კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში ნარკოდანაშაულისთვის სამი პირი დააკავეს
თბილისში ნარკოდანაშაულისთვის სამი პირი დააკავეს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ თბი­ლის­ში ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის­თვის 3 პირი და­ა­კა­ვა. აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის, ნარ­კო­ტი­კე­ბის უკა­ნო­ნო ბრუნ­ვის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, 1980 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი. გ.,1981 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ. შ. და სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრო­მე­ლი - 1983 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ო. ი. დიდი და გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვი­სა და გა­სა­ღე­ბის ფაქ­ტზე თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს.

„სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მო­ი­პო­ვეს ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, იმის შე­სა­ხებ, რომ ერთ-ერთი მო­ქა­ლა­ქე ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის გა­სა­ღე­ბას სის­ტე­მა­ტუ­რად ახორ­ცი­ე­ლებ­და. აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში დად­გინ­და, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პირი - 1980 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი. გ. იყო. ასე­ვე მო­პო­ვე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე დად­გინ­და, რომ ი.გ.-სგან ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის შე­ძე­ნას ახ­დენ­და გ.შ. ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად ი.გ. ცირ­კის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იმ დროს და­ა­კა­ვეს, რო­დე­საც მან დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბა გა­ა­სა­ღა. მას­თან ერ­თად ასე­ვე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი გ.შ. და ო.ი. პო­ლი­ცი­ამ, ი. გ.-ს პი­რა­დი ჩხრე­კი­სას ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა ბუპ­რე­ნორ­ფი­ნის შემ­ცვე­ლი პრე­პა­რა­ტი „სუ­ბუ­ტექ­სის“ 16 აბი და აბის 2 ნა­ტე­ხი ამო­ი­ღეს, ხოლო მისი კუთ­ვნი­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნის ჩხრე­კი­სას ამო­ღე­ბუ­ლი იქნა „სუ­ბუ­ტექ­სის“ 5 აბი და ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა მე­თა­დო­ნი (მა­რი­ლი)-ის შემ­ცვე­ლი 19 კაფ­სუ­ლა.ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს მოქ­მე­დი თა­ნამ­შრომ­ლის ო. ი.-ს პი­რა­დი ჩხრე­კი­სას კი პო­ლი­ცი­ამ ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა „ბუპ­რე­ნორ­ფი­ნის“ შემ­ცვე­ლი 1 აბი და აბის 4 ნა­ტე­ხი ამო­ი­ღეს, რო­მე­ლიც მას ი. გ.-მ და­კა­ვე­ბამ­დე გა­დას­ცა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გ.შ.-ს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის ჩხრე­კი­სას ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა „ბუპ­რე­ნორ­ფი­ნის“ შემ­ცვე­ლი 153 აბი და აბის ნა­ტე­ხე­ბი ამო­ი­ღეს, რო­მე­ლიც მას ი.გ.-მ და­კა­ვე­ბამ­დე გა­დას­ცა.თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სა­მი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლებს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და»,- ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

გა­მო­ძი­ე­ბა ი.გ-ს მი­მართ სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე მუხ­ლის მე-5 ნა­წი­ლის „ა“ და მე-6 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც დიდი და გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა გა­სა­ღე­ბას გუ­ლის­ხმობს, და­ნა­შა­უ­ლი 8-დან 20 წლამ­დე ან უვა­დოდ თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გ. შ-ს მი­მართ კი, გა­მო­ძი­ე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლის „ა“ პუნ­ქტით. და­ნა­შა­უ­ლი 8-დან 20 წლამ­დე ან უვა­დოდ თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ხოლო ო. ი.-ის მი­მართ გა­მო­ძი­ე­ბა დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს, სსკ-ის 260-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „ა“ პუნ­ქტით. და­ნა­შა­უ­ლი 5-დან 8 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ავტორი:

თბილისში ნარკოდანაშაულისთვის სამი პირი დააკავეს

თბილისში ნარკოდანაშაულისთვის სამი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ნარკოდანაშაულისთვის 3 პირი დააკავა. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1980 წელს დაბადებული ი. გ.,1981 წელს დაბადებული გ. შ. და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომელი - 1983 წელს დაბადებული ო. ი. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე თბილისში დააკავეს.

„სამართალდამცველებმა მოიპოვეს ოპერატიული ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი მოქალაქე ნარკოტიკული საშუალების გასაღებას სისტემატურად ახორციელებდა. აღნიშნულ ინფორმაციის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ აღნიშნული პირი - 1980 წელს დაბადებული ი. გ. იყო. ასევე მოპოვებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა, რომ ი.გ.-სგან ნარკოტიკული საშუალების შეძენას ახდენდა გ.შ. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ი.გ. ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც მან დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება გაასაღა. მასთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ დაკავებულები გ.შ. და ო.ი. პოლიციამ, ი. გ.-ს პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი პრეპარატი „სუბუტექსის“ 16 აბი და აბის 2 ნატეხი ამოიღეს, ხოლო მისი კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული იქნა „სუბუტექსის“ 5 აბი და ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (მარილი)-ის შემცველი 19 კაფსულა.ეკონომიკის სამინისტროს მოქმედი თანამშრომლის ო. ი.-ს პირადი ჩხრეკისას კი პოლიციამ ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 1 აბი და აბის 4 ნატეხი ამოიღეს, რომელიც მას ი. გ.-მ დაკავებამდე გადასცა. სამართალდამცველებმა გ.შ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 153 აბი და აბის ნატეხები ამოიღეს, რომელიც მას ი.გ.-მ დაკავებამდე გადასცა.თბილისის საქალაქო სასამართლომ სამივე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა»,- ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება ი.გ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვა გასაღებას გულისხმობს, დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გ. შ-ს მიმართ კი, გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ პუნქტით. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხოლო ო. ი.-ის მიმართ გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტით. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