სპორტი
Faceამბები
მსოფლიო

22

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მოვაპირკეთოთ გარე ფასადი
როგორ მოვაპირკეთოთ გარე ფასადი

ზა­ფხუ­ლი ყვე­ლა­ზე კარ­გი დროა სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბის­თვის. ამ დროს გან­სა­კუთ­რე­ბით ეშუ­რე­ბი­ან აგა­რა­კე­ბის მო­წყო­ბას.

ასე­თი სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბის დროს, ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლი გარე ფა­სა­დის სწო­რად მო­წყო­ბაა. შე­სა­ბა­მი­სი ფე­რი­სა და მა­სა­ლის შერ­ჩე­ვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის სა­ბო­ლოო იერ­სა­ხის­თვის. რო­გორ იქ­ნე­ბა მო­პირ­კე­თე­ბუ­ლი აგა­რა­კის ფა­სა­დი? რა მა­სა­ლის­გან უნდა იყოს დამ­ზა­დე­ბუ­ლი კი­ბის სა­ფე­ხუ­რე­ბი, რო­მე­ლიც ღია ცის ქვეშ არის? რა მა­სა­ლით შე­იძ­ლე­ბა მო­ვა­პირ­კე­თოთ აუზი? დაგ­ვე­თან­ხმე­ბით, რომ ფა­სა­დის დი­ზა­ი­ნი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ნა­პი­რო­ბებს იმ პო­ზი­ტი­ურ გან­წყო­ბას, რო­მე­ლიც აგა­რაკ­ზე შეს­ვლამ­დე გიჩ­ნდე­ბათ.

კონ­სულ­ტა­ცია ნაც­ნობ დი­ზა­ი­ნერ­თან გა­ვი­ა­რე, რო­მელ­მაც მირ­ჩია, რომ უამ­რა­ვი თა­ნა­მედ­რო­ვე მო­სა­პირ­კე­თებ­ლი მა­სა­ლი­დან, მე­ა­გა­რა­კე­ე­ბი უპი­რა­ტე­სო­ბას მა­ინც ბუ­ნებ­რივ ქვებ­ზე აკე­თე­ბენ. მა­გა­ლი­თად, კარ­გი გარე ფა­სა­დის მო­სა­წყო­ბად იყე­ნე­ბენ ისეთ ბუ­ნებ­რივ ქვებს, რო­გო­რი­ცაა ტრა­ვერ­ტი­ნი და გრა­ნი­ტი.

ტრა­ვერ­ტი­ნი მსუ­ბუ­ქია და მისი და­მუ­შა­ვე­ბაც შე­და­რე­ბით მარ­ტი­ვი. ამ მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის გამო, მას ხში­რად იყე­ნებ­დენ ძვე­ლი რო­მა­ე­ლე­ბი. მა­გა­ლი­თად კო­ლი­ზე­უ­მი ტუ­ფი­თაა ნა­გე­ბი ხოლო გა­რე­დან შე­მო­სი­ლია ტრა­ვერ­ტი­ნით.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ტრა­ვერ­ტი­ნი კარ­გა­დაა გა­მო­ხა­ტუ­ლი თრუ­სოს ხე­ო­ბა­ში. გვხვდე­ბა ასე­ვე მდი­ნა­რე პა­ტა­რა ლი­ახ­ვის სა­თა­ვე­სა და მდი­ნა­რე ლე­ხუ­რას ხე­ო­ბა­ში, ჯვრის უღელ­ტე­ხილ­ზე; და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ტრა­ვერ­ტი­ნი გვხვდე­ბა რა­ჭა­ში, იმე­რეთ­სა და სვა­ნეთ­ში.

ტრა­ვერ­ტი­ნის ქვე­ბი შე­გიძ­ლი­ათ თა­მა­მად გა­მო­ი­ყე­ნოთ გარე ფა­სა­დის მო­სა­პირ­კე­თებ­ლად, ასე­ვე აუ­ზის მო­სა­პირ­კე­თებ­ლად. მისი ბუ­ნებ­რი­ვი სი­ლა­მა­ზის გამო, ხში­რად ტრა­ვერ­ტინს ინ­ტე­რი­ე­რის, აბა­ზა­ნის ან ბუხ­რის მო­სა­პირ­კე­თებ­ლა­დაც იყე­ნე­ბენ.

თა­ვი­სი ფი­ზი­კურ-მე­ქა­ნი­კუ­რი თვი­სე­ბე­ბის წყა­ლო­ბით გრა­ნი­ტი სა­უ­კე­თე­სო სამ­შე­ნებ­ლო ყინ­ვა­გამ­ძლე მა­სა­ლაა. მა­სი­უ­რო­ბი­სა და სიმ­კვრი­ვის, აგ­რეთ­ვე ფარ­თო ფაქ­ტუ­რუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გამო მო­ნუ­მენ­ტუ­რი ქან­და­კე­ბის­თვი­საც იყე­ნე­ბენ. გრა­ნი­ტის ფი­ლე­ბი იდე­ა­ლუ­რია ღია ცის ქვეშ გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად, აივ­ნებ­ზე, კი­ბის სა­ფე­ხუ­რებ­ზე, ფა­სად­ზე, ისე­ვე რო­გორც ინ­ტე­რი­ერ­ში სხვა­დას­ხვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბით, თუნ­დაც ბუხ­რის მო­სა­პირ­კე­თებ­ლად.

რა­ტომ უნდა ავირ­ჩი­ოთ გარე ფა­სა­დის მო­სა­წყო­ბად სწო­რედ ეს ბუ­ნებ­რი­ვი მა­სა­ლა - ტრა­ვერ­ტი­ნი და გრა­ნი­ტი, ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი­სათ­ვის "ზო­დის" მარ­კე­ტინ­გის წარ­მო­მად­გე­ნელს მივ­მარ­თეთ, რად­გან ამ კომ­პა­ნი­ას ბუ­ნებ­რი­ვი ქვე­ბის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი არ­ჩე­ვა­ნი აქვს.

"თა­ნა­მედ­რო­ვე ტენ­დენ­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გარე ფა­სა­დის მო­სა­წყო­ბად ახლა აქ­ტი­უ­რად იყე­ნე­ბენ ტრა­ვერ­ტინს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ტრა­ვერ­ტი­ნით ბევ­რი ნა­გე­გო­ბაა მო­პირ­კე­თე­ბუ­ლი, რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, არის ყინ­ვა­გამ­ძლე. გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ასე­ვე ფი­ლე­ბად, აუ­ზე­ბის ფა­სა­დის მო­სა­პირ­კე­თებ­ლად.

არ­სე­ბობს და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი და და­უ­მუ­შა­ვე­ბე­ლი, ფო­რე­ბი­ა­ნი და შევ­სე­ბუ­ლი ტრა­ვერ­ტი­ნი. მათ შო­რის არ­ჩე­ვა­ნი მომ­ხმა­რებ­ლის გე­მოვ­ნე­ბის სა­კი­თხია. გა­მო­ყე­ნე­ბის თვალ­საზ­რი­სით ყვე­ლა ერ­თნა­ი­რად გათ­ვლი­ლია მრა­ვაწ­ლი­ან ექ­სპლო­ა­ტა­ცი­ა­ზე და შე­ნო­ბის ფა­სადს ბუ­ნებ­რი­ვი ქვის სი­ლა­მა­ზეს აძ­ლევს.

ჩვენს კომ­პა­ნი­ას ჰყავს ექ­სკლუ­ზი­უ­რი მომ­წო­დებ­ლე­ბი, ასე რომ გვაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა ტრა­ვერ­ტი­ნი სა­უ­კე­თე­სო ფა­სად შევ­თა­ვა­ზოთ ბა­ზარს.

რაც შე­ე­ხე­ბა ბუ­ნებ­რივ გრა­ნიტს, მისი ბევ­რი ნა­ირ­სა­ხე­ო­ბა არ­სე­ბობს. თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ჩვენ გვაქვს ფე­რე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი არ­ჩე­ვა­ნი. ბრა­ზი­ლი­უ­რი გრა­ნი­ტის კო­ლექ­ცია დი­ზა­ი­ნე­რე­ბის დიდი მო­წო­ნე­ბით სარ­გებ­ლობს. ჩვენ გვაქვს ქვის სა­ამ­ქრო, სა­დაც დიდი ზო­მის ფი­ლებს სა­სურ­ველ ზო­მა­ზე ვჭრით მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მო­თხოვ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

ზო­გა­დად, გარე ფა­სა­დის მო­სა­წყო­ბად ბუ­ნებ­რი­ვი ქვის გა­მო­ყე­ნე­ბა უკე­თე­სია, რად­გან არის ყინ­ვა­გამ­ძლე, ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა და ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თგუ­ლად გემ­სა­ხუ­რე­ბათ."

თეა ბე­ჟი­ტაშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

როგორ მოვაპირკეთოთ გარე ფასადი

როგორ მოვაპირკეთოთ გარე ფასადი

ზაფხული ყველაზე კარგი დროა სარემონტო სამუშაოებისთვის. ამ დროს განსაკუთრებით ეშურებიან აგარაკების მოწყობას.

ასეთი სარემონტო სამუშაოების დროს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი გარე ფასადის სწორად მოწყობაა. შესაბამისი ფერისა და მასალის შერჩევა მნიშვნელოვანია ჩვენი საცხოვრებელი სახლის საბოლოო იერსახისთვის. როგორ იქნება მოპირკეთებული აგარაკის ფასადი? რა მასალისგან უნდა იყოს დამზადებული კიბის საფეხურები, რომელიც ღია ცის ქვეშ არის? რა მასალით შეიძლება მოვაპირკეთოთ აუზი? დაგვეთანხმებით, რომ ფასადის დიზაინი მნიშვნელოვნად განაპირობებს იმ პოზიტიურ განწყობას, რომელიც აგარაკზე შესვლამდე გიჩნდებათ.

კონსულტაცია ნაცნობ დიზაინერთან გავიარე, რომელმაც მირჩია, რომ უამრავი თანამედროვე მოსაპირკეთებლი მასალიდან, მეაგარაკეები უპირატესობას მაინც ბუნებრივ ქვებზე აკეთებენ. მაგალითად, კარგი გარე ფასადის მოსაწყობად იყენებენ ისეთ ბუნებრივ ქვებს, როგორიცაა ტრავერტინი და გრანიტი.

ტრავერტინი მსუბუქია და მისი დამუშავებაც შედარებით მარტივი. ამ მახასიათებლების გამო, მას ხშირად იყენებდენ ძველი რომაელები. მაგალითად კოლიზეუმი ტუფითაა ნაგები ხოლო გარედან შემოსილია ტრავერტინით.

საქართველოში ტრავერტინი კარგადაა გამოხატული თრუსოს ხეობაში. გვხვდება ასევე მდინარე პატარა ლიახვის სათავესა და მდინარე ლეხურას ხეობაში, ჯვრის უღელტეხილზე; დასავლეთ საქართველოში ტრავერტინი გვხვდება რაჭაში, იმერეთსა და სვანეთში.

ტრავერტინის ქვები შეგიძლიათ თამამად გამოიყენოთ გარე ფასადის მოსაპირკეთებლად, ასევე აუზის მოსაპირკეთებლად. მისი ბუნებრივი სილამაზის გამო, ხშირად ტრავერტინს ინტერიერის, აბაზანის ან ბუხრის მოსაპირკეთებლადაც იყენებენ.

თავისი ფიზიკურ-მექანიკური თვისებების წყალობით გრანიტი საუკეთესო სამშენებლო ყინვაგამძლე მასალაა. მასიურობისა და სიმკვრივის, აგრეთვე ფართო ფაქტურული შესაძლებლობების გამო მონუმენტური ქანდაკებისთვისაც იყენებენ. გრანიტის ფილები იდეალურია ღია ცის ქვეშ გამოსაყენებლად, აივნებზე, კიბის საფეხურებზე, ფასადზე, ისევე როგორც ინტერიერში სხვადასხვა დანიშნულებით, თუნდაც ბუხრის მოსაპირკეთებლად.

რატომ უნდა ავირჩიოთ გარე ფასადის მოსაწყობად სწორედ ეს ბუნებრივი მასალა - ტრავერტინი და გრანიტი, ამ კითხვაზე პასუხისათვის „ზოდის“ მარკეტინგის წარმომადგენელს მივმართეთ, რადგან ამ კომპანიას ბუნებრივი ქვების მრავალფეროვანი არჩევანი აქვს.

„თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით, გარე ფასადის მოსაწყობად ახლა აქტიურად იყენებენ ტრავერტინს. საქართველოში ტრავერტინით ბევრი ნაგეგობაა მოპირკეთებული, რაც ყველაზე მთავარია, არის ყინვაგამძლე. გამოიყენება ასევე ფილებად, აუზების ფასადის მოსაპირკეთებლად.

არსებობს დამუშავებული და დაუმუშავებელი, ფორებიანი და შევსებული ტრავერტინი. მათ შორის არჩევანი მომხმარებლის გემოვნების საკითხია. გამოყენების თვალსაზრისით ყველა ერთნაირად გათვლილია მრავაწლიან ექსპლოატაციაზე და შენობის ფასადს ბუნებრივი ქვის სილამაზეს აძლევს.

ჩვენს კომპანიას ჰყავს ექსკლუზიური მომწოდებლები, ასე რომ გვაქვს საშუალება ტრავერტინი საუკეთესო ფასად შევთავაზოთ ბაზარს.

რაც შეეხება ბუნებრივ გრანიტს, მისი ბევრი ნაირსახეობა არსებობს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ გვაქვს ფერების ყველაზე დიდი არჩევანი. ბრაზილიური გრანიტის კოლექცია დიზაინერების დიდი მოწონებით სარგებლობს. ჩვენ გვაქვს ქვის საამქრო, სადაც დიდი ზომის ფილებს სასურველ ზომაზე ვჭრით მომხმარებლების ინდივიდუალური მოთხოვნებიდან გამომდინარე.

ზოგადად, გარე ფასადის მოსაწყობად ბუნებრივი ქვის გამოყენება უკეთესია, რადგან არის ყინვაგამძლე, ეკოლოგიურად სუფთა და ათწლეულების განმავლობაში ერთგულად გემსახურებათ.“

თეა ბეჟიტაშვილი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი