სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეს 3 დაავადება ზაფხულში მწვავდება - რა უნდა გაითვალისწინოთ, რომ ჯანმრთელობა შეინარჩუნოთ
ეს 3 დაავადება ზაფხულში მწვავდება - რა უნდა გაითვალისწინოთ, რომ ჯანმრთელობა შეინარჩუნოთ

ზა­ფხუ­ლის სი­ცხე ადა­მი­ანს უამ­რა­ვი და­ა­ვა­დე­ბის გა­ჩე­ნის და გამ­წვა­ვე­ბის საფრ­თხეს უქ­მნის, რაც ხში­რად შვე­ბუ­ლე­ბის პე­რი­ოდსაც კი უშ­ხა­მებს.


ცო­ტამ თუ იცის, რომ სწო­რედ ზა­ფხუ­ლის ცხელ პე­რი­ოდს უკავ­შირ­დე­ბა ზო­გი­ერ­თი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის გამ­წვა­ვე­ბა - ზა­ფხულ­ში მო­სა­ლოდ­ნელ ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მებ­ზე „ოჯა­ხის მკურ­ნა­ლის“ და ვებ-გვერდ mkurnali.ge-ს მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა:

გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბი

ზა­ფხუ­ლი საკ­მა­ოდ მძი­მე დროა გულ-სის­ხლძარ­ღვთა პა­თო­ლო­გი­ე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის. ცხელ ამინ­დში პე­რი­ფე­რი­უ­ლი სის­ხლძარ­ღვე­ბი ფარ­თოვ­დე­ბა, წნე­ვა ეცე­მა და გული გაძ­ლი­ე­რე­ბულ რე­ჟიმ­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ზღვარ­ზე იწყებს მუ­შა­ო­ბას ნორ­მა­ლუ­რი სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად. სი­ცხე­ში ორ­გა­ნიზ­მი კარ­გავს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სი­თხეს და მი­ნე­რა­ლებს. გუ­ლის მუ­შა­ო­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს კა­ლი­უმ­სა და მაგ­ნი­უმს. მათი ბა­ლან­სის დარ­ღვე­ვა და დე­ფი­ცი­ტი გუ­ლის გა­ჩე­რე­ბის მი­ზე­ზიც კი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს.


სი­თხის და­კარ­გვის შე­დე­გად კი ორ­გა­ნიზ­მის გა­უ­წყლო­ე­ბა ხდე­ბა, სქელ­დე­ბა სის­ხლი და მა­ტუ­ლობს თრომ­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი. ამ ყვე­ლაფ­რის შე­დე­გად კი მა­ტუ­ლობს ინ­ფარ­ქტი­სა და ინ­სულ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კიც. ამი­ტომ ამ პე­რი­ოდ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლით უნდა მო­ვექ­ცეთ სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბას. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ შემ­დე­გი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი:


  • სი­ცხე­ში ნუ და­იტ­ვირ­თე­ბით ფი­ზი­კუ­რად, ნუ გა­ჩერ­დე­ბით დიდ­ხანს მზის გულ­ზე, ნუ ატა­რებთ მძი­მე ჩან­თებს, გან­სა­კუთ­რე­ბულ სა­შიშ­რო­ე­ბას წარ­მო­ად­გენს აგა­რაკ­ზე, თა­კა­რა მზე­ში წახ­რილ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მუ­შა­ო­ბა. ასე გაზ­რდით გო­ნე­ბის და­კარ­გვის რისკს;
  • მო­ე­რი­დეთ გა­და­ხუ­რე­ბის შემ­დეგ ცივ წყალს. იგი იწ­ვევს სის­ხლძარ­ღვთა უე­ცარ შე­ვიწ­რო­ე­ბას ანუ სპაზმს და შე­იძ­ლე­ბა ინ­ფარ­ქტიც კი გან­ვი­თარ­დეს;
  • არ გა­ი­რუ­ჯოთ 15-20 წუთ­ზე მეტ ხანს. თუ გული აგიჩ­ქარ­დე­ბათ ან სუნ­თქვა გა­გიხ­შირ­დე­ბათ, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­ე­ფა­რეთ გრილ შე­ნო­ბას;
  • სვით მი­ნე­რა­ლუ­რი წყა­ლი - იგი შე­გივ­სებთ და­კარ­გულ მი­ნე­რა­ლებს და ორ­გა­ნიზმსაც იდე­ა­ლუ­რად გა­აგ­რი­ლებს;
  • საკ­ვე­ბის მი­ღე­ბი­სას და­ი­ცა­ვით ზო­მი­ე­რე­ბა. უარი თქვით ზედ­მე­ტად ცხი­მი­ან და ძნე­ლად მო­სა­ნე­ლე­ბელ; პრო­დუქ­ტებ­ზე, მათი მო­ნე­ლე­ბი­სას გა­და­იტ­ვირ­თე­ბა კუჭ-ნაწ­ლა­ვი, რაც კი­დევ მე­ტად გაზ­რდის დატ­ვირ­თვას გულ­ზე;
  • მი­ირ­თვით წყლით მდი­და­რი ხილი და ბოსტნე­უ­ლი - სა­ზამ­თრო, კიტ­რი, კომ­ბოს­ტო და სხვა.

ან­გი­ნა

მი­იჩ­ნე­ვა, რომ ან­გი­ნა ზამ­თრის და­ა­ვა­დე­ბაა, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში საკ­მა­ოდ ხში­რია ან­გი­ნის გამ­წვა­ვე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი ზა­ფხულ­ში. მისი მი­ზე­ზი კი ის არის, რომ ტონ­ზი­ლებს (ნუ­შუ­რა ჯირ­კვლებს, იმა­ვე გლან­დებს) არ უყ­ვართ ტემ­პე­რა­ტუ­რის მკვეთ­რი ცვა­ლე­ბა­დო­ბა. ზა­ფხულ­ში ყვე­ლა მი­ირ­თმევს ცივ სას­მელს, ნა­ყინს. ზო­გი­ერ­თი ცივი შხა­პით გრილ­დე­ბა. ასე­ვე ტემ­პე­რა­ტუ­რულ კონ­ტრას­ტებს ქმნის კონ­დი­ცი­ო­ნე­რი. ამ ყვე­ლაფ­რის შე­დე­გად კი ტონ­ზი­ლი­ტი მწვავ­დე­ბა.


ან­გი­ნა რომ არ და­გე­მარ­თოთ, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ შემ­დე­გი:


  • ნუ და­ლევთ მა­ცივ­რი­დან გა­მო­ღე­ბულ ცივ სას­მე­ლებს;
  • ერი­დეთ ნა­ყინს;
  • გა­რუ­ჯვის შემ­დეგ ჯერ ჩრდილ­ში გა­და­დით, გაგ­რილ­დით, ტანი წყლით და­ი­ზი­ლეთ და შემ­დეგ შე­დით წყალ­ში;
  • ნუ დაჯ­დე­ბით კონ­დი­ცი­ო­ნე­რის ცივი ნა­კა­დის არე­ში. ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­ჟი­მი კი ისე შე­არ­ჩი­ეთ, რომ გა­რეთ გას­ვლი­სას ძა­ლი­ან დიდი კონ­ტრას­ტი არ იყოს;
  • ცივი შხა­პი შეც­ვა­ლეთ გრი­ლი შხა­პით.

სა­შარ­დე სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბე­ბი

ზა­ფხუ­ლო­ბით ცის­ტი­ტის გამ­წვა­ვე­ვის გამო, ქა­ლე­ბის მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში იმა­ტებს. მი­ზე­ზი კი ცივ წყალ­ში ბა­ნა­ო­ბა და შემ­დეგ გა­რუ­ჯვა, სვე­ლი სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მით სი­ა­რუ­ლი, უსუფ­თაო ად­გი­ლებ­ში ბა­ნა­ო­ბის შე­დე­გად გა­და­დე­ბუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბია. ბა­ნა­ო­ბი­სას გა­და­ცი­ე­ბის შე­დე­გად ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს თირკმლის პა­თო­ლო­გი­ე­ბი, კერ­ძოდ პი­ე­ლო­ნეფ­რი­ტი.


ზო­გა­დად თირკმლე­ბი ზა­ფხულ­ში მთე­ლი დატ­ვირ­თვის მუ­შა­ობს, მათ უხ­დე­ბათ მო­მა­ტე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით მი­ღე­ბუ­ლი სი­თხის ორ­გა­ნიზ­მი­დან გა­მო­ტა­ნა. ამი­ტომ, თუ თირკმე­ლე­ბი არც ისე ჯან­სა­ღი გვაქვს, შე­საძ­ლოა მათ გა­უ­ჭირ­დეთ ამ დატ­ვირ­თვას­თან გამ­კლა­ვე­ბა და ზა­ფხუ­ლის დას­ვე­ნე­ბა ჩაგ­ვაშ­ხა­მონ. როცა თირკმე­ლე­ბი გა­წუ­ხებთ, ექი­მე­ბი გირ­ჩე­ვენ:


  • მე­ტის­მე­ტად არ გა­ზარ­დოთ მოხ­მა­რე­ბუ­ლი სი­თხის რა­ო­დე­ნო­ბა, თუმ­ცა არც სი­თხის დე­ფი­ცი­ტი შე­უქ­მნათ ორ­გა­ნიზმს, რათა გა­უ­წყლო­ე­ბა არ გან­ვი­თარ­დეს;
  • არ გა­და­ი­ცი­ოთ ორ­გა­ნიზ­მი - არ იბა­ნა­ოთ ძა­ლი­ან ცივ წყალ­ში და არ ია­როთ სვე­ლი სა­ზღვაო კოს­ტი­უ­მით.


Giorgi sixarulidze-ს
1

გესმის,ნერვებს გაუფრთხილდიო....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ეს 3 დაავადება ზაფხულში მწვავდება - რა უნდა გაითვალისწინოთ, რომ ჯანმრთელობა შეინარჩუნოთ

ეს 3 დაავადება ზაფხულში მწვავდება - რა უნდა გაითვალისწინოთ, რომ ჯანმრთელობა შეინარჩუნოთ

ზაფხულის სიცხე ადამიანს უამრავი დაავადების გაჩენის და გამწვავების საფრთხეს უქმნის, რაც ხშირად შვებულების პერიოდსაც კი უშხამებს.


ცოტამ თუ იცის, რომ სწორედ ზაფხულის ცხელ პერიოდს უკავშირდება ზოგიერთი ქრონიკული დაავადების გამწვავება - ზაფხულში მოსალოდნელ ჯანმრთელობის პრობლემებზე „ოჯახის მკურნალის“ და ვებ-გვერდ mkurnali.ge-ს მთავარი რედაქტორი თამარ მამაცაშვილი გვესაუბრება:

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები

ზაფხული საკმაოდ მძიმე დროა გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების მქონე ადამიანებისთვის. ცხელ ამინდში პერიფერიული სისხლძარღვები ფართოვდება, წნევა ეცემა და გული გაძლიერებულ რეჟიმში, ფაქტობრივად, შესაძლებლობების ზღვარზე იწყებს მუშაობას ნორმალური სისხლის მიმოქცევის შესანარჩუნებლად. სიცხეში ორგანიზმი კარგავს დიდი რაოდენობით სითხეს და მინერალებს. გულის მუშაობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კალიუმსა და მაგნიუმს. მათი ბალანსის დარღვევა და დეფიციტი გულის გაჩერების მიზეზიც კი შეიძლება გახდეს.


სითხის დაკარგვის შედეგად კი ორგანიზმის გაუწყლოება ხდება, სქელდება სისხლი და მატულობს თრომბების განვითარების რისკი. ამ ყველაფრის შედეგად კი მატულობს ინფარქტისა და ინსულტის განვითარების რისკიც. ამიტომ ამ პერიოდში განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოვექცეთ საკუთარ ჯანმრთელობას. გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:


  • სიცხეში ნუ დაიტვირთებით ფიზიკურად, ნუ გაჩერდებით დიდხანს მზის გულზე, ნუ ატარებთ მძიმე ჩანთებს, განსაკუთრებულ საშიშროებას წარმოადგენს აგარაკზე, თაკარა მზეში წახრილ მდგომარეობაში მუშაობა. ასე გაზრდით გონების დაკარგვის რისკს;
  • მოერიდეთ გადახურების შემდეგ ცივ წყალს. იგი იწვევს სისხლძარღვთა უეცარ შევიწროებას ანუ სპაზმს და შეიძლება ინფარქტიც კი განვითარდეს;
  • არ გაირუჯოთ 15-20 წუთზე მეტ ხანს. თუ გული აგიჩქარდებათ ან სუნთქვა გაგიხშირდებათ, დაუყოვნებლივ შეეფარეთ გრილ შენობას;
  • სვით მინერალური წყალი - იგი შეგივსებთ დაკარგულ მინერალებს და ორგანიზმსაც იდეალურად გააგრილებს;
  • საკვების მიღებისას დაიცავით ზომიერება. უარი თქვით ზედმეტად ცხიმიან და ძნელად მოსანელებელ; პროდუქტებზე, მათი მონელებისას გადაიტვირთება კუჭ-ნაწლავი, რაც კიდევ მეტად გაზრდის დატვირთვას გულზე;
  • მიირთვით წყლით მდიდარი ხილი და ბოსტნეული - საზამთრო, კიტრი, კომბოსტო და სხვა.

ანგინა

მიიჩნევა, რომ ანგინა ზამთრის დაავადებაა, მაგრამ სინამდვილეში საკმაოდ ხშირია ანგინის გამწვავების შემთხვევები ზაფხულში. მისი მიზეზი კი ის არის, რომ ტონზილებს (ნუშურა ჯირკვლებს, იმავე გლანდებს) არ უყვართ ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა. ზაფხულში ყველა მიირთმევს ცივ სასმელს, ნაყინს. ზოგიერთი ცივი შხაპით გრილდება. ასევე ტემპერატურულ კონტრასტებს ქმნის კონდიციონერი. ამ ყველაფრის შედეგად კი ტონზილიტი მწვავდება.


ანგინა რომ არ დაგემართოთ, გაითვალისწინეთ შემდეგი:


  • ნუ დალევთ მაცივრიდან გამოღებულ ცივ სასმელებს;
  • ერიდეთ ნაყინს;
  • გარუჯვის შემდეგ ჯერ ჩრდილში გადადით, გაგრილდით, ტანი წყლით დაიზილეთ და შემდეგ შედით წყალში;
  • ნუ დაჯდებით კონდიციონერის ცივი ნაკადის არეში. ტემპერატურული რეჟიმი კი ისე შეარჩიეთ, რომ გარეთ გასვლისას ძალიან დიდი კონტრასტი არ იყოს;
  • ცივი შხაპი შეცვალეთ გრილი შხაპით.

საშარდე სისტემის დაავადებები

ზაფხულობით ცისტიტის გამწვავევის გამო, ქალების მიმართვიანობა სამედიცინო დაწესებულებებში იმატებს. მიზეზი კი ცივ წყალში ბანაობა და შემდეგ გარუჯვა, სველი საცურაო კოსტიუმით სიარული, უსუფთაო ადგილებში ბანაობის შედეგად გადადებული ინფექციებია. ბანაობისას გადაციების შედეგად ასევე შეიძლება განვითარდეს თირკმლის პათოლოგიები, კერძოდ პიელონეფრიტი.


ზოგადად თირკმლები ზაფხულში მთელი დატვირთვის მუშაობს, მათ უხდებათ მომატებული რაოდენობით მიღებული სითხის ორგანიზმიდან გამოტანა. ამიტომ, თუ თირკმელები არც ისე ჯანსაღი გვაქვს, შესაძლოა მათ გაუჭირდეთ ამ დატვირთვასთან გამკლავება და ზაფხულის დასვენება ჩაგვაშხამონ. როცა თირკმელები გაწუხებთ, ექიმები გირჩევენ:


  • მეტისმეტად არ გაზარდოთ მოხმარებული სითხის რაოდენობა, თუმცა არც სითხის დეფიციტი შეუქმნათ ორგანიზმს, რათა გაუწყლოება არ განვითარდეს;
  • არ გადაიციოთ ორგანიზმი - არ იბანაოთ ძალიან ცივ წყალში და არ იაროთ სველი საზღვაო კოსტიუმით.


"გაოგნებული ვარ საიდან ჩნდება ამხელა აგრესია" - "თბილისი პრაიდის" ერთ-ერთი ორგანიზატორი საპატრიარქოს განცხადებას პასუხობს

"საბჭოსთვის მიუღებელია მოთხოვნების გამოხატვის ფორმა" - როგორ პასუხობს "საქნახშირი" გაფიცულ მეშახტეებს

"მივმართავთ მოსახლეობას, 5 ივლისს, შევიკრიბოთ ქაშუეთის ტაძართან და მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ გადაგვარების მცდელობა მიუღებელია" - საპატრიარქო