სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალი საწვავი: ბუნებრივ აირს კონკურენტი გამოუჩნდა
ახალი საწვავი: ბუნებრივ აირს კონკურენტი გამოუჩნდა

ავ­ტო­ბა­ზარ­ზე ბუ­ნებ­რივ აირს ახა­ლი კონ­კუ­რენ­ტი გა­მო­უჩ­ნდა.

გა­თხე­ვა­დე­ბუ­ლი საწ­ვა­ვის მი­მართ ინ­ტე­რე­სი გა­ცი­ლე­ბით დი­დია, ვიდ­რე 3-4 წლის წინ იყო. რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, თბი­ლი­სის მას­შტა­ბით, გა­თხე­ვა­დე­ბულ აირ­ზე თვე­ში, სა­შუ­ა­ლოდ, 60 მან­ქა­ნა "გა­და­დის". ტენ­დენ­ცია მზარ­დია და არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ძა­ლი­ან მალე ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გა­ორ­მაგ­დეს.

გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია რომ გა­თხე­ვა­დე­ბუ­ლი გაზი (დზპ) არის ერ­თა­დერ­თი ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტი, რო­მელ­საც აქ­ცი­ზის გა­და­სა­ხა­დის ზრდა არ შე­ხე­ბია. 1 ტო­ნა­ზე გა­და­სა­ხა­დი 120 ლარი იყო და ამ­დე­ნი­ვე დარ­ჩა, ბუ­ნებ­რივ აირ­ზე კი აქ­ცი­ზის გა­და­სა­ხა­დი 150%-ით გა­ი­ზარ­და და ახლა 1 ტო­ნა­ზე გა­და­სა­ხა­დი 200 ლა­რია.

ქარ­თვე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ მხრივ უცხო­ურ ქვეყ­ნებს დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ. შე­და­რე­ბის­თვის, უკ­რა­ი­ნა­ში ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 43% გა­თხე­ვა­დე­ბულ გაზ­ზე მოძ­რა­ობს, თურ­ქეთ­ში ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 75%-ს აღ­წევს.

ახა­ლი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო საწ­ვა­ვი ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე, ეს-ესაა ფეხს იდ­გამს და გან­ვი­თა­რე­ბას იწყებს. რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი გან­მარ­ტა­ვენ, ბუ­ნებ­რივ აირ­თან შე­და­რე­ბით დზპ-ს, გარ­და ტექ­ნი­კუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი­სა, უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს ფას­შიც. 1 კგ გა­თხე­ვა­დე­უ­ლი გაზი 1,20 ლა­რის ფარ­გლებ­ში იყი­დე­ბა. ბუ­ნებ­რივ აირი კი 1,45 ლარი ღირს.

ფა­სის გარ­და, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია შე­მად­გენ­ლო­ბა და ტექ­ნი­კუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი, რაც გა­თხე­ვა­დე­ბუ­ლი გა­ზის უპი­რა­ტე­სო­ბას წარ­მო­ა­ჩენს.

კომ­პა­ნია "აირ­ბა­ლო­ნის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ინ­ჟი­ნე­რი ნო­დარ რა­მიშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, რომ გა­თხე­ვა­დე­ბუ­ლი გა­ზის გა­მო­ყე­ნე­ბა ევ­რო­პამ წინა სა­უ­კუ­ნის 30-იან წლებ­ში და­ი­წყო და დღე­საც აქ­ტი­უ­რად მო­იხ­მარს. არის ქვეყ­ნე­ბი, სა­დაც ამ კა­ტე­გო­რი­ის საწ­ვავ­ზე მან­ქა­ნე­ბი ქარ­ხნუ­ლად არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი და მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა

ახალი საწვავი: ბუნებრივ აირს კონკურენტი გამოუჩნდა

ახალი საწვავი: ბუნებრივ აირს კონკურენტი გამოუჩნდა

ავტობაზარზე ბუნებრივ აირს ახალი კონკურენტი გამოუჩნდა.

გათხევადებული საწვავის მიმართ ინტერესი გაცილებით დიდია, ვიდრე 3-4 წლის წინ იყო. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, თბილისის მასშტაბით, გათხევადებულ აირზე თვეში, საშუალოდ, 60 მანქანა "გადადის". ტენდენცია მზარდია და არ არის გამორიცხული, ძალიან მალე ეს მაჩვენებელი გაორმაგდეს.

გასათვალისწინებელია რომ გათხევადებული გაზი (დზპ) არის ერთადერთი ნავთობპროდუქტი, რომელსაც აქციზის გადასახადის ზრდა არ შეხებია. 1 ტონაზე გადასახადი 120 ლარი იყო და ამდენივე დარჩა, ბუნებრივ აირზე კი აქციზის გადასახადი 150%-ით გაიზარდა და ახლა 1 ტონაზე გადასახადი 200 ლარია.

ქართველი სპეციალისტების ინფორმაციით, ამ მხრივ უცხოურ ქვეყნებს დიდი გამოცდილება აქვთ. შედარებისთვის, უკრაინაში ავტომანქანების დაახლოებით 43% გათხევადებულ გაზზე მოძრაობს, თურქეთში ეს მაჩვენებელი 75%-ს აღწევს.

ახალი საავტომობილო საწვავი ადგილობრივ ბაზარზე, ეს-ესაა ფეხს იდგამს და განვითარებას იწყებს. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ბუნებრივ აირთან შედარებით დზპ-ს, გარდა ტექნიკური მახასიათებლებისა, უპირატესობა აქვს ფასშიც. 1 კგ გათხევადეული გაზი 1,20 ლარის ფარგლებში იყიდება. ბუნებრივ აირი კი 1,45 ლარი ღირს.

ფასის გარდა, მნიშვნელოვანია შემადგენლობა და ტექნიკური მახასიათებლები, რაც გათხევადებული გაზის უპირატესობას წარმოაჩენს.

კომპანია "აირბალონის" წარმომადგენელი, ინჟინერი ნოდარ რამიშვილი განმარტავს, რომ გათხევადებული გაზის გამოყენება ევროპამ წინა საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო და დღესაც აქტიურად მოიხმარს. არის ქვეყნები, სადაც ამ კატეგორიის საწვავზე მანქანები ქარხნულად არის დამზადებული და მოსახლეობაში ძალიან პოპულარულია.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი