სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ასეთი განცხადებები შემთხვევით არ კეთდება"
"ასეთი განცხადებები შემთხვევით არ კეთდება"

რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრ სერ­გეი­ ლავ­რო­ვის გან­ცხა­დე­ბებს, რო­მე­ლიც შე­მა­ჯა­მე­ბელ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სა­ქარ­თვ­ელოს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ა­კე­თა, დიდი რე­ზო­ნან­სი მოჰ­ყვა. მან ტრა­დი­ცი­ას არც ამ­ჯე­რად უღა­ლა­ტა და პო­ზი­ტი­უ­რი შე­ფა­სე­ბე­ბის შემ­დეგ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი დარ­ტყმაც მოგ­ვა­ყე­ნა. ლავ­როვ­მა თავ­და­პირ­ვე­ლად ილა­პა­რა­კა სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სეთს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის პო­ზი­ტი­ურ დი­ნა­მი­კა­ზე:"რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბა გა­ყინ­ვის სტა­დი­ი­დან გა­მო­დის. ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ექ­სპრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი შეც­დო­მე­ბის­თვის მე­ზობ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში სა­ფა­სურს არ უნდა იხ­დი­დეს". ლავ­როვ­მა გა­მოთ­ქვა მზად­ყოფ­ნა, შეხ­ვდეს თა­ვის­ ქარ­თველ კო­ლე­გას, თუმ­ცა­ იქვე დას­ძი­ნა, რომ პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში ტე­რო­რის­ტუ­ლი საფრ­თხე არ გამ­ქრა­ლა და "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" მებ­რძო­ლე­ბი პან­კი­სის ხე­ო­ბას წვრთნე­ბის­თვის იყე­ნე­ბენ. აშ­კა­რა იყო, ეს წი­ნას­წარ გან­ზრ­ახუ­ლი გან­ცხა­დე­ბა გახ­ლდათ, გარ­კვე­უ­ლი ადრ­ესა­ტე­ბის­თვის...

რა სურს რუ­სეთს, რამ­დე­ნად რეა­ლუ­რია ორი ქვეყ­ნის სა­გა­რეო უწყე­ბის ხელ­მძღვ­ანელ­თა შეხ­ვედ­რა, მზად არის კი კრემ­ლი ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი - ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის სა­კი­თხზე დი­ა­ლო­გის­თვის? ამ თე­მებ­ზე რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სპე­ცი­ა­ლურ­ წარ­მო­მად­გე­ნელს, ზუ­რაბ აბა­ში­ძეს ვე­სა­უბ­რეთ:

- რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რია ლავ­როვ­ჯა­ნე­ლი­ძის შეხ­ვედ­რა, როცა რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­ არ არ­სე­ბობს?

- ჩვენ­მა პრე­მი­ერ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ასე­თი­ შეხ­ვედ­რის გა­მარ­თვა შე­საძ­ლოა, გან­ხილ­ვის სა­გა­ნი იყოს. ამი­სათ­ვის სა­ჭი­როა მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ოს ჩა­ტა­რე­ბა,­ რაც სა­გა­რეო უწყე­ბის პრე­რო­გა­ტი­ვაა. დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის არ­ქო­ნა არ გა­მო­რი­ცხავს ასეთ კონ­ტაქ­ტებს. მთა­ვა­რია, მიღ­წე­ულ იქ­ნას რე­ა­ლუ­რი შე­დე­გე­ბი. ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გახ­ლავთ აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის პრობ­ლე­მა.

გაგ­რძე­ლე­ბა

ასე­ვე იხი­ლეთ| დო­ნალდ ჯენ­სე­ნი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ რუ­სე­თი ტე­რო­რიზ­მის სა­ბა­ბით პან­კის­ში შე­იჭ­რას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა

"ასეთი განცხადებები შემთხვევით არ კეთდება"

"ასეთი განცხადებები შემთხვევით არ კეთდება"

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი­ ლავროვის განცხადებებს, რომელიც შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე საქართვ­ელოსთან დაკავშირებით გააკეთა, დიდი რეზონანსი მოჰყვა. მან ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და პოზიტიური შეფასებების შემდეგ მიზანმიმართული დარტყმაც მოგვაყენა. ლავროვმა თავდაპირველად ილაპარაკა საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობის პოზიტიურ დინამიკაზე:"რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა გაყინვის სტადიიდან გამოდის. ქართველი ხალხი ექსპრეზიდენტ სააკაშვილის დანაშაულებრივი შეცდომებისთვის მეზობლებთან ურთიერთობაში საფასურს არ უნდა იხდიდეს". ლავროვმა გამოთქვა მზადყოფნა, შეხვდეს თავის­ ქართველ კოლეგას, თუმცა­ იქვე დასძინა, რომ პანკისის ხეობაში ტერორისტული საფრთხე არ გამქრალა და "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები პანკისის ხეობას წვრთნებისთვის იყენებენ. აშკარა იყო, ეს წინასწარ განზრ­ახული განცხადება გახლდათ, გარკვეული ადრ­ესატებისთვის...

რა სურს რუსეთს, რამდენად რეა­ლურია ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვ­ანელთა შეხვედრა, მზად არის კი კრემლი ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი - ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე დიალოგისთვის? ამ თემებზე რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ­ წარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძეს ვესაუბრეთ:

- რამდენად რეალურია ლავროვ­ჯანელიძის შეხვედრა, როცა რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები­ არ არსებობს?

- ჩვენმა პრემიერმა განაცხადა, რომ ასეთი­ შეხვედრის გამართვა შესაძლოა, განხილვის საგანი იყოს. ამისათვის საჭიროა მოსამზადებელი სამუშაოს ჩატარება,­ რაც საგარეო უწყების პრეროგატივაა. დიპლომატიური ურთიერთობის არქონა არ გამორიცხავს ასეთ კონტაქტებს. მთავარია, მიღწეულ იქნას რეალური შედეგები. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემა.

გაგრძელება

ასევე იხილეთ| დონალდ ჯენსენი არ გამორიცხავს, რომ რუსეთი ტერორიზმის საბაბით პანკისში შეიჭრას

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."