სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბოლო 11 წლის განმავლობაში 930 ჟურნალისტი მოკლეს
ბოლო 11 წლის განმავლობაში 930 ჟურნალისტი მოკლეს

იუ­ნეს­კოს პრეს­სამ­სა­ხუ­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, ბოლო 11 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მსოფ­ლი­ო­ში სულ 930 ჟურ­ნა­ლის­ტი მოკ­ლეს. მათი უმე­ტე­სო­ბის მოკ­ვლის მი­ზე­ზი, ინ­ფორ­მა­ცი­ის გამ­ჟღავ­ნე­ბა გახ­და. "სტა­ტის­ტი­კა აჩ­ვე­ნებს, რომ სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის გა­შუ­ქე­ბას, ყო­ველ ოთხ დღე­ში ერთი ჟურ­ნა­ლის­ტი ეწი­რე­ბო­და. ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის 10 შემ­თხვე­ვი­დან 9, და­უს­ჯე­ლია..." 

ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი, ცენ­ტრა­ლურ ქვეყ­ნებ­ში ავ­ღა­ნეთ­ში, ერაყ­სა და ირან­ში მო­დის, თუმ­ცა, თავ­დას­ხმე­ბი­სა და და­კა­ვე­ბე­ბის კუ­თხით, მას არც თურ­ქე­თი ჩა­მორ­ჩე­ბა. ისე­ვე, რო­გორც, თურ­ქეთს ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე ზე­წო­ლით არც აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ჩა­მორ­ჩე­ბა...

ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე თავ­დას­ხმის კუ­თხით, თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ო­ში, რუ­სე­თიც ლი­დერ­თა სი­ა­შია. ТАСС -ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მხო­ლოდ 2016 წელს, რუ­სეთ­ში, მოს­კოვ­ში, ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე თავ­დას­ხმის 11 ფაქ­ტი და­ფიქ­სირ­და. თუმ­ცა, აქ არა­ფე­რია ნათ­ქვა­მის რუ­სე­თის სხვა ქლა­ქებ­სა და ოლ­ქებ­ში, მას მე­დი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე გან­ხორ­ცი­ლე­ბულ ზე­წო­ლის ფაქ­ტებ­ზე, რად­გან ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი, და­უც­ვე­ლო­ბის სინ­დრო­მის გამო, არც კი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლა...

ბოლო შემ­თხვე­ვა, მოს­კოვ­ში, Эхо Москвы – ს ოფის­ში, 23 ოქ­ტომ­ბერს მოხ­და, რა დრო­საც, ტა­ტი­ა­ნა ფელ­გენ­გა­უ­ერს და­ნით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი და­ეს­ხა თავს და ყე­ლის არე­ში დაჭ­რა...

თუმ­ცა, მივ­ყვეთ ქრო­ნო­ლო­გი­ას, - უფრო ადრე, 2016 წლის თე­ბერ­ვალს, იმა­ვე გა­მო­ცე­მის პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ყო­ფი­ლე­ბის კო­რეს­პონ­დენტს, სერ­გეი ვი­ნო­კუ­როვს და­ესხნენ თავს. "ესეც შენი სტა­ტი­ის­თვის" – და­უყ­ვი­რა უცხო მა­მა­კაც­მა მას და სა­ხე­ში გა­მე­ტე­ბით ჩა­არ­ტყა. ის და­ა­კა­ვეს, თუმ­ცა, შემ­დე­გი სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­სე­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი.

ვი­ნო­კუ­რო­ვის თქმით, მან შემ­დე­გაც მი­ი­ღო მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი მოკ­ლე ტექ­სტუ­რი შრ­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი, თუმ­ცა, რად­გან ეს სა­კი­თხი რუ­სეთ­ში დი­დად არა­ვის აღელ­ვებს, შე­სა­ბა­მი­სად, ამის შე­სა­ხებ ხმა­უ­რის ატეხ­ვას აზრი არ ჰქონ­და.

2016 წლის 28 აპ­რილს, ინ­ტერ­ნეტ გა­მო­ცე­მა Meduza –ს ლატ­ვი­ის რუ­სუ­ლე­ნო­ვან ჟურ­ნა­ლისტს, და­ნი­ილ ტუ­როვ­სკის და­ესხნენ თავს... ინ­ცინ­დენ­ტი, კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის ცენ­ტრა­ლურ სახ­ლში მოხ­და, სა­დაც სას­კო­ლო კონ­კურს ადა­მი­ა­ნი და ის­ტო­რია. რუ­სე­თი - XX სა­უ­კუ­ნეს" და­ჯილ­დო­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. აქ­ტი­ვის­ტთა ჯგუ­ფი ცე­რე­მო­ნი­ა­ში მო­ნა­წი­ლე სუტმრებს და­ესხნენ თავს და კვერ­ცხე­ბი და­უ­ში­ნეს და "მწვა­ნე ბრი­ლი­ან­ტი" შე­ას­ხეს მწე­რალ ლუდ­მი­ლა ულიც­კა­ი­ას. ერთ-ერ­თმა აქ­ტი­ვის­ტმა ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხო­ფა მი­ა­ყე­ნა ტუ­როვ­სკის...

2016 წლის 3 მა­ისს, სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რის ახა­ლი ამ­ბე­ბის რე­დაქ­ტო­რი, 35 წლის ალექ­სან­დრ რუბ­ცო­ვი მოკ­ლეს. ჟურ­ნა­ლისტს ზურ­გი­სა და კის­რის არე­ში, 7 ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი. ასე­ვე, გა­ძარ­ცვუ­ლი იყო მისი ბინა... ად­გი­ლობ­რივ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, საქ­მე­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი 30 წლის დმიტ­რი ლი­უდ­ვი­გი და­ა­კა­ვეს. მას სის­ხლის სა­მარ­თლის ორი მუხ­ლი ჰქონ­და წა­ყე­ნე­ბუ­ლი, თუმ­ცა, შემ­დეგ სას­ჯე­ლის შე­ეც­ვა­ლალ რად­გან გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ რუბ­ცოვ­მა სა­კუ­თა­რი ნე­ბით შე­უშ­ვა მკვლე­ლი ბი­ნა­ში. მას თა­ვი­სუფ­ლე­ბის 11 წლით აღ­კვეა მი­უ­სა­ჯეს...

20 აგ­ვის­ტოს, რა­დი­ო­სად­გურ Эхо Москвы –ს რე­დაქ­ცი­ას­თან ახ­ლოს, ახა­ლი არ­ბა­ტის ქუ­ჩა­ზე, ორმა უც­ნობ­მა პირ­მა, ფე­კა­ლი­ე­ბის შე­ას­ხეს ნო­ვა­ყა­გა­ზე­ტა-ს ჟურ­ნა­ლისტს, იუ­ლია ლა­ტი­ნი­ნას. მისი თქმით, ინ­ცინ­დენ­ტის მი­ზე­ზი შე­საძ­ლოა, მისი პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა ყო­ფი­ლი­ყო... მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 19 ივ­ლისს, ლა­ტი­ნი­ნამ გა­ნა­ცხა­და, რომ მის სახ­ლში, გა­ურ­კვე­ვე­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის გაზი იყო გაშ­ვე­ბუ­ლი. შემ­დეგ, ექ­სპერ­ტებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ ის ტოქ­სი­კუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის­გან იყო შემ­დგა­რი... ამის შემ­დეგ, ჟურ­ნა­ლის­ტმა რუ­სე­თი და­ტო­ვა და გა­ნა­ცხა­და, რომ ის მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე ემუქ­რე­ბო­და... მიმ­დი­ნა­რე წლის 10 ოქ­ტომ­ბერს მას მან­ქა­ნა და­უწ­ვეს, რა­ზეც სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღიძ­რა.

12 სექ­ტემ­ბერს, ტვერსკი-იამსკის ქუ­ჩა­ზე, ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხო­ფა მი­ა­ყე­ნეს და გა­ძარ­ცვეს, ტე­ლე­კომ­პა­ნია Дождь –ის ჟურ­ნა­ლის­ტი, პა­ველ ლო­ბკო­ვი და მისი ნაც­ნო­ბი... მათ ტე­ლე­ფო­ნე­ბი და ფული წა­არ­თვეს.

12 ნო­ემ­ბერს, კი­ე­ვის სად­გურ­თან ახ­ლოს, სას­ტი­კად სცე­მეს, ტე­ლე­კომ­პა­ნია Lიფე –ს რე­ჟი­სორს მარკ ბე­ზი­მე­ნი­სა და მის ასის­ტენტს, ვლა­დი­მირ სე­რენ­კოს. მათ თა­ვის არე­ში სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღეს, რის შე­დე­გა­დაც ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია დას­ჭირ­დათ...

24 ნო­ემ­ბერს, მოს­კოვ­ში, არო­მა­ტუ­ლი სან­თლე­ბის ფირ­მის დი­რექ­ტო­რი თავს და­ეს­ხა ტე­ლე­კომ­პა­ნია РЕН ТВ –ს კო­რეს­პონ­დენტს და­რია ერ­მა­კო­ვას, რო­მე­ლიც ამ­ზა­დებ­და სი­უ­ჟეტს, სან­თლე­ბის დამ­ზა­დე­ბის ფალ­სი­ფი­კა­ცი­ა­ზე. საქ­მე აღიძ­რა, თუმ­ცა, სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ დღემ­დე არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი...

2017 წლის 2 აპ­რილს, მოს­კო­ვის ერთ-ერთი ღა­მის კლუ­ბი­დან გა­მო­სულ, რა­დი­ო­სად­გურ Mახი­მუმ –ის წამ­ყვანს, კონ­სტან­ტინ მი­ხა­ი­ლოვს სამი უც­ნო­ბი პირი და­ეს­ხა თავს და სას­ტი­კად სცე­მა... სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღიძ­რა, თუმ­ცა, დამ­ნა­შა­ვე და­ა­კა­ვეს თუ არა, ცნო­ბი­ლი არ არის.

2017 წლის აგ­ვის­ტოს, გორ­კის პარკში, ტე­ლე­არხ НТВ –ს კო­რეს­პი­დენტს, ნი­კი­ტა რაზ­ვო­ზჟა­ევს, რო­მელ­საც სა­ჰა­ე­რო დე­სან­ტის სა­დღე­სას­წა­უ­ლო მსვლე­ლო­ბას პირ­და­პირ ეთერ­ში აშუ­ქებ­და, მთვრა­ლი მამ­მა­ცი მი­ვარ­და და მთე­ლი ძა­ლით ჩა­არ­ტყა მუშ­ტი სა­ხე­ში... 25 აგ­ვის­ტოს, ჟურ­ნა­ლისტზე თავ­დას­ხმის ბრალ­დე­ბით, 32 წლის ალექ­სან­დე ორ­ლო­ვი და­აკ­ვა­ეს და მას ჯა­რი­მის სა­ხით ხელ­ფა­სის 10 % და­უქ­ვი­თეს.

2017 წლის 30 სექ­ტემ­ბერს, უც­ნო­ბი პი­რე­ბი ინ­ტერ­ნეტ გა­მო­ცე­მა Lენტა.რუ –ს რე­დაქ­ცი­ას და­ესხნენ, ფან­ჯა­რა­ში თვით­ნა­კე­თი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი შე­აგ­დეს და კედ­ლებ­ზე ნა­ცის­ტუ­რი სიმ­ბო­ლი­კე­ბი და­ხა­ტეს... სის­ხლის სა­მარ­თლის აღიძ­რა, თუმ­ცა არა­ვინ და­უ­კა­ვე­ბი­ათ...

იმა­ვე დღეს, ფრუნ­ზეს სა­ნა­პი­რო­ზე, ტე­ლე­არხ РЕН ТВ-ს გა­დამ­ღებ ჯგუფს იმ დროს და­ესხნენ თავს, რო­დე­საც ისი­ნი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას იღებ­დნენ. ავ­ტო­ა­ვა­რი­ის სა­ვა­რა­უ­დო მო­ნა­წი­ლემ, ტე­ლე­არ­ხის პრო­დი­უ­სერს ფი­ზი­კუ­რი შე­უ­არ­ცხო­ფა მი­ა­ყე­ნა და გა­და­სა­ღე­ბი აპა­რა­ტუ­რა და­უმტვრია.

ლალი პა­პას­კი­რი

ამ­ბე­ბი. გე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ბოლო 11 წლის განმავლობაში 930 ჟურნალისტი მოკლეს

ბოლო 11 წლის განმავლობაში 930 ჟურნალისტი მოკლეს

იუნესკოს პრესსამსახურის მონაცემებით, ბოლო 11 წლის განმავლობაში, მსოფლიოში სულ 930 ჟურნალისტი მოკლეს. მათი უმეტესობის მოკვლის მიზეზი, ინფორმაციის გამჟღავნება გახდა. "სტატისტიკა აჩვენებს, რომ საომარი მოქმედებების გაშუქებას, ყოველ ოთხ დღეში ერთი ჟურნალისტი ეწირებოდა. ჩადენილი დანაშაულების 10 შემთხვევიდან 9, დაუსჯელია..." 

ასეთი შემთხვევების უმეტესი ნაწილი, ცენტრალურ ქვეყნებში ავღანეთში, ერაყსა და ირანში მოდის, თუმცა, თავდასხმებისა და დაკავებების კუთხით, მას არც თურქეთი ჩამორჩება. ისევე, როგორც, თურქეთს ჟურნალისტებზე ზეწოლით არც აზერბაიჯანი ჩამორჩება...

ჟურნალისტებზე თავდასხმის კუთხით, თანამედროვე მსოფლიოში, რუსეთიც ლიდერთა სიაშია. ТАСС -ის ინფორმაციით, მხოლოდ 2016 წელს, რუსეთში, მოსკოვში, ჟურნალისტებზე თავდასხმის 11 ფაქტი დაფიქსირდა. თუმცა, აქ არაფერია ნათქვამის რუსეთის სხვა ქლაქებსა და ოლქებში, მას მედიის თანამშრომლებზე განხორცილებულ ზეწოლის ფაქტებზე, რადგან ასეთი შემთხვევები, დაუცველობის სინდრომის გამო, არც კი გახმაურებულა...

ბოლო შემთხვევა, მოსკოვში, Эхо Москвы – ს ოფისში, 23 ოქტომბერს მოხდა, რა დროსაც, ტატიანა ფელგენგაუერს დანით შეიარაღებული მამაკაცი დაესხა თავს და ყელის არეში დაჭრა...

თუმცა, მივყვეთ ქრონოლოგიას, - უფრო ადრე, 2016 წლის თებერვალს, იმავე გამოცემის პოლიტიკური განყოფილების კორესპონდენტს, სერგეი ვინოკუროვს დაესხნენ თავს. "ესეც შენი სტატიისთვის" – დაუყვირა უცხო მამაკაცმა მას და სახეში გამეტებით ჩაარტყა. ის დააკავეს, თუმცა, შემდეგი სამართლებრივი პროცესების შესახებ არაფერია ცნობილი.

ვინოკუროვის თქმით, მან შემდეგაც მიიღო მუქარის შემცველი მოკლე ტექსტური შრტყობინებები, თუმცა, რადგან ეს საკითხი რუსეთში დიდად არავის აღელვებს, შესაბამისად, ამის შესახებ ხმაურის ატეხვას აზრი არ ჰქონდა.

2016 წლის 28 აპრილს, ინტერნეტ გამოცემა Meduza –ს ლატვიის რუსულენოვან ჟურნალისტს, დანიილ ტუროვსკის დაესხნენ თავს... ინცინდენტი, კინემატოგრაფიის ცენტრალურ სახლში მოხდა, სადაც სასკოლო კონკურს ადამიანი და ისტორია. რუსეთი - XX საუკუნეს" დაჯილდოება მიმდინარეობდა. აქტივისტთა ჯგუფი ცერემონიაში მონაწილე სუტმრებს დაესხნენ თავს და კვერცხები დაუშინეს და "მწვანე ბრილიანტი" შეასხეს მწერალ ლუდმილა ულიცკაიას. ერთ-ერთმა აქტივისტმა ფიზიკური შეურაცხოფა მიაყენა ტუროვსკის...

2016 წლის 3 მაისს, სახელმწიფო სამსახურის ახალი ამბების რედაქტორი, 35 წლის ალექსანდრ რუბცოვი მოკლეს. ჟურნალისტს ზურგისა და კისრის არეში, 7 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ასევე, გაძარცვული იყო მისი ბინა... ადგილობრივმა სამართალდამცველებმა, საქმეში ეჭვმიტანილი 30 წლის დმიტრი ლიუდვიგი დააკავეს. მას სისხლის სამართლის ორი მუხლი ჰქონდა წაყენებული, თუმცა, შემდეგ სასჯელის შეეცვალალ რადგან გამოძიებამ დაადგინა, რომ რუბცოვმა საკუთარი ნებით შეუშვა მკვლელი ბინაში. მას თავისუფლების 11 წლით აღკვეა მიუსაჯეს...

20 აგვისტოს, რადიოსადგურ Эхо Москвы –ს რედაქციასთან ახლოს, ახალი არბატის ქუჩაზე, ორმა უცნობმა პირმა, ფეკალიების შეასხეს ნოვაყაგაზეტა-ს ჟურნალისტს, იულია ლატინინას. მისი თქმით, ინცინდენტის მიზეზი შესაძლოა, მისი პროფესიული საქმიანობა ყოფილიყო... მოგვიანებით, 19 ივლისს, ლატინინამ განაცხადა, რომ მის სახლში, გაურკვეველი შემადგენლობის გაზი იყო გაშვებული. შემდეგ, ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ის ტოქსიკური ნივთიერებებისგან იყო შემდგარი... ამის შემდეგ, ჟურნალისტმა რუსეთი დატოვა და განაცხადა, რომ ის მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა... მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს მას მანქანა დაუწვეს, რაზეც სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

12 სექტემბერს, ტვერსკი-იამსკის ქუჩაზე, ფიზიკური შეურაცხოფა მიაყენეს და გაძარცვეს, ტელეკომპანია Дождь –ის ჟურნალისტი, პაველ ლობკოვი და მისი ნაცნობი... მათ ტელეფონები და ფული წაართვეს.

12 ნოემბერს, კიევის სადგურთან ახლოს, სასტიკად სცემეს, ტელეკომპანია Lიფე –ს რეჟისორს მარკ ბეზიმენისა და მის ასისტენტს, ვლადიმირ სერენკოს. მათ თავის არეში სერიოზული დაზიანებები მიიღეს, რის შედეგადაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ...

24 ნოემბერს, მოსკოვში, არომატული სანთლების ფირმის დირექტორი თავს დაესხა ტელეკომპანია РЕН ТВ –ს კორესპონდენტს დარია ერმაკოვას, რომელიც ამზადებდა სიუჟეტს, სანთლების დამზადების ფალსიფიკაციაზე. საქმე აღიძრა, თუმცა, საბოლოო შედეგების შესახებ დღემდე არაფერია ცნობილი...

2017 წლის 2 აპრილს, მოსკოვის ერთ-ერთი ღამის კლუბიდან გამოსულ, რადიოსადგურ Mახიმუმ –ის წამყვანს, კონსტანტინ მიხაილოვს სამი უცნობი პირი დაესხა თავს და სასტიკად სცემა... სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, თუმცა, დამნაშავე დააკავეს თუ არა, ცნობილი არ არის.

2017 წლის აგვისტოს, გორკის პარკში, ტელეარხ НТВ –ს კორესპიდენტს, ნიკიტა რაზვოზჟაევს, რომელსაც საჰაერო დესანტის სადღესასწაულო მსვლელობას პირდაპირ ეთერში აშუქებდა, მთვრალი მამმაცი მივარდა და მთელი ძალით ჩაარტყა მუშტი სახეში... 25 აგვისტოს, ჟურნალისტზე თავდასხმის ბრალდებით, 32 წლის ალექსანდე ორლოვი დააკვაეს და მას ჯარიმის სახით ხელფასის 10 % დაუქვითეს.

2017 წლის 30 სექტემბერს, უცნობი პირები ინტერნეტ გამოცემა Lენტა.რუ –ს რედაქციას დაესხნენ, ფანჯარაში თვითნაკეთი ასაფეთქებელი შეაგდეს და კედლებზე ნაცისტური სიმბოლიკები დახატეს... სისხლის სამართლის აღიძრა, თუმცა არავინ დაუკავებიათ...

იმავე დღეს, ფრუნზეს სანაპიროზე, ტელეარხ РЕН ТВ-ს გადამღებ ჯგუფს იმ დროს დაესხნენ თავს, როდესაც ისინი ავტოსაგზაო შემთხვევას იღებდნენ. ავტოავარიის სავარაუდო მონაწილემ, ტელეარხის პროდიუსერს ფიზიკური შეუარცხოფა მიაყენა და გადასაღები აპარატურა დაუმტვრია.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე