პოლიტიკა
სამართალი

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
Faceამბები
მსოფლიო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი სტუდენტის დიდი წარმატება "NASA"-ში
ქართველი სტუდენტის დიდი წარმატება "NASA"-ში

კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტის 22 წლის სტუ­დენ­ტმა, გი­ორ­გი მჭედ­ლიშ­ვილ­მა, თა­ნა­მო­აზ­რე პე­და­გო­გებ­თან და სტუ­დენ­ტებ­თან ერ­თად შე­ი­მუ­შა­ვა სრუ­ლი­ად ახა­ლი ძრა­ვე­ბი­სა და ფი­უ­ზე­ლა­ჟის მო­მავ­ლის თვითმფრი­ნა­ვის მო­დე­ლი, რო­მელ­მაც NASA-ს მიერ გა­მო­ცხა­დე­ბულ კონ­კურ­სში გა­ი­მარ­ჯვა და 2017 წლის 26 სექ­ტემ­ბერს მიწ­ვე­ულ­ნი არი­ან NASA-ს სა­თაო ცენ­ტრში პრო­ექ­ტის ოფი­ცი­ა­ლურ პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე.

"გრი­ფო­ნის" იდე­ის ავ­ტო­რე­ბი არი­ან გი­ორ­გი მჭედ­ლიშ­ვი­ლი და მისი თა­ნა­კურ­სე­ლი - ილონ გორ­დო­ნი.

"ძა­ლი­ან დიდი პა­ტი­ვია ჩემ­თვის და ჩემი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბის­თვის NASA-ს მიერ ჩვე­ნი ტექ­ნი­კუ­რი ნაშ­რო­მის აღი­ა­რე­ბა. "კო­ლუმ­ბი­ის კოს­მო­სუ­რი ინი­ცი­ა­ტი­ვის" გუნ­დმა გა­ი­მარ­ჯვა NASA-ს აე­რო­ნავ­ტი­კის გა­მოწ­ვე­ვა­ში, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის წამ­ყვა­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის, რო­გორც ბა­კა­ლავ­რის, ისე მა­გის­ტრა­ტუ­რის გუნ­დე­ბი. ჩვენ მო­მა­ვა­ლი კო­მერ­ცი­უ­ლი თვითმფრი­ნა­ვის სრულ­ყო­ფი­ლი მო­დე­ლი შევ­ქმე­ნით, რო­მე­ლიც მო­იხ­მარს ნაკ­ლებ საწ­ვავს, უმ­ნიშ­ვნე­ლოდ აბინ­ძუ­რებს გა­რე­მოს და საგ­რძნობ­ლად ამ­ცი­რებს გა­მოწ­ვე­ულ ხმა­ურს. სა­უ­ბა­რია ამ მო­დე­ლის იმპლე­მენ­ტა­ცი­ა­ზე 2025-2035 წლებ­ში. კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის გუნ­დმა აღ­ნიშ­ნულ გა­მოწ­ვე­ვა­ში პირ­ვე­ლად მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლოა ჩვე­ნი გულ­წრფე­ლი ენ­თუ­ზი­აზ­მის ამ ფორ­მით და­ფა­სე­ბა. მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ჩემს მე­გობ­რებს თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მის­თვის და რწმე­ნის­თვის, რომ შეგ­ვეძ­ლო ჩვე­ნი წვლი­ლი შეგ­ვე­ტა­ნა მო­მავ­ლის აე­რო­ნავ­ტი­კის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. დიდი ინ­ტე­რე­სით ვე­ლო­დე­ბით ჩვე­ნი პრო­ექ­ტის პრე­ზენ­ტა­ცი­ას NASA-ს სა­თაო ცენ­ტრში 26 სექ­ტემ­ბერს", - აცხა­დებს გი­ორ­გი მჭედ­ლიშ­ვი­ლი.

წყა­რო: intermedia.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

ქართველი სტუდენტის დიდი წარმატება "NASA"-ში

ქართველი სტუდენტის დიდი წარმატება "NASA"-ში

კოლუმბიის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის 22 წლის სტუდენტმა, გიორგი მჭედლიშვილმა, თანამოაზრე პედაგოგებთან და სტუდენტებთან ერთად შეიმუშავა სრულიად ახალი ძრავებისა და ფიუზელაჟის მომავლის თვითმფრინავის მოდელი, რომელმაც NASA-ს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა და 2017 წლის 26 სექტემბერს მიწვეულნი არიან NASA-ს სათაო ცენტრში პროექტის ოფიციალურ პრეზენტაციაზე.

"გრიფონის" იდეის ავტორები არიან გიორგი მჭედლიშვილი და მისი თანაკურსელი - ილონ გორდონი.

"ძალიან დიდი პატივია ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის NASA-ს მიერ ჩვენი ტექნიკური ნაშრომის აღიარება. "კოლუმბიის კოსმოსური ინიციატივის" გუნდმა გაიმარჯვა NASA-ს აერონავტიკის გამოწვევაში, რომელშიც მონაწილეობდნენ ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი უნივერსიტეტების, როგორც ბაკალავრის, ისე მაგისტრატურის გუნდები. ჩვენ მომავალი კომერციული თვითმფრინავის სრულყოფილი მოდელი შევქმენით, რომელიც მოიხმარს ნაკლებ საწვავს, უმნიშვნელოდ აბინძურებს გარემოს და საგრძნობლად ამცირებს გამოწვეულ ხმაურს. საუბარია ამ მოდელის იმპლემენტაციაზე 2025-2035 წლებში. კოლუმბიის უნივერსიტეტის გუნდმა აღნიშნულ გამოწვევაში პირველად მიიღო მონაწილეობა და ძალიან სასიხარულოა ჩვენი გულწრფელი ენთუზიაზმის ამ ფორმით დაფასება. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობრებს თავდაუზოგავი შრომისთვის და რწმენისთვის, რომ შეგვეძლო ჩვენი წვლილი შეგვეტანა მომავლის აერონავტიკის განვითარებაში. დიდი ინტერესით ველოდებით ჩვენი პროექტის პრეზენტაციას NASA-ს სათაო ცენტრში 26 სექტემბერს", - აცხადებს გიორგი მჭედლიშვილი.

წყარო: intermedia.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"