პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ბიზნესებს ფლობენ მინისტრები და მათი მოადგილეები
რა ბიზნესებს ფლობენ მინისტრები და მათი მოადგილეები

მთავ­რო­ბის წევ­რე­ბის სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლო" ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს. მათი ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის 18 წევ­რის (მი­ნის­ტრე­ბი და მათი მო­ად­გი­ლე­ე­ბი) ოჯა­ხი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბას­თან. ისი­ნი წი­ლებს ფლო­ბენ ან დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბებს იკა­ვე­ბენ 47 სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ა­ში.

"კვლე­ვის ფარ­გლებ­ში რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო შემ­თხვე­ვა გა­მო­იკ­ვე­თა. კერ­ძოდ, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ალექ­სან­დრე ხვთი­სი­აშ­ვილ­სა და გა­რე­მოს დაც­ვის და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი ხა­ნიშ­ვილს ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბას­თან კავ­ში­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არა­ზუს­ტად აქვთ მი­თი­თე­ბუ­ლი.

სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე­ებს მი­ხე­ილ ნი­ნუ­ა­სა და ალექ­სან­დრე ხვთი­სი­აშ­ვილს, ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ლაშა მი­ქა­ვას, ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი კა­კა­უ­რი­ძეს და გა­რე­მოს დაც­ვის და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი ხა­ნიშ­ვილს მათ სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის წი­ლე­ბის მარ­თვის უფ­ლე­ბა სხვა პირ­ზე გა­და­ცე­მუ­ლი არ აქვთ, რაც „სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ინ­ტე­რეს­თა შე­უ­თავ­სებ­ლო­ბი­სა და კო­რუფ­ცი­ის შე­სა­ხებ” კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვას წარ­მო­ად­გენს.

ამა­ვე დროს, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ზაზა ბო­ხუა და გა­რე­მოს დაც­ვის და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი ხა­ნიშ­ვი­ლი, შე­საძ­ლოა, „სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ინ­ტე­რეს­თა შე­უ­თავ­სებ­ლო­ბი­სა და კო­რუფ­ცი­ის შე­სა­ხებ” კა­ნონს არ­ღვევ­დნენ, ვი­ნა­ი­დან მათი ოჯა­ხე­ბის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი სა­წარ­მო­ე­ბი (შპს „მედსფე­ი­სი” ზაზა ბო­ხუ­ას შემ­თხვე­ვა­ში და შპს „ლანჩ თა­ი­მი“, შპს „ჰელ­სი ფუდი“, შპს „მრო­ვი“, შპს „აგრო 1959“ და შპს „ჩხა­ვე­რი“ გი­ორ­გი ხა­ნიშ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში) სა­ვა­რა­უ­დოდ, მა­თი­ვე სამ­სა­ხუ­რე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბი­სა და ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ქვეშ ექ­ცე­ვი­ან" - აღ­ნიშ­ნუ­ლია "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა-სა­ქარ­თვე­ლოს" კვლე­ვა­ში.

ამ კვლე­ვა­ზე დაყ­რდნო­ბით, BPN.GE გთა­ვა­ზობთ ინ­ფორ­მა­ცი­ას მთავ­რო­ბის იმ წევრთა ბიზ­ნე­სე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც სა­წარ­მო­ებ­ში წილს ჯერ კი­დევ ფლო­ბენ და არც გა­ჩუ­ქე­ბუ­ლი აქვთ და არც სა­მარ­თა­ვად აქვთ სხვა პი­რის­თვის გა­და­ცე­მუ­ლი. ამ პირ­თა შო­რის არი­ან:

სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე მი­ხე­ილ ნი­ნუა

ამ პოსტზე მიმ­დი­ნა­რე წლის ნო­ემ­ბერ­ში და­ი­ნიშ­ნა. იგი წი­ლებს სამ კომ­პა­ნი­ა­ში ფლობს, მაგ­რამ წი­ლის მარ­თვის უფ­ლე­ბა ჯერ-ჯე­რო­ბით სხვა­ზე გა­და­ცე­მუ­ლი არ აქვს. კერ­ძოდ, ნი­ნუ­ას ეკუთ­ვნის შპს „ქარ­თუ­ლი ვე­ნა­ხის” 25%-იანი; შპს „ქარ­თუ­ლი ბა­ღის” 33%-იანი და შპს „ჯორ­ჯი­ან მე­ნე­ჯმენტ გრუ­პის” 35%-იანი წი­ლე­ბი.

სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ალექ­სან­დრე ხვთი­სი­აშ­ვი­ლი

სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბას წინა თვი­დან იკა­ვებს, თუმ­ცა, მა­ნამ­დე უწყე­ბა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ეკო­ნო­მი­კურ ურ­თი­ერ­თო­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის პო­ზი­ცი­ას იკა­ვებ­და. ხსე­ნე­ბულ პო­ზი­ცი­ა­ზე ყოფ­ნი­სას შევ­სე­ბულ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში არ აქვს მი­თი­თე­ბუ­ლი შპს „კომ­პლექს სერ­ვის­ში” არ­სე­ბუ­ლი 30%-იანი წილი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წი­ლის მარ­თვის უფ­ლე­ბა სხვა­ზე გა­და­ცე­მუ­ლი არც ხვთი­სი­აშ­ვილს აქვს.

ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი კა­კა­უ­რი­ძე

ის შპს „მე­გობ­რო­ბა“ სა­ქარ­თვე­ლო-ს 20%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლია. თუმ­ცა ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, სა­წარ­მო­დან შე­მო­სა­ვა­ლი არ მი­უ­ღია. მას წი­ლის მარ­თვის უფ­ლე­ბა სხვა პი­რის­თვის გა­და­ცე­მუ­ლი არ აქვს, რაც კა­ნონ­დარ­ღვე­ვაა. ასე­ვე, სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ამა­ვე კომ­პა­ნი­ის ოფი­ცი­ა­ლურ ელექტრო­ნულ ფოს­ტად მი­თი­თე­ბუ­ლია, სა­ვა­რა­უ­დოდ, გი­ორ­გი კა­კა­უ­რი­ძის სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი ელ. ფოს­ტა - giorgi.kakauridze@mof.ge, რაც კი­თხვებს წარ­მო­შობს სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში მის შე­საძ­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

რა ბიზნესებს ფლობენ მინისტრები და მათი მოადგილეები

რა ბიზნესებს ფლობენ მინისტრები და მათი მოადგილეები

მთავრობის წევრების სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებით "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ინფორმაციას ავრცელებს. მათი ანგარიშის თანახმად, საქართველოს მთავრობის 18 წევრის (მინისტრები და მათი მოადგილეები) ოჯახი დაკავშირებულია სამეწარმეო საქმიანობასთან. ისინი წილებს ფლობენ ან დირექტორის თანამდებობებს იკავებენ 47 სხვადასხვა კომპანიაში.

"კვლევის ფარგლებში რამდენიმე საინტერესო შემთხვევა გამოიკვეთა. კერძოდ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილსა და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილს ქონებრივ დეკლარაციაში სამეწარმეო საქმიანობასთან კავშირის შესახებ ინფორმაცია არაზუსტად აქვთ მითითებული.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებს მიხეილ ნინუასა და ალექსანდრე ხვთისიაშვილს, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ლაშა მიქავას, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძეს და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილს მათ საკუთრებაში არსებული კომპანიების წილების მართვის უფლება სხვა პირზე გადაცემული არ აქვთ, რაც „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონის დარღვევას წარმოადგენს.

ამავე დროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუა და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, შესაძლოა, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონს არღვევდნენ, ვინაიდან მათი ოჯახების საკუთრებაში არსებული საწარმოები (შპს „მედსფეისი” ზაზა ბოხუას შემთხვევაში და შპს „ლანჩ თაიმი“, შპს „ჰელსი ფუდი“, შპს „მროვი“, შპს „აგრო 1959“ და შპს „ჩხავერი“ გიორგი ხანიშვილის შემთხვევაში) სავარაუდოდ, მათივე სამსახურების რეგულირებისა და ზედამხედველობის ქვეშ ექცევიან" - აღნიშნულია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" კვლევაში.

ამ კვლევაზე დაყრდნობით, BPN.GE გთავაზობთ ინფორმაციას მთავრობის იმ წევრთა ბიზნესების შესახებ, რომლებიც საწარმოებში წილს ჯერ კიდევ ფლობენ და არც გაჩუქებული აქვთ და არც სამართავად აქვთ სხვა პირისთვის გადაცემული. ამ პირთა შორის არიან:

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ ნინუა

ამ პოსტზე მიმდინარე წლის ნოემბერში დაინიშნა. იგი წილებს სამ კომპანიაში ფლობს, მაგრამ წილის მართვის უფლება ჯერ-ჯერობით სხვაზე გადაცემული არ აქვს. კერძოდ, ნინუას ეკუთვნის შპს „ქართული ვენახის” 25%-იანი; შპს „ქართული ბაღის” 33%-იანი და შპს „ჯორჯიან მენეჯმენტ გრუპის” 35%-იანი წილები.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას წინა თვიდან იკავებს, თუმცა, მანამდე უწყებაში საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას იკავებდა. ხსენებულ პოზიციაზე ყოფნისას შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული შპს „კომპლექს სერვისში” არსებული 30%-იანი წილი. აღსანიშნავია, რომ წილის მართვის უფლება სხვაზე გადაცემული არც ხვთისიაშვილს აქვს.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე

ის შპს „მეგობრობა“ საქართველო-ს 20%-იანი წილის მფლობელია. თუმცა ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, საწარმოდან შემოსავალი არ მიუღია. მას წილის მართვის უფლება სხვა პირისთვის გადაცემული არ აქვს, რაც კანონდარღვევაა. ასევე, საინტერესოა, რომ ამავე კომპანიის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტად მითითებულია, სავარაუდოდ, გიორგი კაკაურიძის სამსახურებრივი ელ. ფოსტა - giorgi.kakauridze@mof.ge, რაც კითხვებს წარმოშობს სამეწარმეო საქმიანობაში მის შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით წაიკითხეთ ვრცლად

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები