კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში სამშენებლო ობიექტებზე წესები მკაცრდება
თბილისში სამშენებლო ობიექტებზე წესები მკაცრდება

თბი­ლის­ში ამ­ტვე­რე­ბა­დი მა­სა­ლის სვე­ლი მე­თო­დის გა­რე­შე და­მუ­შა­ვე­ბა და ღია სივ­რცე­ებ­ში მა­სა­ლის შე­ფუთ­ვის გა­რე­შე გან­თავ­სე­ბა დას­ჯა­დი ხდე­ბა. შე­სა­ბა­მი­სი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სან­ქცი­ე­ბი ასა­ხუ­ლია ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტში, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტის გა­რე­მოს დაც­ვის და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის კო­მი­ტეტ­მა მო­ამ­ზა­და.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, დე­და­ქა­ლა­ქის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ამ­ტვე­რე­ბა­დი მა­სა­ლის სვე­ლი მე­თო­დის გა­რე­შე და­მუ­შა­ვე­ბა (დაჭ­რა, დაფ­ქვა, და­ხერ­ხვა, და­ქუც­მა­ცე­ბა და სხვა.), რო­მე­ლიც ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს მტვერ­ჩახ­შო­ბას - გა­მო­იწ­ვევს ფი­ზი­კუ­რი პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 500 ლა­რის ოდე­ნო­ბით, იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 1000 ლა­რის ოდე­ნო­ბით. იგი­ვე ქმე­დე­ბა, ჩა­დე­ნი­ლი გან­მე­ო­რე­ბით – გა­მო­იწ­ვევს ფი­ზი­კუ­რი პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 1000 ლა­რის ოდე­ნო­ბით, იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 2000 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

ამას­თან, დას­ჯა­დი ხდე­ბა თბი­ლის­ში მშე­ნე­ბა­რე კონ­სტრუქ­ცი­ის ღია სივ­რცე­ებ­ში ამ­ტვე­რე­ბა­დი მა­სა­ლის შე­ფუთ­ვის გა­რე­შე გან­თავ­სე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლის დარ­ღვე­ვა გა­მო­იწ­ვევს ფი­ზი­კუ­რი პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 200 ლა­რის ოდე­ნო­ბით, იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 500 ლა­რის ოდე­ნო­ბით. იგი­ვე ქმე­დე­ბა, ჩა­დე­ნი­ლი გან­მე­ო­რე­ბით, გა­მო­იწ­ვევს ფი­ზი­კუ­რი პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 500 ლა­რის ოდე­ნო­ბით, იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 1000 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, სან­ქცი­ე­ბი წეს­დე­ბა ამ­ტვე­რე­ბა­დი მა­სა­ლე­ბის დარ­ღვე­ვით ტრან­სპორ­ტი­რე­ბის დრო­საც. კერ­ძოდ, რო­გორც კა­ნონპ­რო­ექ­ტშია აღ­ნიშ­ნუ­ლი, თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ამ­ტვე­რე­ბა­დი მა­სა­ლის გა­და­უ­ხუ­რა­ვი ან/და არა­სა­თა­ნა­დოდ გა­და­ხუ­რუ­ლი ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბით გა­და­ზიდ­ვა, რო­მე­ლიც ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­სა­ლი­დან წარ­მოქ­მნი­ლი მყა­რი ნა­წი­ლა­კე­ბის გა­რე­მო­ში მოხ­ვედ­რის თა­ვი­დან აცი­ლე­ბას - გა­მო­იწ­ვევს ფი­ზი­კუ­რი პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 200 ლა­რის ოდე­ნო­ბით, იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 500 ლა­რის ოდე­ნო­ბით. იგი­ვე ქმე­დე­ბის გან­მე­ო­რე­ბით ჩა­დე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, ფი­ზი­კუ­რი პირი და­ჯარმ­დე­ბა 500 ლა­რით, იუ­რი­დი­უ­ლი პირი - 1000 ლა­რით.

ამას­თან, პირს სან­ქცია და­ე­კის­რე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­შიც, თუ ამ­ტვე­რე­ბა­დი მა­სა­ლის დატ­ვირ­თვა-გად­მოტვირ­თვი­სას სამ­შე­ნებ­ლო მო­ედ­ნი­დან ძა­რა­გა­უ­რე­ცხა­ვი ან/და სა­ბუ­რავ­გა­უ­რე­ცხა­ვი ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბით გა­მო­ვა და ქა­ლაქ­ში გა­და­ად­გილ­დე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში ფი­ზი­კუ­რი პი­რის და­ჯა­რიმ­დე­ბა 200 ლა­რის ოდე­ნო­ბით, იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 500 ლა­რის ოდე­ნო­ბით. გან­მე­ო­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი ფი­ზი­კუ­რი პი­რის მი­მართ ჯა­რი­მა 500 ლა­რამ­დე, იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის კი 1000 ლა­რამ­დე იზ­რდე­ბა.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, 500 ლა­რით და­ჯა­რიმ­დე­ნა ფი­ზი­კუ­რი პირი, თუ თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­უ­ფუ­თავ ან/და არა­სა­თა­ნა­დოდ შე­ფუ­თულ ამ­ტვე­რე­ბად მა­სა­ლას სამ­შე­ნებ­ლო მო­ე­დან­ზე ისე გა­ნა­თავ­სებს, რომ არ იქ­ნე­ბა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­სა­ლი­დან წარ­მოქ­მნი­ლი მყა­რი ნა­წი­ლა­კე­ბის გა­რე­მო­ში მოხ­ვედ­რის თვი­დან აცი­ლე­ბა. იუ­რი­დი­უ­ლი პირი კი ასეთ დროს 2000 ლა­რის ოდე­ნო­ბით და­ჯა­რიმ­დე­ბა. ამ ფაქ­ტის გან­მე­ო­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ჯა­რი­მის მო­ცუ­ლო­ბა ორ­მაგ­დე­ბა - ფი­ზი­კუ­რი პირი 1000 ლა­რით, იუ­რი­დი­უ­ლი კი 4 000 ლა­რით და­ჯა­რიმ­დე­ბა.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ პირი და­კიც­რე­ბულ ჯა­რი­მას არ გა­და­იხ­დის, და­ე­კის­რე­ბა სა­უ­რა­ვი. სა­უ­რა­ვის და­რი­ცხვი­დან 30 დღის ვა­და­ში ჯა­რი­მი­სა და სა­უ­რა­ვის გა­და­უხ­დე­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვის მი­მართ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ჯა­რი­მი­სა და სა­უ­რა­ვის გა­დახ­დის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ღო­ნის­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სით.”

ამას­თან, თბი­ლი­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ბე­ტონმზი­დი მან­ქა­ნის გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას, გზის სა­ვალ ნა­წილ­ზე ბე­ტო­ნის დაღ­ვრა გა­მო­იწ­ვევს ფი­ზი­კუ­რი პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას - 200 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ხოლო იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის - 500 ლა­რის ოდე­ნო­ბით. იგი­ვე ქმე­დე­ბის გან­მე­ო­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, 500 ლა­რი­ა­ნი და 1000 ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მე­ბია გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.

გარ­და ამი­სა, მე­ო­რა­დი სა­ბუ­რა­ვე­ბის, შავი და ფე­რა­დი ლი­თო­ნის ჯარ­თის, ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ი­დან გა­სუ­ლი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბე­ბის და მათი ნა­წი­ლე­ბის, მარ­ტი­ვად აა­ლე­ბა­დი, ფეთ­ქე­ბა­დი ან ამ­ტვე­რე­ბა­დი ნივ­თი­ე­რე­ბის გან­თავ­სე­ბი­სა და რე­ა­ლი­ზა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით - ფი­ზი­კუ­რი პი­რის შემ­თხვე­ვა­ში - 500 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ხოლო იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის შემ­თხვე­ვა­ში - 1000 ლა­რის ოდე­ნო­ბით და­ის­ჯე­ბა.

იგი­ვე ქმე­დე­ბა, ჩა­დე­ნი­ლი გან­მე­ო­რე­ბით, გა­მო­იწ­ვევს ფი­ზი­კუ­რი პი­რის - 1 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით, იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის 3 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით და­ჯა­რი­მე­ბას.

უფრო მა­ღა­ლია ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ჯა­რი­მა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუკი მე­ო­რა­დი სა­ბუ­რა­ვე­ბის, შავი და ფე­რა­დი ლი­თო­ნის ჯარ­თის, ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ი­დან გა­სუ­ლი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბე­ბის და მათი ნა­წი­ლე­ბის, მარ­ტი­ვად აა­ლე­ბა­დი, ფეთ­ქე­ბა­დი ან ამ­ტვე­რე­ბა­დი ნივ­თი­ე­რე­ბის გან­თავ­სე­ბა ან რე­ა­ლი­ზა­ცია დად­გე­ნი­ლი წე­სის დარ­ღვე­ვით კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ზო­ნა­ში ხდე­ბა. დე­და­ქა­ლა­ქის ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბი - 1 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ხოლო იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბი - 2 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით და­ჯა­რიმ­დე­ბი­ან. სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის გან­მე­ო­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი, ჯა­რი­მა 2 000 ლა­რი­დან 6 000 ლა­რის ფარ­გლებ­შია გან­სა­ზღვრუ­ლი.

კა­ნონპ­რო­ექ­ტი თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს 2019 წლის 1-ელ ივ­ლი­სამ­დე ამ­ტვე­რე­ბა­დი ნივ­თის/ნივ­თი­ე­რე­ბის გან­თავ­სე­ბის ან/და რე­ა­ლი­ზა­ცი­ის წე­სის გან­სა­ზღვრას ავალ­დე­ბუ­ლებს.

რო­გორც პრო­ექ­ტის გან­მარ­ტე­ბით ბა­რათ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, კა­ნონპ­რო­ექ­ტის მომ­ზა­დე­ბის მი­ზა­ნი თბი­ლის­ში ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის მა­ღა­ლი მას­შტა­ბე­ბი გახ­და. „გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის (ეს­პა­ნე­თი, დიდი ბრი­ტა­ნე­თი, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი) პრაქ­ტი­კის შეს­წავ­ლა ცხად­ჰყოფს, რომ ამ­ტვე­რე­ბა­დი მა­სა­ლე­ბის გა­და­ზიდ­ვა, გან­თავ­სე­ბა, და­მუ­შა­ვე­ბა და რე­ა­ლი­ზა­ცია სა­ჭი­რო­ებს სპე­ცი­ფი­კუ­რი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის და­წე­სე­ბას, რათა მაქ­სი­მა­ლუ­რად იქ­ნას უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი მტვერ­ჩახ­შო­ბა და ამ­ტვე­რე­ბა­დი მა­სა­ლი­დან წარ­მოქ­მნი­ლი მყა­რი ნა­წი­ლა­კე­ბის გა­რე­მო­ში მოხ­ვედ­რის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა. სა­კი­თხის და­რე­გუ­ლი­რე­ბის მიზ­ნით, სა­ჭი­როა დად­გნინ­დეს გარ­კვე­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვე­ბი და შე­სა­ბა­მი­სი სან­ქცი­ე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად ეს სა­ჭი­რო­ებს კა­ნო­ნის მი­ღე­ბას“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­მარ­ტე­ბით ბა­რათ­ში.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის პარ­ლა­მენ­ტში ინი­ცი­რე­ბა მო­მა­ვალ კვი­რას მოხ­დე­ბა.

ავტორი:

თბილისში სამშენებლო ობიექტებზე წესები მკაცრდება

თბილისში სამშენებლო ობიექტებზე წესები მკაცრდება

თბილისში ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავება და ღია სივრცეებში მასალის შეფუთვის გარეშე განთავსება დასჯადი ხდება. შესაბამისი ადმინისტრაციული სანქციები ასახულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების პროექტში, რომელიც პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მოამზადა.

კანონპროექტის მიხედვით, დედაქალაქის ტერიტორიაზე ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავება (დაჭრა, დაფქვა, დახერხვა, დაქუცმაცება და სხვა.), რომელიც ვერ უზრუნველყოფს მტვერჩახშობას - გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.

ამასთან, დასჯადი ხდება თბილისში მშენებარე კონსტრუქციის ღია სივრცეებში ამტვერებადი მასალის შეფუთვის გარეშე განთავსება. აღნიშნულის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

კანონპროექტის მიხედვით, სანქციები წესდება ამტვერებადი მასალების დარღვევით ტრანსპორტირების დროსაც. კერძოდ, როგორც კანონპროექტშია აღნიშნული, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამტვერებადი მასალის გადაუხურავი ან/და არასათანადოდ გადახურული ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვა, რომელიც ვერ უზრუნველყოფს აღნიშნული მასალიდან წარმოქმნილი მყარი ნაწილაკების გარემოში მოხვედრის თავიდან აცილებას - გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ფიზიკური პირი დაჯარმდება 500 ლარით, იურიდიული პირი - 1000 ლარით.

ამასთან, პირს სანქცია დაეკისრება იმ შემთხვევაშიც, თუ ამტვერებადი მასალის დატვირთვა-გადმოტვირთვისას სამშენებლო მოედნიდან ძარაგაურეცხავი ან/და საბურავგაურეცხავი ავტოსატრანსპორტო საშუალებით გამოვა და ქალაქში გადაადგილდება. ამ შემთხვევაში ფიზიკური პირის დაჯარიმდება 200 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. განმეორების შემთხვევაში კი ფიზიკური პირის მიმართ ჯარიმა 500 ლარამდე, იურიდიული პირის კი 1000 ლარამდე იზრდება.

კანონპროექტის მიხედვით, 500 ლარით დაჯარიმდენა ფიზიკური პირი, თუ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეუფუთავ ან/და არასათანადოდ შეფუთულ ამტვერებად მასალას სამშენებლო მოედანზე ისე განათავსებს, რომ არ იქნება უზრუნველყოფილი აღნიშნული მასალიდან წარმოქმნილი მყარი ნაწილაკების გარემოში მოხვედრის თვიდან აცილება. იურიდიული პირი კი ასეთ დროს 2000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება. ამ ფაქტის განმეორების შემთხვევაში ჯარიმის მოცულობა ორმაგდება - ფიზიკური პირი 1000 ლარით, იურიდიული კი 4 000 ლარით დაჯარიმდება.

კანონპროექტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ პირი დაკიცრებულ ჯარიმას არ გადაიხდის, დაეკისრება საურავი. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.”

ამასთან, თბილისის ტერიტორიაზე ბეტონმზიდი მანქანის გადაადგილებისას, გზის სავალ ნაწილზე ბეტონის დაღვრა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას - 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის - 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედების განმეორების შემთხვევაში, 500 ლარიანი და 1000 ლარიანი ჯარიმებია გათვალისწინებული.

გარდა ამისა, მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი ნივთიერების განთავსებისა და რეალიზაციის წესის დარღვევა ადმინისტრაციული წესით - ფიზიკური პირის შემთხვევაში - 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში - 1000 ლარის ოდენობით დაისჯება.

იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს ფიზიკური პირის - 1 000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის 3 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას.

უფრო მაღალია ადმინისტრაციული ჯარიმა იმ შემთხვევაში, თუკი მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი ნივთიერების განთავსება ან რეალიზაცია დადგენილი წესის დარღვევით კულტურული მემკვიდრეობის ზონაში ხდება. დედაქალაქის ამ ტერიტორიაზე ფიზიკური პირები - 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირები - 2 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდებიან. სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში კი, ჯარიმა 2 000 ლარიდან 6 000 ლარის ფარგლებშია განსაზღვრული.

კანონპროექტი თბილისის საკრებულოს 2019 წლის 1-ელ ივლისამდე ამტვერებადი ნივთის/ნივთიერების განთავსების ან/და რეალიზაციის წესის განსაზღვრას ავალდებულებს.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კანონპროექტის მომზადების მიზანი თბილისში ჰაერის დაბინძურების მაღალი მასშტაბები გახდა. „განვითარებული ქვეყნების (ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები) პრაქტიკის შესწავლა ცხადჰყოფს, რომ ამტვერებადი მასალების გადაზიდვა, განთავსება, დამუშავება და რეალიზაცია საჭიროებს სპეციფიკური რეგულაციების დაწესებას, რათა მაქსიმალურად იქნას უზრუნველყოფილი მტვერჩახშობა და ამტვერებადი მასალიდან წარმოქმნილი მყარი ნაწილაკების გარემოში მოხვედრის თავიდან აცილება. საკითხის დარეგულირების მიზნით, საჭიროა დადგნინდეს გარკვეული სამართალდარღვევები და შესაბამისი სანქციები, შესაბამისად ეს საჭიროებს კანონის მიღებას“, - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის პარლამენტში ინიცირება მომავალ კვირას მოხდება.

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო