კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გახმაურებული გაუხსნელი მკვლელობები საქართველოში
გახმაურებული გაუხსნელი მკვლელობები საქართველოში

ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის, ბე­სიკ ხარ­ძი­ა­ნი­ას და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ცნო­ბი­ლი პერ­სო­ნის მკვლე­ლო­ბის საქ­მე ან გა­უხ­სნე­ლია, ან გახ­სნი­ლი, თუმ­ცა საქ­მის დე­ტა­ლე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის წლე­ბია ბუ­რუ­სით მო­ცუ­ლია და კი­თხვებს აჩენს. AMBEBI.GE სტა­ტი­ა­ში გა­გახ­სე­ნებთ წლე­ბის წინ მომ­ხდარ რამ­დე­ნი­მე მკვლე­ლო­ბას, რომ­ლებ­ზეც თა­ვის დრო­ზე ბევ­რი ით­ქვა და და­ი­წე­რა, თუმ­ცა უკვე თით­ქმის ათე­ულ წელ­ზე მე­ტია, ამ საქ­მე­ე­ბის გა­მო­ძი­ე­ბა­ში ახა­ლი არა­ფე­რია და ისი­ნი კვლავ გა­უხ­სნე­ლად ით­ვლე­ბა...

და­ვით ბახ­ტა­ძის მკვლე­ლო­ბა

2001 წლის 29 ოქ­ტომ­ბერს, ღა­მის თორ­მე­ტის ნა­ხე­ვარ­ზე, აე­რო­პორ­ტის და­სახ­ლე­ბა­ში, და­უდ­გე­ნე­ლი პი­რე­ბი თავს და­ესხნენ "აირ­ზე­ნას" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის თა­მაზ გა­ი­აშ­ვი­ლის ავ­ტო­მო­ბილს. თავ­დას­ხმის დროს მოკ­ლეს გა­ი­აშ­ვი­ლის დის­შვი­ლი - 27 წლის და­ვით ბახ­ტა­ძე, რო­მე­ლიც ბი­ძის მან­ქა­ნას მარ­თავ­და. მას 3 ტყვია ეს­რო­ლეს, აქე­დან 2 - სა­კონ­ტრო­ლო. თავ­დამ­სხმე­ლებს ბახ­ტა­ძე ბი­ძა­ში შე­ე­შა­ლათ.

დუდუ და­დი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა

33 წლის დუდუ (და­ვით) და­დი­ა­ნი 2002 წლის 22 იან­ვარს მოკ­ლეს. კა­ლათ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის ვიცე-პრე­ზი­დენტს კი­ლერ­მა სპორ­ტის დე­პარ­ტა­მენ­ტის შე­ნო­ბის შე­სას­ვლელ­ში მა­კა­რო­ვის სის­ტე­მის პის­ტო­ლე­ტი­დან რვა­ჯერ ეს­რო­ლა. მოკ­ლულს სამი ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და. მე­გობ­რებ­მა დაჭ­რი­ლი კი­ბე­ზე იპო­ვეს. თვითმხილ­ვე­ლე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ მკვლე­ლი სპორ­ტულ ტან­საც­მელ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი იყო, რო­მე­ლიც შე­ნო­ბა­ში შეს­ვლი­დან 5 წუთ­ში გა­მო­ვი­და და გა­იქ­ცა... ერთ-ერთი ვერ­სი­ით, მკვლე­ლო­ბას ჰყავ­და ერთი თვითმხილ­ვე­ლი, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით კიკ­ვი­ძის ბაღ­ში მოკ­ლეს. ამ გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი და ბუ­რუ­სით მო­ცუ­ლი მკვლე­ლო­ბის გა­მო­ძი­ე­ბა ორ­ჯერ და­ი­წყო, თუმ­ცა ახა­ლი არა­ფე­რი გარ­კვე­უ­ლა, არც და­დი­ა­ნის მკვლე­ლი დას­ჯი­ლა. 2012 წლის 30 ნო­ემ­ბერს დუდუ და­დი­ა­ნის ოჯახ­მა მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გან­ცხა­დე­ბა შე­ი­ტა­ნა და საქ­მის ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ძი­ე­ბა მო­ი­თხო­ვა...

კახი ასა­თი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა

ბიზ­ნეს­მე­ნის, "აირ­ზე­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ავი­ა­ხა­ზე­ბის" ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი, კახი ასა­თი­ა­ნი, 2002 წლის 20 ნო­ემ­ბერს, თბი­ლის­ში, აბა­ში­ძის ქუ­ჩა­ზე, სა­ღა­მოს 19:00 სა­ათ­ზე სა­კუ­თარ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში ჩა­ცხრი­ლეს. 16 ტყვი­ი­დან მსხვერ­პლს 7 მოხ­ვდა. ასა­თი­ა­ნი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. "აირ­ზე­ნას" ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ორი ვერ­სია ვრცელ­დე­ბო­და: პირ­ვე­ლი მის საქ­მი­ა­ნო­ბას უკავ­შირ­დე­ბო­და. კერ­ძოდ, თით­ქოს, კახი ასა­თი­ა­ნის ლიკ­ვი­და­ცი­ით კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი ტა­რი­ელ ონი­ა­ნი იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. მე­ო­რე ვერ­სი­ით კი, ასა­თი­ა­ნი შუ­რის­ძი­ე­ბის მსხვერ­პლი გახ­და და მისი მკვლე­ლო­ბა დუდუ და­დი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა იყო.

ბახ­ტა­ძის, ასა­თი­ა­ნი­სა და და­დი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის სა­ერ­თო მი­ზეზ­ზე ბევ­რს სა­უბ­რობ­დნენ, რომ სა­მი­ვე მკვლე­ლო­ბა ერთი და იმა­ვე პი­რის მიერ იყო დაკ­ვე­თი­ლი, მაგ­რამ ვინ იყო ეს იდუ­მა­ლი მკვლე­ლი, ამა­ზე პა­სუ­ხი ჯერ არ არ­სე­ბობს...

გუ­რამ თევ­ზა­ძის მკვლე­ლო­ბა

თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, და­ვით თევ­ზა­ძის ძმა, გუ­რამ თევ­ზა­ძე 2000 წლის 1 ივ­ნისს, დიდ დი­ღომ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ტე­რაქ­ტის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს იყო წი­ნას­წარ და­გეგ­მი­ლი ტე­რო­რის­ტუ­ლი აქტი. გა­უხ­სნელ საქ­მე­ზე ყო­ფილ­მა თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა და­ვით თევ­ზა­ძემ ცოტა ხნის წინ და­წე­რა: "დღეს 2015 წლის 1 ივ­ნი­სია. 15 წელი გა­ვი­და რაც ჩემი ძმა, გუ­რამ თევ­ზა­ძე უღ­მერ­თოდ მოკ­ლეს. დღემ­დე არც ერთ ხე­ლი­სუ­ფალს არ გახ­სე­ნე­ბია, რომ ტე­აქტს გა­მო­ძი­ე­ბა ჭირ­დე­ბა, მკვლელს პოვ­ნა, ხოლო ნა­პოვნს გა­სა­მარ­თლე­ბა. და ამ დროს არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს, ვინ ვისი ძმაა, მა­მაა თუ შვი­ლი. ხან­დაზ­მუ­ლო­ბის ვადა აქ არ მოქ­მე­დებს. ასეთ ვი­თა­რე­ბა­თა გა­მოა, რომ ხე­ლი­სუ­ფალ­ნი კარ­გა­ვენ ნდო­ბას. თუ ვინ­მე ფიქ­რობს, რომ ჩემი ძმა არა­ვის გა­ახ­სენ­დე­ბა, ცდე­ბა ძა­ლი­ან. ბევ­რნი ვართ, ვი­საც გვახ­სოვს. სა­ხელ­მწი­ფოს ხათ­რით, ჯერ კი­დევ სა­ხელ­მწი­ფოს ვე­ლო­დე­ბით. შეგ­ვიძ­ლია ვე­ლო­დოთ კი­დევ. ერთ დღეს უფა­ლი აუ­ცი­ლებ­ლად მიგ­ვა­ნიშ­ნებს ვის­ზე და რო­გორ ვი­ძი­ოთ შური, და იმ დღეს, ვფი­ცა­ვარ, ისე­ვე და­უნ­დობ­ლე­ბი ვიქ­ნე­ბით, რო­გორც ისი­ნი, ვინც 15 წლის წინ ჩემი ძმა მოკ­ლა".

