

NS

ავტორი:

ტურიზმის განვითარების სკოლა - უფასო ტრენინგები გიდებისთვის

ტურიზმის განვითარების სკოლა - უფასო ტრენინგები გიდებისთვის

აჭარაში გიდების გადამზადების მორიგი ეტაპი დასრულდა. ამჯერად, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პროექტის „ტურიზმის განვითარების სკოლა“ ფარგლებში ტრენინგები 40-მდე დამწყებმა და მოქმედმა გიდმა მაჭახელას, ქედისა და ბათუმის ტურისტული მარშრუტების მიმართულებით გაიარა.

თეორიულ-პრაქტიკული კურსისას გიდებს ლექციები ეთნოგრაფიის, ექსკურსმცოდნეობის, გიდის ფსიქოლოგიის, პირველადი დახმარების, არქიტექტურის, ფოლკლორის, ბათუმისა და ზოგადად, საქართველოს ისტორიის შესახებ ჩაუტარდათ. პრაქტიკული ტურებისას კი ტრენინგის მონაწილეები მარშრუტებზე არსებულ ტურისტულ პროდუქტებს, სერვისებსა და ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს გაეცნენ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში გიდების გადამზადებას აქტიურად 2017 წლიდან ანხორციელებს. დღემდე რეგიონში 150-მდე მოქმედი და დამწყები გიდი დაცული ტერიტორიების, ბათუმისა და მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების მიმართულებით გადამზადდა. სატრენინგო პროგრამა გიდებისთვის უფასოა და მასში მონაწილეობა რეგიონში მოქმედ ნებისმიერ გიდს შეუძლია.

ჯამში, დეპარტამენტის სატრენინგო პროგრამა ბოლო წლებში ტურიზმის სექტორში დასაქმებულმა 2700-ზე მეტმა პირმა გაიარა. მათ შორის საოჯახო-სასტუმრო სახლების, განთავსებისა და კვების ობიექტების, ასევე ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებმა და გიდებმა.

NS

ჭუბერში ერთდროულად ოთხი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს

რატომ დაემსგავსა ჩემი ქვეყანა საქათმეს?!

როგორი ტემპერატურა გველის უახლოეს დღეებში - იხილეთ ამინდის პროგნოზი