დედაქალაქის რამდენიმე უბანს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, კრწანისის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, კრწანისის და გულიას ქუჩების მცხოვრებლებს (413 აბონენტი).11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, გულიას და ხეივნის ქუჩების მცხოვრებლებს (109 აბონენტი).
მთაწმინდის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), პუშკინის, ასათიანის და გუდიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს (128 აბონენტი). 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭონქაძის და ჩიტაძის ქუჩების მცხოვრებლებს (113 აბონენტი).
ნაძალადევის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, მეტრო ღრმაღელის მიმდებარე ტერიტორიის, ჟღენტის, ხვანჭკარის, ირემაშვილის, ტყიბულის, ჩარგლის და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩების მცხოვრებლებს (198 აბონენტი).
საბურთალოს რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 09:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ბუდაპეშტის, ტაშკენტის, ნუცუბიძის, ქართველიშვილის, კანდელაკის, ჭილაძის, ზემო ვეძისის, ზოვრეთის, ონიაშვილის, ოდესის, ლუქსემბურგის, ლვოვის, ლევანდოვსკის, ვოლოდარსკის, ცხინვალის, არდაზიანის, ჩერქეზიშილის და მგალობლიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის მცხოვრებლებს (634 აბონენტი).
საკაბელო ტრასების გამოკვლევის მიზნით 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ბუდაპეშტის და ტაშკენტის ქუჩების მცხოვრებლებს (640 აბონენტი).
ისნის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოგდან ხმელნიცკის, თეთრიწყაროს, წულაძის და ციხისძირის ქუჩების მცხოვრებლებს (444 აბონენტი).
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.