კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს დაც­ვის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენტს ახა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი ჰყავს. ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი, გი­ორ­გი ბაგ­რა­ტი­ო­ნი და­ი­ნიშ­ნა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­მა დაც­ვის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებს ახა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რა­დად წა­რუდ­გი­ნა.

"დაც­ვის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ახა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი - გი­ორ­გი ბაგ­რა­ტი­ო­ნი არის პრინ­ცი­პუ­ლი ადა­მი­ა­ნი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და კარ­გი მე­ნე­ჯე­რი. ვფიქ­რობ, ის კარ­გად გა­არ­თმევს თავს ამ სამ­სა­ხურს. ბევ­რი კარ­გი რამ გა­კეთ­და, ბევ­რი წინ­გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია და ეს აუ­ცი­ლებ­ლად გაგ­რძელ­დე­ბა,” - გა­ნა­ცხა­და ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­მა დაც­ვის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე.

მი­ნის­ტრმა ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ თა­ნამ­შრო­მელ­თა სო­ცი­ა­ლუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, სა­პო­ლი­ციო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა და შე­სა­ბა­მი­სი სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბის შექ­მნა კვლავ იქ­ნე­ბა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ერთ-ერთი მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტი.

ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­მა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფილ თავ­მჯდო­მა­რეს - გიგა ნი­კო­ლე­იშ­ვილს, რო­მე­ლიც ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და დაც­ვის პო­ლი­ცი­ას.

შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი და დაც­ვის პო­ლი­ცი­ის ახა­ლი თავ­მჯდო­მა­რე დე­პარ­ტა­მენ­ტში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ სი­ახ­ლე­ებს გა­ეც­ნენ.

"5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­მუ­შა­ვე სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რა­ში, კერ­ძოდ ქა­ლაქ თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში და მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ქა­ლა­ქის მერს, მთავ­რო­ბას, საკ­რე­ბუ­ლოს გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ნდო­ბის­თვის. დაც­ვის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი ჩემ­თვის არის ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვა. ამ დე­პარ­ტა­მენ­ტში მო­მუ­შა­ვე 12 ათა­სი ადა­მი­ა­ნი იცავს სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან ობი­ექ­ტებს. დიდი მად­ლო­ბა მინ­და ბა­ტონ მი­ნისტრს გა­და­ვუ­ხა­დო ამ ნდო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის­თვის და დღე­ი­დან მზად ვარ, რომ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლო და გან­ვაგ­რძო ის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი და ცვლი­ლე­ბე­ბი, რაც ბოლო 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ დე­პარ­ტა­მენ­ტში გან­ხორ­ცი­ელ­და,“ - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ბაგ­რა­ტი­ონ­მა.

გი­ორ­გი ბაგ­რა­ტი­ო­ნი ამ დრომ­დე ქა­ლაქ თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი იყო.

ავტორი:

დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ამ თანამდებობაზე თბილისის მუნიციპალური ინსპექციის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსი, გიორგი ბაგრატიონი დაინიშნა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი პირადად წარუდგინა.

"დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი - გიორგი ბაგრატიონი არის პრინციპული ადამიანი, პროფესიონალი და კარგი მენეჯერი. ვფიქრობ, ის კარგად გაართმევს თავს ამ სამსახურს. ბევრი კარგი რამ გაკეთდა, ბევრი წინგადადგმული ნაბიჯია და ეს აუცილებლად გაგრძელდება,” - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან შეხვედრაზე.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თანამშრომელთა სოციალური უზრუნველყოფის გაუმჯობესება, საპოლიციო ინფრასტრუქტურის განვითარება და შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნა კვლავ იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.

ვახტანგ გომელაურმა მადლობა გადაუხადა დეპარტამენტის ყოფილ თავმჯდომარეს - გიგა ნიკოლეიშვილს, რომელიც ორი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა დაცვის პოლიციას.

შეხვედრის შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრი და დაცვის პოლიციის ახალი თავმჯდომარე დეპარტამენტში განხორციელებულ სიახლეებს გაეცნენ.

"5 წლის განმავლობაში ვიმუშავე სახელმწიფო სტრუქტურაში, კერძოდ ქალაქ თბილისის მერიაში და მინდა მადლობა გადავუხადო ქალაქის მერს, მთავრობას, საკრებულოს გამოცხადებული ნდობისთვის. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ჩემთვის არის ახალი გამოწვევა. ამ დეპარტამენტში მომუშავე 12 ათასი ადამიანი იცავს საქართველოს მასშტაბით ყველაზე მნიშვნელოვან ობიექტებს. დიდი მადლობა მინდა ბატონ მინისტრს გადავუხადო ამ ნდობის გამოცხადებისთვის და დღეიდან მზად ვარ, რომ განვახორციელო და განვაგრძო ის მიმართულებები და ცვლილებები, რაც ბოლო 2 წლის განმავლობაში ამ დეპარტამენტში განხორციელდა,“ - განაცხადა გიორგი ბაგრატიონმა.

გიორგი ბაგრატიონი ამ დრომდე ქალაქ თბილისის მუნიციპალური ინსპექციის საქალაქო სამსახურის უფროსი იყო.

LIVE: ნინო ბურჯანაძე "ნიუსრუმში"

"არასდროს წავსულვარ პატრიარქის წინააღმდეგ"  -  გიორგი კვირიკაშვილი

პრეზიდენტის ვებგვერდი "დაჰაკეს" და მიხეილ სააკაშვილის ფოტო დადეს, წარწერით "მე დავბრუნდები"