სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზუგდიდში მძღოლი, რომელსაც  საპატრულო პოლიცია მოძრაობის შეწყვეტას სთხოვდა,  ავარიას ემსხვერპლა
ზუგდიდში მძღოლი, რომელსაც  საპატრულო პოლიცია მოძრაობის შეწყვეტას სთხოვდა,  ავარიას ემსხვერპლა

შს სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მძღოლს, რო­მე­ლიც ზუგ­დი­დის სო­ფელ ნა­წუ­ლუ­კუ­ში მომ­ხდარ ავა­რი­ას ემსხვერ­პლა, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია მოძ­რა­ო­ბის შე­წყვე­ტას სთხოვ­და. უწყე­ბის ცნო­ბით, მძღო­ლი არ და­ე­მორ­ჩი­ლა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მო­თხოვ­ნას და ზუგ­დი­დი­დან ნა­წუ­ლუ­კუს მი­მარ­თუ­ლე­ბით გზა გა­აგ­რძე­ლა, რა დრო­საც სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან გა­და­ვი­და და შემ­ხვედრ ავ­ტო­მან­ქა­ნას შე­ე­ჯა­ხა.

"23 ოქ­ტომ­ბერს, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ქა­ლაქ ზუგ­დიდ­ში მა­ნევ­რი­რე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვით და გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რავ "ოპე­ლის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ნიშ­ნეს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა დარ­ღვე­ვით მოძ­რა­ვი ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღოლს არა­ერ­თგზის მო­უ­წო­დეს, შე­ე­წყვი­ტა მოძ­რა­ო­ბა. მძღო­ლი არ და­ე­მორ­ჩი­ლა პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რე­ბის მო­წო­დე­ბას და სო­ფელ რუ­ხის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ნაგ­რძო სვლა. რუხი-ნა­წუ­ლუ­კუს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აღ­ნიშ­ნუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი გა­და­ვი­და სა­ვა­ლი ზო­ლი­დან და შემ­ხვედრ ზოლ­ში მოძ­რავ “ფოლკს­ვა­გენ პა­სა­ტის“ მარ­კის ავ­ტო­მო­ბილს შე­ე­ჯა­ხა. შე­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად "ოპე­ლის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბილს გა­უჩ­ნდა ცე­ცხლი. ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღო­ლი, 1961 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი.შ. ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღეს "ფოლკს­ვა­გე­ნის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღოლ­მა და ორმა მგზავ­რმა, რომ­ლე­ბიც გა­დაყ­ვა­ნი­ლი არი­ან სა­ა­ვად­მყო­ფო­ში", - აცხა­დე­ბენ შსს-ში.

მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გუ­ლის­ხმობს "სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვას, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია.“

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

ზუგდიდში მძღოლი, რომელსაც  საპატრულო პოლიცია მოძრაობის შეწყვეტას სთხოვდა,  ავარიას ემსხვერპლა

ზუგდიდში მძღოლი, რომელსაც  საპატრულო პოლიცია მოძრაობის შეწყვეტას სთხოვდა,  ავარიას ემსხვერპლა

შს სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლს, რომელიც ზუგდიდის სოფელ ნაწულუკუში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა, საპატრულო პოლიცია მოძრაობის შეწყვეტას სთხოვდა. უწყების ცნობით, მძღოლი არ დაემორჩილა სამართალდამცავების მოთხოვნას და ზუგდიდიდან ნაწულუკუს მიმართულებით გზა გააგრძელა, რა დროსაც სავალი ნაწილიდან გადავიდა და შემხვედრ ავტომანქანას შეეჯახა.

"23 ოქტომბერს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ქალაქ ზუგდიდში მანევრირების წესების დარღვევით და გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავ "ოპელის" მარკის ავტომობილი შენიშნეს. სამართალდამცველებმა დარღვევით მოძრავი ავტომობილის მძღოლს არაერთგზის მოუწოდეს, შეეწყვიტა მოძრაობა. მძღოლი არ დაემორჩილა პატრულ-ინსპექტორების მოწოდებას და სოფელ რუხის მიმართულებით განაგრძო სვლა. რუხი-ნაწულუკუს ტერიტორიაზე აღნიშნული ავტომობილი გადავიდა სავალი ზოლიდან და შემხვედრ ზოლში მოძრავ “ფოლკსვაგენ პასატის“ მარკის ავტომობილს შეეჯახა. შეჯახების შედეგად "ოპელის" მარკის ავტომობილს გაუჩნდა ცეცხლი. ავტომობილის მძღოლი, 1961 წელს დაბადებული ი.შ. ადგილზე გარდაიცვალა, ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს "ფოლკსვაგენის" მარკის ავტომობილის მძღოლმა და ორმა მგზავრმა, რომლებიც გადაყვანილი არიან საავადმყოფოში", - აცხადებენ შსს-ში.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს "სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.“

საზარელი ავარია ზუგდიდში - გარდაცვლილია 3 ადამიანი, მათ შორის ცოლ-ქმარი, არიან მძიმედ დაშავებულებიც

ქობულეთში, ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

კახეთში  სანადიროდ წასულ მამაკაცს მანქანა ამოუტრიალდა და ქვეშ მოიყოლა