პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მცირე ბიზნესი ქართულად: ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი - უკან
მცირე ბიზნესი ქართულად: ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი - უკან

"მა­ღა­ზი­ის გახ­სნა ად­ვი­ლია, მისი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა კი - ხე­ლოვ­ნე­ბა", - გვე­უბ­ნე­ბა ჩი­ნუ­რი ან­და­ზა, თუმ­ცა ეს სი­ტყვე­ბი ზედ­მიწ­ვე­ნით მი­ე­სა­და­გე­ბა ქარ­თულ რე­ა­ლო­ბას: ჩვენ­თან ბიზ­ნე­სის და­წყე­ბა იო­ლია, მაგ­რამ მის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას და გა­ფარ­თო­ე­ბას მხო­ლოდ ერ­თე­უ­ლე­ბი ახერ­ხე­ბენ. მცი­რე ბიზ­ნე­სის პრობ­ლე­მებ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი თქმუ­ლა და და­წე­რი­ლა, მაგ­რამ დრო გა­დის, მთავ­რო­ბე­ბი იც­ვლე­ბი­ან, პრობ­ლე­მე­ბი კი - პრობ­ლე­მე­ბად რჩე­ბა.

ნინო კ.-ძე უკვე 15 წე­ლია სურ­სა­თის მა­ღა­ზი­ის მფლო­ბე­ლია. რო­გორც ამ­ბობს, ამ 15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი რამ გა­მო­ი­ა­რა, მაგ­რამ მის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში თით­ქმის არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა. პრობ­ლე­მებ­ზე გუ­ლახ­დი­ლად ჰყვე­ბა, თუმ­ცა ინ­კოგ­ნი­ტოდ დარ­ჩე­ნას ამ­ჯო­ბი­ნებს.

"რაც ჩვენ­მა მთავ­რო­ბებ­მა ამ 15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მცი­რე ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ილა­პა­რა­კეს, მე­ო­თხე­დიც რომ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო, ახლა ყვე­ლა­ფე­რი სხვაგ­ვა­რად იქ­ნე­ბო­და. სი­ტყვით ყვე­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის ხელ­შე­წყო­ბა­ზე "ზრუ­ნავს", საქ­მით კი - ყვე­ლა­ფე­რი სხვაგ­ვა­რა­დაა. ამის ბრა­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მცი­რე მე­წარ­მე­ო­ბა ვერ ვი­თარ­დე­ბა. პი­რა­დად ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბა ერთ ცნო­ბილ გა­მო­ნათ­ქვამს მა­გო­ნებს: "ნა­ბი­ჯი წინ, ორი ნა­ბი­ჯი - უკან". დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში მცი­რე ბიზ­ნე­სი უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და არა­ნა­ი­რი შე­ღა­ვა­თით არ სარ­გებ­ლობს და ეს მა­შინ, როცა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მა­ში მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სი ერთ-ერთ პრი­ო­რი­ტე­ტად სა­ხელ­დე­ბო­და", - გვე­უბ­ნე­ბა ნინო კ.-ძე.

სა­წარ­მო­თა ინო­ვა­ცი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი თა­მაზ ვა­შა­კი­ძეც აცხა­დებს, რომ ქვე­ყა­ნა­ში მცი­რე ბიზ­ნე­სის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად არა­ფე­რი გა­კე­თე­ბუ­ლა.

თა­მაზ ვა­შა­კი­ძე: "ვფიქ­რობ, რომ ამ ხალ­ხის სა­კე­თილ­დღე­ოდ თით­ქმის არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ბიზ­ნესს თან წვე­ლი­ან და თან მუდ­მი­ვი წნე­ხის ქვეშ ამ­ყო­ფე­ბენ, ოღონდ მის­გან რო­გორ­მე ფული ამო­ი­ღონ. ასე იყო წინა მთავ­რო­ბე­ბის დროს, ასეა დღე­საც. სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შემ­დე­გაც აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა. სა­ქარ­თვე­ლო­ში 150 ათა­სი სა­მე­წარ­მეო სუ­ბი­ექ­ტია, 300 ათა­სი კი სა­ბი­უ­ჯე­ტო ან­გა­რიშ­ზე მუ­შა­ობს. სა­ი­დან იღე­ბენ ისი­ნი ხელ­ფასს? - ამ 150 ათა­სი კა­ცის შე­მო­სავ­ლი­დან. სა­ი­დან იღებს 800 ათა­სი პენ­სი­ო­ნე­რი თა­ვის პენ­სი­ას? - ამ 150 ათა­სი მე­წარ­მის ნაშ­რო­მი­დან. ბი­უ­ჯე­ტის 82% სა­გა­და­სა­ხა­დო სის­ტე­მი­დან ივ­სე­ბა - ისევ და ისევ მე­წარ­მე­ე­ბის შე­მო­სავ­ლი­დან. მე ვიცი არა­ერ­თი ფაქ­ტი, თუ რო­გორ უყა­და­ღე­ბენ მათ ან­გა­რი­შებს მხო­ლოდ იმის გამო, რომ ინ­ფორ­მა­ცია დრო­უ­ლად არ მი­ა­წო­დეს შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნო­ებს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა

მცირე ბიზნესი ქართულად: ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი - უკან

მცირე ბიზნესი ქართულად: ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი - უკან

"მაღაზიის გახსნა ადვილია, მისი შენარჩუნება კი - ხელოვნება", - გვეუბნება ჩინური ანდაზა, თუმცა ეს სიტყვები ზედმიწვენით მიესადაგება ქართულ რეალობას: ჩვენთან ბიზნესის დაწყება იოლია, მაგრამ მის შენარჩუნებას და გაფართოებას მხოლოდ ერთეულები ახერხებენ. მცირე ბიზნესის პრობლემებზე საქართველოში ბევრი თქმულა და დაწერილა, მაგრამ დრო გადის, მთავრობები იცვლებიან, პრობლემები კი - პრობლემებად რჩება.

ნინო კ.-ძე უკვე 15 წელია სურსათის მაღაზიის მფლობელია. როგორც ამბობს, ამ 15 წლის განმავლობაში ბევრი რამ გამოიარა, მაგრამ მის საქმიანობაში თითქმის არაფერი შეცვლილა. პრობლემებზე გულახდილად ჰყვება, თუმცა ინკოგნიტოდ დარჩენას ამჯობინებს.

"რაც ჩვენმა მთავრობებმა ამ 15 წლის განმავლობაში მცირე ბიზნესის განვითარებაზე ილაპარაკეს, მეოთხედიც რომ შესრულებულიყო, ახლა ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. სიტყვით ყველა ხელისუფლება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე "ზრუნავს", საქმით კი - ყველაფერი სხვაგვარადაა. ამის ბრალია, რომ საქართველოში მცირე მეწარმეობა ვერ ვითარდება. პირადად ჩემი მდგომარეობა ერთ ცნობილ გამონათქვამს მაგონებს: "ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი - უკან". დღეს საქართველოში მცირე ბიზნესი უმძიმეს მდგომარეობაშია და არანაირი შეღავათით არ სარგებლობს და ეს მაშინ, როცა "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამაში მცირე და საშუალო ბიზნესი ერთ-ერთ პრიორიტეტად სახელდებოდა", - გვეუბნება ნინო კ.-ძე.

საწარმოთა ინოვაციური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი თამაზ ვაშაკიძეც აცხადებს, რომ ქვეყანაში მცირე ბიზნესის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად არაფერი გაკეთებულა.

თამაზ ვაშაკიძე: "ვფიქრობ, რომ ამ ხალხის საკეთილდღეოდ თითქმის არაფერი შეცვლილა. საქართველოში ბიზნესს თან წველიან და თან მუდმივი წნეხის ქვეშ ამყოფებენ, ოღონდ მისგან როგორმე ფული ამოიღონ. ასე იყო წინა მთავრობების დროს, ასეა დღესაც. სააკაშვილის ხელისუფლების შემდეგაც აბსოლუტურად არაფერი შეცვლილა. საქართველოში 150 ათასი სამეწარმეო სუბიექტია, 300 ათასი კი საბიუჯეტო ანგარიშზე მუშაობს. საიდან იღებენ ისინი ხელფასს? - ამ 150 ათასი კაცის შემოსავლიდან. საიდან იღებს 800 ათასი პენსიონერი თავის პენსიას? - ამ 150 ათასი მეწარმის ნაშრომიდან. ბიუჯეტის 82% საგადასახადო სისტემიდან ივსება - ისევ და ისევ მეწარმეების შემოსავლიდან. მე ვიცი არაერთი ფაქტი, თუ როგორ უყადაღებენ მათ ანგარიშებს მხოლოდ იმის გამო, რომ ინფორმაცია დროულად არ მიაწოდეს შესაბამის ორგანოებს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია