სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საოკუპაციო ძალებმა ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს
საოკუპაციო ძალებმა ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს

სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის მხრი­დან ხე­ლოვ­ნუ­რი ბა­რი­ე­რე­ბის აღ­მარ­თვის უკა­ნო­ნო პრო­ცე­სი გა­ნახ­ლდა, - ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრე­სი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი კო­მენ­ტარს აკე­თებს.

რო­გორც უწყე­ბა­ში გან­მარ­ტა­ვენ, უკვე ამოქ­მე­დე­ბუ­ლია ცხე­ლი ხაზი. სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შე­ფა­სე­ბით, სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­ზე აღ­ნიშ­ნუ­ლი უკა­ნო­ნო სა­მუ­შა­ო­ე­ბი უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა სამ­შვი­დო­ბო მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე.

„2019 წლის 7 აგ­ვის­ტოს გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ გუ­გუ­ტი­ანთკა­რის სი­ახ­ლო­ვეს სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის მხრი­დან გა­ნახ­ლდა ხე­ლოვ­ნუ­რი ბა­რი­ე­რე­ბის აღ­მარ­თვის უკა­ნო­ნო პრო­ცე­სი. ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე სა­გა­რეო უწყე­ბამ აა­მოქ­მე­და ყვე­ლა მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი ბერ­კე­ტი. და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მოხ­და ინ­ცი­დენ­ტე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და მათ­ზე რე­ა­გი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბის ფარ­გლებ­ში არ­სე­ბუ­ლი ცხე­ლი ხა­ზის ამოქ­მე­დე­ბა. საქ­მის კურ­სში ჩა­ვა­ყე­ნეთ სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, მათ შო­რის, ჟე­ნე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბი. ქარ­თულ­მა მხა­რემ ხაზი გა­უს­ვა სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის მხრი­დან მომ­დი­ნა­რე პრო­ცე­სის სა­თა­ნა­დო შე­ფა­სე­ბას და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ი­სად­მი ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის­კენ მო­წო­დე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას. სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­ზე აღ­ნიშ­ნუ­ლი უკა­ნო­ნო სა­მუ­შა­ო­ე­ბი უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა სამ­შვი­დო­ბო მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე და ასე­ვე კი­დევ უფრო არ­თუ­ლებს კონ­ფლიქ­ტით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის ისე­დაც მძი­მე ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბას და არ­სე­ბულ უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რე­მოს“, - აცხა­დე­ბენ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრე­სი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

საოკუპაციო ძალებმა ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს

საოკუპაციო ძალებმა ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს

საოკუპაციო ძალების მხრიდან ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი განახლდა, - ინფორმაციასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი კომენტარს აკეთებს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, უკვე ამოქმედებულია ცხელი ხაზი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, საოკუპაციო ხაზზე აღნიშნული უკანონო სამუშაოები უარყოფითად აისახება სამშვიდობო მოლაპარაკებებზე.

„2019 წლის 7 აგვისტოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების მხრიდან განახლდა ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი. ინფორმაციის მიღებისთანავე საგარეო უწყებამ აამოქმედა ყველა მის ხელთ არსებული ბერკეტი. დაუყოვნებლივ მოხდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში არსებული ცხელი ხაზის ამოქმედება. საქმის კურსში ჩავაყენეთ საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლები, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მომდინარე პროცესის სათანადო შეფასებას და რუსეთის ფედერაციისადმი ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოწოდების აუცილებლობას. საოკუპაციო ხაზზე აღნიშნული უკანონო სამუშაოები უარყოფითად აისახება სამშვიდობო მოლაპარაკებებზე და ასევე კიდევ უფრო ართულებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ისედაც მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობას და არსებულ უსაფრთხოების გარემოს“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში.

"ქართველებთან ურთიერთობის დალაგების სურვილი არ აპატიეს..." - მოწამლული "პრეზიდენტობის" კანდიდატი და არეულობა აფხაზეთში "არჩევნების" წინ

ასლან ბჟანია ინტოქსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს

1-ლი მარტიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ნარკოტიკების გავრცელებისთვის დამნაშავეს სიკვდილით დასჯიან - მედია