სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაპირისპირება ვაკის პარკში - დაკავებულია სამი პირი
დაპირისპირება ვაკის პარკში - დაკავებულია სამი პირი

სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ამ ვა­კის პარკში მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად სამი პირი და­ა­კა­ვა. „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან ვა­ლე­რი კვა­რა­ცხე­ლია, მისი ვაჟი და სა­მო­ქა­ლა­ქო მოძ­რა­ო­ბა „ძალა ერ­თო­ბა­შია“ წევ­რი ნიკა შა­ყუ­ლაშ­ვი­ლი.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ შსს-ში გა­ნუ­ცხა­დეს, პო­ლი­ცი­ამ სამი პირი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თლა­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 166-ე მუხ­ლით და­ა­კა­ვა, რაც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის დარ­ღვე­ვას და წვრილ­მან ხუ­ლიგ­ნო­ბის ფაქტს გუ­ლის­ხმობს.

ამას­თან, რო­გორც შსს-ში აღ­ნიშ­ნეს, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ამ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მიერ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სიმ­ბო­ლი­კე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა. სა­მარ­თლა­დამ­ცვე­ლე­ბი მო­ქა­ლა­ქე­ებს სსკ-ის 154-ე პრი­მა მუხ­ლის შე­სა­ბა­მი­სად მო­უ­წო­დებ­დნენ, რომ შე­ე­ნა­ხათ სიმ­ბო­ლი­კე­ბი, რა­საც ყვე­ლა მათ­გა­ნი და­ე­მორ­ჩი­ლა.

სა­მო­ქა­ლა­ქო მოძ­რა­ო­ბის „ძალა ერ­თო­ბა­შია“ ლი­დე­რის და­ვით ქა­ცა­რა­ვას ინ­ფორ­მა­ცი­ით, „ძალა ერ­თო­ბა­ში­ამ“ ვა­კის პარკთან პრო­ტეს­ტი საბ­ჭო­თა სიმ­ბო­ლი­კი­სა და საბ­ჭო­თა დრო­შე­ბის მი­ტა­ნის გამო გა­მოთ­ქვა, რომ­ლი­თაც ვა­ლე­რი კვა­რა­ცხე­ლია და მისი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი დღეს, უც­ნო­ბი ჯა­რის­კა­ცის საფ­ლავ­თან იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. მისი თქმით, ამ დროს ვა­ლე­რი კვა­რა­ცხე­ლი­ამ შე­ა­გი­ნა ერთ–ერთ ქალ­ბა­ტონს, ხოლო მისი სა­მო­ქა­ლა­ქო მოძ­რა­ო­ბის მხარ­დამ­ჭერ­მა ნიკა შა­ყუ­ლაშ­ვილ­მა, კვა­რა­ცხე­ლი­ას ამის სა­პა­სუ­ხოდ კვერ­ცხი ეს­რო­ლა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა

დაპირისპირება ვაკის პარკში - დაკავებულია სამი პირი

დაპირისპირება ვაკის პარკში - დაკავებულია სამი პირი

საპატრულო პოლიციამ ვაკის პარკში მომხდარი დაპირისპირების შედეგად სამი პირი დააკავა. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, დაკავებულები არიან ვალერი კვარაცხელია, მისი ვაჟი და სამოქალაქო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ წევრი ნიკა შაყულაშვილი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, პოლიციამ სამი პირი ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავა, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას და წვრილმან ხულიგნობის ფაქტს გულისხმობს.

ამასთან, როგორც შსს-ში აღნიშნეს, საპატრულო პოლიციამ მოქალაქეების მიერ საბჭოთა კავშირის სიმბოლიკების გამოყენებაზე რეაგირება მოახდინა. სამართლადამცველები მოქალაქეებს სსკ-ის 154-ე პრიმა მუხლის შესაბამისად მოუწოდებდნენ, რომ შეენახათ სიმბოლიკები, რასაც ყველა მათგანი დაემორჩილა.

სამოქალაქო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ლიდერის დავით ქაცარავას ინფორმაციით, „ძალა ერთობაშიამ“ ვაკის პარკთან პროტესტი საბჭოთა სიმბოლიკისა და საბჭოთა დროშების მიტანის გამო გამოთქვა, რომლითაც ვალერი კვარაცხელია და მისი თანამოაზრეები დღეს, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან იმყოფებოდნენ. მისი თქმით, ამ დროს ვალერი კვარაცხელიამ შეაგინა ერთ–ერთ ქალბატონს, ხოლო მისი სამოქალაქო მოძრაობის მხარდამჭერმა ნიკა შაყულაშვილმა, კვარაცხელიას ამის საპასუხოდ კვერცხი ესროლა.

მკვლელობა ლანჩხუთში - მამაკაცმა მეზობელი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა

გუდაურში მერაბ კობიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულებს 2000-2000-ლარიანი გირაო შეეფარდათ

მკვლელობა თბილისში - მამაკაცის ცხედარი ყაზბეგის გამზირზე იპოვეს