გუ­რამ შა­რა­ძის მკვლე­ლო­ბა

2007 წლის 20 მა­ისს, ყო­ფი­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რი, აკა­დე­მი­კო­სი გუ­რამ შა­რა­ძე თბი­ლის­ში, მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე მოკ­ლეს. ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან მი­ყე­ნე­ბუ­ლი სამი ჭრი­ლო­ბით იგი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. გუ­რამ შა­რა­ძის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გი­ორ­გი ბა­რა­თე­ლი და­ა­კა­ვეს, თუმ­ცა აკა­დე­მი­კო­სის ოჯა­ხის წევ­რე­ბი მკვლე­ლო­ბის პო­ლი­ტი­კურ მო­ტივ­ზე სა­უბ­რო­ბენ. გუ­რამ შა­რა­ძის ქა­ლიშ­ვი­ლის, რუ­სუ­დან შა­რა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­მი­სის მკვლე­ლო­ბა­ში ახა­ლი მოწ­მე გა­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც ყო­ფი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლია. 2015 წელს თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რამ გუ­რამ შა­რა­ძის საქ­მე მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას გა­დას­ცა.

თეა ბე­ჟი­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

გახმაურებული გაუხსნელი მკვლელობები საქართველოში

გახმაურებული გაუხსნელი მკვლელობები საქართველოში

ეროსი კიწმარიშვილის, ბესიკ ხარძიანიას და კიდევ რამდენიმე ცნობილი პერსონის მკვლელობის საქმე ან გაუხსნელია, ან გახსნილი, თუმცა საქმის დეტალები საზოგადოებისთვის წლებია ბურუსით მოცულია და კითხვებს აჩენს. AMBEBI.GE სტატიაში გაგახსენებთ წლების წინ მომხდარ რამდენიმე მკვლელობას, რომლებზეც თავის დროზე ბევრი ითქვა და დაიწერა, თუმცა უკვე თითქმის ათეულ წელზე მეტია, ამ საქმეების გამოძიებაში ახალი არაფერია და ისინი კვლავ გაუხსნელად ითვლება...

დავით ბახტაძის მკვლელობა

2001 წლის 29 ოქტომბერს, ღამის თორმეტის ნახევარზე, აეროპორტის დასახლებაში, დაუდგენელი პირები თავს დაესხნენ "აირზენას" გენერალური დირექტორის თამაზ გაიაშვილის ავტომობილს. თავდასხმის დროს მოკლეს გაიაშვილის დისშვილი - 27 წლის დავით ბახტაძე, რომელიც ბიძის მანქანას მართავდა. მას 3 ტყვია ესროლეს, აქედან 2 - საკონტროლო. თავდამსხმელებს ბახტაძე ბიძაში შეეშალათ.

დუდუ დადიანის მკვლელობა

33 წლის დუდუ (დავით) დადიანი 2002 წლის 22 იანვარს მოკლეს. კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს კილერმა სპორტის დეპარტამენტის შენობის შესასვლელში მაკაროვის სისტემის პისტოლეტიდან რვაჯერ ესროლა. მოკლულს სამი ჭრილობა ჰქონდა. მეგობრებმა დაჭრილი კიბეზე იპოვეს. თვითმხილველები ამბობდნენ, რომ მკვლელი სპორტულ ტანსაცმელში გამოწყობილი ახალგაზრდა მამაკაცი იყო, რომელიც შენობაში შესვლიდან 5 წუთში გამოვიდა და გაიქცა... ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობას ჰყავდა ერთი თვითმხილველი, რომელიც მოგვიანებით კიკვიძის ბაღში მოკლეს. ამ გახმაურებული და ბურუსით მოცული მკვლელობის გამოძიება ორჯერ დაიწყო, თუმცა ახალი არაფერი გარკვეულა, არც დადიანის მკვლელი დასჯილა. 2012 წლის 30 ნოემბერს დუდუ დადიანის ოჯახმა მთავარ პროკურატურაში განცხადება შეიტანა და საქმის ხელახალი გამოძიება მოითხოვა...

კახი ასათიანის მკვლელობა

ბიზნესმენის, "აირზენა საქართველოს ავიახაზების" ვიცე-პრეზიდენტი, კახი ასათიანი, 2002 წლის 20 ნოემბერს, თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე, საღამოს 19:00 საათზე საკუთარ ავტომანქანაში ჩაცხრილეს. 16 ტყვიიდან მსხვერპლს 7 მოხვდა. ასათიანი ადგილზე გარდაიცვალა. "აირზენას" ვიცე-პრეზიდენტის მკვლელობასთან დაკავშირებით, ორი ვერსია ვრცელდებოდა: პირველი მის საქმიანობას უკავშირდებოდა. კერძოდ, თითქოს, კახი ასათიანის ლიკვიდაციით კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი იყო დაინტერესებული. მეორე ვერსიით კი, ასათიანი შურისძიების მსხვერპლი გახდა და მისი მკვლელობა დუდუ დადიანის მკვლელობის გაგრძელება იყო.

ბახტაძის, ასათიანისა და დადიანის მკვლელობის საერთო მიზეზზე ბევრს საუბრობდნენ, რომ სამივე მკვლელობა ერთი და იმავე პირის მიერ იყო დაკვეთილი, მაგრამ ვინ იყო ეს იდუმალი მკვლელი, ამაზე პასუხი ჯერ არ არსებობს...

გურამ თევზაძის მკვლელობა

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით თევზაძის ძმა, გურამ თევზაძე 2000 წლის 1 ივნისს, დიდ დიღომში განხორციელებული ტერაქტის შედეგად დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი ტერორისტული აქტი. გაუხსნელ საქმეზე ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ ცოტა ხნის წინ დაწერა: "დღეს 2015 წლის 1 ივნისია. 15 წელი გავიდა რაც ჩემი ძმა, გურამ თევზაძე უღმერთოდ მოკლეს. დღემდე არც ერთ ხელისუფალს არ გახსენებია, რომ ტეაქტს გამოძიება ჭირდება, მკვლელს პოვნა, ხოლო ნაპოვნს გასამართლება. და ამ დროს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ვინ ვისი ძმაა, მამაა თუ შვილი. ხანდაზმულობის ვადა აქ არ მოქმედებს. ასეთ ვითარებათა გამოა, რომ ხელისუფალნი კარგავენ ნდობას. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ჩემი ძმა არავის გაახსენდება, ცდება ძალიან. ბევრნი ვართ, ვისაც გვახსოვს. სახელმწიფოს ხათრით, ჯერ კიდევ სახელმწიფოს ველოდებით. შეგვიძლია ველოდოთ კიდევ. ერთ დღეს უფალი აუცილებლად მიგვანიშნებს ვისზე და როგორ ვიძიოთ შური, და იმ დღეს, ვფიცავარ, ისევე დაუნდობლები ვიქნებით, როგორც ისინი, ვინც 15 წლის წინ ჩემი ძმა მოკლა".

გურამ შარაძის მკვლელობა

2007 წლის 20 მაისს, ყოფილი პარლამენტარი, აკადემიკოსი გურამ შარაძე თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე მოკლეს. ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული სამი ჭრილობით იგი ადგილზე გარდაიცვალა. გურამ შარაძის მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა გიორგი ბარათელი დააკავეს, თუმცა აკადემიკოსის ოჯახის წევრები მკვლელობის პოლიტიკურ მოტივზე საუბრობენ. გურამ შარაძის ქალიშვილის, რუსუდან შარაძის ინფორმაციით, მამამისის მკვლელობაში ახალი მოწმე გამოჩნდა, რომელიც ყოფილი პოლიციელია. 2015 წელს თბილისის პროკურატურამ გურამ შარაძის საქმე მთავარ პროკურატურას გადასცა.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