სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
75 წლის ქალმა იმშობიარა - ბავშვის წონა 600 გრამია
75 წლის ქალმა იმშობიარა - ბავშვის წონა 600 გრამია

75 წლის ქალი, რო­მელ­მაც ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით გო­გო­ნა გა­ა­ჩი­ნა, მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე ასა­კო­ვან დე­დად მი­იჩ­ნი­ეს.

პა­ბ­ჰა დე­ვიმ ინ­დო­ეთ­ში, რა­ჯას­ტა­ნის შტატ­ში სა­კე­ის­რო კვე­თით იმ­შო­ბი­ა­რა. ბავ­შვი ძა­ლი­ან პა­ტა­რა იყო და 600 გრამს იწო­ნი­და, ის სას­წრა­ფოდ გა­და­იყ­ვა­ნეს რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. ექი­მე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი გახ­დნენ, სა­კე­ის­რო ორ­სუ­ლო­ბის 30-ე კვი­რა­ზე ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ, რად­გან ქალს მხო­ლოდ ერთი ფილ­ტვი უმუ­შა­ვებს და ფი­ზი­კუ­რად ძა­ლი­ან და­სუს­ტდა.

პენ­სი­ო­ნერ პა­ბ­ჰა დე­ვი­სა და მის 80 წლის ქმარს უკვე ჰყავთ ნაშ­ვი­ლე­ბი ბავ­შვი, თუმ­ცა სურ­დათ, ბი­ო­ლო­გი­უ­რი შვი­ლი გა­ე­ჩი­ნათ და ამი­ტომ ინ-ვიტ­რო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბას მი­მარ­თეს.

„თუ ნა­ად­რე­ვად არ ვამ­შო­ბი­ა­რებ­დით, შე­საძ­ლოა, ბავ­შვი გარ­დაც­ვლი­ლი­ყო,“ - გა­ნა­ცხა­და პა­ბ­ჰას გი­ნე­კო­ლოგ­მა.

ახალ­შო­ბი­ლი ნე­ო­ნა­ტა­ლურ ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. ვიდ­რე წო­ნა­ში არ მო­ი­მა­ტებს, დე­დას არ შე­ეძ­ლე­ბა, ბავ­შვი ბუ­ნებ­რივ კვე­ბა­ზე გა­და­იყ­ვა­ნოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

75 წლის ქალმა იმშობიარა - ბავშვის წონა 600 გრამია

75 წლის ქალმა იმშობიარა - ბავშვის წონა 600 გრამია

75 წლის ქალი, რომელმაც ხელოვნური განაყოფიერების საშუალებით გოგონა გააჩინა, მსოფლიოს ყველაზე ასაკოვან დედად მიიჩნიეს.

პაბჰა დევიმ ინდოეთში, რაჯასტანის შტატში საკეისრო კვეთით იმშობიარა. ბავშვი ძალიან პატარა იყო და 600 გრამს იწონიდა, ის სასწრაფოდ გადაიყვანეს რეანიმაციულ განყოფილებაში. ექიმები იძულებულები გახდნენ, საკეისრო ორსულობის 30-ე კვირაზე ჩაეტარებინათ, რადგან ქალს მხოლოდ ერთი ფილტვი უმუშავებს და ფიზიკურად ძალიან დასუსტდა.

პენსიონერ პაბჰა დევისა და მის 80 წლის ქმარს უკვე ჰყავთ ნაშვილები ბავშვი, თუმცა სურდათ, ბიოლოგიური შვილი გაეჩინათ და ამიტომ ინ-ვიტრო განაყოფიერებას მიმართეს.

„თუ ნაადრევად არ ვამშობიარებდით, შესაძლოა, ბავშვი გარდაცვლილიყო,“ - განაცხადა პაბჰას გინეკოლოგმა.

ახალშობილი ნეონატალურ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული. ვიდრე წონაში არ მოიმატებს, დედას არ შეეძლება, ბავშვი ბუნებრივ კვებაზე გადაიყვანოს.

"ბევრი კვლევის მიუხედავად, "ხელჩასაჭიდი“ ვერ ვიპოვნეთ. ვინერვიულეთ ბევრი" - რა პრობლემა აქვს ვახო სანაიას და თამუნა ყურაშვილის სრულიად ჯანმრთელ ბიჭს?

რატომ აჩუქა მაკა ასათიანის ქმარმა პაატა იმნაძეს სახლი - იმნაძე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ანდრია პირველწოდებულს იხსენიებს - რა უნდა იცოდეს მორწმუნემ წმინდანის შესახებ