კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქორწინების საკითხზე რეფერენდუმი არ ჩატარდება
ქორწინების საკითხზე რეფერენდუმი არ ჩატარდება

ქორ­წი­ნე­ბის სა­კი­თხზე რე­ფე­რენ­დუ­მი არ ჩა­ტარ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და. რე­ფე­რენ­დუ­მის ჩა­ტა­რე­ბის სა­კი­თხზე უარ­ყო­ფი­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სწო­რედ პრე­ზი­დენ­ტმა მი­ი­ღო.

ცენ­ტრა­ლურ­მა სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ამ ქორ­წი­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით რე­ფე­რენ­დუ­მის ჩა­ტა­რე­ბის თა­ო­ბა­ზე სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის მო­თხოვ­ნა, სა­კუ­თარ დას­კვნას­თან ერ­თად, პრე­ზი­დენტს რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­და­უგ­ზავ­ნა.

საქ­მე ალექ­სან­დრე ბრე­გა­ძის, სოსო მან­ჯა­ვი­ძი­სა და ზვი­ად ტო­მა­რა­ძის შე­მად­გენ­ლო­ბით შექ­მნი­ლი სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის მო­თხოვ­ნას ეხე­ბო­და, რომ­ლის მი­ხედ­ვით, რე­ფე­რენ­დუ­მი შემ­დეგ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­სა­ცე­მად უნდა ჩა­ტარ­დეს:

"თა­ნახ­მა ხართ თუ არა, რომ სა­მო­ქა­ლა­ქო ქორ­წი­ნე­ბა გა­ნი­სა­ზღვროს, რო­გორც ოჯა­ხის შექ­მნის მიზ­ნით კავ­ში­რი მა­მა­კაც­სა და ქალს შო­რის?".

ცეს­კო-ს გან­მარ­ტე­ბით, სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის გან­ცხა­დე­ბა ცეს­კო-ში 13 მა­ისს შე­ვი­და. "მათ მიერ მო­თხოვ­ნი­ლი იყო სა­რ­ე­ფე­რენ­დუ­მოდ შე­მო­ტა­ნი­ლი სა­კი­თხის რე­გის­ტრა­ცი­ა­ში გა­ტა­რე­ბა. კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­რ­ე­ფე­რენ­დუ­მოდ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი სა­კი­თხის ფორ­მუ­ლი­რე­ბის და­ზუს­ტე­ბას. 12 ივ­ნისს სხდო­მა­ზე სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის მიერ და­ზუს­ტე­ბუ­ლი იყო აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხი - მათ მიერ კი­თხვის ფორ­მუ­ლი­რე­ბა დარ­ჩა უც­ვლე­ლი. ამის შემ­დეგ სა­კი­თხი, სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუფ­თან ერ­თად, რე­გის­ტრა­ცი­ა­ში გა­ტარ­და. შემ­დგომ­ში, კა­ნონ­მდებ­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო 224 ათა­სი ხელ­მო­წე­რა. აქე­დან გა­ბა­თილ­და - 23 652 და დარ­ჩა 200 348 ხელ­მო­წე­რა. ამის შედ­გომ ცეს­კომ მი­ი­ღო დას­კვნა, რო­მე­ლიც გა­ეგ­ზავ­ნა პრე­ზი­დენტს", - გან­მარ­ტა­ვენ ცეს­კო-ში.

კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით, პრე­ზი­დენტს 30-დღი­ა­ნი ვადა ჰქონ­და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად. ამ 30 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მას უნდა მი­ე­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რე­ფე­რენ­დუ­მის და­ნიშ­ვნის ან რე­ფე­რენ­დუმ­ზე მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი უა­რის თქმის შე­სა­ხებ. პრე­ზი­დენ­ტის მიერ და­დე­ბი­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მის ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბას პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის კონ­ტრა­სიგ­ნა­ცია სჭირ­დე­ბო­და.

ქორწინების საკითხზე რეფერენდუმი არ ჩატარდება

ქორწინების საკითხზე რეფერენდუმი არ ჩატარდება

ქორწინების საკითხზე რეფერენდუმი არ ჩატარდება, - ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. რეფერენდუმის ჩატარების საკითხზე უარყოფითი გადაწყვეტილება სწორედ პრეზიდენტმა მიიღო.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა, საკუთარ დასკვნასთან ერთად, პრეზიდენტს რამდენიმე დღის წინ გადაუგზავნა.

საქმე ალექსანდრე ბრეგაძის, სოსო მანჯავიძისა და ზვიად ტომარაძის შემადგენლობით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნას ეხებოდა, რომლის მიხედვით, რეფერენდუმი შემდეგ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა ჩატარდეს:

"თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?".

ცესკო-ს განმარტებით, საინიციატივო ჯგუფის განცხადება ცესკო-ში 13 მაისს შევიდა. "მათ მიერ მოთხოვნილი იყო სარეფერენდუმოდ შემოტანილი საკითხის რეგისტრაციაში გატარება. კანონმდებლობა ითვალისწინებს სარეფერენდუმოდ შემოთავაზებული საკითხის ფორმულირების დაზუსტებას. 12 ივნისს სხდომაზე საინიციატივო ჯგუფის მიერ დაზუსტებული იყო აღნიშნული საკითხი - მათ მიერ კითხვის ფორმულირება დარჩა უცვლელი. ამის შემდეგ საკითხი, საინიციატივო ჯგუფთან ერთად, რეგისტრაციაში გატარდა. შემდგომში, კანონმდებლობის გათვალისწინებით, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი იყო 224 ათასი ხელმოწერა. აქედან გაბათილდა - 23 652 და დარჩა 200 348 ხელმოწერა. ამის შედგომ ცესკომ მიიღო დასკვნა, რომელიც გაეგზავნა პრეზიდენტს", - განმარტავენ ცესკო-ში.

კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტს 30-დღიანი ვადა ჰქონდა გადაწყვეტილების მისაღებად. ამ 30 დღის განმავლობაში მას უნდა მიეღო გადაწყვეტილება რეფერენდუმის დანიშვნის ან რეფერენდუმზე მოტივირებული უარის თქმის შესახებ. პრეზიდენტის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მის ბრძანებულებას პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაცია სჭირდებოდა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."