სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ვმართოთ სტრესი - რჩევები დავით კენჭაძისგან
როგორ ვმართოთ სტრესი - რჩევები დავით კენჭაძისგან

სა­კი­თხი, რო­მელ­ზეც მინ­და ვი­სა­უბ­რო საკ­მა­ოდ აქ­ტუ­ა­ლუ­რია, გან­სა­კუთრბით კი ბოლო პე­რი­ო­დის გა­მავ­ლო­ბა­ში. დღე­ვან­დე­ლი სტა­ტი­ის თე­მაა - რო­გორ ვებ­რძო­ლოთ სტრესს.

სა­ნამ გა­და­ვალთ უშუ­ა­ლოდ რჩე­ვებ­ზე და გან­ვი­ხი­ლავთ თუ რა უნდა გა­ვა­კე­თოთ სტრე­სის და­სა­მარ­ცხებ­ლად, დავ­ფიქ­რდეთ თუ რა არის სტრე­სი.

სტრე­სის დროს ადა­მი­ა­ნი ვარ­დე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით ცუდ ფსი­ქო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და ეს ხდე­ბა სწო­რედ მა­შინ, როცა მის გარ­შე­მო მის­თვის არა­სა­სურ­ვე­ლი მოვ­ლე­ნე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ის უკ­მა­ყო­ფი­ლოა სამ­სა­ხუ­რით, ოჯახ­ში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით, მე­გობ­რე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით თუ სხვა მრა­ვა­ლი ფაქ­ტო­რით. ადა­მი­ან­თა უმ­რავ­ლე­სო­ბას ერთი და ორი პრობ­ლე­მის გამ­კლა­ვე­ბა მეტ­ნაკ­ლე­ბად შე­უძ­ლი­ათ. მაგ­რამ მა­შინ, რო­დე­საც საქ­მე სტრესს ეხე­ბა და ბევრ პრობ­ლე­მა ერ­თდრო­უ­ლად აწყდე­ბათ თავს, სა­კუ­თა­რი თა­ვის მარ­თვა რთულ­დე­ბა.

ჩემი დაკ­ვირ­ვე­ბით ყვე­ლა­ზე ცუდი სი­ტუ­ა­ცი­აა მა­შინ, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი აღი­ა­რებს, რომ სტრეს­შია და დეპ­რე­სია აქვს. ამ დროს ის თით­ქოს ნებ­დე­ბა და თა­ვის გა­სა­მარ­თლე­ბელ სა­ბუ­თად აქ­ცევს ამ მდგო­მა­რე­ო­ბას.

დავ­ფიქ­რდეთ რა უნდა გა­ვაკ­თოთ იმი­სათ­ვის, რომ დავძლი­ოთ სტრე­სი? ამი­სათ­ვის რა­მო­დე­ნი­მე ნა­ბი­ჯია გა­სავ­ლე­ლი. პირ­ვე­ლი - არა­სო­დეს აღი­ა­როთ რომ ეს სტრე­სია. პრობ­ლე­მე­ბი ყვე­ლას გვქო­ნია, გვაქვს და მო­მა­ვა­ლიც გვექ­ნე­ბა. მთა­ვა­რია რო­გორ ვებ­რძვით ამ პრობ­ლე­მებს. ერთი სა­კი­თხია უბ­რა­ლოდ დავ­ნებ­დეთ და მე­ო­რე უბ­რა­ლოდ მი­ვი­ღოთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ეს აღარ გან­მე­ორ­დე­ბა ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში და ამ პრობ­ლე­მას აუ­ცი­ლებ­ლად და­ვა­მარ­ცხებთ. ზო­გი­ერ­თი თქვენ­გა­ნი იტყვის, რომ ამის თქმა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია, თუმ­ცა რთუ­ლია პრაქ­ტი­კა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. გე­თან­ხმე­ბით, ეს ნამ­დვი­ლად ასეა.

პირ­ველ რიგ­ში გა­სა­კე­თე­ბე­ლია შე­სა­ბა­მი­სი სა­მოქ­მე­დო გეგ­მა - უნდა მო­ი­ფიქ­როთ რა უნდა გა­ა­კე­თოთ იმი­სათ­ვის, რომ თავი და­აღ­წი­ოთ ამ პრობ­ლე­მას. ჩემი რჩე­ვაა მო­ახ­დი­ნოთ ამ ყვე­ლაფ­რის ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცია. აი­ღეთ ფურ­ცე­ლი და და­ხა­ტეთ თქვე­ნი პრობ­ლე­მე­ბი. ნა­ხეთ რის­გან შედ­გე­ბი­ან ისი­ნი და იფიქ­რეთ რო­გორ მო­აგ­ვა­როთ ეს ყვე­ლა­ფე­რი. სა­ინ­ტე­რე­სოა ის ფაქ­ტი, რომ ადა­მი­ან­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა ფიქ­რობს, რომ სხვა რა­ი­მე უნდა მოხ­დეს ცხოვ­რე­ბა­ში იმი­სათ­ვის, რომ ეს პრობ­ლე­მა მოგ­ვარ­დეს, რაც სრუ­ლი­ად არას­წო­რია. რად­გან სხვა რა­ი­მე არ მოხ­დე­ბა. თქვენ უნდა შექ­მნათ ისე­თი სა­მოქ­მე­დო გეგ­მა, რო­მე­ლიც მხო­ლოდ თქვენ­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მა­გა­ლი­თად თუ გინ­დათ ერთი კონ­კერ­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნის და­მოკ­დე­ბუ­ლე­ბის შეც­ვლა და ეს არის თქვე­ნი პრობ­ლე­მა, ნუ იფიქ­რებთ იმა­ზე თუ რო­დის შე­იც­ვლე­ბა ეს ადა­მი­ა­ნი თვი­თონ. იფიქ­რეთ იმა­ზე თუ რა უნდა გა­ა­კე­თოთ იმი­სათ­ვის, რომ შე­იც­ვა­ლოს მისი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა თქვენ­და­მი.

გახ­სოვ­დეთ, რომ ეს პირ­ვე­ლი პრობ­ლე­მა არ არის თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში და მრა­ვა­ლი მსგავ­სი პრობ­ლე­მა გა­და­გიჭ­რი­ათ წარ­მა­ტე­ბით. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ყვე­ლა სირ­თუ­ლე­სა და პრობ­ლე­მას ამ მე­თო­დით და სწო­რი და­გეგ­მვით, საღ გო­ნე­ბა­ზე და არა აღელ­ვე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი­თა და პო­ზი­ტი­რი აზ­როვ­ნე­ბით გა­დაჭ­რით და თავს და­აღ­წევთ სტრე­სულ მდგო­მა­რე­ო­ბას.

წყა­რო: http://www.davidkenchadze.com/ka/blogi/personaluri-tsarmateba/article/6898-rogor-vmarthoth-stresi#ixzz3s1UjwhrF

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა

როგორ ვმართოთ სტრესი - რჩევები დავით კენჭაძისგან

როგორ ვმართოთ სტრესი - რჩევები დავით კენჭაძისგან

საკითხი, რომელზეც მინდა ვისაუბრო საკმაოდ აქტუალურია, განსაკუთრბით კი ბოლო პერიოდის გამავლობაში. დღევანდელი სტატიის თემაა - როგორ ვებრძოლოთ სტრესს.

სანამ გადავალთ უშუალოდ რჩევებზე და განვიხილავთ თუ რა უნდა გავაკეთოთ სტრესის დასამარცხებლად, დავფიქრდეთ თუ რა არის სტრესი.

სტრესის დროს ადამიანი ვარდება განსაკუთრებით ცუდ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში და ეს ხდება სწორედ მაშინ, როცა მის გარშემო მისთვის არასასურველი მოვლენები მიმდინარეობს. ის უკმაყოფილოა სამსახურით, ოჯახში არსებული მდგომარეობით, მეგობრების დამოკიდებულებით თუ სხვა მრავალი ფაქტორით. ადამიანთა უმრავლესობას ერთი და ორი პრობლემის გამკლავება მეტნაკლებად შეუძლიათ. მაგრამ მაშინ, როდესაც საქმე სტრესს ეხება და ბევრ პრობლემა ერთდროულად აწყდებათ თავს, საკუთარი თავის მართვა რთულდება.

ჩემი დაკვირვებით ყველაზე ცუდი სიტუაციაა მაშინ, როდესაც ადამიანი აღიარებს, რომ სტრესშია და დეპრესია აქვს. ამ დროს ის თითქოს ნებდება და თავის გასამართლებელ საბუთად აქცევს ამ მდგომარეობას.

დავფიქრდეთ რა უნდა გავაკთოთ იმისათვის, რომ დავძლიოთ სტრესი? ამისათვის რამოდენიმე ნაბიჯია გასავლელი. პირველი - არასოდეს აღიაროთ რომ ეს სტრესია. პრობლემები ყველას გვქონია, გვაქვს და მომავალიც გვექნება. მთავარია როგორ ვებრძვით ამ პრობლემებს. ერთი საკითხია უბრალოდ დავნებდეთ და მეორე უბრალოდ მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ ეს აღარ განმეორდება ჩვენს ცხოვრებაში და ამ პრობლემას აუცილებლად დავამარცხებთ. ზოგიერთი თქვენგანი იტყვის, რომ ამის თქმა ძალიან მარტივია, თუმცა რთულია პრაქტიკაში განხორციელება. გეთანხმებით, ეს ნამდვილად ასეა.

პირველ რიგში გასაკეთებელია შესაბამისი სამოქმედო გეგმა - უნდა მოიფიქროთ რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ თავი დააღწიოთ ამ პრობლემას. ჩემი რჩევაა მოახდინოთ ამ ყველაფრის ვიზუალიზაცია. აიღეთ ფურცელი და დახატეთ თქვენი პრობლემები. ნახეთ რისგან შედგებიან ისინი და იფიქრეთ როგორ მოაგვაროთ ეს ყველაფერი. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ადამიანთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ სხვა რაიმე უნდა მოხდეს ცხოვრებაში იმისათვის, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს, რაც სრულიად არასწორია. რადგან სხვა რაიმე არ მოხდება. თქვენ უნდა შექმნათ ისეთი სამოქმედო გეგმა, რომელიც მხოლოდ თქვენზე იქნება დამოკიდებული. მაგალითად თუ გინდათ ერთი კონკერტული ადამიანის დამოკდებულების შეცვლა და ეს არის თქვენი პრობლემა, ნუ იფიქრებთ იმაზე თუ როდის შეიცვლება ეს ადამიანი თვითონ. იფიქრეთ იმაზე თუ რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ შეიცვალოს მისი დამოკიდებულება თქვენდამი.

გახსოვდეთ, რომ ეს პირველი პრობლემა არ არის თქვენს ცხოვრებაში და მრავალი მსგავსი პრობლემა გადაგიჭრიათ წარმატებით. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა სირთულესა და პრობლემას ამ მეთოდით და სწორი დაგეგმვით, საღ გონებაზე და არა აღელვებულ მდგომარეობაში მიღებული გადაწყვეტილებებითა და პოზიტირი აზროვნებით გადაჭრით და თავს დააღწევთ სტრესულ მდგომარეობას.

წყარო: http://www.davidkenchadze.com/ka/blogi/personaluri-tsarmateba/article/6898-rogor-vmarthoth-stresi#ixzz3s1UjwhrF

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია