სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გეგმავს თბილისის მერია გლდანის განვითარებას
როგორ გეგმავს თბილისის მერია გლდანის განვითარებას

თბი­ლი­სის მე­რია „ღა­მის ეკო­ნო­მი­კის“ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, გლ­და­ნის რა­ი­ო­ნის გან­ვი­თა­რე­ბას გეგ­მავს, - ამის შე­სა­ხებ ღა­მის ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ექ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი სერ­გი გვარ­ჯა­ლა­ძე „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში აცხა­დებს.

რო­გორც გვარ­ჯა­ლა­ძე ამ­ბობს, რა­ი­ონს გან­ვი­თა­რე­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს.

„გლ­დან­ში არის ობი­ექ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ღა­მეც მუ­შა­ო­ბენ, თუმ­ცა, კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბი უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში სა­შა­ურ­მე­ე­ბია. ერ­თა­დერ­თი კულ­ტუ­რუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ახ­მე­ტე­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რია, მაგ­რამ ამ რა­ი­ონს აქვს გან­ვი­თა­რე­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლი - რამ­დე­ნი­მე ად­გილ­ზე დარ­ჩე­ნი­ლია ძვე­ლი ამ­ფი­თე­ატ­რე­ბი. არის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ მა­გა­ლი­თად, შე­ვი­დეს მოძ­რა­ვი კო­ნო­თე­ატ­რი და ღია ცის ქვეშ ვაჩ­ვე­ნოთ ძვე­ლი, კლა­სი­კუ­რი კი­ნო­ფილ­მე­ბი, რო­მელ­საც მა­ღა­ლი სა­ლი­ცენ­ზიო გა­და­სა­ხა­დი არ სჭირ­დე­ბა. ამას აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ სტრა­ტე­გი­ა­შიც.

ჩვე­ნი რე­კო­მენ­და­ცია ასე­ვე იქ­ნე­ბა, მაქ­სი­მა­ლუ­რად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და უნი­კა­ლუ­რი ტი­პის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გან­ვა­ვი­თა­როთ, რო­მე­ლიც არა მარ­ტო თბი­ლი­სის­თვი­საა უნი­კა­ლუ­რი, სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზეც პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბა­დი იქ­ნე­ბა. ჩვე­ნი მი­ზა­ნია მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვე­ცა­დოთ დე­ცენ­ტრა­ლი­ზა­ცია მოხ­დეს და გა­რე­უბ­ნე­ბიც სა­ინ­ტე­რე­სო და აქ­ტი­უ­რი გავ­ხა­დოთ“, - გა­ნა­ცხა­და გვარ­ჯა­ლა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა

როგორ გეგმავს თბილისის მერია გლდანის განვითარებას

როგორ გეგმავს თბილისის მერია გლდანის განვითარებას

თბილისის მერია „ღამის ეკონომიკის“ პროექტის ფარგლებში, გლდანის რაიონის განვითარებას გეგმავს, - ამის შესახებ ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აცხადებს.

როგორც გვარჯალაძე ამბობს, რაიონს განვითარების პოტენციალი აქვს.

„გლდანში არის ობიექტები, რომლებიც ღამეც მუშაობენ, თუმცა, კვების ობიექტები უმეტეს შემთხვევაში საშაურმეებია. ერთადერთი კულტურული დაწესებულება ახმეტელის სახელობის თეატრია, მაგრამ ამ რაიონს აქვს განვითარების პოტენციალი - რამდენიმე ადგილზე დარჩენილია ძველი ამფითეატრები. არის საშუალება, რომ მაგალითად, შევიდეს მოძრავი კონოთეატრი და ღია ცის ქვეშ ვაჩვენოთ ძველი, კლასიკური კინოფილმები, რომელსაც მაღალი სალიცენზიო გადასახადი არ სჭირდება. ამას აუცილებლად გავითვალისწინებთ სტრატეგიაშიც.

ჩვენი რეკომენდაცია ასევე იქნება, მაქსიმალურად მრავალფეროვანი და უნიკალური ტიპის ღონისძიებები განვავითაროთ, რომელიც არა მარტო თბილისისთვისაა უნიკალური, საერთაშორისო დონეზეც პოზიციონირებადი იქნება. ჩვენი მიზანია მაქსიმალურად შევეცადოთ დეცენტრალიზაცია მოხდეს და გარეუბნებიც საინტერესო და აქტიური გავხადოთ“, - განაცხადა გვარჯალაძემ.

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო