თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი უქმდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე მსჯელობენ.
დღევანდელ სხდომაზე დედქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ იგეგმება მერიის ა(ა)იპ-ებისა და სსიპ-ების გაერთიანება, რათა მოხდეს რესურსების სწორად მობილიზება და გადანაწილება.
თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრს დედაქალაქის ყოფილი ვიცე მერი ალექსანდრე მარგიშვილი ხელმძღვანელობდა.