პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
101 წლის ასაკში გარდაცვლილი „შერეკილების“ ცნობილი მსახიობის, აბრეკ ფხალაძის უცნობი ცხოვრება
101 წლის ასაკში გარდაცვლილი „შერეკილების“ ცნობილი მსახიობის, აბრეკ ფხალაძის უცნობი ცხოვრება

მსა­ხი­ო­ბი აბ­რეკ ფხა­ლა­ძე 101 წლის ასაკ­ში 2018 წლის იან­ვარ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ზარ­დმა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რში მოღ­ვა­წე­ობ­და და შექ­მნი­ლი აქვს არა­ერ­თი როლი რო­გორც სცე­ნა­ზე, ასე­ვე კი­ნო­ში, მაგ­რამ მისი ყვე­ლა­ზე და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი როლი მა­ინც ნოშ­რე­ვან კუ­ჭუ­ხი­ძეა, ფილ­მი­დან "შე­რე­კი­ლე­ბი". სა­ა­ვად­მყო­ფოს უფ­რო­სი, ექი­მი, რო­მე­ლიც ცი­ხი­დან გაქ­ცე­ულ "შე­რე­კი­ლებს" თა­ვი­სი მე­თო­დით მკურ­ნა­ლობს. მა­ყუ­რე­ბელს არ ავი­წყდე­ბა მისი ცნო­ბი­ლი ფრა­ზა - "აბი გლუ­კო­ზა" და მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დი "ბრო­წე­უ­ლის ოყ­ნე­ბით"...

აბ­რეკ ფხა­ლა­ძის სახე კი­დევ არა­ერ­თმა ფილმმა შე­მო­ი­ნა­ხა ("სა­მო­თხის გვრი­ტე­ბი", "მე­ტი­ჩა­რა," "ადა­მი­ან­თა სევ­და" და სხვა)... მსა­ხი­ო­ბო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა იო­გით სე­რი­ო­ზუ­ლად იყო და­კა­ვე­ბუ­ლი და, რო­გორც ამ­ბო­ბენ, სწო­რე­დაც ეს იყო მისი ას­წლო­ვა­ნი ცხოვ­რე­ბის მი­ზე­ზიც. 98 წელი მხო­ლოდ სა­ბუ­თე­ბით იყო, რე­ა­ლუ­რად კი 101 წლის გახ­ლდათ (უწინ ხომ დო­კუ­მენ­ტე­ბი დაგ­ვი­ა­ნე­ბით ფორმ­დე­ბო­და).

იო­გით ახალ­გაზ­რდო­ბი­დან და­ინ­ტე­რეს­და. ჩვენ­ში ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იყო, ვინც ამ სის­ტე­მა­ში მოღ­ვა­წე­ობ­და და ადა­მი­ა­ნებს ეხ­მა­რე­ბო­და, მათ მკურ­ნა­ლო­ბას და გა­ჯან­სა­ღე­ბას ეწე­ო­და. ჰყავს ბევ­რი პა­ცი­ენ­ტი და მოს­წავ­ლე. რო­გორც მისი მოს­წავ­ლე­ე­ბი და უკვე მისი მიმ­დევ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, აბ­რეკ­მა მათ ას­წავ­ლა იო­გას სის­ტე­მის სწო­რი გა­გე­ბა, რომ იოგა არ არის მხო­ლოდ ფი­ზი­კუ­რი ვარ­ჯი­ში სხე­უ­ლის­თვის, ეს სრულ­ყო­ფის­თვის გა­მიზ­ნუ­ლი ფი­ლო­სო­ფი­აა, ბრძო­ლა სა­კუ­თარ თავ­თან...

ერთ-ერთი მოს­წავ­ლე კი მსა­ხი­ო­ბის მიერ "შე­რე­კი­ლებ­ში" შექ­მნილ და­უ­ვი­წყარ სა­ხეს იხ­სე­ნებს, რო­მე­ლიც ყვე­ლას­თვის შთამ­ბეჭ­და­ვია. მისი თქმით, "აბი გლუ­კო­ზა" - აბ­რე­კის სა­კუ­თა­რი ფრა­ზა ყო­ფი­ლა, რო­მე­ლიც რე­ჟი­სორს თა­ვად შეს­თა­ვა­ზა, ელ­დერ შენ­გე­ლა­ი­ა­საც მო­ე­წო­ნა და და­ტო­ვა კი­დეც ფილმში. ბა­ტო­ნი აბ­რე­კის პერ­სო­ნა­ჟი ყვე­ლა­ფერს მკურ­ნა­ლობს, რი­თაც უნდა გახ­დეს ცნო­ბი­ლი და თა­ვი­სი ფრან­გი მას­წავ­ლებ­ლის ერ­თგუ­ლი მოს­წავ­ლე.

დღეს კი თბილ, გუ­ლის­ხმი­ერ ბა­ბუ­ას ყვე­ლა უკვე დიდი სიყ­ვა­რუ­ლით იხ­სე­ნებს, სა­კუ­თარ მო­ძღვრად მი­იჩ­ნევს, თუმ­ცა და­ფა­სე­ბა ამ ადა­მი­ა­ნე­ბის­გან არც სი­ცო­ცხლე­ში აკ­ლდა. რო­გორც ამ­ბო­ბენ, აბ­რე­კი ბა­ბუა ცხოვ­რე­ბის ბო­ლო­საც ისე­თი­ვე შე­მარ­თე­ბუ­ლი და მხნე იყო, რო­გორც ახალ­გაზ­რდო­ბა­ში...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა

101 წლის ასაკში გარდაცვლილი „შერეკილების“ ცნობილი მსახიობის, აბრეკ ფხალაძის უცნობი ცხოვრება

101 წლის ასაკში გარდაცვლილი „შერეკილების“ ცნობილი მსახიობის, აბრეკ ფხალაძის უცნობი ცხოვრება

მსახიობი აბრეკ ფხალაძე 101 წლის ასაკში 2018 წლის იანვარში გარდაიცვალა. ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში მოზარდმაყურებელთა თეატრში მოღვაწეობდა და შექმნილი აქვს არაერთი როლი როგორც სცენაზე, ასევე კინოში, მაგრამ მისი ყველაზე დასამახსოვრებელი როლი მაინც ნოშრევან კუჭუხიძეა, ფილმიდან "შერეკილები". საავადმყოფოს უფროსი, ექიმი, რომელიც ციხიდან გაქცეულ "შერეკილებს" თავისი მეთოდით მკურნალობს. მაყურებელს არ ავიწყდება მისი ცნობილი ფრაზა - "აბი გლუკოზა" და მკურნალობის მეთოდი "ბროწეულის ოყნებით"...

აბრეკ ფხალაძის სახე კიდევ არაერთმა ფილმმა შემოინახა ("სამოთხის გვრიტები", "მეტიჩარა," "ადამიანთა სევდა" და სხვა)... მსახიობობის პარალელურად, მთელი ცხოვრება იოგით სერიოზულად იყო დაკავებული და, როგორც ამბობენ, სწორედაც ეს იყო მისი ასწლოვანი ცხოვრების მიზეზიც. 98 წელი მხოლოდ საბუთებით იყო, რეალურად კი 101 წლის გახლდათ (უწინ ხომ დოკუმენტები დაგვიანებით ფორმდებოდა).

იოგით ახალგაზრდობიდან დაინტერესდა. ჩვენში ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ამ სისტემაში მოღვაწეობდა და ადამიანებს ეხმარებოდა, მათ მკურნალობას და გაჯანსაღებას ეწეოდა. ჰყავს ბევრი პაციენტი და მოსწავლე. როგორც მისი მოსწავლეები და უკვე მისი მიმდევრები ამბობენ, აბრეკმა მათ ასწავლა იოგას სისტემის სწორი გაგება, რომ იოგა არ არის მხოლოდ ფიზიკური ვარჯიში სხეულისთვის, ეს სრულყოფისთვის გამიზნული ფილოსოფიაა, ბრძოლა საკუთარ თავთან...

ერთ-ერთი მოსწავლე კი მსახიობის მიერ "შერეკილებში" შექმნილ დაუვიწყარ სახეს იხსენებს, რომელიც ყველასთვის შთამბეჭდავია. მისი თქმით, "აბი გლუკოზა" - აბრეკის საკუთარი ფრაზა ყოფილა, რომელიც რეჟისორს თავად შესთავაზა, ელდერ შენგელაიასაც მოეწონა და დატოვა კიდეც ფილმში. ბატონი აბრეკის პერსონაჟი ყველაფერს მკურნალობს, რითაც უნდა გახდეს ცნობილი და თავისი ფრანგი მასწავლებლის ერთგული მოსწავლე.

დღეს კი თბილ, გულისხმიერ ბაბუას ყველა უკვე დიდი სიყვარულით იხსენებს, საკუთარ მოძღვრად მიიჩნევს, თუმცა დაფასება ამ ადამიანებისგან არც სიცოცხლეში აკლდა. როგორც ამბობენ, აბრეკი ბაბუა ცხოვრების ბოლოსაც ისეთივე შემართებული და მხნე იყო, როგორც ახალგაზრდობაში...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE