საზოგადოება
სამართალი
პოლიტიკა

13

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 16:05-ზე, მთვარე კირჩხიბშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის; ინტიმური ურთიერთობისა და ჩასახვისათვის. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ უნდა მოიწყოთ განსხვავებული სახლის ინტერიერი?
როგორ უნდა მოიწყოთ განსხვავებული სახლის ინტერიერი?

სახ­ლს ყო­ველ­თვის ეტყო­ბა პატ­რო­ნის პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბი და მისი ინ­ტე­რი­ე­რის მი­ხედ­ვით ადა­მი­ა­ნის შე­სა­ხებ ვრცე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბაც შე­საძ­ლე­ბე­ლია. არ­სე­ბობს ხალ­ხის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ ში­ნა­გან სამ­ყა­როს ვარ­ცხნი­ლო­ბით ან ტან­საც­მლით გა­მო­ხა­ტავს. თუმ­ცა იშ­ვი­ა­თად ვა­ა­ნა­ლი­ზებთ, რომ სახ­ლიც შე­იძ­ლე­ბა შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს პი­როვ­ნე­ბის რე­ა­ლურ სა­ხეს, აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­მო­ხა­ტავ­დეს მის ინ­ტე­რე­სებს, გა­ტა­ცე­ბებს, ხა­სი­ათს, ჩვე­ვებ­სა და ცხოვ­რე­ბის წესს.ფსი­ქო­ლო­გე­ბის ნა­წი­ლი ფიქ­რობს, რომ არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რო­გორ ავეჯს ანი­ჭებთ უპი­რა­ტე­სო­ბას – ძვე­ლე­ბურს, ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვეს თუ იმას, რაც ხელ­ში მოგ­ხვდათ და და­უ­ფიქ­რებ­ლად შე­ი­ძი­ნეთ. მთა­ვა­რი სწო­რი გან­ლა­გე­ბა და კომ­ფორ­ტია. თუმ­ცა ეს ყვე­ლა­ფე­რი საკ­მა­რი­სი არ არის. სახ­ლი ის ად­გი­ლია, რო­მე­ლიც მე­გობ­რებ­თან და ოჯა­ხის წევ­რებ­თან გა­ტა­რე­ბულ დროს ან უბ­რა­ლოდ, დამ­ღლე­ლი დღის შემ­დეგ დას­ვე­ნე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. ავე­ჯი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რე­მოს შექ­მნის პრო­ცეს­ში სახ­ლის დე­კო­რა­ცია ქვა­კუ­თხე­დის როლს ას­რუ­ლებს. ინ­ტე­რი­ე­რის სწო­რი სტრა­ტე­გი­ით მო­წყო­ბა გა­დამ­წყვე­ტია, რად­გან ეს არა მხო­ლოდ ად­გი­ლის ეს­თე­ტი­კურ მხა­რეს აუმ­ჯო­ბე­სებს, არა­მედ, რაც უნდა გა­საკ­ვი­რი იყოს, გა­მარ­თუ­ლად ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­შიც ეხ­მა­რე­ბა.

ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შტრი­ხე­ბის გა­მო­საკ­ვე­თად, ფუ­ლი­სა და სხვა რე­სურ­სე­ბის და­სა­ზო­გად უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი სა­ცხოვ­რე­ბელ გა­რე­მოს ხელ­ნა­კე­თი ნივ­თე­ბით ალა­მა­ზებს. ეს, ერთი მხრივ, დიდი არ­ჩე­ვა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბას ანი­ჭებს სახ­ლის პატ­რონს, მე­ო­რე მხრივ, არ­სე­ბუ­ლი რე­სურ­სე­ბის უკეთ ათ­ვი­სე­ბა­სა და ორი­გი­ნა­ლუ­რო­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა. ბევ­რს არ მოს­წონს, რო­დე­საც საყ­ვა­რელ ნივთს სხვის სახ­ლშიც აღ­მო­ა­ჩენს. ყვე­ლაფ­რის ხე­ლით აწყო­ბა კი ამის შანსს აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­მო­რი­ცხავს.

პა­ტა­რა დე­ტა­ლე­ბით შთამ­ბეჭ­და­ვი კომ­პო­ზი­ცი­ე­ბის შექ­მნა საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვია და დიდ ძა­ლის­ხმე­ვას არ მო­ი­თხოვს. შე­გიძ­ლი­ათ გა­ა­კე­თოთ ახა­ლი ჩარ­ჩო­ე­ბი ძვე­ლი ფო­ტო­ე­ბის­თვის, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­თავ­სო­ე­ბი ან ჩა­მო­კი­დოთ ლა­მა­ზი სიზ­მარ­თმჭე­რი – ეს ყვე­ლა­ფე­რი თქვენს ფან­ტა­ზი­ა­სა და წარ­მო­სახ­ვის უნარ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ყვე­ლა­ზე მცი­რე ელე­მენ­ტიც კი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ შტრიხს შეს­ძენს თქვენს სახ­ლს და შე­საძ­ლოა, სხვე­ბის­თვის ინ­სპი­რა­ცი­ის წყა­რო­დაც იქ­ცეს. სახ­ლი იქ­ცე­ვა ად­გი­ლად, რო­მე­ლიც კონ­კრე­ტულ ხა­სი­ათს შე­ი­ძენს იმის მი­ხედ­ვით, თუ რო­გორ ნივ­თებს ანი­ჭებთ უპი­რა­ტე­სო­ბას, შე­ი­ნა­ხავს თქვენს მო­გო­ნე­ბებ­სა და ემო­ცი­ებს.

სახ­ლის გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის პრო­ცეს­ში, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მის გარ­და, შე­იძ­ლე­ბა სა­სი­ა­მოვ­ნო კო­ლა­ბო­რა­ცი­ე­ბის მო­წყო­ბა ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თა­დაც. შე­გიძ­ლი­ათ შვი­ლებ­თან ერ­თად შექ­მნათ ორი­გი­ნა­ლუ­რი სა­ნა­თე­ბი, პა­ტა­რა ყუ­თე­ბი ბი­ჟუ­ტე­რი­ის­თვის ან რბი­ლი სა­თა­მა­შო­ე­ბი, რომ­ლებ­საც ოთა­ხებ­ში და­კი­დებთ ან შე­ი­ნა­ხავთ. ეს საქ­მი­ა­ნო­ბა თქვე­ნი პა­ტა­რე­ბის უკეთ გაც­ნო­ბა­შიც და­გეხ­მა­რე­ბათ, მათ­თან გა­ტა­რე­ბუ­ლი დრო შექ­მნილ ნივ­თებ­თან ერ­თად ფას­და­უ­დე­ბელ მო­გო­ნე­ბე­ბად იქ­ცე­ვა.

უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ხელ­საქ­მე­ში ნე­ბის­მი­ე­რი წვრილ­მა­ნის გა­მო­ყე­ნე­ბაც შე­გიძ­ლი­ათ. მათი შე­ძე­ნა და და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბა კი შე­საძ­ლე­ბე­ლია ”ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­ში“. მა­ღა­ზი­ა­ში კრაფ­ტის სივ­რცე მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ნივ­თე­ბის მოყ­ვა­რულ­თათ­ვის ნამ­დვი­ლი სა­მო­თხეა და ნე­ბის­მე­რი სახ­ლის­თვის მო­ი­ძებ­ნე­ბა სა­სურ­ვე­ლი ატ­რი­ბუ­ტი. ამავდრო­უ­ლად, კრაფ­ტის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ად­გილ­ზე­ვე და­გეხ­მა­რე­ბი­ან ხელ­ნა­კე­თი ნივ­თის შექ­მნა­ში და მოგ­ცე­მენ კვა­ლი­ფი­ცი­ურ რჩე­ვებს მა­სა­ლის არ­ჩე­ვი­სას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხმაური და გაწევ - გამოწევა საქალაქო სასამართლოში - კადრები ადგილიდან

როგორ უნდა მოიწყოთ განსხვავებული სახლის ინტერიერი?

როგორ უნდა მოიწყოთ განსხვავებული სახლის ინტერიერი?

სახლს ყოველთვის ეტყობა პატრონის პიროვნული თვისებები და მისი ინტერიერის მიხედვით ადამიანის შესახებ ვრცელი ინფორმაციის შეგროვებაც შესაძლებელია. არსებობს ხალხის ნაწილი, რომელიც საკუთარ შინაგან სამყაროს ვარცხნილობით ან ტანსაცმლით გამოხატავს. თუმცა იშვიათად ვაანალიზებთ, რომ სახლიც შეიძლება შეესაბამებოდეს პიროვნების რეალურ სახეს, აბსოლუტურად გამოხატავდეს მის ინტერესებს, გატაცებებს, ხასიათს, ჩვევებსა და ცხოვრების წესს.ფსიქოლოგების ნაწილი ფიქრობს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, როგორ ავეჯს ანიჭებთ უპირატესობას – ძველებურს, ულტრათანამედროვეს თუ იმას, რაც ხელში მოგხვდათ და დაუფიქრებლად შეიძინეთ. მთავარი სწორი განლაგება და კომფორტია. თუმცა ეს ყველაფერი საკმარისი არ არის. სახლი ის ადგილია, რომელიც მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან გატარებულ დროს ან უბრალოდ, დამღლელი დღის შემდეგ დასვენებას უკავშირდება. ავეჯი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ სასიამოვნო გარემოს შექმნის პროცესში სახლის დეკორაცია ქვაკუთხედის როლს ასრულებს. ინტერიერის სწორი სტრატეგიით მოწყობა გადამწყვეტია, რადგან ეს არა მხოლოდ ადგილის ესთეტიკურ მხარეს აუმჯობესებს, არამედ, რაც უნდა გასაკვირი იყოს, გამართულად ფუნქციონირებაშიც ეხმარება.

ინდივიდუალური შტრიხების გამოსაკვეთად, ფულისა და სხვა რესურსების დასაზოგად უამრავი ადამიანი საცხოვრებელ გარემოს ხელნაკეთი ნივთებით ალამაზებს. ეს, ერთი მხრივ, დიდი არჩევანის შესაძლებლობას ანიჭებს სახლის პატრონს, მეორე მხრივ, არსებული რესურსების უკეთ ათვისებასა და ორიგინალურობაში ეხმარება. ბევრს არ მოსწონს, როდესაც საყვარელ ნივთს სხვის სახლშიც აღმოაჩენს. ყველაფრის ხელით აწყობა კი ამის შანსს აბსოლუტურად გამორიცხავს.

პატარა დეტალებით შთამბეჭდავი კომპოზიციების შექმნა საკმაოდ მარტივია და დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს. შეგიძლიათ გააკეთოთ ახალი ჩარჩოები ძველი ფოტოებისთვის, სპეციალური სათავსოები ან ჩამოკიდოთ ლამაზი სიზმართმჭერი – ეს ყველაფერი თქვენს ფანტაზიასა და წარმოსახვის უნარზეა დამოკიდებული. ყველაზე მცირე ელემენტიც კი ინდივიდუალურ შტრიხს შესძენს თქვენს სახლს და შესაძლოა, სხვებისთვის ინსპირაციის წყაროდაც იქცეს. სახლი იქცევა ადგილად, რომელიც კონკრეტულ ხასიათს შეიძენს იმის მიხედვით, თუ როგორ ნივთებს ანიჭებთ უპირატესობას, შეინახავს თქვენს მოგონებებსა და ემოციებს.

სახლის გამრავალფეროვნების პროცესში, ინდივიდუალური მიდგომის გარდა, შეიძლება სასიამოვნო კოლაბორაციების მოწყობა ოჯახის წევრებთან ერთადაც. შეგიძლიათ შვილებთან ერთად შექმნათ ორიგინალური სანათები, პატარა ყუთები ბიჟუტერიისთვის ან რბილი სათამაშოები, რომლებსაც ოთახებში დაკიდებთ ან შეინახავთ. ეს საქმიანობა თქვენი პატარების უკეთ გაცნობაშიც დაგეხმარებათ, მათთან გატარებული დრო შექმნილ ნივთებთან ერთად ფასდაუდებელ მოგონებებად იქცევა.

უნდა აღინიშნოს, რომ ხელსაქმეში ნებისმიერი წვრილმანის გამოყენებაც შეგიძლიათ. მათი შეძენა და დამატებითი ინფორმაციის შეგროვება კი შესაძლებელია ”ბიბლუსი გალერეაში“. მაღაზიაში კრაფტის სივრცე მრავალფეროვანი ნივთების მოყვარულთათვის ნამდვილი სამოთხეა და ნებისმერი სახლისთვის მოიძებნება სასურველი ატრიბუტი. ამავდროულად, კრაფტის სპეციალისტები ადგილზევე დაგეხმარებიან ხელნაკეთი ნივთის შექმნაში და მოგცემენ კვალიფიციურ რჩევებს მასალის არჩევისას.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს