სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ეწევა წმინდა ნიკოლოზი ქართველებს - წმინდანთან დაკავშირებული ისტორიები
როგორ ეწევა წმინდა ნიკოლოზი ქართველებს - წმინდანთან დაკავშირებული ისტორიები

მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია დღეს, 19 დე­კემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის მფარ­ვე­ლის, მი­რონ-ლუ­კი­ის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სის, წმინ­და ნი­კო­ლოზ სას­წა­ულ­მოქ­მე­დის ხსე­ნე­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავს.

წმინ­და ნი­კო­ლოზ სას­წა­ულ­მოქ­მე­დი მცი­რე აზი­ა­ში, ლუ­კი­ის მხა­რის ქა­ლაქ პა­თარ­ში, 257 წელს მდი­დარ და ღვთის­მო­შიშ ოჯახ­ში და­ი­ბა­და. სას­წა­ულ­მოქ­მე­დე­ბის უნა­რი წმინ­და ნი­კო­ლოზ­მა შო­ბი­დან­ვე გა­მო­ამ­ჟღავ­ნა - ნათ­ლო­ბი­სას ჩვი­ლი ნი­კო­ლო­ზი ემ­ბაზ­ში და­მო­უ­კი­დებ­ლად რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იდგა. დე­დის რძე­საც ოთხშა­ბა­თო­ბი­თა და პა­რას­კე­ვო­ბით მხო­ლოდ სა­ღა­მო ხანს იღებ­და.

წმინ­დან­მა სი­ცო­ცხლე­ში უამ­რა­ვი სას­წა­უ­ლი აღავ­ლი­ნა და დღე­საც აღევ­ლი­ნე­ბა ქა­ლაქ ბარ­ში, წმინ­და ნი­კო­ლო­ზის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ა­ში დას­ვე­ნე­ბუ­ლი მისი წმინ­და ნა­წი­ლე­ბი­დან, რო­მელ­საც მი­რო­ნი სდის. მი­რონ­ლუ­კი­ი­დან იტა­ლი­ის ქა­ლაქ ბარ­ში წმინ­და ღვდელმთავ­რის წმინ­და ნა­წი­ლე­ბის გა­დას­ვე­ნე­ბა 1087 წელს მოხ­და.

1789 წელს წმინ­და ნი­კო­ლო­ზის მად­ლით ამ­გვა­რი სას­წა­უ­ლი მოხ­და: კა­ხე­თის სო­ფელ არ­ტო­ზან­ში შუ­ამ­თის მო­ნას­ტრის მო­ძღვარ­თმო­ძღვარ­მა არ­ქი­მან­დრიტ­მა ნი­კო­ლოზ მდივ­ნიშ­ვილ­მა წმინ­და ნი­კო­ლო­ზის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ის აშე­ნე­ბა ინე­ბა. ჩად­გეს დიდი ქვის სა­კი­რე და კაცი ცე­ცხლის ასან­თე­ბად შეგ­ზავ­ნეს.

ამ დროს სა­კი­რე ჩა­მო­იქ­ცა, კაცს და­ე­ცა და სულმთლად და­ფა­რა. მოც­ვივ­დნენ თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბი, გა­და­ყა­რეს ქვა და კაცი უვ­ნე­ბე­ლი იპო­ვეს. რო­გორ გა­დარ­ჩიო, ჰკი­თხეს, მან კი უპა­სუ­ხა: "სა­კი­რე რომ ჩა­მო­ინ­გრა, ამ დროს ჩემ­თან ერთი მო­ხუ­ცი კაცი მო­ვი­და, ზედ გა­და­მე­ფა­რა და გა­და­მარ­ჩი­ნაო"... ყვე­ლამ ერ­თად ადი­და უფა­ლი და მისი მონა წმინ­და ნი­კო­ლო­ზი.

* * *

დიდი რწმე­ნა ჰქონ­და წმინ­და ნი­კო­ლო­ზი­სა მამა გაბ­რი­ელს (ურ­გე­ბა­ძე). ერთხელ ში­ნი­დან ქრის­ტეს რწმე­ნის გამო გაქ­ცე­ულ ყრმას ვე­ე­ბერ­თე­ლა ქო­ფა­კი გა­და­ე­ყა­რა და ის-ის იყო დაგ­ლეჯ­და, რომ ამო­ი­ძა­ხა: წმინ­დაო ნი­კო­ლოზ, მიშ­ვე­ლეო. ძაღ­ლი უეც­რად შე­ში­ნე­ბუ­ლი მიტ­რი­ალ­და და გა­იქ­ცა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მა­შინ ბერი გახ­ლდათ, კაც­თა ცი­ლის­წა­მე­ბით შე­წუ­ხე­ბულ­მა გაბ­რი­ელ­მა ჩა­მო­ი­კი­და გულ­ზე წმინ­და ნი­კო­ლო­ზის ხატი და ბა­თუმ­ში ზღვა­ში შე­ვი­და - უფა­ლო, თუ სათ­ნოა შენ­თვის ჩემი ცხოვ­რე­ბა, გა­და­მარ­ჩი­ნეო. ამ დროს ზღვას­თან ახ­ლოს სამ­ხედ­რო ნა­წი­ლი იდგა, ჯა­რის­კა­ცებ­თან ვი­ღაც მო­ხუ­ცი, თეთ­რწვე­რა, მე­ლო­ტი კაცი მი­ვი­და და უთხრა, - ზღვა­ში კაცი იხ­რჩო­ბა და გა­მო­იყ­ვა­ნე­თო.

როცა ჯა­რის­კა­ცებ­მა გაბ­რი­ე­ლი ზღვი­დან გა­მო­იყ­ვა­ნეს და გულ­ზე ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი ხატი უნა­ხეს, ერ­თმა მათ­გან­მა წმინ­და ნი­კო­ლო­ზის ხატ­ში სწო­რედ წე­ღან­დე­ლი ბე­რი­კა­ცი შე­იც­ნო. რუ­სეთ­ში შინ მაქვს მისი ხატი, ნამ­დვი­ლად წმინ­და ნი­კო­ლო­ზი იყოო, - თქვა წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

კა­ხა­ბერ კენ­კიშ­ვი­ლი, "კა­რიბ­ჭე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

როგორ ეწევა წმინდა ნიკოლოზი ქართველებს - წმინდანთან დაკავშირებული ისტორიები

როგორ ეწევა წმინდა ნიკოლოზი ქართველებს - წმინდანთან დაკავშირებული ისტორიები

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 19 დეკემბერს საქართველოს ეკლესიის მფარველის, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის, წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნავს.

წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი მცირე აზიაში, ლუკიის მხარის ქალაქ პათარში, 257 წელს მდიდარ და ღვთისმოშიშ ოჯახში დაიბადა. სასწაულმოქმედების უნარი წმინდა ნიკოლოზმა შობიდანვე გამოამჟღავნა - ნათლობისას ჩვილი ნიკოლოზი ემბაზში დამოუკიდებლად რამდენიმე საათის განმავლობაში იდგა. დედის რძესაც ოთხშაბათობითა და პარასკევობით მხოლოდ საღამო ხანს იღებდა.

წმინდანმა სიცოცხლეში უამრავი სასწაული აღავლინა და დღესაც აღევლინება ქალაქ ბარში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში დასვენებული მისი წმინდა ნაწილებიდან, რომელსაც მირონი სდის. მირონლუკიიდან იტალიის ქალაქ ბარში წმინდა ღვდელმთავრის წმინდა ნაწილების გადასვენება 1087 წელს მოხდა.

1789 წელს წმინდა ნიკოლოზის მადლით ამგვარი სასწაული მოხდა: კახეთის სოფელ არტოზანში შუამთის მონასტრის მოძღვართმოძღვარმა არქიმანდრიტმა ნიკოლოზ მდივნიშვილმა წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის აშენება ინება. ჩადგეს დიდი ქვის საკირე და კაცი ცეცხლის ასანთებად შეგზავნეს.

ამ დროს საკირე ჩამოიქცა, კაცს დაეცა და სულმთლად დაფარა. მოცვივდნენ თანასოფლელები, გადაყარეს ქვა და კაცი უვნებელი იპოვეს. როგორ გადარჩიო, ჰკითხეს, მან კი უპასუხა: "საკირე რომ ჩამოინგრა, ამ დროს ჩემთან ერთი მოხუცი კაცი მოვიდა, ზედ გადამეფარა და გადამარჩინაო"... ყველამ ერთად ადიდა უფალი და მისი მონა წმინდა ნიკოლოზი.

* * *

დიდი რწმენა ჰქონდა წმინდა ნიკოლოზისა მამა გაბრიელს (ურგებაძე). ერთხელ შინიდან ქრისტეს რწმენის გამო გაქცეულ ყრმას ვეებერთელა ქოფაკი გადაეყარა და ის-ის იყო დაგლეჯდა, რომ ამოიძახა: წმინდაო ნიკოლოზ, მიშველეო. ძაღლი უეცრად შეშინებული მიტრიალდა და გაიქცა.

მოგვიანებით, მაშინ ბერი გახლდათ, კაცთა ცილისწამებით შეწუხებულმა გაბრიელმა ჩამოიკიდა გულზე წმინდა ნიკოლოზის ხატი და ბათუმში ზღვაში შევიდა - უფალო, თუ სათნოა შენთვის ჩემი ცხოვრება, გადამარჩინეო. ამ დროს ზღვასთან ახლოს სამხედრო ნაწილი იდგა, ჯარისკაცებთან ვიღაც მოხუცი, თეთრწვერა, მელოტი კაცი მივიდა და უთხრა, - ზღვაში კაცი იხრჩობა და გამოიყვანეთო.

როცა ჯარისკაცებმა გაბრიელი ზღვიდან გამოიყვანეს და გულზე ჩამოკიდებული ხატი უნახეს, ერთმა მათგანმა წმინდა ნიკოლოზის ხატში სწორედ წეღანდელი ბერიკაცი შეიცნო. რუსეთში შინ მაქვს მისი ხატი, ნამდვილად წმინდა ნიკოლოზი იყოო, - თქვა წაიკითხეთ ვრცლად

კახაბერ კენკიშვილი, "კარიბჭე"

"მოვიწვიოთ სინოდზე სპეციალისტები და ვიმსჯელოთ, რა არის დაუშვებელი" - მრევლის ნაწილი სიტკბოების ერთჯერადი ჭიქებით მიღებამ გააღიზიანა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1-ლი პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა - რა წერია WHO-ს ვებგვერდზე

"ერთი თვეა დარჩენილი და გვაქვს დრო რაღაც-რაღაცები განვიხილოთ" - შევა თუ არა ცვლილებები სააღდგომო მსახურებაში?