პოლიტიკა
სამართალი

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
Faceამბები
მსოფლიო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ომის ნამსხვრევებში მოყოლილი ჟურნალისტები
ომის ნამსხვრევებში მოყოლილი ჟურნალისტები

ეგ­ვიპ­ტე­ში, "ამ­ბო­ხის­კენ მო­წო­დე­ბის" ბრალ­დე­ბით, "ალ-ჯა­ზი­რას" პრო­დი­უ­სე­რი მაჰ­მუდ ჰუ­სე­ი­ნი და­ა­კა­ვეს. ეგ­ვიპ­ტის შს სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, - იგი 23 დე­კემ­ბერს, ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის ბრალ­დე­ბით აიყ­ვა­ნეს. თუმ­ცა, ტე­ლე­კომ­პა­ნია "ალ-ჯა­ზი­რა" ჰუ­სე­ი­ნის და­კა­ვე­ბას პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბულს უწო­დებს. მა­თი­ვე თქმით, პრო­დი­უ­სე­რის და­კა­ვე­ბა, ეგ­ვიპ­ტე­ში ყა­ტა­რის მიერ "ალ-ჯა­ზი­რას" ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ წარ­მო­ე­ბუ­ლი კამ­პა­ნი­ის გაგ­რძე­ლე­ბაა და მათი მუ­შა­ო­ბის პო­ლი­ტი­კას­თან სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვს...

ბოლო დროს, ეგ­ვიპ­ტის მთავ­რო­ბამ რამ­დენ­ჯერ­მე მწვა­ვედ გა­აკ­რი­ტი­კა მე­დია-კომ­პა­ნი­ე­ბი, მათ შო­რის კონ­კრე­ტუ­ლად "ალ-ჯა­ზი­რა" და აღ­ნიშ­ნა, 2011 წელს, "არა­ბუ­ლი გა­ზა­ფხუ­ლის მოვ­ლე­ნებ­სა" და პრე­ზი­დენ­ტი მო­ჰა­მედ მორ­სის ჩა­მოგ­დე­ბა­ში მათ ძა­ლი­ან დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვით, რად­გან მა­თი­ვე თქმით, იმ პრო­ცე­სებს მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლად აშუ­ქებ­დნენ...

ზო­გა­დად, ბოლო წლებ­ში, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ხან­გრძლი­ვი ომე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, პრო­ფე­სი­უ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბას ასო­ბით ჟურ­ნა­ლის­ტი შე­ე­წი­რა... კი­დევ რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი კი, ამ დრომ­დე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლის ქვეშ გა­ნაგ­რძობს მუ­შა­ო­ბას. ამ მხრივ სა­გან­გა­შო მდგო­მა­რე­ო­ბაა, სი­რი­ა­სა და ავ­ღა­ნეთ­ში, თუმ­ცა, თურ­ქეთ­ში სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბის შემ­დეგ, ეს სა­ხელ­მწი­ფო და­წი­ნა­ურ­და.

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ "რე­პორ­ტი­ო­რე­ბი სა­ზღვრე­ბის გა­რე­შე" 2016 წელი შე­ა­ჯა­მა და გარ­კვია, რომ მიმ­დი­ნა­რე წელს პრო­ფე­სი­უ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას, 74 ჟურ­ნა­ლის­ტი მოკ­ლეს, - 348 კი და­ა­კა­ვეს. მათ­გან ზოგი გა­შუ­ქე­ბის დროს და­ი­ღუ­პა, უმე­ტე­სო­ბა კი, წი­ნას­წარ გან­ზრა­ხუ­ლი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი გახ­და.

ავ­ღა­ნეთ­ში მო­მუ­შა­ვე ად­გი­ლობ­რი­ვი ჟურ­ნა­ლის­ტი, ნა­ჯი­ბუ­ლა ქუ­რა­ი­ში, ერთ-ერ­თია იმათ­გან, ვინც თა­ლი­ბე­ბი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წნეხს ვერ გა­უძ­ლო და ამ­ჟა­მად ოჯახ­თან ერ­თად დიდ ბრი­ტა­ნეთს აფა­რებს თავს. მან არა­ერ­თი სი­უ­ჟე­ტი მო­ამ­ზა­და ავ­ღა­ნე­თის პრო­ვინ­ცია ბაჩა-ბა­ზი­ზე, სა­დაც შეძ­ლე­ბუ­ლი ავ­ღა­ნე­ლე­ბი და გავ­ლე­ნი­ა­ნი სამ­ხედ­რო­ე­ბი, ღა­რი­ბი ოჯა­ხე­ბის­გან პა­ტა­რა ბი­ჭებს საყ­ვარ­ლე­ბად ყი­დუ­ლობ­დნენ. ზოგ­ჯერ იტა­ცებ­დნენ კი­დეც... მა­შინ ეს სი­უ­ჟე­ტი რამ­დე­ნი­მე მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი მე­დი­ით გა­შუქ­და და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა შეძ­რა... ნა­ჯი­ბუ­ლა ქუ­რა­იშ­ზე ავ­ღა­ნელ­მა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­მა და თა­ლი­ბებ­მა ნა­დი­რო­ბა გა­მო­ა­ცხა­დეს.

გა­სუ­ლი, 2015 წელი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის გა­ცი­ლე­ბით მძი­მე იყო, წელს ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა გა­მო­სა­ვა­ლი იპო­ვეს და სა­ში­ში ქვეყ­ნე­ბი დრო­უ­ლად და­ტო­ვეს. "სა­უ­ბა­რია, სი­რი­ა­ზე, ერაყ­ზე, ავ­ღა­ნეთ­ზე, ლი­ბი­ა­ზე, იე­მენ­სა და ბუ­რუნ­დზე. მათი წას­ვლით, ჩა­მოთ­ვლილ ქვეყ­ნებ­ში სა­ინ­ფორ­მა­ციო ვა­კუ­უ­მი შე­იქ­მნა," - აცხა­დებს ორ­გა­ნი­ზა­ცია "რე­პორ­ტი­ო­რე­ბი სა­ზღვრებს გა­რე­შე", რომ­ლის თქმი­თაც, და­ღუ­პუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბა კი­დევ ერ­თმა ფაქ­ტორ­მა გა­ნა­პი­რო­ბა, - კონ­კრე­ტულ ქვეყ­ნებ­ში ცენ­ზუ­რა გამ­კაცრ­და. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, გამ­ბე­და­ო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, თავს იზღვე­ვენ და თვით­ცენ­ზუ­რას იწე­სე­ბენ. ამის მა­გა­ლი­თია მექ­სი­კა, სა­დაც 2016 წლს 9 ჟურ­ნა­ლის­ტი მოკ­ლეს...

ამ მხრივ მო­წი­ნა­ვე რი­გებ­შია რუ­სე­თიც, სა­დაც მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­სა­და ბლო­გე­რებს თა­ვი­სუ­ფა­ლი მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბას სხვა­დას­ხვა მე­თო­დე­ბით უზღუ­და­ვენ. არა­ერთ შემ­თხვე­ვებ­ში, მათი ლიკ­ვი­და­ცი­ის ბრძა­ნე­ბაც გა­ი­ცე­მო­და. რამ­დე­ნი­მე წლის წინ, ანა პო­ლიტ­კოვ­სკა­ი­ას მკვლე­ლო­ბას მთე­ლი მსოფ­ლიო გა­მო­ეხ­მა­უ­რა...

2016 წელს, გა­სულ წლებ­თან შე­და­რე­ბით, 6%-ით გა­ი­ზარ­და და­კა­ვე­ბუ­ლი, გა­ტა­ცე­ბუ­ლი და უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. ამ მხრივ პირ­ველ ად­გილ­ზეა თურ­ქე­თი, სა­დაც და­კა­ვე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 22%-ით გა­ი­ზარ­და. ივ­ლი­სის წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის შემ­დეგ, რე­ი­დე­ბი მე­დი­ა­გა­მო­ცე­მე­ბის და­სა­ში­ნებ­ლად, გრძელ­დე­ბა.

თურ­ქე­თის შემ­დეგ, თა­ვი­სუფ­ლე­ბა წა­არ­თვეს ჩი­ნეთ­ში მო­მუ­შა­ვე ჟურ­ნა­ლის­ტებს წა­არ­თვეს, მათ მოს­დევთ, ირა­ნი და ეგ­ვიპ­ტე... სი­რი­ა­სა და ერაყ­ში, ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, "ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფოს" წევ­რებს, 21 ჟურ­ნა­ლის­ტი ჰყავთ გა­ტა­ცე­ბუ­ლი.

ორ­გა­ნი­ზა­ცია მო­უ­წო­დებს გა­ე­როს, გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში შე­იქ­მნას "სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის", რო­მე­ლიც ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულ­სა და და­უს­ჯე­ლო­ბა­ზე იმუ­შა­ვებს.

ლალი პა­პას­კი­რი

ამ­ბე­ბი. გე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

ომის ნამსხვრევებში მოყოლილი ჟურნალისტები

ომის ნამსხვრევებში მოყოლილი ჟურნალისტები

ეგვიპტეში, "ამბოხისკენ მოწოდების" ბრალდებით, "ალ-ჯაზირას" პროდიუსერი მაჰმუდ ჰუსეინი დააკავეს. ეგვიპტის შს სამინისტროს ინფორმაციით, - იგი 23 დეკემბერს, ცრუ ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით აიყვანეს. თუმცა, ტელეკომპანია "ალ-ჯაზირა" ჰუსეინის დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. მათივე თქმით, პროდიუსერის დაკავება, ეგვიპტეში ყატარის მიერ "ალ-ჯაზირას" ჟურნალისტების წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის გაგრძელებაა და მათი მუშაობის პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს...

ბოლო დროს, ეგვიპტის მთავრობამ რამდენჯერმე მწვავედ გააკრიტიკა მედია-კომპანიები, მათ შორის კონკრეტულად "ალ-ჯაზირა" და აღნიშნა, 2011 წელს, "არაბული გაზაფხულის მოვლენებსა" და პრეზიდენტი მოჰამედ მორსის ჩამოგდებაში მათ ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით, რადგან მათივე თქმით, იმ პროცესებს მიკერძოებულად აშუქებდნენ...

ზოგადად, ბოლო წლებში, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე ხანგრძლივი ომებით გამოირჩევა, პროფესიული მოვალეობას ასობით ჟურნალისტი შეეწირა... კიდევ რამდენიმე ასეული კი, ამ დრომდე ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ განაგრძობს მუშაობას. ამ მხრივ საგანგაშო მდგომარეობაა, სირიასა და ავღანეთში, თუმცა, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ეს სახელმწიფო დაწინაურდა.

არასამთავრობო ორგანიზაციამ "რეპორტიორები საზღვრების გარეშე" 2016 წელი შეაჯამა და გარკვია, რომ მიმდინარე წელს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, 74 ჟურნალისტი მოკლეს, - 348 კი დააკავეს. მათგან ზოგი გაშუქების დროს დაიღუპა, უმეტესობა კი, წინასწარ განზრახული ძალადობის მსხვერპლი გახდა.

ავღანეთში მომუშავე ადგილობრივი ჟურნალისტი, ნაჯიბულა ქურაიში, ერთ-ერთია იმათგან, ვინც თალიბებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წნეხს ვერ გაუძლო და ამჟამად ოჯახთან ერთად დიდ ბრიტანეთს აფარებს თავს. მან არაერთი სიუჟეტი მოამზადა ავღანეთის პროვინცია ბაჩა-ბაზიზე, სადაც შეძლებული ავღანელები და გავლენიანი სამხედროები, ღარიბი ოჯახებისგან პატარა ბიჭებს საყვარლებად ყიდულობდნენ. ზოგჯერ იტაცებდნენ კიდეც... მაშინ ეს სიუჟეტი რამდენიმე მსოფლიოს წამყვანი მედიით გაშუქდა და საერთაშორისო საზოგადოება შეძრა... ნაჯიბულა ქურაიშზე ავღანელმა მაღალჩინოსნებმა და თალიბებმა ნადირობა გამოაცხადეს.

გასული, 2015 წელი ჟურნალისტებისთვის გაცილებით მძიმე იყო, წელს ჟურნალისტებმა გამოსავალი იპოვეს და საშიში ქვეყნები დროულად დატოვეს. "საუბარია, სირიაზე, ერაყზე, ავღანეთზე, ლიბიაზე, იემენსა და ბურუნდზე. მათი წასვლით, ჩამოთვლილ ქვეყნებში საინფორმაციო ვაკუუმი შეიქმნა," - აცხადებს ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე", რომლის თქმითაც, დაღუპული ჟურნალისტების რაოდენობის შემცირება კიდევ ერთმა ფაქტორმა განაპირობა, - კონკრეტულ ქვეყნებში ცენზურა გამკაცრდა. ჟურნალისტები, გამბედაობის მიუხედავად, თავს იზღვევენ და თვითცენზურას იწესებენ. ამის მაგალითია მექსიკა, სადაც 2016 წლს 9 ჟურნალისტი მოკლეს...

ამ მხრივ მოწინავე რიგებშია რუსეთიც, სადაც მედიის წარმომადგენლებსადა ბლოგერებს თავისუფალი მუშაობის უფლებას სხვადასხვა მეთოდებით უზღუდავენ. არაერთ შემთხვევებში, მათი ლიკვიდაციის ბრძანებაც გაიცემოდა. რამდენიმე წლის წინ, ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობას მთელი მსოფლიო გამოეხმაურა...

2016 წელს, გასულ წლებთან შედარებით, 6%-ით გაიზარდა დაკავებული, გატაცებული და უგზო-უკვლოდ დაკარგული ჟურნალისტების რაოდენობა. ამ მხრივ პირველ ადგილზეა თურქეთი, სადაც დაკავებული ჟურნალისტების რაოდენობა 22%-ით გაიზარდა. ივლისის წარუმატებელი სამხედრო გადატრიალების შემდეგ, რეიდები მედიაგამოცემების დასაშინებლად, გრძელდება.

თურქეთის შემდეგ, თავისუფლება წაართვეს ჩინეთში მომუშავე ჟურნალისტებს წაართვეს, მათ მოსდევთ, ირანი და ეგვიპტე... სირიასა და ერაყში, ბოლო მონაცემებით, "ისლამურ სახელმწიფოს" წევრებს, 21 ჟურნალისტი ჰყავთ გატაცებული.

ორგანიზაცია მოუწოდებს გაეროს, გენერალური მდივნის დაქვემდებარებაში შეიქმნას "სპეციალური წარმომადგენელი ჟურნალისტების უსაფრთხოებისთვის", რომელიც ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულსა და დაუსჯელობაზე იმუშავებს.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"კლინიკაში შემოყვანილი 5 ჯარისკაციდან ერთს პნევმონია აქვს" - ლალი ტურძელაძე

გამთენიისას მარნეულში სამხედრო ტექნიკა შეიყვანეს

როგორ ებრძვიან კორონავირუსს NATO-ს სამხედრო ბაზაზე - რას ჰყვება ამერიკულ არმიაზე ქართველი ქალი სამხედრო

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"