პოლიტიკა
სამართალი

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
Faceამბები
მსოფლიო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“აიპლიუსი” Apple-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა
“აიპლიუსი” Apple-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა

Apple სა­ქარ­თვე­ლო­ში მყოფ მომ­ხმა­რებ­ლებს Apple-ის ტექ­ნი­კის შე­ძე­ნას “აიპ­ლი­უს­ში“ ურ­ჩევს. Apple-ის ვებ-გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, “აიპ­ლი­უ­სი” (iPhone+) Apple-ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რი გახ­და, - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ „აიპ­ლი­უ­სი­დან“ აც­ნო­ბეს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა Apple-თან ოფი­ცი­ა­ლურ პარტნი­ო­რო­ბა­ზე, გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში, მას შემ­დეგ გა­ფორმ­და, რაც Apple-მა “აიპ­ლი­უ­სის” სამ ძი­რი­თად მო­თხოვ­ნის შეს­რუ­ლე­ბა­ზე თან­ხმო­ბა გა­ნუ­ცხა­და.

“აიპ­ლი­უ­სის” გე­ნე­რა­ლუ­რი მე­ნე­ჯე­რის, კახა სე­ფაშ­ვი­ლის თქმით, Apple-ი სა­ქარ­თვე­ლოს რუ­სე­თის სივ­რცედ გა­ნი­ხი­ლავ­და. მის­ვე თქმით, “შე­თან­ხმე­ბის შემ­დეგ კი, თა­ვის პო­ლი­ტი­კას გა­და­ხე­და” .

„Apple-თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი სამი წლის მან­ძილ­ზე, სამ მნიშ­ვნე­ლო­ვან თე­მა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ოფი­ცი­ა­ლურ პარტნი­ო­რო­ბას მას შემ­დეგ მო­ე­წე­რა ხელი, რაც Apple-მა “აიპ­ლი­უ­სის” სამი მო­თხოვ­ნი­დან ორი და­აკ­მა­ყო­ფი­ლა, ხოლო მე­სა­მე მო­თხოვ­ნა­ზე მი­ვი­ღეთ შეს­რუ­ლე­ბის პი­რო­ბა.

მა­ღა­ზი­ებ­ში ამ დრომ­დე MacBook-ები რუ­სულ-ინ­გლი­სუ­რი კლა­ვი­ა­ტუ­რით იყი­დე­ბა. ჩვენს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­კი­თხვის თა­ნახ­მად, მომ­ხმა­რე­ბე­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბას არ მოს­წონს რუ­სულ-ინ­გლი­სუ­რი კლა­ვი­ა­ტუ­რის მქო­ნე MacBook-ები. მომ­ხმა­რებ­ლე­ბის მო­თხოვ­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, Apple-თან შევ­თან­ხმდით, რომ Apple-ი “აიპ­ლი­უსს” მხო­ლოდ ლა­თი­ნუ­რი კლა­ვი­ა­ტუ­რის მქო­ნე MacBook-ებს მოგ­ვაწ­ვდის. ჩვენ პრინ­ცი­პუ­ლად უარს ვამ­ბობთ რუ­სუ­ლი კლა­ვი­ა­ტუ­რის მქო­ნე MacBook-ების გა­ყიდ­ვა­ზე.

Apple “აიპ­ლი­უს­თან” შე­თან­ხმე­ბამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნი­ხი­ლავ­და, რო­გორც რუ­სეთ­ზე და­მო­კი­დე­ბულ პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცედ. პრო­დუქ­ცი­ის მო­წო­დე­ბა ხდე­ბო­და რუ­სე­თის გავ­ლით, ნაც­ვლად პრო­დუქ­ცი­ის უშუ­ა­ლოდ ამე­რი­კი­დან მი­წო­დე­ბი­სა. Apple-მა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა ჩვე­ნი მო­თხოვ­ნა პრო­დუქ­ცი­ის რუ­სე­თის ნაც­ვლად ამე­რი­კი­დან მო­წო­დე­ბა­ზე“, -ნათ­ქვა­მია „აიპ­ლი­უ­სის“ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, Apple-მა პი­რო­ბა მოგ­ვცა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სწრა­ფი სა­გა­რან­ტიო სერ­ვი­სი ამოქმდდე­ბა, ეს ნიშ­ნავს, რომ წლის ბო­ლომ­დე Apple სა­ქარ­თვე­ლო­ში ახალ სერ­ვის ცენ­ტრს გახ­სნის და მსგავ­სად გერ­მა­ნი­ი­სა და საფ­რან­გე­თი­სა, სა­გა­რან­ტიო მომ­სა­ხუ­რე­ბის დრო 2 სა­ა­თამ­დე შემ­ცირ­დე­ბა”, - გა­ნა­ცხა­და კახა სე­ფაშ­ვილ­მა.

„აიპ­ლი­უ­სი“ ბა­ზარ­ზე 2009 წლი­დან არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, „აიპ­ლი­უ­სი“ მი­ლი­ონ­ზე მეტ ქარ­თველ და უცხო­ელს მომ­ხმა­რე­ბელს მო­ემ­სა­ხუ­რა.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

“აიპლიუსი” Apple-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა

“აიპლიუსი” Apple-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა

Apple საქართველოში მყოფ მომხმარებლებს Apple-ის ტექნიკის შეძენას “აიპლიუსში“ ურჩევს. Apple-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, “აიპლიუსი” (iPhone+) Apple-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „აიპლიუსიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ხელშეკრულება Apple-თან ოფიციალურ პარტნიორობაზე, გასული წლის დეკემბერში, მას შემდეგ გაფორმდა, რაც Apple-მა “აიპლიუსის” სამ ძირითად მოთხოვნის შესრულებაზე თანხმობა განუცხადა.

“აიპლიუსის” გენერალური მენეჯერის, კახა სეფაშვილის თქმით, Apple-ი საქართველოს რუსეთის სივრცედ განიხილავდა. მისვე თქმით, “შეთანხმების შემდეგ კი, თავის პოლიტიკას გადახედა” .

„Apple-თან მოლაპარაკებები სამი წლის მანძილზე, სამ მნიშვნელოვან თემაზე მიმდინარეობდა. ოფიციალურ პარტნიორობას მას შემდეგ მოეწერა ხელი, რაც Apple-მა “აიპლიუსის” სამი მოთხოვნიდან ორი დააკმაყოფილა, ხოლო მესამე მოთხოვნაზე მივიღეთ შესრულების პირობა.

მაღაზიებში ამ დრომდე MacBook-ები რუსულ-ინგლისური კლავიატურით იყიდება. ჩვენს მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მომხმარებელების უმეტესობას არ მოსწონს რუსულ-ინგლისური კლავიატურის მქონე MacBook-ები. მომხმარებლების მოთხოვნის გათვალისწინებით, Apple-თან შევთანხმდით, რომ Apple-ი “აიპლიუსს” მხოლოდ ლათინური კლავიატურის მქონე MacBook-ებს მოგვაწვდის. ჩვენ პრინციპულად უარს ვამბობთ რუსული კლავიატურის მქონე MacBook-ების გაყიდვაზე.

Apple “აიპლიუსთან” შეთანხმებამდე საქართველოს განიხილავდა, როგორც რუსეთზე დამოკიდებულ პოსტსაბჭოთა სივრცედ. პროდუქციის მოწოდება ხდებოდა რუსეთის გავლით, ნაცვლად პროდუქციის უშუალოდ ამერიკიდან მიწოდებისა. Apple-მა დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა პროდუქციის რუსეთის ნაცვლად ამერიკიდან მოწოდებაზე“, -ნათქვამია „აიპლიუსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განმარტებით, Apple-მა პირობა მოგვცა, რომ საქართველოში სწრაფი საგარანტიო სერვისი ამოქმდდება, ეს ნიშნავს, რომ წლის ბოლომდე Apple საქართველოში ახალ სერვის ცენტრს გახსნის და მსგავსად გერმანიისა და საფრანგეთისა, საგარანტიო მომსახურების დრო 2 საათამდე შემცირდება”, - განაცხადა კახა სეფაშვილმა.

„აიპლიუსი“ ბაზარზე 2009 წლიდან არის წარმოდგენილი. ამ პერიოდის განმავლობაში, „აიპლიუსი“ მილიონზე მეტ ქართველ და უცხოელს მომხმარებელს მოემსახურა.

NS

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"