კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
4 ბიზნესიდეა, რომელიც აქტუალობას არასდროს კარგავს
4 ბიზნესიდეა, რომელიც აქტუალობას არასდროს კარგავს

თუ სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სის და­წყე­ბას აპი­რებთ, მა­შინ კარ­გად შე­არ­ჩი­ეთ ბიზ­ნე­სი­დეა. ის აუ­ცი­ლებ­ლად აქ­ტუ­ა­ლუ­რი უნდა იყოს. ასე­ვე, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ ის ფაქ­ტო­რიც, თუ რამ­დე­ნად შე­ე­სა­ბა­მე­ბა ბიზ­ნე­სი­დეა იმ კონ­კრე­ტულ ლო­კა­ცი­ა­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას, სა­დაც მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას აპი­რებთ. აუ­ცი­ლებ­ლად წი­ნას­წარ გა­ა­კე­თეთ პრო­ექ­ტი და ფი­ნან­სუ­რი ანა­ლი­ზიც შე­ად­გი­ნეთ. გა­მო­ი­კი­თხეთ მსგავ­სი ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და მათ­გან რჩე­ვე­ბი მი­ი­ღეთ. ამ ყვე­ლაფ­რის გა­კე­თე­ბის შემ­დეგ კი უკვე ბიზ­ნე­სი­დე­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც შე­გიძ­ლი­ათ, და­ი­წყოთ.

ჩვენ გთა­ვა­ზობთ 4 ბიზ­ნეს იდე­ას, რო­მე­ლიც არას­დროს კარ­გავს აქ­ტუ­ა­ლო­ბას და მათი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კარგ სარ­გე­ბელ­საც მი­ი­ღებთ.

აგ­რო­ბიზ­ნე­სი

სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ჯან­საღ და ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა პრო­დუქ­ტებ­ზე მო­თხოვ­ნა მუდ­მი­ვად მზარ­დია. სა­ზო­გა­დო­ე­ბის უფრო და უფრო დიდი ნა­წი­ლი ხვდე­ბა, თუ რამ­დე­ნად დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ჯან­საღ კვე­ბას, რად­გან გა­რე­მო, რო­მელ­შიც ვცხოვ­რობთ ისე­დაც ძა­ლი­ან და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლია, ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის დაც­ვაც საკ­მა­ოდ რთუ­ლია. ამი­ტომ ჯან­საღ კვე­ბას ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის კუ­თხით გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა. აგ­რო­ბიზ­ნე­სის ნე­ბის­მი­ე­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა სწო­რი მიდ­გო­მის შემ­თხვე­ვა­ში აუ­ცი­ლებ­ლად მომ­გე­ბი­ა­ნი იქ­ნე­ბა. მა­გა­ლი­თად, თქვენ შე­გიძ­ლი­ათ მო­იყ­ვა­ნოთ კენკრა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მო­თხოვ­ნა­დი პრო­დუქ­ტია რო­გორც ად­გი­ლობ­რივ, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე. უსა­სუ­ქოდ მოყ­ვა­ნი­ლი მწვა­ნი­ლის ბიზ­ნე­სიც, რო­მე­ლიც ერთი შე­ხედ­ვით გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სი სუ­ლაც არაა, აუ­ცი­ლებ­ლად წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.

უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა ბა­თუმ­ში

ბა­თუმ­ში, რო­მე­ლიც აქ­ტი­უ­რი ტუ­რის­ტუ­ლი ად­გი­ლია, ბი­ნე­ბის გა­ქი­რა­ვე­ბა­ზე მო­თხოვ­ნა მუდ­მი­ვად იზ­რდე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ ძა­ლი­ან გო­ნივ­რუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­აა ბი­ნის ყიდ­ვა და მისი ტუ­რის­ტებ­ზე გა­ქი­რა­ვე­ბა. თუ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ინ­ვეს­ტი­ცი­ის გა­კე­თე­ბას გა­და­წყვეტთ, მა­შინ აუ­ცი­ლებ­ლად ისე­თი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა მო­ძებ­ნეთ, რო­მე­ლიც ინ­ვეს­ტი­ცი­ის ამო­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მა­ლე­ვე მოგ­ცემთ.

ღვი­ნო

ღვი­ნის წარ­მო­ე­ბა და მცი­რე სა­ო­ჯა­ხო მარ­ნის გა­კე­თე­ბა ის ბიზ­ნე­სია, რო­მე­ლიც აქ­ტუ­ა­ლო­ბას არას­დროს კარ­გავს. ხა­რის­ხი­ა­ნი და არო­მა­ტუ­ლი ქარ­თუ­ლი ღვი­ნო ყო­ველ­თვის იყო და იქ­ნე­ბა მო­თხოვ­ნა­დი პრო­დუქ­ტი. მა­რა­ნი კი ღვი­ნის ბიზ­ნესს უფრო სა­ინ­ტე­რე­სოს ხდის. ქარ­თუ­ლი ყუ­რძე­ნი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო არო­მა­ტე­ბის შექ­მნის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. ამი­ტომ დაკ­ვირ­ვე­ბით შე­არ­ჩი­ეთ ვე­ნა­ხის ად­გი­ლი, ყუ­რძნის ჯიში, რომ­ლის­გა­ნაც ღვი­ნოს აწარ­მო­ებთ. წი­ნას­წარ მო­ი­ფიქ­რეთ რა ტი­პის ღვი­ნოს აწარ­მო­ებთ - ტრა­დი­ცი­ულ ქვევ­რის თუ ევ­რო­პუ­ლად და­ყე­ნე­ბულს. მა­რან­თან ერ­თად რამ­დე­ნი­მე ოთა­ხი­ან სას­ტუმ­რო­საც თუ გა­ა­კე­თებთ სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ტე­რი­ე­რი­თა და ვი­ზი­ტო­რებს გემ­რი­ელ ქარ­თულ კერ­ძებ­საც შეს­თა­ვა­ზებთ, სტუმ­რე­ბი ნამ­დვი­ლად არ მო­გაკ­ლდე­ბათ. მცი­რე სა­ო­ჯა­ხო მარ­ნე­ბის გა­სა­კე­თებ­ლად და­ფი­ნან­სე­ბის მი­ღე­ბაც მარ­ტი­ვად ხდე­ბა.

თონე

თო­ნის პური ის არის, რომ­ლის სურ­ნელ­საც ვე­რა­ვინ უძ­ლებს და თო­ნეს­თან გამ­ვლე­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი მას აუ­ცი­ლებ­ლად ყი­დუ­ლობს. თო­ნის პური სა­ინ­ტე­რე­სო პრო­დუქ­ტია ტუ­რის­ტე­ბის­თვის, რად­გან მათ­თვის თონე უცხოა და ხში­რად თა­ვად ცხო­ბის პრო­ცე­სი­თაც ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან. ქარ­თუ­ლი ოჯა­ხე­ბის დიდი ნა­წი­ლიც თო­ნის პურს ანი­ჭებს უპი­რა­ტე­სო­ბას და ქარ­ხნის პურს არ ყი­დუ­ლობს. სწო­რედ ამი­ტომ თო­ნის გა­კე­თე­ბა ერთ-ერთი იმ ინ­ვეს­ტი­ცი­ა­თა­გა­ნია, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის მომ­გე­ბი­ა­ნი იქ­ნე­ბა. თუ ამ საქ­მის და­წყე­ბას გა­და­წყვეტთ, დიდი ყუ­რა­დღე­ბით შე­არ­ჩი­ეთ ად­გი­ლი. სა­სურ­ვე­ლია, რომ ის ტუ­რის­ტუ­ლად აქ­ტი­ურ ლო­კა­ცი­ა­ზე გა­ა­კე­თოთ.

ავტორი:

4 ბიზნესიდეა, რომელიც აქტუალობას არასდროს კარგავს

4 ბიზნესიდეა, რომელიც აქტუალობას არასდროს კარგავს

თუ საკუთარი ბიზნესის დაწყებას აპირებთ, მაშინ კარგად შეარჩიეთ ბიზნესიდეა. ის აუცილებლად აქტუალური უნდა იყოს. ასევე, გაითვალისწინეთ ის ფაქტორიც, თუ რამდენად შეესაბამება ბიზნესიდეა იმ კონკრეტულ ლოკაციასა და საზოგადოებას, სადაც მის განხორციელებას აპირებთ. აუცილებლად წინასწარ გააკეთეთ პროექტი და ფინანსური ანალიზიც შეადგინეთ. გამოიკითხეთ მსგავსი ბიზნესის წარმომადგენლები და მათგან რჩევები მიიღეთ. ამ ყველაფრის გაკეთების შემდეგ კი უკვე ბიზნესიდეის განხორციელებაც შეგიძლიათ, დაიწყოთ.

ჩვენ გთავაზობთ 4 ბიზნეს იდეას, რომელიც არასდროს კარგავს აქტუალობას და მათი განხორციელების შემთხვევაში კარგ სარგებელსაც მიიღებთ.

აგრობიზნესი

სოფლის მეურნეობის ჯანსაღ და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებზე მოთხოვნა მუდმივად მზარდია. საზოგადოების უფრო და უფრო დიდი ნაწილი ხვდება, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ჯანსაღ კვებას, რადგან გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ ისედაც ძალიან დაბინძურებულია, ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვაც საკმაოდ რთულია. ამიტომ ჯანსაღ კვებას ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნების კუთხით გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. აგრობიზნესის ნებისმიერი მიმართულება სწორი მიდგომის შემთხვევაში აუცილებლად მომგებიანი იქნება. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ მოიყვანოთ კენკრა, რომელიც ძალიან მოთხოვნადი პროდუქტია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. უსასუქოდ მოყვანილი მწვანილის ბიზნესიც, რომელიც ერთი შეხედვით განსაკუთრებული ბიზნესი სულაც არაა, აუცილებლად წარმატებული იქნება.

უძრავი ქონება ბათუმში

ბათუმში, რომელიც აქტიური ტურისტული ადგილია, ბინების გაქირავებაზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება. სწორედ ამიტომ ძალიან გონივრული ინვესტიციაა ბინის ყიდვა და მისი ტურისტებზე გაქირავება. თუ ამ მიმართულებით ინვესტიციის გაკეთებას გადაწყვეტთ, მაშინ აუცილებლად ისეთი უძრავი ქონება მოძებნეთ, რომელიც ინვესტიციის ამოღების საშუალებას მალევე მოგცემთ.

ღვინო

ღვინის წარმოება და მცირე საოჯახო მარნის გაკეთება ის ბიზნესია, რომელიც აქტუალობას არასდროს კარგავს. ხარისხიანი და არომატული ქართული ღვინო ყოველთვის იყო და იქნება მოთხოვნადი პროდუქტი. მარანი კი ღვინის ბიზნესს უფრო საინტერესოს ხდის. ქართული ყურძენი მრავალფეროვანი და საინტერესო არომატების შექმნის საშუალებას იძლევა. ამიტომ დაკვირვებით შეარჩიეთ ვენახის ადგილი, ყურძნის ჯიში, რომლისგანაც ღვინოს აწარმოებთ. წინასწარ მოიფიქრეთ რა ტიპის ღვინოს აწარმოებთ - ტრადიციულ ქვევრის თუ ევროპულად დაყენებულს. მარანთან ერთად რამდენიმე ოთახიან სასტუმროსაც თუ გააკეთებთ საინტერესო ინტერიერითა და ვიზიტორებს გემრიელ ქართულ კერძებსაც შესთავაზებთ, სტუმრები ნამდვილად არ მოგაკლდებათ. მცირე საოჯახო მარნების გასაკეთებლად დაფინანსების მიღებაც მარტივად ხდება.

თონე

თონის პური ის არის, რომლის სურნელსაც ვერავინ უძლებს და თონესთან გამვლელების დიდი ნაწილი მას აუცილებლად ყიდულობს. თონის პური საინტერესო პროდუქტია ტურისტებისთვის, რადგან მათთვის თონე უცხოა და ხშირად თავად ცხობის პროცესითაც ინტერესდებიან. ქართული ოჯახების დიდი ნაწილიც თონის პურს ანიჭებს უპირატესობას და ქარხნის პურს არ ყიდულობს. სწორედ ამიტომ თონის გაკეთება ერთ-ერთი იმ ინვესტიციათაგანია, რომელიც ყოველთვის მომგებიანი იქნება. თუ ამ საქმის დაწყებას გადაწყვეტთ, დიდი ყურადღებით შეარჩიეთ ადგილი. სასურველია, რომ ის ტურისტულად აქტიურ ლოკაციაზე გააკეთოთ.

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა ისჯება კანონით!

სჭირდებათ თუ არა კომპიუტერული ტომოგრაფია მათ, ვინც კოვიდ19–ით სახლში მკურნალობს და ვისაც ინფიცირებაზე ეჭვი აქვს

KTW ჯგუფმა 10 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ობლიგაციები წარმატებით გამოუშვა