კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკრიპალების საქმე და შოუ რუსი აგენტების მონაწილეობით
სკრიპალების საქმე და შოუ რუსი აგენტების მონაწილეობით

ბოლო ცხრა თვეა სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ლი­ტი­კის ერთ-ერთ მთა­ვარ თე­მად სკრი­პა­ლე­ბის საქ­მე გა­ნი­ხი­ლე­ბა. არა მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კა­ში, ეს შემ­თხვე­ვა მუდ­მი­ვად სა­ერ­თა­შო­რი­სო პრე­სი­სა და მე­დი­ის ინ­ტე­რე­სის სა­გა­ნია, თუმ­ცა წინა კვი­რა­ში მომ­ხდარ­მა ამ­ბავ­მა უკვე ყვე­ლა­ფერს სა­ბო­ლო­ოდ მოჰ­ფი­ნა ნა­თე­ლი. ბრი­ტა­ნეთ­მა გა­ავ­რცე­ლა ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი, სა­დაც ორი რუსი აგენ­ტი ჩანს. ისი­ნი 3 მარტს ჩა­ვიდ­ნენ ლონ­დონ­ში, ორ­ჯერ იყ­ვნენ სოლსბე­რი­ში და 4 მარტს ქვე­ყა­ნა და­ტო­ვეს.

მას შემ­დეგ რაც ბრი­ტა­ნეთ­მა გა­ავ­რცე­ლა მათი ფო­ტო­ე­ბი და ჩა­ნა­წე­რე­ბი, გაჩ­ნდა კი­თხვა? - რას იზამ­და რუ­სე­თი, როცა მი­სორ მო­ქა­ლა­ქეს ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ სა­ერ­თა­შო­რი­სო მნიშ­ვნე­ლო­ბის მკვლე­ლო­ბა­ში?

ამის პა­სუ­ხად ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა გა­და­წყვი­ტა ეს ორი ადა­მი­ა­ნი ეთერ­ში და­ეს­ვა და სა­ტე­ლე­ვი­ზიო ინ­ტერ­ვიუ ჩა­ე­წე­რათ. რა თქმა უნდა, ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რა რუ­სე­თის სამ­თავ­რო­ბო არ­ხმა Russia Today-მ. ამ ინ­ტერ­ვი­უს შემ­დეგ და­ი­წყო ნამ­დვი­ლი კარ­ნა­ვა­ლი - და­სავ­ლუ­რი პრე­სა, რო­გორც ამე­რი­კუ­ლი, ისე ევ­რო­პუ­ლი ნა­ხევ­რად ირო­ნი­უ­ლი ტო­ნით აკ­რი­ტი­კე­ბენ რუ­სეთს, მის პრე­ზი­დენტს, რუ­სულ სპეც­სამ­სა­ხუ­რებს, მათ აგენ­ტებს. ინ­ტერ­ვი­უს დე­ტა­ლე­ბი ქარ­თულ პრე­სა­შიც ბევ­რჯერ გა­ნი­ხი­ლეს, ამი­ტომ აქ ამ ყვე­ლა­ფერს მცი­რე დო­ზით შე­ვე­ხე­ბით. თუმ­ცა მთა­ვა­რი კი­თხვა შემ­დე­გია: რაში დას­ჭრი­და КГБ-ს ყო­ფილ აგენტს, ვლა­დი­მირ პუ­ტინს ასე­თი კარ­ნა­ვა­ლის გა­მარ­თვა და ამ ორი აგენ­ტის კლო­უ­ნად წარ­მო­ჩე­ნა?

კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი რამ­დე­ნი­მეა - ერ­თია ის, რომ მათ სხვა გზა არ ჰქონ­დათ, ამ ორ ადა­მი­ანს ხელს ვე­ღარ და­ა­ფა­რებ­დნენ, მათი სა­ხე­ლე­ბი ჰო­ლი­ვუ­დის მე­გა­ვარ­სკვლა­ვე­ბის სა­ხე­ლე­ბი­ვით უკვე ყვე­ლამ იცო­და - რუს­ლან ბო­ში­რო­ვი და ალექ­სან­დრ პეტ­რო­ვი. მე­ო­რე არის ის, რომ მათი გა­მო­ჩე­ნა და ასე სა­აშ­კა­რა­ო­ზე გა­მოყ­ვა­ნა არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო ისე, თით­ქოს ამ ორ აგენტს ვინ­მე აფა­რებს ხელს. ეს უნდა ყო­ფი­ლი­ყო რაც შე­იძ­ლე­ბა კო­მი­კუ­რი და ირო­ნი­უ­ლიც კი. რაც შე­ე­ხე­ბა მე­სა­მე ვა­რი­ანტს. ეს ვა­რი­ან­ტი ბრი­ტა­ნულ პრე­სა­ში გავ­რცელ­და, თით­ქოს ეს იყო ბო­ში­რო­ვი­სა და პეტ­რო­ვის სას­ჯე­ლი იმის გამო, რომ და­ვა­ლე­ბას თავი ვერ გა­არ­თვეს, სკრი­პა­ლე­ბი გა­დარ­ჩნენ და ოპე­რა­ცია ჩა­ვარ­და.

მე­სა­მე ვა­რი­ანტს ვერ და­ვე­თან­ხმე­ბით: ამ ადა­მი­ა­ნებს და­ახ­ლო­ე­ბით ცხრა თვე ხელს აფა­რებ­დნენ რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი და მათ გამო სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის საკბი­ლოდ არ ჩა­იგ­დებ­დნენ თავს.

რე­ა­ლუ­რად ჩანს მე-2 ვა­რი­ან­ტი, ვი­ნა­ი­დან აგენ­ტე­ბი გა­მო­ა­აშ­კა­რა­ვეს, ვლა­დი­მირ პუ­ტინს უნდა გა­ე­ცა შე­სა­ფე­რი­სი პა­სუ­ხი. მაგ­რამ რო­გორ? სწო­რედ ირო­ნი­ით - სა­ტე­ლე­ვი­ზიო ინ­ტერ­ვი­უს უნდა ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, რომ რუ­სეთს, პირ­ველ რიგ­ში კი პუ­ტინს, არ აში­ნებს და ვე­რა­ფერს და­აკ­ლებს და­სავ­ლე­თის მუ­ქა­რა. მერე რა, რომ მათი დიპ­ლო­მა­ტე­ბის მსოფ­ლი­ოს რამ­დე­ნი­მე ქვეყ­ნი­დან გა­ა­ძე­ვეს? მერე რა, რომ ივ­ლის­ში ერთი ადა­მი­ა­ნი იმა­ვე "ნო­ვი­ჩო­კით" გარ­და­იც­ვა­ლა, უკვე სხვა ქა­ლაქ­ში - ემსბე­რი­ში? მერე რა, რომ რუსი აგენ­ტე­ბის ვი­ნა­ო­ბა და გა­რეგ­ნო­ბა უკვე ყვე­ლამ გა­ი­გო?...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მთა­ვარ ფო­ტო­ზე: ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი, რუს­ლან ბო­ში­რო­ვი და ალექ­სან­დრ პეტ­რო­ვი

ავტორი:

სკრიპალების საქმე და შოუ რუსი აგენტების მონაწილეობით

სკრიპალების საქმე და შოუ რუსი აგენტების მონაწილეობით

ბოლო ცხრა თვეა საერთაშორისო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ თემად სკრიპალების საქმე განიხილება. არა მხოლოდ პოლიტიკაში, ეს შემთხვევა მუდმივად საერთაშორისო პრესისა და მედიის ინტერესის საგანია, თუმცა წინა კვირაში მომხდარმა ამბავმა უკვე ყველაფერს საბოლოოდ მოჰფინა ნათელი. ბრიტანეთმა გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, სადაც ორი რუსი აგენტი ჩანს. ისინი 3 მარტს ჩავიდნენ ლონდონში, ორჯერ იყვნენ სოლსბერიში და 4 მარტს ქვეყანა დატოვეს.

