სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინფორმაცია 40 პოპულარული ქართული გვარის შესახებ
ინფორმაცია 40 პოპულარული ქართული გვარის შესახებ

ვი­ნა­ი­დან დიდ ინ­ტე­რესს იწ­ვევს გვა­რე­ბი­სა და წარ­მო­მავ­ლო­ბის შე­სა­ხებ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი, ამი­ტომ ვაგ­რძე­ლებთ მკი­თხვე­ლის მო­თხოვ­ნით კი­დევ რამ­დე­ნი­მე გვა­რის შე­სა­ხებ არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბის მო­წო­დე­ბას. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნის გარ­შე­მო მეც­ნი­ე­რე­ბის მიერ შეკ­რე­ბი­ლი მა­სა­ლა მწი­რია, ზოგი - ვრცე­ლი.

ბე­რი­ძე - მთელ სა­ქარ­თვე­ლო­შია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. სა­ფუძ­ვლად უდევს სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლი - ბერი (ზო­გა­დი მნიშ­ვნე­ლო­ბით: ვაჟი, ძე, ყმა). მის­გან მი­ღე­ბუ­ლია ბევ­რი სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლი, რომ­ლე­ბიც გვარ-სა­ხე­ლებ­შია შე­სუ­ლი: ბე­რა­ძე, ბე­რე­კაშ­ვი­ლი, ბე­რა­ია, ბე­რი­ა­ნი­ძე... ბე­რი­ძე სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლია ფშავ­ში: ბე­რი­ძე ბა­სი­ტაშ­ვი­ლი, ბე­რი­ძე ში­ოშ­ვი­ლი, ბე­რი­ძე ავ­გა­რო­ზიშ­ვი­ლი. მეს­ხეთ­ში (ახალ­ცი­ხის რა­ი­ო­ნი) სო­ფელ ფარ­ცხის­ში მცხოვ­რებ დღე­ვან­დელ ბე­რი­ძე­თა ვა­რა­უ­დით, იქ ას­პინ­ძის რა­ი­ო­ნი­დან გად­მო­სუ­ლან. თავ­და­პირ­ვე­ლად, 1873 წლის აღ­წე­რით ბე­რი­ძესშვი­ლე­ბად იწე­რე­ბოდ­ნენ, ხოლო 1886 წელს აღ­წე­რა­ში ბე­რი­ძე­ე­ბად მო­იხ­სე­ნე­ბი­ან. იქ მცხოვ­რე­ბი ბე­რი­ძე­ე­ბი ორ შტოდ ყო­ფი­ლან და­ყო­ფი­ლი: ბე­რი­ძი­ა­ნე­ბად და ადო­ლა­ა­ნე­ბად (ადო­ლაშ­ვი­ლე­ბი). 1843 წლი­დან სო­ფელ ბოგ­ვში ცხოვ­რობ­დნენ რო­გორც ბე­რი­ძე­ე­ბი, ისე ბე­რი­ძეშ­ვი­ლე­ბი.

და­თუ­აშ­ვი­ლი - გავ­რცე­ლე­ბუ­ლია გურ­ჯა­ან­ში, ქუ­თა­ის­სა და თბი­ლის­ში. ნა­წარ­მო­ე­ბია სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლი­დან "და­თუა". და­თუა, დათა, და­თია, და­თი­კო, და­თუ­კა, და­თუ­ნა და და­ვი­თის კნი­ნო­ბით-ალერ­სო­ბით ფორ­მე­ბად მი­იჩ­ნე­ვა. ის­ტო­რი­ულ ცნო­ბებ­ში, 1710 წელს ვინ­მე და­თუ­აშ­ვი­ლი ზუ­რა­ბა იხ­სე­ნი­ე­ბა.

თა­მა­რაშ­ვი­ლი - ძი­რი­თა­დად გავ­რცე­ლე­ბუ­ლია თბი­ლის­სა და ახალ­ცი­ხე­ში. ცნო­ბი­ლი ის­ტო­რი­კო­სი - მი­ხე­ილ თა­მა­რაშ­ვი­ლი თა­ვის გვარს ამ წე­სით ამოკ­ლებ­და და ევ­რო­პულ ენებ­ზე წერ­და: Michel Tamarati. ამა­ვე ძი­რი­საა თა­მა­რა­ძე.

კოპ­ტო­ნაშ­ვი­ლი - მომ­დი­ნა­რე­ობს მეტ­სა­ხე­ლი­დან "კოპ­ტო­ნა". გად­მო­ცე­მით, კოპ­ტო­ნაშ­ვი­ლე­ბის ძვე­ლი გვა­რი ხმა­ლა­ძე ყო­ფი­ლა. ერთ-ერთ ხმა­ლა­ძეს ბა­ტონ­თან უთან­ხმო­ე­ბა ჰქო­ნია, მის­თვის თი­ვის ზვი­ნე­ბი გა­და­უწ­ვამს, გაქ­ცე­უ­ლა და ჯა­ვა­ხეთ­ში გა­და­სახ­ლე­ბუ­ლა. იქ ბევ­რი სელი მო­უყ­ვა­ნია, კოპ­ტო­ნი უხ­ვად ჰქონ­და, რის­თვი­საც კოპ­ტო­ნა და­ურ­ქმე­ვი­ათ.

ბარ­ნო­ვი - მეს­ხუ­რი წარ­მო­შო­ბის გვა­რია, ას­პინ­ძის რა­ი­ო­ნი­დან, სო­ფელ ბარ­ნა­ვი­დან. ოს­მა­ლე­ბის ხში­რი შე­მო­სე­ვე­ბის გამო სო­ფელ ბარ­ნა­ვი­დან ქვე­მო ქარ­თლში (კო­და­ში, დღე­ვან­დელ თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ონ­ში) გად­მო­სახ­ლე­ბუ­ლა ზა­ქა­რია ბარ­ნო­ვი, შემ­დგომ­ში ცნო­ბი­ლი მწერ­ლის, ვა­სილ ბარ­ნა­ველ (ბარ­ნო­ვის) მამა. ის XIX სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში დღე­ვან­დე­ლი თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ო­ნის სო­ფელ დიდი ენა­გე­თის მღვდე­ლი იყო და რამ­დე­ნი­მე სო­ფელს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. გვა­რი - ბარ­ნა­ვე­ლი რუ­სი­ფი­კა­ცი­ამ შე­ი­წი­რა. გვარ­მა რუ­სუ­ლი და­ბო­ლო­ე­ბა შე­ი­ძი­ნა. ვა­სილ ბარ­ნო­ვი თა­ვის პა­პას, აბ­რამს, ბარ­ნა­ვე­ლად იხ­სე­ნი­ებს. თუმ­ცა შვი­ლებ­მა და­იბ­რუ­ნეს ბარ­ნა­ვე­ლის გვა­რი.

კოშ­კე­ლაშ­ვი­ლი - სა­და­უ­რო­ბის სი­ტყვი­დან მომ­დი­ნა­რე­ობს. სო­ფე­ლი კოშ­კი კა­ხეთ­ში მდე­ბა­რე­ობ­და. გად­მო­ცე­მით, კოშ­კე­ლაშ­ვი­ლე­ბის წი­ნაპ­რე­ბი კა­ხე­თი­დან თბი­ლი­სის მახ­ლობ­ლად გად­მო­სახ­ლე­ბუ­ლან. ზოგი მათ­გა­ნი კოშ­კე­ლო­ვე­ბად იწე­რე­ბა.

ას­ლა­მა­ზიშ­ვი­ლი - ეს გვა­რი გარ­და­ბან­ში, მცხე­თა­სა და თბი­ლის­შია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. შედ­გე­ბა სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლის­გან ას­ლა­მა­ზა. ას­ლა­მა­ზიშ­ვი­ლე­ბის გვა­რის წი­ნაპ­რე­ბი ლა­მა­ზიშ­ვი­ლე­ბი ყო­ფი­ლან (XV ს). მოგ­ვი­ა­ნე­ბით (XVIII ს.) მეტ­სა­ხელ­მა ას­ლა­მაზ აწარ­მოა გვა­რი ას­ლა­მა­ზიშ­ვი­ლი.

XIX სა­უ­კუ­ნის თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­და 23 სხვა­დას­ხვა გვა­რის 70-ზე მეტი მამ­რო­ბი­თი სქე­სის თა­ვა­დი. ამას­თან, 68 სხვა­დას­ხვა გვა­რის აზ­ნა­უ­რი. მათ შო­რის იყ­ვნენ ას­ლა­მა­ზიშ­ვი­ლე­ბი. ის­ტო­რი­ულ დო­კუ­მენ­ტებ­ში გვა­რი ას­ლა­მა­ზიშ­ვი­ლი გვხვდე­ბა 1615, 1689, 1782 წლებ­ში. გვარს აქვს შტო-გვა­რე­ბიც: ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, რა­მა­ზაშ­ვი­ლი, ფე­იქ­რიშ­ვი­ლი. ას­ლა­მა­ზიშ­ვი­ლე­ბის მე­ო­რე გვა­რი ყო­ფი­ლა ზუ­რა­ბაშ­ვი­ლი.

ლი­ქო­კე­ლი - ხევ­სუ­რეთ­ში ფარ­თოდ არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი: მომ­დი­ნა­რე­ობს გვა­რად­ქ­ცე­უ­ლი სა­და­უ­რო­ბის სი­ტყვი­დან. ლი­ქო­კი სო­ფე­ლია ხევ­სუ­რეთ­ში, ლი­ქო­კე­ლე­ბის ძი­რი­თა­დი სა­ცხოვ­რი­სი.

ლო­ლა­ძე - გავ­რცე­ლე­ბუ­ლია სა­გა­რე­ჯო­ში, ჭი­ა­თუ­რა­სა და თბი­ლის­ში. შე­ი­ცავს ქა­ლის სა­კუ­თარ სა­ხელს - ლოლა. ლო­ლა­ძე­თა წი­ნა­პა­რი იმე­რე­თი­დან გად­მო­სუ­ლან. ჩან­დნენ ერეკ­ლე მე­ფის დროს, 1695 წელს და ტრაქ­ტატ­შიც არი­ან მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლე­ბი, რო­გორც აზ­ნა­უ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც იმე­რეთ­ში არი­ან და­სახ­ლე­ბუ­ლე­ბი და ნა­წი­ლი - ქარ­თლში.

ლურ­სმა­ნაშ­ვი­ლი - გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ჩხერ­ში, სხლით­ში, ვერ­ტყვი­ჭა­ლა­ში. გად­მო­ცე­მით, ძვე­ლად ფურ­ცე­ლა­ძე­ე­ბი ყო­ფი­ლან. ჩხეთ­ში მო­სახ­ლე ლურ­სმა­ნაშ­ვილ­თა შტოგ­ვა­რე­ბია: ქა­ქი­ჩაშ­ვი­ლი, ბაშ­ტაშ­ვი­ლი, მი­ქე­ლაშ­ვი­ლი, ბე­კი­აშ­ვი­ლი, კი­ჟი­ნაშ­ვი­ლი.

მჭედ­ლი­ძე - გორ­ში, ზეს­ტა­ფონ­სა და თბი­ლის­შია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. შედ­გე­ბა ხე­ლო­ბა-მო­საქ­მე­ო­ბის სი­ტყვის­გან - მჭე­დე­ლი. ამა­ვე ძი­რი­საა: მჭედ­ლი­ა­ნი, მჭედ­ლიშ­ვი­ლი, მჭედ­ლუ­რი. პრო­ფე­სო­რი ზუ­რაბ ჭუმ­ბუ­რი­ძე წერს: გვა­რი ჭე­ლი­ძე მი­ღე­ბუ­ლია მჭედ­ლი­ძი­სა­გან. ამ ვა­რა­უ­დის და­სა­სა­ბუ­თებ­ლად, შე­იძ­ლე­ბა მო­ვიხ­მოთ ქუ­თა­ი­სის საყ­დრის გა­მო­სა­ვა­ლი ბეგ­რის დავ­თა­რი (1578 წელი), სა­დაც გუ­რი­ა­ში სო­ფელ ბახ­ვის მცხოვ­რებ­თა შო­რის და­სა­ხე­ლე­ბუ­ლია ბევ­რი მჭედ­ლი­ძე. ამ­ჟა­მად კი, ამ სო­ფელ­ში მჭედ­ლი­ძე არა­ვი­ნაა, მა­შინ როცა ჭე­ლი­ძე­ე­ბი მრავ­ლად სახ­ლო­ბენ. თუ ვა­რა­უ­დი სწო­რია, მჭედ­ლი­ძის გვარს სახე უც­ვლია (ორი თან­ხმო­ვა­ნი - მ და დ და­კარ­გუ­ლა) და ჭე­ლი­ძედ ქცე­უ­ლა.

ლე­კიშ­ვი­ლი - გავ­რცე­ლე­ბუ­ლია გარ­დაბ­ნის (მარ­ტყო­ფი), ას­პინ­ძი­სა (ვარ­გა­ვი), კას­პის რა­ი­ონ­ში (წი­ნა­რე­ხი) და ამ­ბრო­ლა­ურ­ში. ამა­ვე ძი­რი­საა ლე­კი­აშ­ვი­ლი. გად­მო­ცე­მით, წი­ნა­რე­ხე­ლი ლე­კიშ­ვი­ლე­ბი წი­ნათ მა­მი­საშ­ვი­ლე­ბი ყო­ფი­ლან, ერთი მათ­გა­ნი ლე­კებს გა­უ­ტა­ცი­ათ, 3 წლის შემ­დეგ უკან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა.

მა­ღა­ლა­ძე - ქარ­თლის წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი ფე­ო­და­ლუ­რი გვა­რია. მა­ღა­ლა­ძე­ე­ბი XV სა­უ­კუ­ნი­დან და­წი­ნა­ურ­დნენ. გვარს სა­პა­ტიო ად­გი­ლი ეჭი­რა - სვე­ტი­ცხოვ­ლის ქა­და­გის თა­ნამ­დე­ბო­ბა. ერ­თგუ­ლი სამ­სა­ხუ­რი­სათ­ვის მი­უ­ღი­ათ ამ თა­ნამ­დე­ბო­ბის­თვის მი­კუთ­ვნე­ბუ­ლი მა­მუ­ლე­ბი წი­ნა­რეხ­ში, რო­მე­ლიც მათი რე­ზი­დენ­ცია გამ­ხდა­რა. იქი­დან სა­მი­ო­დე კმ-ის და­შო­რე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლია ე.წ. მა­ღა­ლა­ანთ ეკ­ლე­სია და კოშ­კე­ბი.

მე­ლაშ­ვი­ლი - მომ­დი­ნა­რე­ობს სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლი­დან - მელა, მგე­ლი. აქე­დან­ვეა მი­ღე­ბუ­ლი სოფ­ლის სა­ხე­ლი მე­ლა­ა­ნი (გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნი), ამა­ვე ძი­რი­საა: მე­ლა­ია, მე­ლა­ი­ძე, მე­ლა­ძე. გავ­რცე­ლე­ბუ­ლია კვა­ცხუთ­ში (ამ­ბრო­ლა­უ­რის რა­ი­ო­ნი).

მე­ლი­ქი­ძე - გვხვდე­ბა ას­პინ­ძა­სა და ახალ­ცი­ხე­ში. სა­კუ­თარ სა­ხე­ლად ქცე­უ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის ტერ­მი­ნი "მე­ლი­ქი" (არაბ. მა­ლიქ) კუ­თხის, სოფ­ლის, ქა­ლა­ქის მმარ­თვე­ლი, გამ­გე­ბე­ლი.

მუ­ჯი­რი - გვა­რად­ქ­ცე­უ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის სი­ტყვაა, მუ­ჯი­რი "ხვარბლის მნე" (საბა), ამა­ვე ძი­რი­საა: მუ­ჯი­რიშ­ვი­ლი.

ნო­ზა­ძე - გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ხა­შურ­ში, სა­ჩხე­რე­სა და თბი­ლის­ში. შედ­გე­ბა სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლის­გან ნოზა. ნო­ზა­ძე­თა გან­შტო­ე­ბის გვა­რად მი­იჩ­ნე­ვა ალე­ლიშ­ვი­ლი და ცა­ცუ­ნაშ­ვი­ლი. ალე­ლიშ­ვი­ლი გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ჯა­ვა­ხეთ­ში. შედ­გე­ბა გვა­რად­ქ­ცე­უ­ლი სა­და­უ­რო­ბის სი­ტყვის­გან ალე­ლი. ალი სო­ფე­ლია ხა­შუ­რის რა­ი­ონ­ში. გად­მო­ცე­მით წი­ნა­პარ­თა გვა­რი ნო­ზა­ძე ყო­ფი­ლა. ალი­დან ჯა­ვა­ხეთ­ში გა­და­სახ­ლე­ბუ­ლან. ახალ­ცი­ხელ ალე­ლიშ­ვი­ლებს ად­გი­ლობ­რი­ვი გა­მოთ­ქმით, არ­დე­ლი­ანთს უწო­დე­ბენ, ამის გამო სა­ვა­რა­უ­დოა, მათი წარ­მო­მავ­ლო­ბა სო­ფელ არ­ლი­დან (არა­ლი ადი­გე­ნის რა­ი­ონ­შია) ყო­ფი­ლი­ყო.

სა­გი­ნაშ­ვი­ლი - გავ­რცე­ლე­ბუ­ლია სიღ­ნაღ­სა და მცხე­თა­ში. მომ­დი­ნა­რე­ობს სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლად­ქ­ცე­უ­ლი ან­ტი­კუ­რი ეთ­ნო­ნი­მი­დან "სა­გი­ნა". ამა­ვე ძი­რი­საა სა­გი­ნა­ძე.

მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი - გავ­რცე­ლე­ბუ­ლია დირბში (გო­რის რა­ი­ო­ნი), ერ­კეთ­სა (ჩო­ხა­ტა­უ­რის რა­ი­ო­ნი) და ზუგ­დი­დის რა­ი­ონ­ში. სა­მეგ­რე­ლო­ში გა­მოთ­ქვა­მენ რო­გორც გა­ლო­ბე­რი, გე­ლე­ბე­რი. გად­მო­ცე­მით, ერ­კე­თე­ლი მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლე­ბი ბა­ლა­ძე­ე­ბი ყო­ფი­ლან და გუ­რი­ა­ში ლტოლ­ვი­ლო­ბის დროს მეს­ხე­თი­დან გად­მო­სახ­ლე­ბუ­ლან, თან წა­მო­უ­ღი­ათ ზარზმის ხა­ტე­ბი და სა­ეკ­ლე­სიო ნივ­თე­ბი. ბა­ლა­ძის ოჯა­ხი მგა­ლო­ბე­ლი ყო­ფი­ლა, გუ­რი­ის მთა­ვარს შე­მოქ­მედს გა­და­უყ­ვა­ნია, სა­დაც მგა­ლობ­ლად უმოღ­ვა­წი­ათ.

სუ­თი­აშ­ვი­ლი - გავ­რცე­ლე­ბუ­ლია თბი­ლის­ში, მცხე­თა­სა და გორ­ში. უკავ­შირ­დე­ბა სა­კუ­თარ სა­ხელს სუ­თია. ვა­ხუშ­ტი ბაგ­რა­ტი­ო­ნის ცნო­ბით, 1721 წელს მო­იხ­სე­ნი­ე­ბა ვინ­მე ალა­ვერ­და სუ­თი­აშ­ვი­ლი. ამა­ვე ძი­რი­საა სუ­თი­ძე.

სე­თუ­რი - ეს გვა­რი გავ­რცე­ლე­ბუ­ლია დუ­შე­თის რა­ი­ონ­ში. მომ­დი­ნა­რე­ობს სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლის­გან - სეთი. სე­თურ­ნი სო­ფე­ლია გუ­და­უ­რის მახ­ლობ­ლად. ამა­ვე ძი­რი­საა სე­თაშ­ვი­ლი და სე­თუ­რი­ძე.

სუ­ლაშ­ვი­ლი - შედ­გე­ბა სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლის­გან სულა. მო­იხ­სე­ნი­ე­ბა XII ს. ძეგლ­ში, ხოლო 1817 წელს კო­და­ში თა­ვად ლუ­არ­საბ ორ­ბე­ლი­ა­ნის ყმებს შო­რის იყო ვინ­მე გეო სუ­ლაშ­ვი­ლი. სულა ამ­ჟა­მად გავ­რცე­ლე­ბუ­ლია მო­ფე­რე­ბი­თი ფორ­მით - სუ­ლი­კო. სულა-დან ნა­წარ­მო­ე­ბია გვა­რე­ბი: სუ­ლა­ძე, სუ­ლა­ვა, სუ­ლა­ის­ძე, სუ­ლი­ა­უ­რი, სუ­ლი­აშ­ვი­ლი.

ტა­ბა­ღუა - გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ზუგ­დი­დის რა­ი­ონ­ში. სა­ვა­რა­უ­დოდ, და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სა­ხელ­თან ტა­ბა­ღი. შე­და­რე­ბი­თი ფორ­მა ტა­ბა­ხი - უძ­ვე­ლე­სი ეთ­ნო­ნი­მი ძვე­ლი აღ­მო­სავ­ლე­თის მო­სახ­ლე­ო­ბი­დან. ამა­ვე ძი­რი­საა ტა­ბა­ხია.

მე­ფა­რიშ­ვი­ლი - გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ვა­ნის და ჩო­ხა­ტა­უ­რის რა­ი­ონ­ში. შედ­გე­ბა ხე­ლო­ბის სა­ხე­ლი­სა­გან მე­ფა­რე - ფა­რის მკე­თე­ბე­ლი, მო­ხე­ლე. ამა­ვე ძი­რი­საა: მე­ფა­რი­ძე.

ჩიხ­რა­ძე - ჩიხ­რა­ძე­ე­ბის გვა­რის ის­ტო­რია XVI სა­უ­კუ­ნი­დან იწყე­ბა. გად­მო­ცე­მის მი­ხედ­ვით, ჭი­ა­თუ­რის რა­ი­ონ­ში მდი­ნა­რე ჩი­ხუ­რას ხე­ო­ბა­ში ორი ძმა ბა­ტონს გა­უ­ნა­წყენ­და და სოფ­ლი­დან წას­ვლა გა­და­წყვი­ტა. გა­ხიზ­ვნის შემ­დეგ მათი სამ­ყო­ფე­ლი ახ­ლან­დე­ლი გო­მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­უ­ნა­ხავთ. მთის­თვის, სა­დაც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, ჩი­ხო­რა და­ურ­ქმე­ვი­ათ, ხოლო გვა­რად ჩიხ­რა­ძე­ზე და­წე­რი­ლან. ჩიხ­რა­ძე­ე­ბი ძი­რი­თა­დად ხის ხე­ლოს­ნო­ბით ირ­ჩენ­დნენ თავს.

უნ­დი­ლა­ძე - გავ­რცე­ლე­ბუ­ლია დუ­შე­თის რა­ი­ონ­ში. შედ­გე­ბა მეტ­სა­ხე­ლი უნ­დი­ლა-სა­გან, რაც მომ­დი­ნა­რე­ობს ზო­გა­დი მნიშ­ვნე­ლო­ბის სი­ტყვის­გან უნ­დი­ლი, უფხო, მო­უ­ხერ­ხე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი. თე­ი­მუ­რაზ I-ის მიერ ერთ-ერთ თა­ვის თხზუ­ლე­ბა­ში მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი "ში­რა­ზის ხანი" არის გა­მაჰ­მა­დი­ა­ნე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი იმამ-ყული-ხან უნ­დი­ლა­ძე, ფარ­სის ბეგ­ლარ­ბე­გი, ერთ-ერთი თვალ­სა­ჩი­ნო ფი­გუ­რა შა­ჰა­ბაზ I-ის დრო­ინ­დე­ლი სე­ფი­ან­თა ირა­ნის სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კურ ას­პა­რეზ­ზე, აღ­ჭურ­ვი­ლი უდი­დე­სი გავ­ლე­ნი­თა და ავ­ტო­რი­ტე­ტით. ალა­ვერ­დი­ხან უნ­დი­ლა­ძე იყო შაჰ-აბა­სის პი­რა­დი მცვე­ლი, ჯა­რის მე­თა­უ­რი (ყუ­ლა­რა­ღა­სი) და ირა­ნის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ვინ­ცი­ის ფარ­სის ბეგ­ლარ­ბე­გი. უნ­დი­ლა­ძე და­უდ­ხა­ნი-გან­ჯის ბეგ­ლარ­ბე­გი. ამა­ვე ძი­რი­საა უნ­დი­ლაშ­ვი­ლი.

ტყე­შე­ლაშ­ვი­ლი - ძი­რი­თა­დად ონი­სა და ამ­ბრო­ლა­უ­რის რა­ი­ო­ნებ­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი. გად­მო­ცე­მით, ამ გვა­რის წი­ნაპ­რე­ბი კო­ზო­ლი­ე­ბი ყო­ფი­ლან, აფხა­ზე­თი­დან გად­მო­სუ­ლან იმე­რეთ­ში და კო­ზო­ლა­ძე­ე­ბად ქცე­უ­ლან, შემ­დეგ ხა­ტის­კა­ცე­ბად. ტყე­შე­ლაშ­ვი­ლე­ბის პირ­ვე­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი იმე­რეთ­ში ბზვა­ნი და მაღ­ლა­კი გახ­ლდათ. ამა­ვე ძი­რი­საა ტყე­შე­ლა­ძე, ტყე­შე­ლი­ა­ძე.

ყა­უხ­ჩიშ­ვი­ლი - გავ­რცე­ბუ­ლია ახალ­ცი­ხე­ში, ქუ­თა­ის­სა და თბი­ლის­ში. ეს გვა­რი მომ­დი­ნა­რე­ობს თურ­ქუ­ლი ტერ­მი­ნი­დან "ყა­უხ­ჩი", რაც ქარ­თუ­ლად მე­ქუ­დეს ნიშ­ნავს. ზო­გი­ერ­თი გად­მო­ცე­მით, მათი წი­ნა­პარ­თა გვა­რი დარ­დგა­ნი­ძე ყო­ფი­ლა.

შავ­ლაშ­ვი­ლი - ამ გვა­რის წარ­მო­მავ­ლო­ბა ხევ­სუ­რე­თი­დან მო­დის. შავ­ლაშ­ვი­ლე­ბი გი­გა­უ­რის "გა­ნა­ყა­რი" გვა­რია. ამა­ვე ძი­რი­საა შალ­ვა­ძე.

ჩი­ბუ­ხაშ­ვი­ლი - გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ზემო მა­ჩხა­ან­ში. შერ­ქმე­უ­ლი გვა­რი უნდა იყოს, აღ­ნიშ­ნავ­და ჩი­ბუ­ხის მკე­თე­ბელს (მე­ჩი­ბუ­ხეს), ანდა მი­უ­თი­თებ­და ყმა-გლეხ­ზე, რო­მე­ლიც ბა­ტონს ჩი­ბუხს უკი­დებ­და.

ცა­ლუ­ღე­ლაშ­ვი­ლი - გავ­რცე­ლე­ბუ­ლია თი­ა­ნე­თის რა­ი­ონ­ში. გად­მო­სახ­ლე­ბუ­ლე­ბი არი­ან ერ­წო­დან. მათ ნა­ცხოვ­რებ უბანს ახ­ლაც ცა­ლუ­ღე­ლა­ანთკა­რი ჰქვია. მათი წი­ნა­პარ­თა გვა­რი რაზ­მა­ძე ყო­ფი­ლა.

ცი­ციშ­ვი­ლი - ქა­რე­ლის რა­ი­ონ­შია ფარ­თოდ წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ეს გვა­რი წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი ფე­ო­და­ლუ­რი საგ­ვა­რე­უ­ლოა ქარ­თლში, ყო­ფი­ლი ფა­ნას­კერ­ტე­ლი, სა­ცი­ცი­ა­ნოს მფლო­ბე­ლი XVI სა­უ­კუ­ნი­დან. ამა­ვე ძი­რი­საა ცი­ცი­აშ­ვი­ლი, ცი­ცი­გაშ­ვი­ლი, ცი­ცი­ლაშ­ვი­ლი.

ცი­ხე­ლაშ­ვი­ლი - გავ­რცე­ლე­ბუ­ლია დუ­შე­თის, დმა­ნი­სი­სა და ახ­მე­ტის რა­ი­ო­ნებ­ში. შედ­გე­ბა სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლის­გან ცი­ხე­ლა. დმა­ნი­სის რა­ი­ონ­ში მო­სახ­ლე ცი­ხე­ლაშ­ვი­ლე­ბი გად­მო­ცე­მით, ჯა­ვა­ხე­თი­დან ყო­ფი­ლან გად­მო­სულ­ნი (სო­ფელ გო­გაშ­ნი­დან), ძვე­ლად ხო­სი­ტაშ­ვი­ლე­ბი გახ­ლდნენ.

ცხოვ­რე­ბა­ძე - სა­ვა­რა­უ­დოდ, და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სა­ხელ­თან "ცხოვ­რე­ბა". ამა­ვე ძი­რი­საა ცხოვ­რე­ბაშ­ვი­ლი. გვხვდე­ბა მა­ქა­თუ­ბან­სა და ჩხერ­ში.

ცხო­მა­რია - გვა­რად­ქ­ცე­უ­ლი სა­და­უ­რო­ბის სი­ტყვა ცხო­მა­რი, ნიშ­ნავს ცხო­მელს, ცხო­მი, იგი­ვე ცხუ­მი - თა­ნა­მედ­რო­ვე სო­ხუ­მის ძვე­ლი სა­ხელ­წო­დე­ბა იყო. ცხო­მა­რი გვხვდე­ბა სა­კუ­თარ სა­ხე­ლა­დაც. ამა­ვე ძი­რი­საა ცხო­მე­ლი­ძე.

წა­მა­ლა­ი­ძე - გავ­რცე­ლე­ბუ­ლია მთი­უ­ლეთ­ში. მომ­დი­ნა­რე­ობს სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლი­დან "წა­მა­ლა". ამა­ვე ძი­რი­საა წა­მა­ლა­ძე, წა­მა­ლაშ­ვი­ლი.

ჭა­ბუ­კაშ­ვი­ლი - გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ქა­რე­ლის რა­ი­ონ­ში. გად­მო­ცე­მით, სი­და­მო­ნი­ძე­ე­ბი ყო­ფი­ლან სო­ფელ ხან­დოს მცხოვ­რებ­ნი, იქ ბა­ტო­ნი მო­უკ­ლავთ და გა­მოქ­ცე­უ­ლან. ამა­ვე ძი­რი­საა: ჭა­ბუ­კი­ძე, ჭა­ბუ­კი­ა­ნი.

ჭა­რე­ლი­ძე - გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ამ­ბრო­ლა­უ­რის რა­ი­ონ­ში. შედ­გე­ბა სა­კუ­თარ სა­ხე­ლად­ქ­ცე­უ­ლი სა­და­უ­რო­ბის სი­ტყვი­სა­გან ჭა­რე­ლი. ჭა­რე­ლი­ძე­ნი იხ­სე­ნე­ბი­ან სო­რის ტაძ­რის წარ­წე­რა­ში (XIV სა­უ­კუ­ნე), რო­გორც რა­ჭის ერის­თა­ვე­ბი. სო­ფელ შქმერ­ში ცხოვ­რო­ბენ ჭა­რე­ლე­ბი. ამა­ვე ძი­რი­საა ჭა­რე­ლიშ­ვი­ლი (ახ­მე­ტის რა­ი­ო­ნი), ჭა­რე­ლაშ­ვი­ლი (ფშა­ვი).

ჭუმ­ბუ­რი­ძე - გავ­რცე­ლე­ბუ­ლია სი­მო­ნეთ­ში, ბარ­დუ­ბან­სა (თერ­ჯო­ლის რა­ი­ო­ნი) და კი­ცხში. სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლია "ჭუმ­ბუ­რო". შე­საძ­ლე­ბე­ლია მომ­დი­ნა­რე­ობ­დეს მეგ­რუ­ლი სი­ტყვი­სა­გან ჭუმ­ბუ­რი (წაბ­ლი).

ხა­რა­ტიშ­ვი­ლი - ხა­რა­ტასშვი­ლი - ხა­რა­ტი (არბ.) ოს­ტა­ტი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ხე­ლო­ბა-საქ­მი­ა­ნო­ბის სი­ტყვა ხა­რა­ტი, რო­მე­ლიც ჩარხზე ხის­გან ან ლი­თო­ნის­გან ჩარ­ხავს (ახა­რა­ტებს) სხვა­დას­ხვა ნა­კე­თო­ბას. ეს გვა­რი სწო­რედ ხა­რა­ტი­დან, იგი­ვე ოს­ტა­ტი­დან მომ­დი­ნა­რე­ობს.

ხა­რის­ჭი­რაშ­ვი­ლი - გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ახალ­ცი­ხე­ში, თბი­ლის­ში (წარ­მო­შო­ბით ჯა­ვა­ხე­თი­დან, წი­ნა­პარ­თა გვა­რი - ადუ­აშ­ვი­ლი). შედ­გე­ბა ხე­ლო­ბა-საქ­მი­ა­ნო­ბის მი­ხედ­ვით შერ­ქმე­უ­ლი მეტ­სა­ხე­ლი­სა­გან - ხა­რის­ჭი­რა. გად­მო­ცე­მით, ამ სა­ხე­ლით ცნო­ბი­ლი პირი სა­ხალ­ხო მკურ­ნა­ლი ყო­ფი­ლა.

ხარ­ხე­ლა­უ­რი - გავ­რცე­ლე­ბუ­ლია თი­ა­ნეთ­ში, მცხე­თა­სა და თბი­ლის­ში. შედ­გე­ბა სა­ვა­რა­უ­დო მეტ­სა­ხე­ლის­გან ხარ­ხე­ლა. ხარ­ხე­ლა­უ­რი 1860 წელს სო­ფელ ლას­ტის­ცი­ხე­ში გად­მო­სუ­ლა სა­ცხოვ­რებ­ლად "ტიფ­ლი­სის ოლ­ქის" სო­ფელ მო­ხი­სი­დან (დღე­ვან­დე­ლი ქა­რე­ლის რა­ი­ო­ნი).

მო­ამ­ზა­და ლალი ფა­ცი­ამ, სა­ინ­ფორ­მა­ციო პორ­ტა­ლის­თვის AMBEBI.GE

გა­მოგ­ვყე­ვით, თუ და­ინ­ტრე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია. გა­მო­ი­წე­რეთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის სი­ახ­ლე­ე­ბი და იხი­ლეთ ის თქვენს Newsfeed-ში! AMBEBI.GE/სა­ზო­გა­დო­ე­ბა

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იზა
0

ყოროშვილზე მაინტერესებს რაიმე თუ იცით

ანანა
0

რაის საფუძველზეა შედგენილი გვარების სია? არცერთი მეგრული და სვანური გვარო არა გყავთ შეყვანილი. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?

ინფორმაცია 40 პოპულარული ქართული გვარის შესახებ

ინფორმაცია 40 პოპულარული ქართული გვარის შესახებ

ვინაიდან დიდ ინტერესს იწვევს გვარებისა და წარმომავლობის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაციები, ამიტომ ვაგრძელებთ მკითხველის მოთხოვნით კიდევ რამდენიმე გვარის შესახებ არსებული ცნობების მოწოდებას. ზოგიერთი მათგანის გარშემო მეცნიერების მიერ შეკრებილი მასალა მწირია, ზოგი - ვრცელი.

ბერიძე - მთელ საქართველოშია გავრცელებული. საფუძვლად უდევს საკუთარი სახელი - ბერი (ზოგადი მნიშვნელობით: ვაჟი, ძე, ყმა). მისგან მიღებულია ბევრი საკუთარი სახელი, რომლებიც გვარ-სახელებშია შესული: ბერაძე, ბერეკაშვილი, ბერაია, ბერიანიძე... ბერიძე საკუთარი სახელია ფშავში: ბერიძე ბასიტაშვილი, ბერიძე შიოშვილი, ბერიძე ავგაროზიშვილი. მესხეთში (ახალციხის რაიონი) სოფელ ფარცხისში მცხოვრებ დღევანდელ ბერიძეთა ვარაუდით, იქ ასპინძის რაიონიდან გადმოსულან. თავდაპირველად, 1873 წლის აღწერით ბერიძესშვილებად იწერებოდნენ, ხოლო 1886 წელს აღწერაში ბერიძეებად მოიხსენებიან. იქ მცხოვრები ბერიძეები ორ შტოდ ყოფილან დაყოფილი: ბერიძიანებად და ადოლაანებად (ადოლაშვილები). 1843 წლიდან სოფელ ბოგვში ცხოვრობდნენ როგორც ბერიძეები, ისე ბერიძეშვილები.

დათუაშვილი - გავრცელებულია გურჯაანში, ქუთაისსა და თბილისში. ნაწარმოებია საკუთარი სახელიდან "დათუა". დათუა, დათა, დათია, დათიკო, დათუკა, დათუნა და დავითის კნინობით-ალერსობით ფორმებად მიიჩნევა. ისტორიულ ცნობებში, 1710 წელს ვინმე დათუაშვილი ზურაბა იხსენიება.

თამარაშვილი - ძირითადად გავრცელებულია თბილისსა და ახალციხეში. ცნობილი ისტორიკოსი - მიხეილ თამარაშვილი თავის გვარს ამ წესით ამოკლებდა და ევროპულ ენებზე წერდა: Michel Tamarati. ამავე ძირისაა თამარაძე.

კოპტონაშვილი - მომდინარეობს მეტსახელიდან "კოპტონა". გადმოცემით, კოპტონაშვილების ძველი გვარი ხმალაძე ყოფილა. ერთ-ერთ ხმალაძეს ბატონთან უთანხმოება ჰქონია, მისთვის თივის ზვინები გადაუწვამს, გაქცეულა და ჯავახეთში გადასახლებულა. იქ ბევრი სელი მოუყვანია, კოპტონი უხვად ჰქონდა, რისთვისაც კოპტონა დაურქმევიათ.

ბარნოვი - მესხური წარმოშობის გვარია, ასპინძის რაიონიდან, სოფელ ბარნავიდან. ოსმალების ხშირი შემოსევების გამო სოფელ ბარნავიდან ქვემო ქართლში (კოდაში, დღევანდელ თეთრიწყაროს რაიონში) გადმოსახლებულა ზაქარია ბარნოვი, შემდგომში ცნობილი მწერლის, ვასილ ბარნაველ (ბარნოვის) მამა. ის XIX საუკუნის მეორე ნახევარში დღევანდელი თეთრიწყაროს რაიონის სოფელ დიდი ენაგეთის მღვდელი იყო და რამდენიმე სოფელს ემსახურებოდა. გვარი - ბარნაველი რუსიფიკაციამ შეიწირა. გვარმა რუსული დაბოლოება შეიძინა. ვასილ ბარნოვი თავის პაპას, აბრამს, ბარნაველად იხსენიებს. თუმცა შვილებმა დაიბრუნეს ბარნაველის გვარი.

კოშკელაშვილი - სადაურობის სიტყვიდან მომდინარეობს. სოფელი კოშკი კახეთში მდებარეობდა. გადმოცემით, კოშკელაშვილების წინაპრები კახეთიდან თბილისის მახლობლად გადმოსახლებულან. ზოგი მათგანი კოშკელოვებად იწერება.

ასლამაზიშვილი - ეს გვარი გარდაბანში, მცხეთასა და თბილისშია გავრცელებული. შედგება საკუთარი სახელისგან ასლამაზა. ასლამაზიშვილების გვარის წინაპრები ლამაზიშვილები ყოფილან (XV ს). მოგვიანებით (XVIII ს.) მეტსახელმა ასლამაზ აწარმოა გვარი ასლამაზიშვილი.

XIX საუკუნის თბილისში ცხოვრობდა 23 სხვადასხვა გვარის 70-ზე მეტი მამრობითი სქესის თავადი. ამასთან, 68 სხვადასხვა გვარის აზნაური. მათ შორის იყვნენ ასლამაზიშვილები. ისტორიულ დოკუმენტებში გვარი ასლამაზიშვილი გვხვდება 1615, 1689, 1782 წლებში. გვარს აქვს შტო-გვარებიც: ზურაბიშვილი, რამაზაშვილი, ფეიქრიშვილი. ასლამაზიშვილების მეორე გვარი ყოფილა ზურაბაშვილი.

ლიქოკელი - ხევსურეთში ფართოდ არის წარმოდგენილი: მომდინარეობს გვარადქცეული სადაურობის სიტყვიდან. ლიქოკი სოფელია ხევსურეთში, ლიქოკელების ძირითადი საცხოვრისი.

ლოლაძე - გავრცელებულია საგარეჯოში, ჭიათურასა და თბილისში. შეიცავს ქალის საკუთარ სახელს - ლოლა. ლოლაძეთა წინაპარი იმერეთიდან გადმოსულან. ჩანდნენ ერეკლე მეფის დროს, 1695 წელს და ტრაქტატშიც არიან მოხსენიებულები, როგორც აზნაურები, რომლებიც იმერეთში არიან დასახლებულები და ნაწილი - ქართლში.

ლურსმანაშვილი - გავრცელებულია ჩხერში, სხლითში, ვერტყვიჭალაში. გადმოცემით, ძველად ფურცელაძეები ყოფილან. ჩხეთში მოსახლე ლურსმანაშვილთა შტოგვარებია: ქაქიჩაშვილი, ბაშტაშვილი, მიქელაშვილი, ბეკიაშვილი, კიჟინაშვილი.

მჭედლიძე - გორში, ზესტაფონსა და თბილისშია გავრცელებული. შედგება ხელობა-მოსაქმეობის სიტყვისგან - მჭედელი. ამავე ძირისაა: მჭედლიანი, მჭედლიშვილი, მჭედლური. პროფესორი ზურაბ ჭუმბურიძე წერს: გვარი ჭელიძე მიღებულია მჭედლიძისაგან. ამ ვარაუდის დასასაბუთებლად, შეიძლება მოვიხმოთ ქუთაისის საყდრის გამოსავალი ბეგრის დავთარი (1578 წელი), სადაც გურიაში სოფელ ბახვის მცხოვრებთა შორის დასახელებულია ბევრი მჭედლიძე. ამჟამად კი, ამ სოფელში მჭედლიძე არავინაა, მაშინ როცა ჭელიძეები მრავლად სახლობენ. თუ ვარაუდი სწორია, მჭედლიძის გვარს სახე უცვლია (ორი თანხმოვანი - მ და დ დაკარგულა) და ჭელიძედ ქცეულა.

ლეკიშვილი - გავრცელებულია გარდაბნის (მარტყოფი), ასპინძისა (ვარგავი), კასპის რაიონში (წინარეხი) და ამბროლაურში. ამავე ძირისაა ლეკიაშვილი. გადმოცემით, წინარეხელი ლეკიშვილები წინათ მამისაშვილები ყოფილან, ერთი მათგანი ლეკებს გაუტაციათ, 3 წლის შემდეგ უკან დაბრუნებულა.

მაღალაძე - ქართლის წარჩინებული ფეოდალური გვარია. მაღალაძეები XV საუკუნიდან დაწინაურდნენ. გვარს საპატიო ადგილი ეჭირა - სვეტიცხოვლის ქადაგის თანამდებობა. ერთგული სამსახურისათვის მიუღიათ ამ თანამდებობისთვის მიკუთვნებული მამულები წინარეხში, რომელიც მათი რეზიდენცია გამხდარა. იქიდან სამიოდე კმ-ის დაშორებით შემონახულია ე.წ. მაღალაანთ ეკლესია და კოშკები.

მელაშვილი - მომდინარეობს საკუთარი სახელიდან - მელა, მგელი. აქედანვეა მიღებული სოფლის სახელი მელაანი (გურჯაანის რაიონი), ამავე ძირისაა: მელაია, მელაიძე, მელაძე. გავრცელებულია კვაცხუთში (ამბროლაურის რაიონი).

მელიქიძე - გვხვდება ასპინძასა და ახალციხეში. საკუთარ სახელად ქცეული თანამდებობის ტერმინი "მელიქი" (არაბ. მალიქ) კუთხის, სოფლის, ქალაქის მმართველი, გამგებელი.

მუჯირი - გვარადქცეული თანამდებობის სიტყვაა, მუჯირი "ხვარბლის მნე" (საბა), ამავე ძირისაა: მუჯირიშვილი.

ნოზაძე - გავრცელებულია ხაშურში, საჩხერესა და თბილისში. შედგება საკუთარი სახელისგან ნოზა. ნოზაძეთა განშტოების გვარად მიიჩნევა ალელიშვილი და ცაცუნაშვილი. ალელიშვილი გავრცელებულია ჯავახეთში. შედგება გვარადქცეული სადაურობის სიტყვისგან ალელი. ალი სოფელია ხაშურის რაიონში. გადმოცემით წინაპართა გვარი ნოზაძე ყოფილა. ალიდან ჯავახეთში გადასახლებულან. ახალციხელ ალელიშვილებს ადგილობრივი გამოთქმით, არდელიანთს უწოდებენ, ამის გამო სავარაუდოა, მათი წარმომავლობა სოფელ არლიდან (არალი ადიგენის რაიონშია) ყოფილიყო.

საგინაშვილი - გავრცელებულია სიღნაღსა და მცხეთაში. მომდინარეობს საკუთარი სახელადქცეული ანტიკური ეთნონიმიდან "საგინა". ამავე ძირისაა საგინაძე.

მგალობლიშვილი - გავრცელებულია დირბში (გორის რაიონი), ერკეთსა (ჩოხატაურის რაიონი) და ზუგდიდის რაიონში. სამეგრელოში გამოთქვამენ როგორც გალობერი, გელებერი. გადმოცემით, ერკეთელი მგალობლიშვილები ბალაძეები ყოფილან და გურიაში ლტოლვილობის დროს მესხეთიდან გადმოსახლებულან, თან წამოუღიათ ზარზმის ხატები და საეკლესიო ნივთები. ბალაძის ოჯახი მგალობელი ყოფილა, გურიის მთავარს შემოქმედს გადაუყვანია, სადაც მგალობლად უმოღვაწიათ.

სუთიაშვილი - გავრცელებულია თბილისში, მცხეთასა და გორში. უკავშირდება საკუთარ სახელს სუთია. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, 1721 წელს მოიხსენიება ვინმე ალავერდა სუთიაშვილი. ამავე ძირისაა სუთიძე.

სეთური - ეს გვარი გავრცელებულია დუშეთის რაიონში. მომდინარეობს საკუთარი სახელისგან - სეთი. სეთურნი სოფელია გუდაურის მახლობლად. ამავე ძირისაა სეთაშვილი და სეთურიძე.

სულაშვილი - შედგება საკუთარი სახელისგან სულა. მოიხსენიება XII ს. ძეგლში, ხოლო 1817 წელს კოდაში თავად ლუარსაბ ორბელიანის ყმებს შორის იყო ვინმე გეო სულაშვილი. სულა ამჟამად გავრცელებულია მოფერებითი ფორმით - სულიკო. სულა-დან ნაწარმოებია გვარები: სულაძე, სულავა, სულაისძე, სულიაური, სულიაშვილი.

ტაბაღუა - გავრცელებულია ზუგდიდის რაიონში. სავარაუდოდ, დაკავშირებულია სახელთან ტაბაღი. შედარებითი ფორმა ტაბახი - უძველესი ეთნონიმი ძველი აღმოსავლეთის მოსახლეობიდან. ამავე ძირისაა ტაბახია.

მეფარიშვილი - გავრცელებულია ვანის და ჩოხატაურის რაიონში. შედგება ხელობის სახელისაგან მეფარე - ფარის მკეთებელი, მოხელე. ამავე ძირისაა: მეფარიძე.

ჩიხრაძე - ჩიხრაძეების გვარის ისტორია XVI საუკუნიდან იწყება. გადმოცემის მიხედვით, ჭიათურის რაიონში მდინარე ჩიხურას ხეობაში ორი ძმა ბატონს გაუნაწყენდა და სოფლიდან წასვლა გადაწყვიტა. გახიზვნის შემდეგ მათი სამყოფელი ახლანდელი გომის ტერიტორიაზე მოუნახავთ. მთისთვის, სადაც იმყოფებოდნენ, ჩიხორა დაურქმევიათ, ხოლო გვარად ჩიხრაძეზე დაწერილან. ჩიხრაძეები ძირითადად ხის ხელოსნობით ირჩენდნენ თავს.

უნდილაძე - გავრცელებულია დუშეთის რაიონში. შედგება მეტსახელი უნდილა-საგან, რაც მომდინარეობს ზოგადი მნიშვნელობის სიტყვისგან უნდილი, უფხო, მოუხერხებელი ადამიანი. თეიმურაზ I-ის მიერ ერთ-ერთ თავის თხზულებაში მოხსენიებული "შირაზის ხანი" არის გამაჰმადიანებული ქართველი იმამ-ყული-ხან უნდილაძე, ფარსის ბეგლარბეგი, ერთ-ერთი თვალსაჩინო ფიგურა შაჰაბაზ I-ის დროინდელი სეფიანთა ირანის სამხედრო-პოლიტიკურ ასპარეზზე, აღჭურვილი უდიდესი გავლენითა და ავტორიტეტით. ალავერდიხან უნდილაძე იყო შაჰ-აბასის პირადი მცველი, ჯარის მეთაური (ყულარაღასი) და ირანის მნიშვნელოვანი პროვინციის ფარსის ბეგლარბეგი. უნდილაძე დაუდხანი-განჯის ბეგლარბეგი. ამავე ძირისაა უნდილაშვილი.

ტყეშელაშვილი - ძირითადად ონისა და ამბროლაურის რაიონებშია წარმოდგენილი. გადმოცემით, ამ გვარის წინაპრები კოზოლიები ყოფილან, აფხაზეთიდან გადმოსულან იმერეთში და კოზოლაძეებად ქცეულან, შემდეგ ხატისკაცებად. ტყეშელაშვილების პირველი საცხოვრებელი იმერეთში ბზვანი და მაღლაკი გახლდათ. ამავე ძირისაა ტყეშელაძე, ტყეშელიაძე.

ყაუხჩიშვილი - გავრცებულია ახალციხეში, ქუთაისსა და თბილისში. ეს გვარი მომდინარეობს თურქული ტერმინიდან "ყაუხჩი", რაც ქართულად მექუდეს ნიშნავს. ზოგიერთი გადმოცემით, მათი წინაპართა გვარი დარდგანიძე ყოფილა.

შავლაშვილი - ამ გვარის წარმომავლობა ხევსურეთიდან მოდის. შავლაშვილები გიგაურის "განაყარი" გვარია. ამავე ძირისაა შალვაძე.

ჩიბუხაშვილი - გავრცელებულია ზემო მაჩხაანში. შერქმეული გვარი უნდა იყოს, აღნიშნავდა ჩიბუხის მკეთებელს (მეჩიბუხეს), ანდა მიუთითებდა ყმა-გლეხზე, რომელიც ბატონს ჩიბუხს უკიდებდა.

ცალუღელაშვილი - გავრცელებულია თიანეთის რაიონში. გადმოსახლებულები არიან ერწოდან. მათ ნაცხოვრებ უბანს ახლაც ცალუღელაანთკარი ჰქვია. მათი წინაპართა გვარი რაზმაძე ყოფილა.

ციციშვილი - ქარელის რაიონშია ფართოდ წარმოდგენილი. ეს გვარი წარჩინებული ფეოდალური საგვარეულოა ქართლში, ყოფილი ფანასკერტელი, საციციანოს მფლობელი XVI საუკუნიდან. ამავე ძირისაა ციციაშვილი, ციციგაშვილი, ციცილაშვილი.

ციხელაშვილი - გავრცელებულია დუშეთის, დმანისისა და ახმეტის რაიონებში. შედგება საკუთარი სახელისგან ციხელა. დმანისის რაიონში მოსახლე ციხელაშვილები გადმოცემით, ჯავახეთიდან ყოფილან გადმოსულნი (სოფელ გოგაშნიდან), ძველად ხოსიტაშვილები გახლდნენ.

ცხოვრებაძე - სავარაუდოდ, დაკავშირებულია სახელთან "ცხოვრება". ამავე ძირისაა ცხოვრებაშვილი. გვხვდება მაქათუბანსა და ჩხერში.

ცხომარია - გვარადქცეული სადაურობის სიტყვა ცხომარი, ნიშნავს ცხომელს, ცხომი, იგივე ცხუმი - თანამედროვე სოხუმის ძველი სახელწოდება იყო. ცხომარი გვხვდება საკუთარ სახელადაც. ამავე ძირისაა ცხომელიძე.

წამალაიძე - გავრცელებულია მთიულეთში. მომდინარეობს საკუთარი სახელიდან "წამალა". ამავე ძირისაა წამალაძე, წამალაშვილი.

ჭაბუკაშვილი - გავრცელებულია ქარელის რაიონში. გადმოცემით, სიდამონიძეები ყოფილან სოფელ ხანდოს მცხოვრებნი, იქ ბატონი მოუკლავთ და გამოქცეულან. ამავე ძირისაა: ჭაბუკიძე, ჭაბუკიანი.

ჭარელიძე - გავრცელებულია ამბროლაურის რაიონში. შედგება საკუთარ სახელადქცეული სადაურობის სიტყვისაგან ჭარელი. ჭარელიძენი იხსენებიან სორის ტაძრის წარწერაში (XIV საუკუნე), როგორც რაჭის ერისთავები. სოფელ შქმერში ცხოვრობენ ჭარელები. ამავე ძირისაა ჭარელიშვილი (ახმეტის რაიონი), ჭარელაშვილი (ფშავი).

ჭუმბურიძე - გავრცელებულია სიმონეთში, ბარდუბანსა (თერჯოლის რაიონი) და კიცხში. საკუთარი სახელია "ჭუმბურო". შესაძლებელია მომდინარეობდეს მეგრული სიტყვისაგან ჭუმბური (წაბლი).

ხარატიშვილი - ხარატასშვილი - ხარატი (არბ.) ოსტატი. მოგვიანებით ხელობა-საქმიანობის სიტყვა ხარატი, რომელიც ჩარხზე ხისგან ან ლითონისგან ჩარხავს (ახარატებს) სხვადასხვა ნაკეთობას. ეს გვარი სწორედ ხარატიდან, იგივე ოსტატიდან მომდინარეობს.

ხარისჭირაშვილი - გავრცელებულია ახალციხეში, თბილისში (წარმოშობით ჯავახეთიდან, წინაპართა გვარი - ადუაშვილი). შედგება ხელობა-საქმიანობის მიხედვით შერქმეული მეტსახელისაგან - ხარისჭირა. გადმოცემით, ამ სახელით ცნობილი პირი სახალხო მკურნალი ყოფილა.

ხარხელაური - გავრცელებულია თიანეთში, მცხეთასა და თბილისში. შედგება სავარაუდო მეტსახელისგან ხარხელა. ხარხელაური 1860 წელს სოფელ ლასტისციხეში გადმოსულა საცხოვრებლად "ტიფლისის ოლქის" სოფელ მოხისიდან (დღევანდელი ქარელის რაიონი).

მოამზადა ლალი ფაციამ, საინფორმაციო პორტალისთვის AMBEBI.GE

გამოგვყევით, თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია. გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში! AMBEBI.GE/საზოგადოება