სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რეპრესირებული" თოვლის ბაბუა, საბჭოთა ახალი წელი და 90-იანების ვერცხლისფერი ნაძვის ხე - როგორი იყო ჩვენი და ჩვენი წინაპრების ახალი წელი ძველად
10:49 / 16-12-2019
"რეპრესირებული" თოვლის ბაბუა, საბჭოთა ახალი წელი და 90-იანების ვერცხლისფერი ნაძვის ხე - როგორი იყო ჩვენი და ჩვენი წინაპრების ახალი წელი ძველად
10:49 / 16-12-2019

რა სძენს ზამ­თრის დღე­სას­წა­უ­ლებს გან­სა­კუთ­რე­ბულ სა­ზე­ი­მო ელ­ფერს? რა თქმა უნდა, ნაძ­ვის ხე, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი მო­სარ­თა­ვე­ბი და ილუ­მი­ნა­ცი­ე­ბი!

ოჯა­ხებ­ში ნაძ­ვის ხის მორ­თვა ტრა­დი­ცი­ად არის ქცე­უ­ლი და მას ყვე­ლა წევ­რი ეს­წრე­ბა. წლი­დან წლამ­დე სულ უფრო მეტი მონ­დო­მე­ბით ვარ­ჩევთ აქ­სე­სუ­ა­რებს და მო­სარ­თა­ვებს სა­დღე­სას­წა­უ­ლო ხის­თვის. ნაძ­ვის ხე არა მხო­ლოდ სა­შო­ბაო და სა­ა­ხალ­წლო დღე­სას­წა­უ­ლის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ატ­რი­ბუ­ტია, არა­მედ სარ­კეა, რო­მელ­შიც ეპო­ქის მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა ირეკ­ლე­ბა...

სა­ა­ხალ­წლო მო­სარ­თა­ვე­ბი ოდით­გან­ვე იც­ვლე­ბო­და მმარ­თვე­ლო­ბის სტი­ლი­დან, იდე­ო­ლო­გი­ი­დან და სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­წყო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, აქვე გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაც. თა­ნა­მედ­რო­ვე სა­შო­ბაო რი­ტუ­ა­ლის ფორ­მი­რე­ბა გერ­მა­ნულ ტრა­დი­ცი­ა­ში შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ბო­ლო­სა და ახა­ლი ერის და­სა­წყის­ში მოხ­და.

რუ­სეთ­ში ნაძ­ვის ხე, რო­გორც „სა­შო­ბაო ხე“ XIX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში პე­ტერ­ბურ­გე­ლი გერ­მა­ნე­ლე­ბის ოჯახ­ში გაჩ­ნდა. 1817 წელს მან სა­იმ­პე­რა­ტო­რო კა­რის მო­სას­ვე­ნე­ბელ ოთა­ხებ­შიც შე­აღ­წია. ბავ­შვე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ნაძ­ვის ხის ზე­ი­მი კი რუ­სე­თის იმ­პე­რი­ა­ში პირ­ვე­ლად 1828 წელს რუ­სე­თის იმ­პე­რატ­რი­ცა ალექ­სან­დრა თე­დო­რეს ასულ­მა თა­ვი­სი ხუთი შვი­ლის­თვის მო­ა­წყო. პირ­ვე­ლად ნაძ­ვის ხე სა­ჯა­როდ, რუ­სე­თის იმ­პე­რი­ა­ში 1852 წელს პე­ტერ­ბურ­გში, ეკა­ტე­რი­ნოგ­რა­ფის სად­გურ­ზე გა­მოჩ­ნდა. ამის შემ­დეგ, ნაძ­ვის ხე­ე­ბის დად­გმა თე­ატ­რებ­ში, კლუ­ბებ­ში და სხვა თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში და­ი­წყეს.

სწო­რედ ამის გამო რუ­სე­თის იმ­პე­რი­ა­ში ნაძ­ვის ხე შო­ბის დღე­სას­წა­ულ­თან იყო გა­ი­გი­ვე­ბუ­ლი და ძი­რი­თა­დად რე­ლი­გი­უ­რი ხა­სი­ა­თის აქ­სე­სუ­ა­რე­ბით ირ­თვე­ბო­და, მას რო­გორც სიმ­ბო­ლოს, საბ­ჭო­თა კავ­ში­რი და­უ­პი­რის­პირ­და.

საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აქ­ტი­უ­რად გა­მო­დი­ო­და „რე­ლი­გი­უ­რი ცრურ­წმე­ნე­ბის“ წი­ნა­აღ­მდეგ. 1920-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში კომ­კავ­ში­რის წევ­რე­ბი ალ­ტერ­ნა­ტი­ვის სა­ხის „კომ­კავ­ში­რუ­ლი შო­ბის“ ორ­გა­ნი­ზე­ბას ცდი­ლობ­დნენ, რო­მელ­საც რე­ლი­გი­უ­რი დღე­სას­წა­უ­ლის დის­კრე­დი­ტი­რე­ბა უნდა მო­ეხ­დი­ნა.

თუმ­ცა, ახალ­გაზ­რდა კო­მუ­ნის­ტე­ბის გა­და­ჭარ­ბე­ბულ­მა ენ­თუ­ზი­აზმმა შე­სა­ბა­მი­სი მხარ­და­ჭე­რა ვერ ჰპო­ვა უფ­როს თა­ო­ბა­ში, რო­მელ­თა უმე­ტე­სო­ბას ჯერ კი­დევ ბავ­შვო­ბი­დან ჰქონ­და შე­მორ­ჩე­ნი­ლი შო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კე­თი­ლი მო­გო­ნე­ბე­ბი. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის უკვე მძი­მედ ავად­მყოფ­მა ლი­დერ­მა ვლა­დი­მერ ლე­ნინ­მა 1923 წლის 7 იან­ვარს შო­ბას, ბავ­შვე­ბის­თვის ნაძ­ვის ხე თა­ვი­სი დის, მა­რია ული­ა­ნო­ვას დახ­მა­რე­ბით მო­ა­წყო.

შობა კი საბ­ჭო­თა კა­ლენ­დარ­ში დას­ვე­ნე­ბის დღედ 1929 წლამ­დე დარ­ჩა. ამის შემ­დეგ კი ნაძ­ვის ხეც და თოვ­ლის ბა­ბუ­აც "რეპ­რე­სი­რე­ბულ­თა" სი­ა­ში აღ­მოჩ­ნდნენ, რო­გორც ბურ­ჟუ­ა­ზი­უ­ლი და ან­ტი­საბ­ჭო­უ­რი ტრა­დი­ცია. სა­შო­ბაო ნაძ­ვის ხე კო­მუ­ნის­ტე­ბის "ტყვე­ო­ბა­ში" 5 წელ­ზე მეტი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო.

1936 წელს ნაძ­ვის ხის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია საბ­ჭო­თა პრო­პა­გან­დის­ტის პა­ველ პოს­ტი­შე­ვის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა, რო­მელ­მაც არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სტა­ლინს ბავ­შვე­ბის­თვის დღე­სას­წა­უ­ლის დაბ­რუ­ნე­ბა სთხო­ვა, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის მდი­ვან­მა იო­სებ სტა­ლინ­მა კი მას მხარ­და­ჭე­რა გა­მო­უ­ცხა­და.

ნაძ­ვის ხის დაბ­რუ­ნე­ბის იდე­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით პოს­ტი­შე­ვის პირ­ვე­ლი წე­რი­ლო­ბი­თი მი­ნიშ­ნე­ბა გა­ზეთ „პრავ­და­ში“ გაჩ­ნდა და აქე­დან სულ მალე სა­ზო­გა­დო­ე­ბას ნაძ­ვის ხე და­უბ­რუნ­და, თუმ­ცა ახა­ლი სტა­ტუ­სი­თა და ფუნ­ქცი­ით - თუ რე­ვო­ლუ­ცი­ამ­დე ნაძ­ვის ხე შო­ბის დღე­სას­წა­ულს უკავ­შირ­დე­ბო­და და მას ამ­შვე­ნებ­და, რე­ინ­კარ­ნი­რე­ბუ­ლი ნაძ­ვის ხე ახა­ლი წლის სიმ­ბო­ლო გახ­და, რო­მელ­მაც ოჯა­ხებ­ში სა­დღე­სას­წა­უ­ლო გან­წყო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად საბ­ჭო­თა პრო­პა­გან­და შე­ი­ტა­ნა.

რე­ლი­გი­ურ ატ­რი­ბუ­ტებს ისე­თი მო­სარ­თა­ვე­ბი შე­ე­ნაც­ვლა, რომ­ლე­ბიც საბ­ჭო­თა იდე­ო­ლო­გი­ა­სა და პატ­რი­ო­ტულ სიმ­ბო­ლი­კას უკავ­შირ­დე­ბო­და. სწო­რედ ამ პე­რი­ო­დი­დან, მა­ღა­ზი­ებ­ში ყვე­ლა­ნა­ირ სა­ა­ხალ­წლო თე­მა­ტი­კას მოკ­ლე­ბუ­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბის, დრო­შე­ბის, დი­რი­ჟაბ­ლე­ბის, ჩარ­ხე­ბის, თვითმფრი­ნა­ვე­ბი­სა და ტან­კე­ბის, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დე­ბის ფორ­მის ნაძ­ვის ხის სა­თა­მა­შო­ე­ბი ჩნდე­ბა.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ა­გი­ტა­ციო ფუნ­ქცია სა­ა­ხალ­წლო ინ­ვენ­ტარ­მა, მათ შო­რის კი სა­ა­ხალ­წლო მი­სა­ლოც­მა ბა­რა­თებ­მა, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს შე­ას­რუ­ლა. მი­სა­ლო­ცე­ბი სუ­ლაც არ იყო სა­ა­ხალ­წლო გან­წყო­ბით გა­ჯე­რე­ბუ­ლი ბა­რა­თე­ბი, არა­მედ მძი­მე სა­ო­მარ ხა­სი­ათს ატა­რებ­და, მსგავ­სი წარ­წე­რე­ბით: „ჩვენს გზა­ზე მტე­რი გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია, ჩვენ მო­ვი­ტანთ გა­მარ­ჯვე­ბას დამ­დე­გი ახა­ლი წლის­თვის!“

ფრონ­ტის ხაზ­ზე გა­საგ­ზავ­ნი მი­სა­ლო­ცი ბა­რა­თე­ბი, რო­გორც წესი, ჯა­რის­კა­ცებს ბრძო­ლის­კენ, გა­მარ­ჯვე­ბი­სა და სამ­შობ­ლოს დაც­ვის­კენ მო­უ­წო­დებ­დნენ. "სა­ა­ხალ­წლო სა­ლა­მი სამ­შობ­ლოს გმირ დამ­ცვე­ლებს" - და­ახ­ლო­ე­ბით ასეთ ში­ნა­არს შე­ი­ცავ­და ბა­რა­თე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ო­მა­რი თე­მა­ტი­კის მი­ხედ­ვით იყო გა­ფორ­მე­ბუ­ლი.

ეს ბა­რა­თე­ბი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ას­რუ­ლებ­და ხი­დის როლს ფრონ­ტის ხაზ­ზე მყოფ ჯა­რის­კა­ცებ­სა და მათ უკან დარ­ჩე­ნილ ოჯა­ხის წევ­რებს შო­რის.

უნდა ით­ქვას, რომ ახალ­გაზ­რდა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მხატ­ვრე­ბის მიერ შექ­მნი­ლი ბა­რა­თე­ბი ახლა დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს კო­ლექ­ცი­ო­ნე­რებს შო­რის. კომ­პო­ზი­ცი­ის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა და ორი­გი­ნა­ლუ­რო­ბა სწო­რედ ის მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბია, რის გა­მოც მათი კო­ლექ­ცი­ო­ნი­რე­ბა და­ი­წყეს.

ოფი­ცი­ა­ლუ­რად, ნაძ­ვის ხემ თავი იო­სებ სტა­ლი­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ და­იმ­კვიდ­რა. თუმ­ცა, ამ დრო­საც მისი მო­სარ­თა­ვე­ბი კვლა­ვაც ხაზს უს­ვამ­და იმ იდე­ო­ლო­გი­ას, რაც საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში იყო გა­მე­ფე­ბუ­ლი.

ზო­გა­დად ნაძ­ვის ხე, პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მიზ­ნე­ბის­თვის საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბით გა­მო­ი­ყე­ნეს, ამი­ტომ წლი­დან წლამ­დე ეს სა­დღე­სას­წა­უ­ლო ატ­რი­ბუ­ტი თა­ვი­სი მო­სარ­თა­ვე­ბით ყვე­ლა იმ აქ­ტუ­ა­ლუ­რი მოვ­ლე­ნის ის­ტო­რი­ას ყვე­ბო­და, რაც კონ­კრე­ტულ პე­რი­ოდ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და - იქ­ნე­ბო­და ეს ცივი ომი და ამე­რი­კის კულ­ტუ­რას­თან და­პი­რის­პი­რე­ბა, თუ რბო­ლა კოს­მოს­ში უპი­რა­ტე­სო­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად.

ნაძ­ვის ხემ თა­ვი­სი მო­სარ­თა­ვე­ბით ყვე­ლა ეს ის­ტო­რია სა­კუ­თარ ტო­ტებ­ზე გა­და­ი­ტა­ნა. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის შემ­დეგ, სა­დღე­სას­წა­უ­ლო ნაძვმა პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი წნე­ხის­გან ამო­ი­სუნ­თქა, თუმ­ცა გა­ჭირ­ვე­ბის ტვირ­თით დამ­ძიმ­და, რაც მის გა­რეგ­ნულ მხა­რეს აშ­კა­რად და­ე­ტყო.

სწო­რედ „ბნელ 90-ია­ნებ­ში“, რო­დე­საც მო­სახ­ლე­ო­ბას არ ჰქონ­და ელექტრო­ე­ნერ­გია, ბუ­ნებ­რი­ვი აირი და წყა­ლი, სა­ა­ხალ­წლოდ გან­სა­კუთ­რე­ბით მო­თხოვ­ნა­დი გახ­და და­ბალ­ხა­რის­ხი­ა­ნი პლასტმა­სის მო­სარ­თა­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ალ­ბათ იმა­ზე უფრო იყო გათ­ვლი­ლი, რომ არ გამ­ტყდა­რი­ყო და რაც შე­იძ­ლე­ბა მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში „და­ემ­შვე­ნე­ბი­ნა“.

ასე­ვე, ამ დროს მო­და­ში შე­მო­სუ­ლი უგე­მოვ­ნო წვი­მე­ბი­ა­ნი ვერ­ცხლის­ფე­რი ნაძ­ვის ხე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ვა­რა­უ­დოდ იმის­თვის შე­იქ­მნა, რომ უშუ­ქო­ბი­სა და სიბ­ნე­ლის პი­რო­ბებ­ში ოთახ­ში მეტ­ნაკ­ლე­ბად გა­მო­ჩე­ნი­ლი­ყო - სხვა გა­მარ­თლე­ბა მსგავ­სი დი­ზა­ი­ნის ნაძ­ვის ხის შექ­მნას რთუ­ლია მო­უ­ძებ­ნო.

სა­დღე­სას­წა­უ­ლო ილუ­მი­ნა­ცი­ე­ბი, სან­ტა კლა­უ­სი, სა­ჩუქ­რე­ბი, რომ­ლებ­საც ბავ­შვე­ბი ნაძ­ვის ხის ქვეშ ელი­ან და სიმ­ღე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც შობა-ახა­ლი წლის­გან უკვე გა­ნუ­ყო­ფე­ლია - ეს ის სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლე­ე­ბია, რომ­ლე­ბიც ჩვენს სა­ა­ხალ­წლო ტრა­დი­ცი­ა­ში ამე­რი­კულ­მა კულ­ტუ­რამ და­ამ­კვიდ­რა.

ამე­რი­კულ მას­კულ­ტუ­რა­ში სან­ტა-კლა­უ­სის აქ­ტი­უ­რად დამ­კვიდ­რე­ბამ სა­ა­ხალ­წლო სიმ­ღე­რე­ბი კი­დევ უფრო და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი, წი­თე­ლი ფერი კი გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ზე­ი­მო გა­ხა­და.

დღეს, მსოფ­ლი­ოს ქა­ლა­ქებს შო­რის ერ­თგვა­რი კონ­კურ­სიც კი არ­სე­ბობს, ვის უფრო ლა­მა­ზი და ორი­გი­ნა­ლუ­რი ნაძ­ვის ხე ედ­გმე­ბა. ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში კი ქა­ლა­ქის მთა­ვა­რი ნაძ­ვის ხის გა­ნა­თე­ბას ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი ადევ­ნებს თვალს მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით.

დღეს ნაძ­ვის ხე ძი­რი­თად შემ­თხვე­ვა­ში ირ­თვე­ბა იმის მი­ხედ­ვით, თუ რისი წელი მო­დის, რო­მე­ლი ფერი იქ­ნე­ბა იღ­ბლი­ა­ნი და დო­მი­ნან­ტი და რა ტრენ­დია ბა­ზარ­ზე.

მა­გა­ლი­თად, უკა­ნას­კნელ პე­რი­ოდ­ში უპი­რა­ტე­სო­ბას ხელ­ნა­კეთ მო­სარ­თა­ვებს ანი­ჭე­ბენ, სა­დაც მსხვრე­ვად და მტვრე­ვად მა­სა­ლა­ზე მე­ტად ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა მა­სა­ლა ჭარ­ბობს.

სა­თა­მა­შო­ე­ბი რა­ი­მე სა­ხის პრო­პა­გან­და­სა და იდე­ო­ლო­გი­ას აღარ ატა­რე­ბენ და ისი­ნი მიმ­ზიდ­ვე­ლი, გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და გა­მორ­ჩე­უ­ლია.

ავ­ტო­რე­ბი: ლე­ვან ტა­ბა­ტა­ძე; სა­ლო­მე აბუ­ლაშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მე-ს
2

ჯერ ერთი მე რა თხა ხარ? მეორე- საშინელება ეხლაა და შენისთანა მეეეეეე-ბი ამას ვერ ტვინავთ)დ

 

ვივა
0

ასეთი ვარსკვლავი ეხლაც მაქვს სადღაც 50 წლისაა და კიდევ ანათებს smile

ავტორი:

"რეპრესირებული" თოვლის ბაბუა, საბჭოთა ახალი წელი და 90-იანების ვერცხლისფერი ნაძვის ხე - როგორი იყო ჩვენი და ჩვენი წინაპრების ახალი წელი ძველად

"რეპრესირებული" თოვლის ბაბუა, საბჭოთა ახალი წელი და 90-იანების ვერცხლისფერი ნაძვის ხე - როგორი იყო ჩვენი და ჩვენი წინაპრების ახალი წელი ძველად

რა სძენს ზამთრის დღესასწაულებს განსაკუთრებულ საზეიმო ელფერს? რა თქმა უნდა, ნაძვის ხე, მრავალფეროვანი მოსართავები და ილუმინაციები!

ოჯახებში ნაძვის ხის მორთვა ტრადიციად არის ქცეული და მას ყველა წევრი ესწრება. წლიდან წლამდე სულ უფრო მეტი მონდომებით ვარჩევთ აქსესუარებს და მოსართავებს სადღესასწაულო ხისთვის. ნაძვის ხე არა მხოლოდ საშობაო და საახალწლო დღესასწაულის აუცილებელი ატრიბუტია, არამედ სარკეა, რომელშიც ეპოქის მსოფლმხედველობა ირეკლება...

საახალწლო მოსართავები ოდითგანვე იცვლებოდა მმართველობის სტილიდან, იდეოლოგიიდან და საზოგადოების განწყობიდან გამომდინარე, აქვე გასათვალისწინებელია ეკონომიკური მდგომარეობაც. თანამედროვე საშობაო რიტუალის ფორმირება გერმანულ ტრადიციაში შუასაუკუნეების ბოლოსა და ახალი ერის დასაწყისში მოხდა.

რუსეთში ნაძვის ხე, როგორც „საშობაო ხე“ XIX საუკუნის დასაწყისში პეტერბურგელი გერმანელების ოჯახში გაჩნდა. 1817 წელს მან საიმპერატორო კარის მოსასვენებელ ოთახებშიც შეაღწია. ბავშვებისთვის განკუთვნილი ნაძვის ხის ზეიმი კი რუსეთის იმპერიაში პირველად 1828 წელს რუსეთის იმპერატრიცა ალექსანდრა თედორეს ასულმა თავისი ხუთი შვილისთვის მოაწყო. პირველად ნაძვის ხე საჯაროდ, რუსეთის იმპერიაში 1852 წელს პეტერბურგში, ეკატერინოგრაფის სადგურზე გამოჩნდა. ამის შემდეგ, ნაძვის ხეების დადგმა თეატრებში, კლუბებში და სხვა თავშეყრის ადგილებში დაიწყეს.

სწორედ ამის გამო რუსეთის იმპერიაში ნაძვის ხე შობის დღესასწაულთან იყო გაიგივებული და ძირითადად რელიგიური ხასიათის აქსესუარებით ირთვებოდა, მას როგორც სიმბოლოს, საბჭოთა კავშირი დაუპირისპირდა.

საბჭოთა ხელისუფლება აქტიურად გამოდიოდა „რელიგიური ცრურწმენების“ წინააღმდეგ. 1920-იანი წლების დასაწყისში კომკავშირის წევრები ალტერნატივის სახის „კომკავშირული შობის“ ორგანიზებას ცდილობდნენ, რომელსაც რელიგიური დღესასწაულის დისკრედიტირება უნდა მოეხდინა.

თუმცა, ახალგაზრდა კომუნისტების გადაჭარბებულმა ენთუზიაზმმა შესაბამისი მხარდაჭერა ვერ ჰპოვა უფროს თაობაში, რომელთა უმეტესობას ჯერ კიდევ ბავშვობიდან ჰქონდა შემორჩენილი შობასთან დაკავშირებული კეთილი მოგონებები. საბჭოთა კავშირის უკვე მძიმედ ავადმყოფმა ლიდერმა ვლადიმერ ლენინმა 1923 წლის 7 იანვარს შობას, ბავშვებისთვის ნაძვის ხე თავისი დის, მარია ულიანოვას დახმარებით მოაწყო.

შობა კი საბჭოთა კალენდარში დასვენების დღედ 1929 წლამდე დარჩა. ამის შემდეგ კი ნაძვის ხეც და თოვლის ბაბუაც "რეპრესირებულთა" სიაში აღმოჩნდნენ, როგორც ბურჟუაზიული და ანტისაბჭოური ტრადიცია. საშობაო ნაძვის ხე კომუნისტების "ტყვეობაში" 5 წელზე მეტი დროის განმავლობაში იყო.

1936 წელს ნაძვის ხის რეაბილიტაცია საბჭოთა პროპაგანდისტის პაველ პოსტიშევის სახელს უკავშირდება, რომელმაც არსებული ინფორმაციით, სტალინს ბავშვებისთვის დღესასწაულის დაბრუნება სთხოვა, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მდივანმა იოსებ სტალინმა კი მას მხარდაჭერა გამოუცხადა.

