კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შემწვარი თხები  სუფრაზე ტრადიციის ნაწილია და მისი დაცინვა არ შეიძლება" -  სოხუმში ქორწილის ფოტოებზე კომენტარის გამო, მამაკაცს სასტიკად გაუსწორდნენ
"შემწვარი თხები  სუფრაზე ტრადიციის ნაწილია და მისი დაცინვა არ შეიძლება" -  სოხუმში ქორწილის ფოტოებზე კომენტარის გამო, მამაკაცს სასტიკად გაუსწორდნენ

32 წლის აფხა­ზი ბეს­ლან ხვარწკია, რო­მელ­მაც სო­ხუ­მის ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ქორ­წი­ლის ფო­ტო­ე­ბი ინ­ტერ­ნეტ­ში წარ­წე­რით "козлосвадьба" გა­ნა­თავ­სა, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით შე­იყ­ვა­ნეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ apsadgil.info ავ­რცე­ლებს. ად­გი­ლობ­რი­ვი ე.წ. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, მა­მა­კაცს რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი და­ეს­ხა თავს და სას­ტი­კად გა­უს­წორ­და.

ხვარწკი­ას ტვი­ნის შერ­ყე­ვა აქვს, გა­ტე­ხი­ლი აქვს ასე­ვე ცხვი­რი, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი აქვს მკერ­დის ძვლე­ბი და მრავ­ლო­ბით სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა. აფხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის ერთი ნა­წი­ლის თქმით, მან "რაც და­იმ­სა­ხუ­რა ის მი­ი­ღო, რად­გან მისი ცე­მის მი­ზე­ზი აფხა­ზუ­რი ტრა­დი­ცი­ის შე­უ­რა­ცხყო­ფა გახ­და, რაც სა­კუ­თა­რი წარ­სუ­ლის უარ­ყო­ფას ნიშ­ნავს".

"არ ვფქ­რობ, რომ ის ბი­ჭე­ბი, ვინც ხვარწკია სცე­მეს, ტყუ­იან, არ შე­იძ­ლე­ბა დას­ცი­ნო ტრა­დი­ცი­ას, წარ­სუ­ლის ფა­სე­უ­ლო­ბებს. ჩვენ კავ­კა­სი­ე­ლე­ბი ვართ, რო­მელ­თათ­ვი­საც ადა­თი იმა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვიდ­რე ია­ფ­ფა­სი­ა­ნი იუ­მო­რი, რო­მე­ლიც ვი­ღაც სუ­ბი­ექ­ტის თვი­თპო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ემ­სა­ხუ­რე­ბა. სუფ­რა­ზე და­ლა­გე­ბუ­ლი შემ­წვა­რი თხე­ბი ტრა­დი­ცი­ის ნა­წი­ლია და მისი და­ცინ­ვა არ შე­იძ­ლე­ბა", - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ლია ლა­ი­ბა.

სხვე­ბის თქმით, ხცარწკი­ას მი­მართ აფხა­ზე­ბის ასე­თი აგ­რე­სია ქარ­თვე­ლე­ბი­სა და რუ­სე­ბის რე­აქ­ცი­ებ­მა გა­მო­იწ­ვია.

ამ ფო­ტო­ებს ინ­ტერ­ნეტ­ში უამ­რა­ვი დამ­ცი­ნა­ვი და სარ­კას­ტუ­ლი პოს­ტი მოჰ­ყვა, რო­გორც რუ­სე­ბის, ასე­ვე ქარ­თვე­ლე­ბის მხრი­დან:

არ გინ­დათ თქვენ სი­ნათ­ლე­ზე გა­მოს­ვლა, ისევ "თხე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში" ყოფ­ნა გირ­ჩევ­ნი­ათ და ტყუ­ი­ლად ვცდი­ლობთ გა­მო­გათ­რი­ოთ. წვით ცხო­ვე­ლე­ბი და იცხოვ­რეთ ბედ­ნი­ე­რა­დო, - წერ­და ერთი რუსი.

"რო­დის უნდა დას­რულ­დეს ეს ამაზ­რზე­ნი ტრა­დი­ცია, თხა ცო­ცხლად თუ არ შე­იწ­ვა, ისე ვერ შე­ჭამთ? გა­ვი­გეთ, რომ აფხა­ზე­ბი შეძ­ლე­ბუ­ლი ხალ­ხია, მაგ­რამ სხვა­ნი­ა­რად შე­ეძ­ლოთ თა­ვი­ან­თი უპი­რა­ტე­სო­ბის დამ­ტკი­ცე­ბა", - წერს ოლეგ შუ­ბე­კია.

ინ­ცი­დენ­ტი 21 ოქ­ტომ­ბერს მოხ­და. სო­ხუ­მის მი­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო­დან შე­ტყო­ბი­ნე­ბა შე­ვი­და, რომ მათ­თან მი­იყ­ვა­ნეს ახალ­გაზ­რდა კაცი, სხე­ულ­ზე მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით.

სო­ხუ­მის ე.წ. პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში აცხა­დე­ბენ, რომ გან­ცხა­დე­ბის გა­რე­შე საქ­მეს ვერ აღ­ძრა­ვენ, "ფე­ის­ბუქ­ზე" გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­ზუ­ა­ლუ­რი მა­სა­ლა კი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის და­წყე­ბი­სა და და­ნა­შა­უ­ლის მტკი­ცე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი არ არის.

სკან­და­ლუ­რი ქორ­წი­ლი სო­ხუ­მის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ რეს­ტო­რან­ში აფხა­ზურ­მა ოჯახ­მა გა­და­ი­ხა­და. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, ისი­ნი აფხა­ზე­თის "მა­ფი­ო­ზურ კლან­ში" წამ­ყვან ად­გილს იკა­ვე­ბენ, რად­გან ქა­ლა­ქის ცენ­ტრში კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლი და­ან­გრი­ეს, მის ად­გილ­ზე კი რეს­ტო­რა­ნი გახ­სნეს. მა­შინ მო­სახ­ლე­ო­ბის მო­თხოვ­ნით, ვან­და­ლიზ­მის მუხ­ლით საქ­მეც აღიძ­რა, თუმ­ცა, აფხა­ზებ­მა ყვე­ლა­ფე­რი მა­ლე­ვე "მო­აგ­ვა­რეს" და საქ­მეც და­ი­ხუ­რა.

აფხა­ზი სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის თქმით, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის გა­მო­ხატ­ვის­თვის ადა­მი­ა­ნე­ბი აფხა­ზეთ­ში არა­ერ­თხელ დას­ჯი­ლან და ეს ტენ­დენ­ცია გრძელ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
sss 21
0

ჩვეულებრივი ველურები....

 

თერჯოლელი
0

შამფურზე წამოგებული და თონეში შემწვარი გოჭი ან ციკანი არ გინახავთ?მაგრამ მაგიდაზე ასე მწკრივში ჩალაგებული ჩემთვის მიუღებელია,თუმცა დაცინვაც მიუღებელია,ჩვენ თავად ქართველებს ჯერ კიდევ ბევრი რამე გვაქვს მიუღებელი,მოდით ჯერ ჩვენ გამოვსწორდეთ,ჩვენი თვალებიდან ამოვიღოთ დირე და ბეწვი მერე ვეძებოთ სხვის თვალებში.

ავტორი:

"შემწვარი თხები  სუფრაზე ტრადიციის ნაწილია და მისი დაცინვა არ შეიძლება" -  სოხუმში ქორწილის ფოტოებზე კომენტარის გამო, მამაკაცს სასტიკად გაუსწორდნენ

"შემწვარი თხები  სუფრაზე ტრადიციის ნაწილია და მისი დაცინვა არ შეიძლება" -  სოხუმში ქორწილის ფოტოებზე კომენტარის გამო, მამაკაცს სასტიკად გაუსწორდნენ

32 წლის აფხაზი ბესლან ხვარწკია, რომელმაც სოხუმის ერთ-ერთ რესტორანში გადაღებული ქორწილის ფოტოები ინტერნეტში წარწერით "козлосвадьба" განათავსა, საავადმყოფოში მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ apsadgil.info ავრცელებს. ადგილობრივი ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მამაკაცს რამდენიმე ადამიანი დაესხა თავს და სასტიკად გაუსწორდა.

ხვარწკიას ტვინის შერყევა აქვს, გატეხილი აქვს ასევე ცხვირი, დაზიანებული აქვს მკერდის ძვლები და მრავლობით სისხლჩაქცევები აღენიშნება. აფხაზეთის მოსახლეობის ერთი ნაწილის თქმით, მან "რაც დაიმსახურა ის მიიღო, რადგან მისი ცემის მიზეზი აფხაზური ტრადიციის შეურაცხყოფა გახდა, რაც საკუთარი წარსულის უარყოფას ნიშნავს".

"არ ვფქრობ, რომ ის ბიჭები, ვინც ხვარწკია სცემეს, ტყუიან, არ შეიძლება დასცინო ტრადიციას, წარსულის ფასეულობებს. ჩვენ კავკასიელები ვართ, რომელთათვისაც ადათი იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე იაფფასიანი იუმორი, რომელიც ვიღაც სუბიექტის თვითპოპულარიზაციას ემსახურება. სუფრაზე დალაგებული შემწვარი თხები ტრადიციის ნაწილია და მისი დაცინვა არ შეიძლება", - წერს სოციალურ ქსელში ლია ლაიბა.

სხვების თქმით, ხცარწკიას მიმართ აფხაზების ასეთი აგრესია ქართველებისა და რუსების რეაქციებმა გამოიწვია.

ამ ფოტოებს ინტერნეტში უამრავი დამცინავი და სარკასტული პოსტი მოჰყვა, როგორც რუსების, ასევე ქართველების მხრიდან:

არ გინდათ თქვენ სინათლეზე გამოსვლა, ისევ "თხების საზოგადოებაში" ყოფნა გირჩევნიათ და ტყუილად ვცდილობთ გამოგათრიოთ. წვით ცხოველები და იცხოვრეთ ბედნიერადო, - წერდა ერთი რუსი.

"როდის უნდა დასრულდეს ეს ამაზრზენი ტრადიცია, თხა ცოცხლად თუ არ შეიწვა, ისე ვერ შეჭამთ? გავიგეთ, რომ აფხაზები შეძლებული ხალხია, მაგრამ სხვანიარად შეეძლოთ თავიანთი უპირატესობის დამტკიცება", - წერს ოლეგ შუბეკია.

ინციდენტი 21 ოქტომბერს მოხდა. სოხუმის მილიციის განყოფილებაში რესპუბლიკური საავადმყოფოდან შეტყობინება შევიდა, რომ მათთან მიიყვანეს ახალგაზრდა კაცი, სხეულზე მრავალრიცხოვანი დაზიანებებით.

სოხუმის ე.წ. პროკურატურაში აცხადებენ, რომ განცხადების გარეშე საქმეს ვერ აღძრავენ, "ფეისბუქზე" გავრცელებული ვიზუალური მასალა კი სისხლის სამართლის საქმის დაწყებისა და დანაშაულის მტკიცების საფუძველი არ არის.

სკანდალური ქორწილი სოხუმის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ რესტორანში აფხაზურმა ოჯახმა გადაიხადა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ისინი აფხაზეთის "მაფიოზურ კლანში" წამყვან ადგილს იკავებენ, რადგან ქალაქის ცენტრში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დაანგრიეს, მის ადგილზე კი რესტორანი გახსნეს. მაშინ მოსახლეობის მოთხოვნით, ვანდალიზმის მუხლით საქმეც აღიძრა, თუმცა, აფხაზებმა ყველაფერი მალევე "მოაგვარეს" და საქმეც დაიხურა.

აფხაზი სახალხო დამცველის თქმით, განსხვავებული აზრის გამოხატვისთვის ადამიანები აფხაზეთში არაერთხელ დასჯილან და ეს ტენდენცია გრძელდება.

"მამაჩემის სახლი, რომელიც ომის შემდეგ სამჯერ აღვადგინეთ, განადგურებულია..." - რა ვითარებაა გალში, სადაც მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან

"ცეცხლი სახლებსა და ხის შენობებს მოედო" - ოკუპირებულ გალში ხანძრის გამო ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია გადაწყდა

რა დაევალა პუტინის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოსთან და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში