პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პუტინთან შეხვედრის შემდეგ ხაჯიმბა ჩიხშია
პუტინთან შეხვედრის შემდეგ ხაჯიმბა ჩიხშია

არა­ვინ იცის, რა გან­ვი­თა­რე­ბას ჰპო­ვებს აფხა­ზეთ­ში და­წყე­ბუ­ლი კი­დევ ერთი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის ტალ­ღა, რომ­ლის მი­ზა­ნიც პო­ლი­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბია. ჯერ­ჯე­რო­ბით გა­ურ­კვე­ვე­ლია, შე­საძ­ლოა თუ არა, ამის მი­ზე­ზი აფხა­ზუ­რი ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რი ას­ლან ბჟა­ნია გახ­დეს, თუმ­ცა, ერთი რამ ფაქ­ტია, - რე­გი­ონ­ში ვი­თა­რე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად იძა­ბე­ბა.

ვი­თა­რე­ბა მას შემ­დეგ გამ­წვავ­და, რაც რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ლი­დერს, რაულ ხა­ჯიმ­ბას შეხ­ვდა. ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა ელო­და, რომ ხა­ჯიმ­ბა პუ­ტინ­თან შეხ­ვედ­რა­ზე აფხა­ზეთ­ში დაგ­რო­ვილ მწვა­ვე პრობ­ლე­მებ­ზე გა­ე­სა­უბ­რე­ბო­და, თუმ­ცა, რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, სა­სა­უბ­რო თე­მე­ბი იმან შე­ი­არ­ჩია, ვინც აფხა­ზეთ­ში პო­ლი­ტი­კურ ამინდს ქმნის.

შეხ­ვედ­რა მე­დი­ის­თვის და­ხუ­რუ­ლი იყო და ბევ­რი არა­ფე­რი გაჟ­ღე­რე­ბუ­ლა, მაგ­რამ რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პუ­ტინ­მა ხა­ჯიმ­ბა გა­აფრ­თხი­ლა, რომ აფხა­ზეთ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი, რუ­სეთ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე აი­სა­ხე­ბო­და.

რო­გორც შეხ­ვედ­რა­ზე ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა გა­ნა­ცხა­და, რუ­სეთ­სა და აფხა­ზეთს შო­რის შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სა­ინ­ვეს­ტი­ციო პა­კე­ტი 9 მი­ლი­არ­დი რუბ­ლის მო­ცუ­ლო­ბის არის და 700 მი­ლი­ო­ნის მო­ცუ­ლო­ბის პრო­ექ­ტი უკვე დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია.

მი­სი­ვე თქმით, აფხა­ზურ­მა ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა უნდა შე­ე­ცა­დოს, რუ­სე­თის მიერ გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხა რე­ა­ლუ­რი ქმე­დე­ბე­ბის­კენ მი­მარ­თონ. სა­უ­ბა­რია, გზე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე, სკო­ლე­ბის, სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბის და სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბის აღ­დგე­ნა­ზე-მშე­ნებ­ლო­ბა­ზე. თუმ­ცა, რუ­სე­თის პირ­ვე­ლი პი­რის თქმით, თუ პრო­ცე­სე­ბი კონ­ტრო­ლი­დან გა­მო­ვი­და, ბა­ღე­ბი­სა და სკო­ლე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი ალ­ბათ უად­გი­ლო იქ­ნე­ბა.

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა რუ­სეთ­სა და აფხა­ზეთს შო­რის არ­სე­ბულ ურ­თი­ერ­თო­ბას "ძმუ­რი" უწო­და და ბოლო დროს შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბაც გა­იხ­სე­ნა, რო­მელ­საც აფხა­ზეთ­ში ბევ­რი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ჰყავს. ცხა­დია, რუ­სე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­თვის, ცნო­ბი­ლია ეს გან­წყო­ბა და სწო­რედ ამი­ტომ და­ა­ვა­ლა ხა­ჯიმ­ბას ვი­თა­რე­ბის გა­კონ­ტრო­ლე­ბა.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის თქმით, "რუ­სე­თის და აფხა­ზე­თის იუ­რი­დი­უ­ლი ბაზა 100-ზე მეტ შე­თან­ხმე­ბას მო­ი­ცავს, და­ახ­ლო­ე­ბით 30-ზე მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. მან ეკო­ნო­მი­კურ სა­კი­თხებ­ზეც ისა­უბ­რა და ხა­ჯიმ­ბას აფხა­ზეთ­ში გაზ­რდი­ლი სა­ვაჭ­რო ბრუნ­ვა შე­უ­ქო, რა­შიც ისე და ისევ რუ­სე­თის რო­ლის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა.

რაულ ხა­ჯიმ­ბამ, ვლა­დი­მერ პუ­ტინს მოს­კოვ­ში მიწ­ვე­ვი­სა და გა­წე­უ­ლი დახ­მა­რე­ბე­ბის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და და "ერ­თობ­ლი­ვად და­სა­ხუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის"გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის იმე­დი გა­მოთ­ქვა.

ამ შეხ­ვედ­რი­დან, ორ დღე­ში, "რუ­სეთ-აფხა­ზე­თის სა­ზღვარ­ზე" აფხა­ზუ­რი ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რი ას­ლან ბჟა­ნია და­ა­კა­ვეს და ნარ­კო­ლო­გი­ურ­ში წა­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მა­ლე­ვე გა­მო­უშ­ვეს. მას ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, სო­ჭის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი, სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით, და­კი­თხვა­ზე იბა­რებ­დნენ. შემ­დეგ მას პირ­და­პირ უთხრეს, რომ "რუ­სე­თი­სა და აფხა­ზე­თის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თულ მტრულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში" იყო ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი. ვი­თა­რე­ბის­თვის რომ თავი აე­რი­დე­ბი­ნა, ბჟა­ნი­ამ აფხა­ზეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბა გა­და­წყვი­ტა, - ის აფხა­ზე­თის "სა­ზღვარ­ზე" სა­პას­პორ­ტო კონ­ტრო­ლის დროს და­ა­კა­ვეს და ია­რა­ღის უკა­ნო­ნი შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს.

ას­ლან ბჟა­ნია ოპო­ზი­ცი­უ­რი "პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია" "ამ­ცა­ხა­რას" თა­ნა­თავ­ჯდო­მა­რე და რაულ ხა­ჯიმ­ბას ყვე­ლა­ზე გა­მოკ­ვე­თი­ლი მო­წი­ნა­აღ­მდე­გეა. მან 15 დე­კემ­ბრამ­დე მის­ცა "პრე­ზი­დენტ" ხა­ჯიმ­ბას ვადა, თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ე­ტო­ვე­ბი­ნა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, მა­სობ­რი­ვი არე­უ­ლო­ბით იმუქ­რე­ბო­და. ბჟა­ნი­ამ პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი სო­ჭის "კა­პე­ზე­დან" გა­ა­კე­თა:

"მე მაქვს სა­ხე­ლო­ბი­თი ია­რა­ღი, რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე პრე­ზი­დენ­ტმა გად­მომ­ცა. სოჭ­ში საქ­მე აღიძ­რა, საბ­რძო­ლო მა­სა­ლის უკა­ნო­ნო შე­ნახ­ვის ფაქ­ტზე. საქ­მე აღიძ­რა არა ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ, არა­მედ ფაქ­ტზე, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი თით­ქოს ჩემს სახ­ლში ინა­ხე­ბო­და. თუმ­ცა, ყვე­ლა დო­კუ­მენ­ტი წეს­რიგ­ში მაქვს. ამ­ჟა­მად, მე ამ საქ­მე­ში ვარ მოწ­მის სტა­ტუ­სით". - აღ­ნიშ­ნავს აფხა­ზი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი.

ას­ლან ბჟა­ნია 2010-2014 წლებ­ში, აფხა­ზე­თის "სა­ხელ­მწი­ფო უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის" უფ­რო­სი იყო. ის ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე სერ­გეი ბა­ღაფშმა და­ნიშ­ნა, შემ­დეგ კი, უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა ალექ­სან­დრე ან­ქვაბ­მა გა­უგ­რძე­ლა. ბჟა­ნი­ამ მას ნდო­ბა და­უ­ფა­სა, - სო­ხუმ­ში, 2014 წლის მა­ი­სის ცნო­ბი­ლი მოვ­ლე­ნე­ბის დროს, რო­დე­საც, მოს­კო­ვის მხარ­და­ჭე­რით, ხა­ჯიმ­ბას მომ­ხრე­ებ­მა ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით, "პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცია" და­ი­კა­ვეს, ის ბო­ლომ­დე ან­ქვა­ბის გვერ­დით იდგა. მას შემ­დეგ რაც ალექ­სან­დრე ან­ქვა­ბი რუ­სეთ­ში გა­იქ­ცა, ბჟა­ნია ოპო­ზი­ცი­ა­ში გა­და­ვი­და. იამ­ვე წლის აგ­ვის­ტოს, მას საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­შიც იყა­რა კენ­ჭი, თუმ­ცა ხა­ჯიმ­ბას­თან ჭი­დილ­ში და­მარ­ცხდა. კი­დევ ერთი, აფხა­ზეთ­ში, რო­გორც ან­ქვა­ბის, ასე­ვე ბჟა­ნი­ას მი­სა­მარ­თით ხში­რად ამ­ბობ­დნენ, რომ ისი­ნი მფარ­ვე­ლობ­დნენ იმ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნა­ზა­ცი­ებს, რო­მელ­თაც ქარ­თულ მხა­რეს­თან გარ­კვე­რუ­ლი კავ­ში­რე­ბი ჰქონ­დათ...

ბჟა­ნი­ას და­კა­ვე­ბას უკვე მოჰ­ყვა რე­აქ­ცია აფხა­ზეთ­ში, - ოპო­ზი­ცი­ამ ხა­ჯიმ­ბას რე­ჟი­მი "პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის დევ­ნა­ში" და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. ბჟა­ნი­ას მშობ­ლი­ურ სო­ფელ ტა­მიშ­ში, რამ­დე­ნი­მე ასე­ულ­მა ადა­მი­ან­მა, სო­ხუ­მი-გა­ლის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა გა­და­კე­ტა.

რო­გორც ირ­კვე­ვა, აფხა­ზეთ­ში ბოლო დროს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სებ­მა, მით უფრო, რუ­სე­თის პირ­ველ პირ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, რაულ ხა­ჯიმ­ბა ჩიხ­ში შე­იყ­ვა­ნა. მან ოპო­ნენ­ტის და­კა­ვე­ბას­თან კავ­ში­რი უარ­ყო და სო­ჭის სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბას მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა სთხო­ვა, თუმ­ცა, ბჟა­ნია ჯერ­ჯე­რო­ბით სო­ჭის "კა­პე­ზე­ში" რჩე­ბა.

რუ­სე­თი ამ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში მოქ­მე­დი "პრე­ზი­დენ­ტის" მხა­რეს იჭერს. ამ ფონ­ზე კი, აფხა­ზე­თის ლი­დე­რი, რაულ ხა­ჯიმ­ბა ვა­დამ­დელ არ­ჩევ­ნებს და მით უფრო, პო­ლი­ტი­კურ ცვლი­ლე­ბებს, - და­უშ­ვებ­ლად მი­იჩ­ნევს.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

(სტა­ტი­ის მომ­ზა­დე­ბი­სას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია ინ­ტერ­ნეტ­მა­სა­ლე­ბი)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა

პუტინთან შეხვედრის შემდეგ ხაჯიმბა ჩიხშია

პუტინთან შეხვედრის შემდეგ ხაჯიმბა ჩიხშია

არავინ იცის, რა განვითარებას ჰპოვებს აფხაზეთში დაწყებული კიდევ ერთი წინააღმდეგობის ტალღა, რომლის მიზანიც პოლიტიკური ცვლილებებია. ჯერჯერობით გაურკვეველია, შესაძლოა თუ არა, ამის მიზეზი აფხაზური ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია გახდეს, თუმცა, ერთი რამ ფაქტია, - რეგიონში ვითარება ყოველდღიურად იძაბება.

ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერს, რაულ ხაჯიმბას შეხვდა. ადგილობრივი მოსახლეობა ელოდა, რომ ხაჯიმბა პუტინთან შეხვედრაზე აფხაზეთში დაგროვილ მწვავე პრობლემებზე გაესაუბრებოდა, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, სასაუბრო თემები იმან შეიარჩია, ვინც აფხაზეთში პოლიტიკურ ამინდს ქმნის.

შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო და ბევრი არაფერი გაჟღერებულა, მაგრამ რუსული მედიის ინფორმაციით, პუტინმა ხაჯიმბა გააფრთხილა, რომ აფხაზეთში მიმდინარე პროცესები, რუსეთთან თანამშრომლობაზე აისახებოდა.

როგორც შეხვედრაზე ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რუსეთსა და აფხაზეთს შორის შემუშავებული საინვესტიციო პაკეტი 9 მილიარდი რუბლის მოცულობის არის და 700 მილიონის მოცულობის პროექტი უკვე დამტკიცებულია.

მისივე თქმით, აფხაზურმა ხელმძღვანელობა უნდა შეეცადოს, რუსეთის მიერ გამოყოფილი თანხა რეალური ქმედებებისკენ მიმართონ. საუბარია, გზების ხარისხის გაუმჯობესებაზე, სკოლების, საავადმყოფოების და საბავშვო ბაღების აღდგენაზე-მშენებლობაზე. თუმცა, რუსეთის პირველი პირის თქმით, თუ პროცესები კონტროლიდან გამოვიდა, ბაღებისა და სკოლების მშენებლობაზე საუბარი ალბათ უადგილო იქნება.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა რუსეთსა და აფხაზეთს შორის არსებულ ურთიერთობას "ძმური" უწოდა და ბოლო დროს შემუშავებული ხელშეკრულებაც გაიხსენა, რომელსაც აფხაზეთში ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. ცხადია, რუსეთის ხელმძღვანელობისთვის, ცნობილია ეს განწყობა და სწორედ ამიტომ დაავალა ხაჯიმბას ვითარების გაკონტროლება.

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის თქმით, "რუსეთის და აფხაზეთის იურიდიული ბაზა 100-ზე მეტ შეთანხმებას მოიცავს, დაახლოებით 30-ზე მუშაობა მიმდინარეობს. მან ეკონომიკურ საკითხებზეც ისაუბრა და ხაჯიმბას აფხაზეთში გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა შეუქო, რაშიც ისე და ისევ რუსეთის როლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

რაულ ხაჯიმბამ, ვლადიმერ პუტინს მოსკოვში მიწვევისა და გაწეული დახმარებებისთვის მადლობა გადაუხადა და "ერთობლივად დასახული პროექტების"განხორციელების იმედი გამოთქვა.

ამ შეხვედრიდან, ორ დღეში, "რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე" აფხაზური ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია დააკავეს და ნარკოლოგიურში წაიყვანეს, თუმცა მალევე გამოუშვეს. მას ორი დღის განმავლობაში, სოჭის სამართალდამცავები, სხვადასხვა მიზეზით, დაკითხვაზე იბარებდნენ. შემდეგ მას პირდაპირ უთხრეს, რომ "რუსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ მიმართულ მტრულ საქმიანობაში" იყო ეჭვმიტანილი. ვითარებისთვის რომ თავი აერიდებინა, ბჟანიამ აფხაზეთში დაბრუნება გადაწყვიტა, - ის აფხაზეთის "საზღვარზე" საპასპორტო კონტროლის დროს დააკავეს და იარაღის უკანონი შენახვა-ტარებაში დაადანაშაულეს.

ასლან ბჟანია ოპოზიციური "პოლიტიკური პარტია" "ამცახარას" თანათავჯდომარე და რაულ ხაჯიმბას ყველაზე გამოკვეთილი მოწინააღმდეგეა. მან 15 დეკემბრამდე მისცა "პრეზიდენტ" ხაჯიმბას ვადა, თანამდებობა დაეტოვებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მასობრივი არეულობით იმუქრებოდა. ბჟანიამ პირველი კომენტარი სოჭის "კაპეზედან" გააკეთა:

"მე მაქვს სახელობითი იარაღი, რომელიც თავის დროზე პრეზიდენტმა გადმომცა. სოჭში საქმე აღიძრა, საბრძოლო მასალის უკანონო შენახვის ფაქტზე. საქმე აღიძრა არა ჩემს წინააღმდეგ, არამედ ფაქტზე, რომ ეს ყველაფერი თითქოს ჩემს სახლში ინახებოდა. თუმცა, ყველა დოკუმენტი წესრიგში მაქვს. ამჟამად, მე ამ საქმეში ვარ მოწმის სტატუსით". - აღნიშნავს აფხაზი ოპოზიციონერი.

ასლან ბჟანია 2010-2014 წლებში, აფხაზეთის "სახელმწიფო უშიშროების სამსახურის" უფროსი იყო. ის ამ თანამდებობაზე სერგეი ბაღაფშმა დანიშნა, შემდეგ კი, უფლებამოსილება ალექსანდრე ანქვაბმა გაუგრძელა. ბჟანიამ მას ნდობა დაუფასა, - სოხუმში, 2014 წლის მაისის ცნობილი მოვლენების დროს, როდესაც, მოსკოვის მხარდაჭერით, ხაჯიმბას მომხრეებმა ძალის გამოყენებით, "პრეზიდენტის რეზიდენცია" დაიკავეს, ის ბოლომდე ანქვაბის გვერდით იდგა. მას შემდეგ რაც ალექსანდრე ანქვაბი რუსეთში გაიქცა, ბჟანია ოპოზიციაში გადავიდა. იამვე წლის აგვისტოს, მას საპრეზიდენტო არჩევნებშიც იყარა კენჭი, თუმცა ხაჯიმბასთან ჭიდილში დამარცხდა. კიდევ ერთი, აფხაზეთში, როგორც ანქვაბის, ასევე ბჟანიას მისამართით ხშირად ამბობდნენ, რომ ისინი მფარველობდნენ იმ არასამთავრობო ორგანაზაციებს, რომელთაც ქართულ მხარესთან გარკვერული კავშირები ჰქონდათ...

ბჟანიას დაკავებას უკვე მოჰყვა რეაქცია აფხაზეთში, - ოპოზიციამ ხაჯიმბას რეჟიმი "პოლიტიკური ოპონენტების დევნაში" დაადანაშაულა. ბჟანიას მშობლიურ სოფელ ტამიშში, რამდენიმე ასეულმა ადამიანმა, სოხუმი-გალის საავტომობილო გზა გადაკეტა.

როგორც ირკვევა, აფხაზეთში ბოლო დროს განვითარებული პროცესებმა, მით უფრო, რუსეთის პირველ პირთან შეხვედრის შემდეგ, რაულ ხაჯიმბა ჩიხში შეიყვანა. მან ოპონენტის დაკავებასთან კავშირი უარყო და სოჭის სამართალდამცავ უწყებას მისი გათავისუფლება სთხოვა, თუმცა, ბჟანია ჯერჯერობით სოჭის "კაპეზეში" რჩება.

რუსეთი ამ დაპირისპირებაში მოქმედი "პრეზიდენტის" მხარეს იჭერს. ამ ფონზე კი, აფხაზეთის ლიდერი, რაულ ხაჯიმბა ვადამდელ არჩევნებს და მით უფრო, პოლიტიკურ ცვლილებებს, - დაუშვებლად მიიჩნევს.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

(სტატიის მომზადებისას გამოყენებულია ინტერნეტმასალები)

"დათოს მშობლები, მეუღლე და შვილები თბილისში ცხოვრობენ" - ვინ იყო უკრაინაში მოკლული ქართველი ლეგიონერი?

მედია - რუსეთი ანექსირებულ ყირიმში სამხედრო ბანაკს აშენებს

"აქაურები შეშინებულები არიან, - ამერიკამ ჯარი არ უნდა გაიყვანოს, თორემ თალიბები თუ შემოვიდნენ, ყველას დაგვხოცავენო" - რას ჰყვება ქართველი კაპიტანი, რომელიც ავღანეთში მსახურობს