აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ბაზაზე, რომელიც გილიაზი ხიზინსკის რაიონში მდებარეობს, იარაღის საწყობში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. ტერიტორიაზე აფეთქებების ხმა ისმოდა.
მომხდარის მიზეზების შესასწავლად და უსაფრთხოების ზომების განსახორციელებლად ადგილზე შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლები იმყოფებიან.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები და დაშავებულები არ არიან. ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფეთქებების შედეგად, ირგვლივ მდებარე საცხოვრებელი სახლები დაზიანდა.