სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სტალინს უნდა ენახა შოვი, მაგრამ კურორტ უწერაში თევზმა მოწამლა..." - მითები და სინამდვილე შოვში მდებარე "ბელადის სახლზე"
"სტალინს უნდა ენახა შოვი, მაგრამ კურორტ უწერაში თევზმა მოწამლა..." - მითები და სინამდვილე შოვში მდებარე "ბელადის სახლზე"

"ეს შე­ნო­ბა არის შო­ვის და­სას­ვე­ნე­ბე­ლი სახ­ლი. ეწო­დე­ბო­და პირ­ვე­ლი კორ­პუ­სი. იყო მა­შინ კი­დევ და­სას­ვე­ნე­ბე­ლი სახ­ლე­ბი შოვ­ში N2 კორ­პუ­სი, N3 კორ­პუ­სი... რო­გორც მსმე­ნია, პირ­ვე­ლი კორ­პუ­სი აშე­ნე­ბუ­ლია გერ­მა­ნე­ლე­ბის მიერ და მშე­ნებ­ლო­ბი­სას არ იყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ლურ­სმა­ნი. შე­ნო­ბა მთლა­ნად ხი­საა... გა­მო­ირ­ჩე­ო­და რო­გორც ყვე­ლა­ზე კარ­გი და­სას­ვე­ნე­ბე­ლი სახ­ლი და აქვს სა­უ­კე­თე­სო მდე­ბა­რე­ო­ბა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ამ სახ­ლში სტა­ლი­ნი ის­ვე­ნებ­და" - ფოტო, რო­მელ­ზეც შოვ­ში მდე­ბა­რე უნი­კა­ლუ­რი ნა­გე­ბო­ბაა ასა­ხუ­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხში­რად ვრცელ­დე­ბა მი­ნა­წე­რით, რომ თით­ქოს იქ სტა­ლი­ნი ის­ვე­ნებ­და...

კუ­რორტ შო­ვის და­არ­სე­ბის სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ა­სა და იმა­ზე, სი­ნამ­დვი­ლე­ში სად იყო სტა­ლი­ნის ვილა ონის მხა­რეთმცოდ­ნე­ო­ბის წამ­ყვა­ნი მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შრო­მე­ლი გია ბე­რიშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა...

- დიახ, ეს კორ­პუ­სი არის შოვ­ში, თუმ­ცა სა­ინ­ტე­რე­სო ის არის, რომ სტა­ლი­ნი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა შოვ­ში... იყო ერთი ვილა, რო­მელ­საც "სტა­ლი­ნის სახ­ლს" ეძახ­დენ. სამ­წუ­ხა­როდ, ის პა­ტა­რა და ორი­გი­ნა­ლუ­რი ნა­გე­ბო­ბა აღარ არ­სე­ბობს და ფო­ტოს ექ­სკლუ­ზი­უ­რად გაწ­ვდით...

სტა­ლინს უნდა ენა­ხა შოვი, მაგ­რამ კუ­რორტ უწე­რა­ში თევზმა მო­წამ­ლა და უწე­რის წყლე­ბით შე­სა­ნიშ­ნავ­მა ექიმ­მა - საშა ბაქ­რა­ძემ უმ­კურ­ნა­ლა. აქე­დან სტა­ლი­ნი დაბ­რუნ­და ონში და ღამე პოლ­კოვ­ნიკ გიგო იაშ­ვი­ლის სახ­ლში გა­ა­თია... მოგ­ვი­ა­ნე­ბით, როცა სტა­ლინს ჰკი­თხეს, რო­გო­რი კუ­რორ­ტია შო­ვიო, ასე უპა­სუ­ხა: "კარ­გად მყო­ფი იქ ვერ მი­აღ­წევს და ავად­მყო­ფი გზა­ში მოკ­ვდე­ბაო".

- შოვ­ში მდე­ბა­რე უნი­კა­ლურ ნა­გე­ბო­ბა­ზე რა არის ცნო­ბი­ლი?

- შოვ­ში ყვე­ლა ნა­გე­ბო­ბა და კომ­პლექ­სი ასე­თი უნი­კა­ლუ­რი იყო... არ­ქი­ტექ­ტო­რი კოლ­ჩი­ნი გახ­ლდათ... სა­ერ­თოდ შო­ვის და­არ­სე­ბას ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რია აქვს: კუ­რორ­ტი შო­ვის და­არ­სე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია შამ­შე ლეჟა­ვას სა­ხელ­თან. იგი წარ­მო­შო­ბით ამ­ბრო­ლა­უ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ წკა­დი­სი­დან იყო. შამ­შე ლეჟა­ვას სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბა ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი, დამ­თავ­რე­ბუ­ლი ჰქონ­და ვე­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტი, სა­დაც სწავ­ლობ­და 1905-1910 წლებ­ში. ექი­მი ლეჟა­ვა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იყო სა­კუ­რორ­ტო საქ­მით, რის გა­მოც სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში ეც­ნო­ბო­და სა­ზღვარ­გა­რე­თის სხვა­დას­ხვა კუ­რორ­ტებს. იგი ბევ­რს მოგ­ზა­უ­რობ­და ევ­რო­პა­ში. 1908 წელს ფე­ხით გა­და­ვი­და ჟე­ნე­ვი­დან ვე­ნა­ში; გა­ეც­ნო და გულ­დას­მით შე­ის­წავ­ლა კუ­რორ­ტე­ბი: ალან­დი, ვილ­დუნ­გე­ნი, ბა­დე­ნი, კალსბა­დი, ვა­ლენ­ზეე, აუს­ზეე და სხვე­ბი...

1910 წელს ექი­მი ლეჟა­ვა დაბ­რუნ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. რა­ჭა­ში ჩა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე შე­უდ­გა ად­გი­ლის შერ­ჩე­ვას იმ გან­ზრახ­ვით, რომ რა­დაც არ უნდა დაჯ­დო­მო­და კუ­რორ­ტი აე­შე­ნე­ბი­ნა. 1913 წელს ივ­ნის­ში ლეჟა­ვამ მო­იწ­ვია „შო­ვის სა­ნა­ტო­რი­უ­მის მომ­წყო­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის“ წევ­რე­ბის კრე­ბა, მი­ი­ღეს დად­გე­ნი­ლე­ბა შო­ვის სა­კუ­რორ­ტო ად­გი­ლე­ბის შეს­წავ­ლის შე­სა­ხებ. კუ­რორ­ტის აშე­ნე­ბა ძალ­ზედ გა­ჭი­ა­ნურ­და. 1923 წლის მა­ის­ში და­ი­ნიშ­ნა კუ­რორტ შო­ვის მშე­ნებ­ლო­ბის კო­მი­სია. იმა­ვე წელს შე­იქ­მნა სამ­შე­ნებ­ლო კო­მი­ტე­ტი, რო­მელ­შიც სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალ­თან ერ­თად შე­ვიდ­ნენ ტექ­ნი­კუ­რი მუ­შა­კე­ბიც. ამა­ვე დროს და­ი­წყო სა­ამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი...1923 წლის აგ­ვის­ტო­ში შოვ­ში ჩა­ვი­და სა­მეც­ნი­ე­რო ექ­სპე­დი­ცია, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ გე­ო­ლო­გი ავ­ქსენ­ტი­ე­ვი, ტო­პოგ­რა­ფი პრო­ფე­სო­რი ბე­ნაშ­ვი­ლი და გან­თქმუ­ლი ქი­მი­კო­სი კუ­პცი­სი. შოვ­ში მივ­ლი­ნე­ბუ­ლი იქნა გა­მო­ჩე­ნი­ლი ინ­ჟი­ნე­რი ჭი­ჭი­ნა­ძე და მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით აშენ­და ხიდი მდი­ნა­რე ჭან­ჭახ­ზე. და­ი­წყო ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რის მშე­ნე­ლო­ბა მდ. ჭან­ჭახ­ზე. ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­სა­ღე­ბად წყა­ლი უნდა გა­მო­ეყ­ვა­ნათ მდი­ნა­რე ბუ­ბა­დან. ამ სა­მუ­შა­ო­ებს აწარ­მო­ებ­და იჟი­ნე­რი კოლ­ჩი­ნი.

სა­ნა­ტო­რი­უ­მის შე­ნო­ბას სა­ძირ­კვე­ლი 1925 წლის 15 ივ­ლისს ჩა­ე­ყა­რა. კუ­რორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბა სწრა­ფი ტემ­პით წა­რი­მარ­თა და 1928 წელს იგი უკვე მზად იყო სა­ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ოდ. წიწ­ვნარ­ში აშენ­და სა­ნა­ტო­რი­უ­მის ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი ლა­მა­ზი შე­ნო­ბა, სას­ტუმ­რო, ელექტრო­სად­გუ­რი, კუ­რორ­ტის მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი, პო­ლიკ­ლი­ნი­კა, მე­ო­რე სა­ნა­ტო­რი­უ­მი. 1929 წელს კუ­რორ­ტი სა­ზე­ი­მო ვი­თა­რე­ბა­ში გა­იხ­სნა" - გვიყ­ვე­ბა გია ბე­რიშ­ვი­ლი.

შოვი მე­ბა­რე­ობს ზემო რა­ჭა­ში, ქა­ლაქ ონი­დან 30 კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბით, ცად აწ­ვდი­ლი წიწ­ვი­ა­ნი ტყით, ალ­პუ­რი მდე­ლო­ე­ბით, მა­ღა­ლი მთე­ბი­თა და მუ­დამ თოვ­ლით და­ფა­რუ­ლი მყინ­ვა­რე­ბით გარ­შე­მორ­ტყმულ ტა­ფობ­ზე. მთელ სა­კუ­რორ­ტო ზო­ნა­ში ნა­პოვ­ნია 16 მი­ნე­რა­ლუ­რი წყლის წყა­რო, რომ­ლე­ბიც გან­სხვავ­დე­ბა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სა­სარ­გებ­ლო მო­ნე­რა­ლე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბით (კალ­ცი­უ­მი, ნატ­რი­უ­მის, მაგ­ნი­უ­მის ჰიდ­რო კარ­ბო­ნა­ტი) და ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო თვი­სე­ბე­ბით. ეს მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მრა­ვა­ლი და­ა­ვა­დე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ. შოვი ზღვის დო­ნი­დან 1520 მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე მდე­ბა­რე­ობს და ამი­ტომ ალ­პურ კუ­რორ­ტებს მი­ე­კუთ­ვნე­ბა. ჩრდი­ლო­ე­თი­დან მას კავ­კა­სი­ო­ნის მა­ღა­ლი მწვერ­ვა­ლე­ბი ესა­ზღვრე­ბა, ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნის სი­მაღ­ლე 4 000 მეტრს აღე­მა­ტე­ბა.

შო­ვის ტე­რი­ტო­რია ცნო­ბი­ლია წიწ­ვო­ვა­ნი ტყე­ე­ბით, სა­დაც ბევ­რია გა­რე­უ­ლი ფრინ­ვე­ლი და ცხო­ვე­ლი: კავ­კა­სი­უ­რი თხა, არჩვი, შვე­ლი, დათ­ვი, მგე­ლი, კვერ­ნა, მე­ლია, კურ­დღე­ლი, ციყ­ვი, ფო­ცხვე­რი, კავ­კა­სი­უ­რი როჭო, გა­რე­უ­ლი კავ­კა­სი­უ­რი ინ­და­უ­რი და სხვა. ზამ­თა­რი შოვ­ში საკ­მა­ოდ ცი­ვია (იან­ვრის სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რა -6 გრა­დუ­სი), ზა­ფხუ­ლი საკ­მა­ოდ გრი­ლი (აგ­ვის­ტოს სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რა 16 გრა­დუ­სი). სა­ერ­თოდ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მზე 8-10 სა­ათს ანა­თებს. ად­გი­ლის სი­მაღ­ლის და ჰა­ე­რის სი­სუფ­თა­ვის გამო მზის პირ­და­პი­რი გა­მოს­ხი­ვე­ბა და ულტრა­ი­ის­ფე­რი სხი­ვე­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბა კუ­რორტ შოვს ანი­ჭებს „მზის სხი­ვე­ბით სამ­კურ­ნა­ლო კუ­რორ­ტის“ სა­ხელს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კ ო მ ბ ლ ე
68

მაგაში მართლები ხართ, მისი მხოლოდ ცალი ფეხის დარტყმაზე, მთელი დედამიწა ზანზარებდა და ისე მაგრად, რომ დღესაც კი, ზანზარებს და ზანზარებს. ზანზარებს და ზანზარებს.. 

ისევ შეგაქანათ ხომ? ეს ლავრენტი ბერიას და სტალინის ფეხია.

დროშები ჩქარა!

გადავარჩინოთ შოვი, წაღველი, ნაღველი, ჩხარა... ჰა, დროშა ჩქარა!

ფრანს-ლორენცო პიზეტო ტიბო!
2

და თუ ავიღეთ ეს ქვეყანა, აქ დავცემთ კარავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"სტალინს უნდა ენახა შოვი, მაგრამ კურორტ უწერაში თევზმა მოწამლა..." - მითები და სინამდვილე შოვში მდებარე "ბელადის სახლზე"

"სტალინს უნდა ენახა შოვი, მაგრამ კურორტ უწერაში თევზმა მოწამლა..." - მითები და სინამდვილე შოვში მდებარე "ბელადის სახლზე"

"ეს შენობა არის შოვის დასასვენებელი სახლი. ეწოდებოდა პირველი კორპუსი. იყო მაშინ კიდევ დასასვენებელი სახლები შოვში N2 კორპუსი, N3 კორპუსი... როგორც მსმენია, პირველი კორპუსი აშენებულია გერმანელების მიერ და მშენებლობისას არ იყო გამოყენებული ლურსმანი. შენობა მთლანად ხისაა... გამოირჩეოდა როგორც ყველაზე კარგი დასასვენებელი სახლი და აქვს საუკეთესო მდებარეობა. როგორც ცნობილია, ამ სახლში სტალინი ისვენებდა" - ფოტო, რომელზეც შოვში მდებარე უნიკალური ნაგებობაა ასახული სოციალურ ქსელში ხშირად ვრცელდება მინაწერით, რომ თითქოს იქ სტალინი ისვენებდა...

კურორტ შოვის დაარსების საინტერესო ისტორიასა და იმაზე, სინამდვილეში სად იყო სტალინის ვილა ონის მხარეთმცოდნეობის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი გია ბერიშვილი გვესაუბრება...

- დიახ, ეს კორპუსი არის შოვში, თუმცა საინტერესო ის არის, რომ სტალინი არასოდეს ყოფილა შოვში... იყო ერთი ვილა, რომელსაც "სტალინის სახლს" ეძახდენ. სამწუხაროდ, ის პატარა და ორიგინალური ნაგებობა აღარ არსებობს და ფოტოს ექსკლუზიურად გაწვდით...

სტალინს უნდა ენახა შოვი, მაგრამ კურორტ უწერაში თევზმა მოწამლა და უწერის წყლებით შესანიშნავმა ექიმმა - საშა ბაქრაძემ უმკურნალა. აქედან სტალინი დაბრუნდა ონში და ღამე პოლკოვნიკ გიგო იაშვილის სახლში გაათია... მოგვიანებით, როცა სტალინს ჰკითხეს, როგორი კურორტია შოვიო, ასე უპასუხა: "კარგად მყოფი იქ ვერ მიაღწევს და ავადმყოფი გზაში მოკვდებაო".

- შოვში მდებარე უნიკალურ ნაგებობაზე რა არის ცნობილი?

- შოვში ყველა ნაგებობა და კომპლექსი ასეთი უნიკალური იყო... არქიტექტორი კოლჩინი გახლდათ... საერთოდ შოვის დაარსებას ძალიან საინტერესო ისტორია აქვს: კურორტი შოვის დაარსება დაკავშირებულია შამშე ლეჟავას სახელთან. იგი წარმოშობით ამბროლაურის რაიონის სოფელ წკადისიდან იყო. შამშე ლეჟავას სამედიცინო განათლება ჰქონდა მიღებული, დამთავრებული ჰქონდა ვენის უნივერსიტეტი, სადაც სწავლობდა 1905-1910 წლებში. ექიმი ლეჟავა დაინტერესებული იყო საკურორტო საქმით, რის გამოც სტუდენტობის პერიოდში ეცნობოდა საზღვარგარეთის სხვადასხვა კურორტებს. იგი ბევრს მოგზაურობდა ევროპაში. 1908 წელს ფეხით გადავიდა ჟენევიდან ვენაში; გაეცნო და გულდასმით შეისწავლა კურორტები: ალანდი, ვილდუნგენი, ბადენი, კალსბადი, ვალენზეე, აუსზეე და სხვები...

1910 წელს ექიმი ლეჟავა დაბრუნდა საქართველოში. რაჭაში ჩამოსვლისთანავე შეუდგა ადგილის შერჩევას იმ განზრახვით, რომ რადაც არ უნდა დაჯდომოდა კურორტი აეშენებინა. 1913 წელს ივნისში ლეჟავამ მოიწვია „შოვის სანატორიუმის მომწყობი საზოგადოების“ წევრების კრება, მიიღეს დადგენილება შოვის საკურორტო ადგილების შესწავლის შესახებ. კურორტის აშენება ძალზედ გაჭიანურდა. 1923 წლის მაისში დაინიშნა კურორტ შოვის მშენებლობის კომისია. იმავე წელს შეიქმნა სამშენებლო კომიტეტი, რომელშიც სამედიცინო პერსონალთან ერთად შევიდნენ ტექნიკური მუშაკებიც. ამავე დროს დაიწყო საამშენებლო სამუშაოები...1923 წლის აგვისტოში შოვში ჩავიდა სამეცნიერო ექსპედიცია, რომელშიც მონაწილეობდნენ გეოლოგი ავქსენტიევი, ტოპოგრაფი პროფესორი ბენაშვილი და განთქმული ქიმიკოსი კუპცისი. შოვში მივლინებული იქნა გამოჩენილი ინჟინერი ჭიჭინაძე და მისი ხელმძღვანელობით აშენდა ხიდი მდინარე ჭანჭახზე. დაიწყო ჰიდროელექტროსადგურის მშენელობა მდ. ჭანჭახზე. ელექტროენერგიის მისაღებად წყალი უნდა გამოეყვანათ მდინარე ბუბადან. ამ სამუშაოებს აწარმოებდა იჟინერი კოლჩინი.

სანატორიუმის შენობას საძირკველი 1925 წლის 15 ივლისს ჩაეყარა. კურორტის მშენებლობა სწრაფი ტემპით წარიმართა და 1928 წელს იგი უკვე მზად იყო საექსპლუატაციოდ. წიწვნარში აშენდა სანატორიუმის ორსართულიანი ლამაზი შენობა, სასტუმრო, ელექტროსადგური, კურორტის მომსახურე პერსონალის საცხოვრებელი სახლი, პოლიკლინიკა, მეორე სანატორიუმი. 1929 წელს კურორტი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა" - გვიყვება გია ბერიშვილი.

შოვი მებარეობს ზემო რაჭაში, ქალაქ ონიდან 30 კილომეტრის დაშორებით, ცად აწვდილი წიწვიანი ტყით, ალპური მდელოებით, მაღალი მთებითა და მუდამ თოვლით დაფარული მყინვარებით გარშემორტყმულ ტაფობზე. მთელ საკურორტო ზონაში ნაპოვნია 16 მინერალური წყლის წყარო, რომლებიც განსხვავდება მრავალფეროვანი სასარგებლო მონერალების შემადგენლობით (კალციუმი, ნატრიუმის, მაგნიუმის ჰიდრო კარბონატი) და ჯანმრთელობისათვის საჭირო თვისებებით. ეს მინერალური წყლები გამოიყენება მრავალი დაავადების სამკურნალოდ. შოვი ზღვის დონიდან 1520 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და ამიტომ ალპურ კურორტებს მიეკუთვნება. ჩრდილოეთიდან მას კავკასიონის მაღალი მწვერვალები ესაზღვრება, ზოგიერთი მათგანის სიმაღლე 4 000 მეტრს აღემატება.

შოვის ტერიტორია ცნობილია წიწვოვანი ტყეებით, სადაც ბევრია გარეული ფრინველი და ცხოველი: კავკასიური თხა, არჩვი, შველი, დათვი, მგელი, კვერნა, მელია, კურდღელი, ციყვი, ფოცხვერი, კავკასიური როჭო, გარეული კავკასიური ინდაური და სხვა. ზამთარი შოვში საკმაოდ ცივია (იანვრის საშუალო ტემპერატურა -6 გრადუსი), ზაფხული საკმაოდ გრილი (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 16 გრადუსი). საერთოდ დღის განმავლობაში მზე 8-10 საათს ანათებს. ადგილის სიმაღლის და ჰაერის სისუფთავის გამო მზის პირდაპირი გამოსხივება და ულტრაიისფერი სხივების დიდი რაოდენობა კურორტ შოვს ანიჭებს „მზის სხივებით სამკურნალო კურორტის“ სახელს.