ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, თბილისის ზოგიერთ უბანს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს.
კომპანიის ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება პეკინის გამზირის, კოსტავას, გამსახურდიას და ჭაბუკიანის ქუჩების მცხოვრებლებს.
12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, სოფელი ზურგოვანის, სოფელი დიღმის, ფარნავაზის გამზირის (ნაწილობრივ) და პეტრიწის ქუჩის მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VIII მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის IV, V კვარტლების, ახმეტელის და ლუბლიანას ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, 13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - ნათქვამია ინფორმაციაში.