ერაყის დედაქალაქ ბაღდადთან ახლოს მომხდარი აფეთქების შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 38 დაშავდა. ამის შესახებ "სიენენი" წერს.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილში იყო განთავსებული. აფეთქება ქალაქ ნაჰრავანის ხალხმრავალ ბაზართან მოხდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.