მას შემდეგ რაც ბრიტანეთმა გაავრცელა მათი ფოტოები და ჩანაწერები, გაჩნდა კითხვა? - რას იზამდა რუსეთი, როცა მისორ მოქალაქეს ადანაშაულებენ საერთაშორისო მნიშვნელობის მკვლელობაში?

ამის პასუხად ვლადიმირ პუტინმა გადაწყვიტა ეს ორი ადამიანი ეთერში დაესვა და სატელევიზიო ინტერვიუ ჩაეწერათ. რა თქმა უნდა, ინტერვიუ ჩაწერა რუსეთის სამთავრობო არხმა Russia Today-მ. ამ ინტერვიუს შემდეგ დაიწყო ნამდვილი კარნავალი - დასავლური პრესა, როგორც ამერიკული, ისე ევროპული ნახევრად ირონიული ტონით აკრიტიკებენ რუსეთს, მის პრეზიდენტს, რუსულ სპეცსამსახურებს, მათ აგენტებს. ინტერვიუს დეტალები ქართულ პრესაშიც ბევრჯერ განიხილეს, ამიტომ აქ ამ ყველაფერს მცირე დოზით შევეხებით. თუმცა მთავარი კითხვა შემდეგია: რაში დასჭრიდა КГБ-ს ყოფილ აგენტს, ვლადიმირ პუტინს ასეთი კარნავალის გამართვა და ამ ორი აგენტის კლოუნად წარმოჩენა?

კითხვაზე პასუხი რამდენიმეა - ერთია ის, რომ მათ სხვა გზა არ ჰქონდათ, ამ ორ ადამიანს ხელს ვეღარ დააფარებდნენ, მათი სახელები ჰოლივუდის მეგავარსკვლავების სახელებივით უკვე ყველამ იცოდა - რუსლან ბოშიროვი და ალექსანდრ პეტროვი. მეორე არის ის, რომ მათი გამოჩენა და ასე სააშკარაოზე გამოყვანა არ უნდა ყოფილიყო ისე, თითქოს ამ ორ აგენტს ვინმე აფარებს ხელს. ეს უნდა ყოფილიყო რაც შეიძლება კომიკური და ირონიულიც კი. რაც შეეხება მესამე ვარიანტს. ეს ვარიანტი ბრიტანულ პრესაში გავრცელდა, თითქოს ეს იყო ბოშიროვისა და პეტროვის სასჯელი იმის გამო, რომ დავალებას თავი ვერ გაართვეს, სკრიპალები გადარჩნენ და ოპერაცია ჩავარდა.

მესამე ვარიანტს ვერ დავეთანხმებით: ამ ადამიანებს დაახლოებით ცხრა თვე ხელს აფარებდნენ რუსეთის სპეცსამსახურები და მათ გამო საერთაშორისო საზოგადოების საკბილოდ არ ჩაიგდებდნენ თავს.

რეალურად ჩანს მე-2 ვარიანტი, ვინაიდან აგენტები გამოააშკარავეს, ვლადიმირ პუტინს უნდა გაეცა შესაფერისი პასუხი. მაგრამ როგორ? სწორედ ირონიით - სატელევიზიო ინტერვიუს უნდა ეჩვენებინა, რომ რუსეთს, პირველ რიგში კი პუტინს, არ აშინებს და ვერაფერს დააკლებს დასავლეთის მუქარა. მერე რა, რომ მათი დიპლომატების მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნიდან გააძევეს? მერე რა, რომ ივლისში ერთი ადამიანი იმავე "ნოვიჩოკით" გარდაიცვალა, უკვე სხვა ქალაქში - ემსბერიში? მერე რა, რომ რუსი აგენტების ვინაობა და გარეგნობა უკვე ყველამ გაიგო?...განაგრძეთ კითხვა

მთავარ ფოტოზე: ვლადიმირ პუტინი, რუსლან ბოშიროვი და ალექსანდრ პეტროვი

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე