მსოფლიო
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2017 წელს მთელ მსოფლიოში 262 ჟურნალისტი დააპატიმრეს
2017 წელს მთელ მსოფლიოში 262 ჟურნალისტი დააპატიმრეს

ჟურ­ნა­ლის­ტთა დაც­ვის კო­მი­ტე­ტის (CPJ) ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ რე­კორ­დულ მაჩ­ვე­ნე­ბელს მი­აღ­წია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ლა­მის მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში, ცენ­ტრა­ლურ აზი­ას თუ არ ჩავ­თვლით, ინ­ტენ­სი­უ­რად ტარ­დე­ბა საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის და­პა­ტიმ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, ეს მათი პრო­ფე­სი­უ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას შე­ზღუდ­ვებს არ ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ჟურ­ნა­ლის­ტთა დაც­ვის კო­მი­ტე­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2017 წელს, მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, სულ 262 ჟურ­ნა­ლის­ტი და­ა­პა­ტიმ­რეს. არა­და, აქამ­დე ით­ვლე­ბო­და, რომ რე­კორ­დი 2016 წელი იყო, - შარ­შან მთელ მსოფ­ლი­ო­ში, ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის 259 ჟურ­ნა­ლის­ტი და­ა­პა­ტიმ­რეს.

"რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბა" ავ­რცე­ლებს CPJ-ის მიერ 13 დე­კემ­ბერს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ან­გა­რიშს, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის და­პა­ტიმ­რე­ბის მხრივ, მე­ო­რე წე­ლია, თურ­ქე­თი, ჩი­ნე­თი და ეგ­ვიპ­ტე ლი­დე­რო­ბენ, თუმ­ცა, ამ მხრივ საკ­მა­ოდ მძი­მე ვი­თა­რე­ბაა მე­ზო­ბელ აზერ­ბა­ი­ჯან­სა და რუ­სეთ­ში.

ამ ქვეყ­ნებ­ში, პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის გამო, პა­ტიმ­რო­ბა სულ 134 ჟურ­ნა­ლისტს მი­უ­სა­ჯეს, - მათ­გან 73 შემ­თხვე­ვა თურ­ქეთ­ში და­ფიქ­სირ­და. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, 2017 წელს აზერ­ბა­ი­ჯან­ში და­ა­პა­ტიმ­რეს 10 ჟურ­ნა­ლის­ტი, რუ­სეთ­სა და ირან­ში 5-5, უზ­ბე­კეთ­ში 4, ყა­ზა­ხეთ­სა და პა­კის­ტან­ში 2-2 და თითო-თითო უკ­რა­ი­ნა­ში, თურ­ქმე­ნეთ­სა და ყირ­გი­ზეთ­ში.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში არ წე­რია ტა­ჯი­კე­თი, თუმ­ცა, "ჰუ­მან რა­იტს ვო­ჩის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ მხრივ, იქაც უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა. რამ­დე­ნი­მე დღის წინ, 5 დე­კემ­ბერს, ბიშ­კეკ­ში და­ა­კა­ვეს ცნო­ბი­ლი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი და ად­გი­ლობ­რი­ვი მან­სან­კა­ნის გუნ­დის კა­პი­ტა­ნი, 39 წლის ჰა­ი­რუ­ლო მირ­სა­ი­დო­ვი, რო­მელ­საც ბრა­ლად ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი, რა­სობ­რი­ვი, ად­გი­ლობ­რი­ვი და სხვა რე­ლი­გი­ებს შო­რის და­პის­პი­რე­ბის გაღ­ვი­ვე­ბა ედე­ბა.

სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­ფა­სე­ბით, ტა­ჯი­კეთ­ში, ბოლო წლებ­ში, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა მხრივ ვი­თა­რე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად მძიმ­დე­ბა, რაც სარ­კი­სე­ბუ­რად აი­რეკ­ლე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მუ­შა­ო­ბა­ზეც... ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, ტა­ჯი­კე­თის ცი­ხე­ებ­ში 150 პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­ვის­ტი იმ­ყო­ფე­ბა. მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ად­ვო­კა­ტე­ბი კი, მუდ­მი­ვი წნე­ხის ქვეშ არი­ან, - ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი მათ გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბით, მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის წარ­თმე­ვით, გა­და­სახ­ლე­ბით, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თი­სა და სამ­სა­ხუ­რის და­კარ­გვით ემუქ­რე­ბი­ან.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, იქ ად­გი­ლობ­რივ ჟურ­ნა­ლის­ტებს, თუკი ისი­ნი სა­ხელ­მწი­ფოს სა­ტე­ლიტ გა­მო­ცე­მებს არ წარ­მო­ად­გე­ნენ, ფაქ­ტობ­რი­ვად სი­ცო­ცხლის რის­კის ფა­სად უწევთ მუ­შა­ო­ბა, - "თუ სხვა­გან აპა­ტიმ­რე­ბენ ჟურნ­ლას­ტებს, ჩვენ­თან პირ­და­პირ ხო­ცა­ვენ მათ, - უვარ­დე­ბი­ან სა­კუ­თარ სახ­ლებ­ში, რე­დაქ­ცი­ებ­ში, ან პირ­და­პირ ქუ­ჩა­ში ეს­ვრი­ან...", - წე­რენ რუსი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი.

CPJ -ს ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბას, ბრა­ლად ედე­ბა ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბი საკ­მა­ოდ ფარ­თო და ბუნ­დო­ვა­ნი ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი კა­ნო­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე.

35 ჟურ­ნა­ლის­ტი ბრა­ლის წარ­დგე­ნის გა­რე­შე და­ა­პა­ტამ­რეს და დღემ­დე სას­ჯელს იხ­დის. CPJ-ის აცხა­დებს, რომ და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის რე­კორ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის უუ­ნა­რო­ბა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს, - მათ არ შეს­წევთ უნა­რი პრე­სის თა­ვი­სუფ­ლე­ბის სფე­რო­ში შექ­მნი­ლი გლო­ბა­ლუ­რი კრი­ზი­სი მო­აგ­ვა­რონ. ორ­გა­ნი­ზა­ცია კრი­ტი­კუ­ლად აფა­სებს ამე­რი­კას, რო­მელ­მაც რო­გორც მსოფ­ლიო თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დი­ის ფლაგ­მან­მა, ზე­წო­ლა არ მო­ახ­დი­ნა თურ­ქე­თის და ჩი­ნე­თის ლი­დე­რე­ბის ავ­ტო­რი­ტა­რულ ქმე­დე­ბებ­ზე.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

2017 წელს მთელ მსოფლიოში 262 ჟურნალისტი დააპატიმრეს

2017 წელს მთელ მსოფლიოში 262 ჟურნალისტი დააპატიმრეს

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) ინფორმაციით, დაპატიმრებული ჟურნალისტების რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ ლამის მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, ცენტრალურ აზიას თუ არ ჩავთვლით, ინტენსიურად ტარდება საპროტესტო აქციები ჟურნალისტების დაპატიმრების წინააღმდეგ, ეს მათი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას შეზღუდვებს არ ითვალისწინებს.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ინფორმაციით, 2017 წელს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სულ 262  ჟურნალისტი დააპატიმრეს. არადა, აქამდე ითვლებოდა, რომ რეკორდი 2016 წელი იყო, - შარშან მთელ მსოფლიოში, ჟურნალისტური საქმიანობისთვის 259 ჟურნალისტი დააპატიმრეს.

"რადიო თავისუფლება" ავრცელებს CPJ-ის მიერ 13 დეკემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომლის თანახმადაც, ჟურნალისტების დაპატიმრების მხრივ, მეორე წელია, თურქეთი, ჩინეთი და ეგვიპტე ლიდერობენ, თუმცა, ამ მხრივ საკმაოდ მძიმე ვითარებაა მეზობელ აზერბაიჯანსა და რუსეთში.

ამ ქვეყნებში, პროფესიული საქმიანობის გამო, პატიმრობა სულ 134 ჟურნალისტს მიუსაჯეს, - მათგან 73 შემთხვევა თურქეთში დაფიქსირდა. ორგანიზაციის მონაცემებით, 2017 წელს აზერბაიჯანში დააპატიმრეს 10 ჟურნალისტი, რუსეთსა და ირანში 5-5, უზბეკეთში 4, ყაზახეთსა და პაკისტანში 2-2 და თითო-თითო უკრაინაში, თურქმენეთსა და ყირგიზეთში.

ორგანიზაციის ჩამონათვალში არ წერია ტაჯიკეთი, თუმცა, "ჰუმან რაიტს ვოჩის" ინფორმაციით, ამ მხრივ, იქაც უმძიმესი მდგომარეობაა. რამდენიმე დღის წინ, 5 დეკემბერს, ბიშკეკში დააკავეს ცნობილი, დამოუკიდებელი ჟურნალისტი და ადგილობრივი მანსანკანის გუნდის კაპიტანი, 39 წლის ჰაირულო მირსაიდოვი, რომელსაც ბრალად ნაციონალური, რასობრივი, ადგილობრივი და სხვა რელიგიებს შორის დაპისპირების გაღვივება ედება.

საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, ტაჯიკეთში, ბოლო წლებში, ადამიანის უფლებათა მხრივ ვითარება ყოველდღიურად მძიმდება, რაც სარკისებურად აირეკლება ჟურნალისტების მუშაობაზეც... ბოლო მონაცემებით, ტაჯიკეთის ციხეებში  150 პოლიტიკური აქტივისტი იმყოფება. მათი ოჯახის წევრები და ადვოკატები კი, მუდმივი წნეხის ქვეშ არიან, - ადგილობრივი ხელისუფლება და მაღალჩინოსნები მათ გაუპატიურებით, მოქალაქეობის წართმევით, გადასახლებით, საცხოვრებელი ფართისა და სამსახურის დაკარგვით ემუქრებიან.

რუსული მედიის ინფორმაციით, იქ ადგილობრივ ჟურნალისტებს, თუკი ისინი სახელმწიფოს სატელიტ გამოცემებს არ წარმოადგენენ, ფაქტობრივად სიცოცხლის რისკის ფასად უწევთ მუშაობა, - "თუ სხვაგან აპატიმრებენ ჟურნლასტებს, ჩვენთან პირდაპირ ხოცავენ მათ, - უვარდებიან საკუთარ სახლებში, რედაქციებში, ან პირდაპირ ქუჩაში ესვრიან...", - წერენ რუსი ჟურნალისტები.

CPJ -ს ანგარიშის თანახმად, მსოფლიოს მასშტაბით დაპატიმრებული ჟურნალისტების უმეტესობას, ბრალად ედება ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები საკმაოდ ფართო და ბუნდოვანი ანტიტერორისტული კანონების საფუძველზე.

35 ჟურნალისტი ბრალის წარდგენის გარეშე დააპატამრეს და დღემდე სასჯელს იხდის. CPJ-ის აცხადებს, რომ დაპატიმრებული ჟურნალისტების რეკორდული რაოდენობა საერთაშორისო თანამეგობრობის უუნარობაზე მიანიშნებს, - მათ არ შესწევთ უნარი პრესის თავისუფლების სფეროში შექმნილი გლობალური კრიზისი მოაგვარონ. ორგანიზაცია კრიტიკულად აფასებს ამერიკას, რომელმაც როგორც მსოფლიო თავისუფალი მედიის ფლაგმანმა, ზეწოლა არ მოახდინა თურქეთის და ჩინეთის ლიდერების ავტორიტარულ ქმედებებზე.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"