პოლიტიკა
სამართალი

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
Faceამბები
მსოფლიო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელია ბოლო წლების ქართული ბესტსელერები
რომელია ბოლო წლების ქართული ბესტსელერები

ბესტსე­ლე­რია ყვე­ლა ის წიგ­ნი, რო­მელ­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კო­მერ­ცი­უ­ლი წარ­მა­ტე­ბა მო­აქვს, დიდი ტი­რა­ჟით გა­მო­დის და მკი­თხვე­ლის მო­წო­ნე­ბით, აღი­ა­რე­ბით სარ­გებ­ლობს. "ამ­ბე­ბი.გე" ბოლო წლე­ბის ქარ­თუ­ლი ბესტსე­ლე­რე­ბით და­ინ­ტე­რეს­და და ტოპ ბესტსე­ლე­რე­ბის სიის შე­სად­გე­ნად, ქარ­თულ გა­მომ­ცემ­ლო­ბებს და­ვუ­კავ­შირ­და.

ნინო დე­კა­ნო­სი­ძე, გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-ის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი:

- ჩვენ­თვის ბო­ლოდ­რო­ინდლი ბესტსე­ლე­რი "სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის" ოთხტო­მე­უ­ლი აღ­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც სა­სა­ჩუქ­რე ვერ­სია გახ­ლდათ, - ყუთ­ში იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი. მარ­თლაც სა­ოც­რე­ბა მოხ­და, არ­ნა­ხუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით გა­ი­ყი­და. ასე­ვე მოხ­და ბიბ­ლი­ის გა­მო­ცე­მის შემ­დეგ, რო­მე­ლიც გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ერ­თად იყი­დე­ბო­და. "სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია" იმი­ტომ არის სა­ინ­ტე­რე­სო, რომ არ­ქა­უ­ლი პე­რი­ო­დი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის პე­რი­ოდს მო­ი­ცავს. 20-ზე მეტი ავ­ტო­რი მუ­შა­ობ­და მას­ზე, ცნო­ბი­ლი, ჭკვი­ა­ნი და კარ­გი ის­ტო­რი­კო­სე­ბი, აკა­დე­მი­კო­სე­ბი, პრო­ფე­სო­რე­ბი. ვი­საც კი შე­ეძ­ლო და ეს საქ­მე მისი პრე­რო­გა­ტი­ვა იყო, ყვე­ლა ჩა­ერ­თო. წიგნ­მა ნამ­დვი­ლად რე­კორ­დი მოხ­სნა. რა­ო­დე­ნო­ბამ 50.000-ს გა­და­ა­ჭარ­ბა. მკი­თხვე­ლი დღე­საც რე­კავს და ამ წიგნს ითხოვს.

ქეთი კი­ღუ­რა­ძე, გა­მომ­ცემ­ლო­ბა "სი­ეს­ტას" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი:

- გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძის "გუ­რუ­ლი დღი­უ­რე­ბი" არა მარ­ტო ჩვე­ნი ბესტსე­ლე­რია, მი­მაჩ­ნია, რომ ეროვ­ნუ­ლი ბესტსე­ლე­რი გახ­ლავთ. ის გა­სულ წელს ყვე­ლა­ზე კარ­გად გა­ყი­დუ­ლი, ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რის მიერ შექ­მნი­ლი წიგ­ნია. "გუ­რუ­ლი დღი­უ­რე­ბის" შემ­დეგ "ქარ­თუ­ლი ენის გრა­მა­ტი­კა ზარ­მა­ცე­ბის­თვის" გა­მო­ვე­ცით და მას­ზეც დიდი მო­თხოვ­ნა იყო, თუმ­ცა, კე­კე­ლი­ძის წიგ­ნი ლი­დე­რობს.

- რამ­დე­ნია უკვე გა­მო­ცე­მუ­ლი?

- 10.000-ს გა­და­ა­ჭარ­ბა.

- რო­გორ გგო­ნი­ათ, რა აქ­ცევს წიგნს ბესტსე­ლე­რად? რა­ტომ ჩნდე­ბა ხოლ­მე ამა თუ იმ ნა­მუ­შე­ვარ­ზე დიდი მო­თხოვ­ნი­ლე­ბა?

- ეგ რომ ვი­ცო­დეთ, მარ­ტო მა­სეთ წიგ­ნებს გა­მოვ­ცემ­დით. რო­დე­საც წიგ­ნის გა­მო­ცე­მა­ზე ვმუ­შა­ობთ, გვგო­ნია, რომ ის უნი­კა­ლუ­რი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, მაგ­რამ იქი­დან რო­მე­ლი იქ­ცე­ვა ბესტსე­ლე­რად, ამის გა­მოც­ნო­ბა და პროგ­ნო­ზი შე­უძ­ლე­ბე­ლია.

გა­მომ­ცემ­ლო­ბა "დი­ო­გე­ნე­ში" ასე გვი­პა­სუ­ხეს:

- ჩვენ­თან ქარ­თუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი­დან კოტე ჯან­დი­ე­რის "კონ­კი­ას ღამე" ლი­დე­რობს, მაგ­რამ ეს არ ით­ვლე­ბა მა­ინ­ცდა­მა­ინც ბესტსე­ლე­რად, შე­იძ­ლე­ბა ბესტსე­ლე­რად მი­ვიჩ­ნი­ოთ ვა­ხუშ­ტი კო­ტე­ტიშ­ვი­ლის "მო­უკ­რე­ფავ­ნი", ტი­რა­ჟი ძა­ლი­ან სწრა­ფად გა­ი­ყი­და. აქვე შე­იძ­ლე­ბა აბო ია­შა­ღაშ­ვი­ლის "რო­ი­ალ მერი" და "ოს­მა­ლუ­რი მარ­ში" და­ვა­სა­ხე­ლოთ, მისი წიგ­ნე­ბი წარ­მა­ტე­ბით იყი­დე­ბა.

ნინო ნა­დი­ბა­ი­ძე, "ბა­კურ სუ­ლა­კა­უ­რის გა­მომ­ცემ­ლო­ბის" პი­არ­მე­ნე­ჯე­რი:

- ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ შე­წყვე­ტი­ლა დათო ტუ­რაშ­ვი­ლის "ჯინ­სე­ბის თა­ო­ბის" რეპ­რინ­ტი, დიდი რა­ო­დე­ნო­ბით გა­ი­ყი­და და ეს დი­ნა­მი­კა არ მცირ­დე­ბა, აღ­ნიშ­ნუ­ლი წიგ­ნი მუდ­მი­ვად მო­თხოვ­ნა­დია და ჩვე­ნი პროგ­ნო­ზით, კი­დევ დიდ­ხანს იარ­სე­ბებს მისი წა­კი­თხვის მსურ­ვე­ლი. მოს­წონთ ასე­ვე "საბვშვო ენ­ციკ­ლო­პე­დია", რაც 10 წელ­ზე მე­ტია გა­მო­ი­ცე­მა. ეს გვაძ­ლევს იმა­ზე ფიქ­რის სა­ბაბს, რომ სა­ბავ­შვო-შე­მეც­ნე­ბი­თი წიგ­ნე­ბი ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია.

ირაკ­ლი ბა­კუ­რი­ძე, გა­მომ­ცემ­ლო­ბის "წიგ­ნე­ბი ბა­თუმ­ში" დი­რექ­ტო­რი:

- ჩვე­ნი გა­მო­ცე­მე­ბი­დან ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია სა­ლო­მე ბე­ნი­ძის "ქა­ლა­ქი წყალ­ზე". ის ბოლო თვე­ე­ბის მან­ძილ­ზე, ზო­გა­დად, ქარ­თუ­ლი წიგ­ნის ბა­ზარ­ზე, ერთ-ერთი ბესტსე­ლე­რია. სა­ლო­მე "წი­ნან­დლის" ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრე­მი­ის მფლო­ბე­ლია. სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში 2000 ცალი გა­მო­ვე­ცით. ასე­ვე ლი­დე­რობს გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძის, რო­მა­ნი "ორი თავ­გა­და­სა­ვა­ლი", რამ­დე­ნი­მე თვე­ში 4000 ეგ­ზემპლა­რია და­ბეჭ­დი­ლი.

- რო­გორ ფიქ­რობთ, რა გან­სა­ზღვრავს წიგ­ნის წარ­მა­ტე­ბას?

- რო­დე­საც ქარ­თველ მწე­რალ­ზეა ლა­პა­რა­კი, ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­ხელ­სა და წიგ­ნის თე­მა­ტი­კას აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ანუ რა­ზეც წერს მწე­რა­ლი. მა­გა­ლი­თად, სა­ლო­მე ბე­ნი­ძის შემ­თხვე­ვა­ში, იყო მო­ლო­დი­ნი, რომ წიგ­ნი ქა­ლებ­ზე, მათ პრობ­ლე­მებ­სა და ცხოვ­რე­ბა­ზე იქ­ნე­ბო­და. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, იქ უფრო მეტი ეწე­რა, ვიდ­რე ქა­ლე­ბის ის­ტო­რი­ე­ბი. გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძის შემ­თხვე­ვა­ში, თა­ვად ავ­ტო­რი თა­მა­შობს დიდ როლს, ამა­ვე დროს სა­ინ­ტე­რე­სოა გი­ორ­გის თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი 90-იანი წლე­ბი, ზო­გა­დად, ჩვე­ნი რე­ა­ლო­ბა.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

რომელია ბოლო წლების ქართული ბესტსელერები

რომელია ბოლო წლების ქართული ბესტსელერები

ბესტსელერია ყველა ის წიგნი, რომელსაც განსაკუთრებული კომერციული წარმატება მოაქვს, დიდი ტირაჟით გამოდის და მკითხველის მოწონებით, აღიარებით სარგებლობს. "ამბები.გე" ბოლო წლების ქართული ბესტსელერებით დაინტერესდა და ტოპ ბესტსელერების სიის შესადგენად, ქართულ გამომცემლობებს დავუკავშირდა.

ნინო დეკანოსიძე, გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მთავარი რედაქტორი:

- ჩვენთვის ბოლოდროინდლი ბესტსელერი "საქართველოს ისტორიის" ოთხტომეული აღმოჩნდა, რომელიც სასაჩუქრე ვერსია გახლდათ, - ყუთში იყო მოთავსებული. მართლაც საოცრება მოხდა, არნახული რაოდენობით გაიყიდა. ასევე მოხდა ბიბლიის გამოცემის შემდეგ, რომელიც გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად იყიდებოდა. "საქართველოს ისტორია" იმიტომ არის საინტერესო, რომ არქაული პერიოდიდან მოყოლებული, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების პერიოდს მოიცავს. 20-ზე მეტი ავტორი მუშაობდა მასზე, ცნობილი, ჭკვიანი და კარგი ისტორიკოსები, აკადემიკოსები, პროფესორები. ვისაც კი შეეძლო და ეს საქმე მისი პრეროგატივა იყო, ყველა ჩაერთო. წიგნმა ნამდვილად რეკორდი მოხსნა. რაოდენობამ 50.000-ს გადააჭარბა. მკითხველი დღესაც რეკავს და ამ წიგნს ითხოვს.

ქეთი კიღურაძე, გამომცემლობა "სიესტას" დამფუძნებელი:

- გიორგი კეკელიძის "გურული დღიურები" არა მარტო ჩვენი ბესტსელერია, მიმაჩნია, რომ ეროვნული ბესტსელერი გახლავთ. ის გასულ წელს ყველაზე კარგად გაყიდული, ქართველი ავტორის მიერ შექმნილი წიგნია. "გურული დღიურების" შემდეგ "ქართული ენის გრამატიკა ზარმაცებისთვის" გამოვეცით და მასზეც დიდი მოთხოვნა იყო, თუმცა, კეკელიძის წიგნი ლიდერობს.

- რამდენია უკვე გამოცემული?

- 10.000-ს გადააჭარბა.

- როგორ გგონიათ, რა აქცევს წიგნს ბესტსელერად? რატომ ჩნდება ხოლმე ამა თუ იმ ნამუშევარზე დიდი მოთხოვნილება?

- ეგ რომ ვიცოდეთ, მარტო მასეთ წიგნებს გამოვცემდით. როდესაც წიგნის გამოცემაზე ვმუშაობთ, გვგონია, რომ ის უნიკალური და მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის, მაგრამ იქიდან რომელი იქცევა ბესტსელერად, ამის გამოცნობა და პროგნოზი შეუძლებელია.

გამომცემლობა "დიოგენეში" ასე გვიპასუხეს:

- ჩვენთან ქართული გამოცემებიდან კოტე ჯანდიერის "კონკიას ღამე" ლიდერობს, მაგრამ ეს არ ითვლება მაინცდამაინც ბესტსელერად, შეიძლება ბესტსელერად მივიჩნიოთ ვახუშტი კოტეტიშვილის "მოუკრეფავნი", ტირაჟი ძალიან სწრაფად გაიყიდა. აქვე შეიძლება აბო იაშაღაშვილის "როიალ მერი" და "ოსმალური მარში" დავასახელოთ, მისი წიგნები წარმატებით იყიდება.

ნინო ნადიბაიძე, "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" პიარმენეჯერი:

- ბოლო წლების განმავლობაში არ შეწყვეტილა დათო ტურაშვილის "ჯინსების თაობის" რეპრინტი, დიდი რაოდენობით გაიყიდა და ეს დინამიკა არ მცირდება, აღნიშნული წიგნი მუდმივად მოთხოვნადია და ჩვენი პროგნოზით, კიდევ დიდხანს იარსებებს მისი წაკითხვის მსურველი. მოსწონთ ასევე "საბვშვო ენციკლოპედია", რაც 10 წელზე მეტია გამოიცემა. ეს გვაძლევს იმაზე ფიქრის საბაბს, რომ საბავშვო-შემეცნებითი წიგნები ძალიან პოპულარულია.

ირაკლი ბაკურიძე, გამომცემლობის "წიგნები ბათუმში" დირექტორი:

- ჩვენი გამოცემებიდან ძალიან პოპულარულია სალომე ბენიძის "ქალაქი წყალზე". ის ბოლო თვეების მანძილზე, ზოგადად, ქართული წიგნის ბაზარზე, ერთ-ერთი ბესტსელერია. სალომე "წინანდლის" ლიტერატურული პრემიის მფლობელია. სამი თვის განმავლობაში 2000 ცალი გამოვეცით. ასევე ლიდერობს გიორგი კეკელიძის, რომანი "ორი თავგადასავალი", რამდენიმე თვეში 4000 ეგზემპლარია დაბეჭდილი.

- როგორ ფიქრობთ, რა განსაზღვრავს წიგნის წარმატებას?

- როდესაც ქართველ მწერალზეა ლაპარაკი, ამ შემთხვევაში სახელსა და წიგნის თემატიკას აქვს მნიშვნელობა, ანუ რაზეც წერს მწერალი. მაგალითად, სალომე ბენიძის შემთხვევაში, იყო მოლოდინი, რომ წიგნი ქალებზე, მათ პრობლემებსა და ცხოვრებაზე იქნებოდა. როგორც აღმოჩნდა, იქ უფრო მეტი ეწერა, ვიდრე ქალების ისტორიები. გიორგი კეკელიძის შემთხვევაში, თავად ავტორი თამაშობს დიდ როლს, ამავე დროს საინტერესოა გიორგის თვალით დანახული 90-იანი წლები, ზოგადად, ჩვენი რეალობა.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"