ნაძვის ხის დაბრუნების იდეასთან დაკავშირებით პოსტიშევის პირველი წერილობითი მინიშნება გაზეთ „პრავდაში“ გაჩნდა და აქედან სულ მალე საზოგადოებას ნაძვის ხე დაუბრუნდა, თუმცა ახალი სტატუსითა და ფუნქციით - თუ რევოლუციამდე ნაძვის ხე შობის დღესასწაულს უკავშირდებოდა და მას ამშვენებდა, რეინკარნირებული ნაძვის ხე ახალი წლის სიმბოლო გახდა, რომელმაც ოჯახებში სადღესასწაულო განწყობის პარალელურად საბჭოთა პროპაგანდა შეიტანა.

რელიგიურ ატრიბუტებს ისეთი მოსართავები შეენაცვლა, რომლებიც საბჭოთა იდეოლოგიასა და პატრიოტულ სიმბოლიკას უკავშირდებოდა. სწორედ ამ პერიოდიდან, მაღაზიებში ყველანაირ საახალწლო თემატიკას მოკლებული ვარსკვლავების, დროშების, დირიჟაბლების, ჩარხების, თვითმფრინავებისა და ტანკების, მოგვიანებით კი კოსმოსური ხომალდების ფორმის ნაძვის ხის სათამაშოები ჩნდება.

განსაკუთრებული სააგიტაციო ფუნქცია საახალწლო ინვენტარმა, მათ შორის კი საახალწლო მისალოცმა ბარათებმა, მეორე მსოფლიო ომის დროს შეასრულა. მისალოცები სულაც არ იყო საახალწლო განწყობით გაჯერებული ბარათები, არამედ მძიმე საომარ ხასიათს ატარებდა, მსგავსი წარწერებით: „ჩვენს გზაზე მტერი განადგურებულია, ჩვენ მოვიტანთ გამარჯვებას დამდეგი ახალი წლისთვის!“

ფრონტის ხაზზე გასაგზავნი მისალოცი ბარათები, როგორც წესი, ჯარისკაცებს ბრძოლისკენ, გამარჯვებისა და სამშობლოს დაცვისკენ მოუწოდებდნენ. "საახალწლო სალამი სამშობლოს გმირ დამცველებს" - დაახლოებით ასეთ შინაარს შეიცავდა ბარათები, რომლებიც საომარი თემატიკის მიხედვით იყო გაფორმებული.

ეს ბარათები დიდი ხნის განმავლობაში ასრულებდა ხიდის როლს ფრონტის ხაზზე მყოფ ჯარისკაცებსა და მათ უკან დარჩენილ ოჯახის წევრებს შორის.

უნდა ითქვას, რომ ახალგაზრდა პროფესიონალი მხატვრების მიერ შექმნილი ბარათები ახლა დიდი პოპულარობით სარგებლობს კოლექციონერებს შორის. კომპოზიციის მრავალფეროვნება და ორიგინალურობა სწორედ ის მახასიათებლებია, რის გამოც მათი კოლექციონირება დაიწყეს.

ოფიციალურად, ნაძვის ხემ თავი იოსებ სტალინის გარდაცვალების შემდეგ დაიმკვიდრა. თუმცა, ამ დროსაც მისი მოსართავები კვლავაც ხაზს უსვამდა იმ იდეოლოგიას, რაც საბჭოთა კავშირში იყო გამეფებული.

ზოგადად ნაძვის ხე, პროპაგანდისტული მიზნებისთვის საბჭოთა კავშირში საკმაოდ წარმატებით გამოიყენეს, ამიტომ წლიდან წლამდე ეს სადღესასწაულო ატრიბუტი თავისი მოსართავებით ყველა იმ აქტუალური მოვლენის ისტორიას ყვებოდა, რაც კონკრეტულ პერიოდში მიმდინარეობდა - იქნებოდა ეს ცივი ომი და ამერიკის კულტურასთან დაპირისპირება, თუ რბოლა კოსმოსში უპირატესობის მოსაპოვებლად.

ნაძვის ხემ თავისი მოსართავებით ყველა ეს ისტორია საკუთარ ტოტებზე გადაიტანა. საბჭოთა კავშირის შემდეგ, სადღესასწაულო ნაძვმა პროპაგანდისტული წნეხისგან ამოისუნთქა, თუმცა გაჭირვების ტვირთით დამძიმდა, რაც მის გარეგნულ მხარეს აშკარად დაეტყო.

სწორედ „ბნელ 90-იანებში“, როდესაც მოსახლეობას არ ჰქონდა ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და წყალი, საახალწლოდ განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა დაბალხარისხიანი პლასტმასის მოსართავები, რომლებიც ალბათ იმაზე უფრო იყო გათვლილი, რომ არ გამტყდარიყო და რაც შეიძლება მრავალი წლის განმავლობაში „დაემშვენებინა“.

ასევე, ამ დროს მოდაში შემოსული უგემოვნო წვიმებიანი ვერცხლისფერი ნაძვის ხეები, რომლებიც სავარაუდოდ იმისთვის შეიქმნა, რომ უშუქობისა და სიბნელის პირობებში ოთახში მეტნაკლებად გამოჩენილიყო - სხვა გამართლება მსგავსი დიზაინის ნაძვის ხის შექმნას რთულია მოუძებნო.

სადღესასწაულო ილუმინაციები, სანტა კლაუსი, საჩუქრები, რომლებსაც ბავშვები ნაძვის ხის ქვეშ ელიან და სიმღერები, რომლებიც შობა-ახალი წლისგან უკვე განუყოფელია - ეს ის სასიამოვნო სიახლეებია, რომლებიც ჩვენს საახალწლო ტრადიციაში ამერიკულმა კულტურამ დაამკვიდრა.

ამერიკულ მასკულტურაში სანტა-კლაუსის აქტიურად დამკვიდრებამ საახალწლო სიმღერები კიდევ უფრო დასამახსოვრებელი, წითელი ფერი კი განსაკუთრებით საზეიმო გახადა.

დღეს, მსოფლიოს ქალაქებს შორის ერთგვარი კონკურსიც კი არსებობს, ვის უფრო ლამაზი და ორიგინალური ნაძვის ხე ედგმება. ზოგიერთ ქვეყანაში კი ქალაქის მთავარი ნაძვის ხის განათებას ათასობით ადამიანი ადევნებს თვალს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

დღეს ნაძვის ხე ძირითად შემთხვევაში ირთვება იმის მიხედვით, თუ რისი წელი მოდის, რომელი ფერი იქნება იღბლიანი და დომინანტი და რა ტრენდია ბაზარზე.

მაგალითად, უკანასკნელ პერიოდში უპირატესობას ხელნაკეთ მოსართავებს ანიჭებენ, სადაც მსხვრევად და მტვრევად მასალაზე მეტად ეკოლოგიურად სუფთა მასალა ჭარბობს.

სათამაშოები რაიმე სახის პროპაგანდასა და იდეოლოგიას აღარ ატარებენ და ისინი მიმზიდველი, გემოვნებიანი, მრავალფეროვანი და გამორჩეულია.

ავტორები: ლევან ტაბატაძე; სალომე აბულაშვილი

როდის და როგორ შეძლებენ გამოცდების ჩაბარებას აბიტურიენტები, რომლებსაც ეროვნული გამოცდების პერიოდში კორონავირუსი გამოუვლინდებათ

"დღეს საქართველოში "ინდური შტამის" 18 დადასტურებული შემთხვევაა, ეს ნიშნავს, რომ ეს შტამიც იწყებს გავრცელებას" - პაატა იმნაძე

თამარ გვერდწითელი შვილიშვილზე ოცნებობს, თუმცა ამბობს, რომ სანდრო არ ჩქარობს - სად ცხოვრობს და რას საქმიანობს ცნობილი მომღერლის ვაჟი?