სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბავშვები სკოლაში, შესაძლოა, 5 წლის ასაკშიც მიიღონ
ბავშვები სკოლაში, შესაძლოა, 5 წლის ასაკშიც მიიღონ

პირ­ველკ­ლა­სე­ლის სას­კო­ლო ასა­კი შე­საძ­ლოა, გა­და­ი­ხე­დოს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ გე­ნა­დი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და.

მისი გან­მარ­ტე­ბით, გან­ხი­ლუ­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს რამ­დე­ნი­მე ვა­რი­ან­ტი, მათ შო­რის ის, რომ სკო­ლა­ში დაშ­ვე­ბუ­ლი იყოს ბავ­შვის მი­ღე­ბა, რო­მელ­საც 6 წელი 31 დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით პე­რი­ოდ­ში უს­რულ­დე­ბა, ან მე­ო­რე - პირ­ველ კლას­ში მი­ღე­ბამ­დე შე­საძ­ლოა, 2-წლი­ა­ნი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი კურ­სის შე­მო­ღე­ბა მოხ­დეს.

„სას­კო­ლო მზა­ო­ბა არ ნიშ­ნავს, რომ მა­ინ­ცდა­მა­ინც რი­ცხვი­თი მო­ნა­ცე­მი გა­ვა­ჩე­როთ, ეს იყოს და­ბა­დე­ბის ასა­კი ან 31 დე­კემ­ბე­რამ­დე პე­რი­ო­დი, ან თუნ­დაც 16 სექ­ტემ­ბრამ­დე შე­ვის­წავ­ლოთ ბავ­შვის მომ­ზა­დე­ბა იმის­თვის, რომ სკო­ლა­ში შე­ვი­დეს. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით თუ ცვლი­ლე­ბა და­ი­გეგ­მე­ბა, ეს ალ­ბათ, იქ­ნე­ბა პირ­და­პირ მიბ­მუ­ლი იმ კა­ნო­ნებ­თა­ნაც, რო­მე­ლიც სკო­ლამ­დელ გა­ნათ­ლე­ბას ეხე­ბა. შე­იძ­ლე­ბა იყოს 2-წლი­ა­ნი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი კურ­სი და ამის შემ­დეგ თი­თო­ე­ულ ბავ­შვთან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მით გა­და­წყდეს პირ­ველ კლას­ში რა ასა­კის შევა - ეს არის ჩემი მო­საზ­რე­ბა. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი ეს სა­კი­თხი გა­და­ი­ხე­დოს, მაგ­რამ ამას სე­რი­ო­ზუ­ლად დაჯ­დო­მა და მო­ფიქ­რე­ბა სჭირ­დე­ბა.

თუკი ბავ­შვი ვუნ­დერ­კინ­დია, რა­ღაც ტი­პის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბა არ­სე­ბობს, ამ შემ­თხვე­ვა­ში მი­ნის­ტრის პრე­რო­გა­ტი­ვაა, რომ და­უშ­ვას 6-წლამ­დე ასა­კის ბავ­შვის პირ­ველ კლას­ში მი­ღე­ბა. რამ­დე­ნა­დაც მახ­სოვს იყო ასე­თი მიდ­გო­მა, შე­იძ­ლე­ბო­და მი­ნის­ტრის­თვის მი­მარ­თვა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ბავ­შვს რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მი ჰქონ­და. სას­კო­ლო ასა­კის მზა­ო­ბა არ არის მა­ინ­ცდა­მა­ინც 6 წელი, შე­იძ­ლე­ბა იყოს 7 წელი ან 5 წელი“, - გა­ნა­ცხა­და მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, მოქ­მე­დი რე­გუ­ლა­ცი­ით, ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის და­წყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე სწავ­ლის და­წყე­ბის უფ­ლე­ბა აქვთ იმ მოს­წავ­ლე­ებს, რო­მელ­თა ასა­კი შე­ე­სა­ბა­მე­ბა კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრულ მო­თხოვ­ნებს, ანუ სწავ­ლის და­წყე­ბის­თვის 6 წელი უკვე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი აქვთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

ბავშვები სკოლაში, შესაძლოა, 5 წლის ასაკშიც მიიღონ

ბავშვები სკოლაში, შესაძლოა, 5 წლის ასაკშიც მიიღონ

პირველკლასელის სასკოლო ასაკი შესაძლოა, გადაიხედოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გენადი მარგველაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი განმარტებით, განხილული შეიძლება იყოს რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის ის, რომ სკოლაში დაშვებული იყოს ბავშვის მიღება, რომელსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში უსრულდება, ან მეორე - პირველ კლასში მიღებამდე შესაძლოა, 2-წლიანი მოსამზადებელი კურსის შემოღება მოხდეს.

„სასკოლო მზაობა არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც რიცხვითი მონაცემი გავაჩეროთ, ეს იყოს დაბადების ასაკი ან 31 დეკემბერამდე პერიოდი, ან თუნდაც 16 სექტემბრამდე შევისწავლოთ ბავშვის მომზადება იმისთვის, რომ სკოლაში შევიდეს. ამ მიმართულებით თუ ცვლილება დაიგეგმება, ეს ალბათ, იქნება პირდაპირ მიბმული იმ კანონებთანაც, რომელიც სკოლამდელ განათლებას ეხება. შეიძლება იყოს 2-წლიანი მოსამზადებელი კურსი და ამის შემდეგ თითოეულ ბავშვთან ინდივიდუალური მიდგომით გადაწყდეს პირველ კლასში რა ასაკის შევა - ეს არის ჩემი მოსაზრება. არ არის გამორიცხული ეს საკითხი გადაიხედოს, მაგრამ ამას სერიოზულად დაჯდომა და მოფიქრება სჭირდება.

თუკი ბავშვი ვუნდერკინდია, რაღაც ტიპის განსაკუთრებულობა არსებობს, ამ შემთხვევაში მინისტრის პრეროგატივაა, რომ დაუშვას 6-წლამდე ასაკის ბავშვის პირველ კლასში მიღება. რამდენადაც მახსოვს იყო ასეთი მიდგომა, შეიძლებოდა მინისტრისთვის მიმართვა იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს რაიმე განსაკუთრებული მონაცემი ჰქონდა. სასკოლო ასაკის მზაობა არ არის მაინცდამაინც 6 წელი, შეიძლება იყოს 7 წელი ან 5 წელი“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

ცნობისთვის, მოქმედი რეგულაციით, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ანუ სწავლის დაწყებისთვის 6 წელი უკვე შესრულებული აქვთ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