სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
25 წლის წინ შექმნილი ქართული ხატი, რომელიც დღემდე აღავლენს სასწაულებს
25 წლის წინ შექმნილი ქართული ხატი, რომელიც დღემდე აღავლენს სასწაულებს

სას­წა­ულ­მოქ­მედ ხა­ტებს შო­რის ცნო­ბი­ლია ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის ქარ­თუ­ლი ხატი - "შენ ხარ ვე­ნა­ხი", რო­მელ­საც არა­ერ­თი სას­წა­უ­ლი უკავ­შირ­დე­ბა. ის შე­და­რე­ბით ახალ­გაზ­რდა ხა­ტია და გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რულს შე­იქ­მნა. ავ­ტო­რი პეტ­რე-პავ­ლეს ტაძ­რის მრევ­ლი ირაკ­ლი ცინ­ცა­ძეა, ხოლო მისი მო­ძღვა­რი, დე­კა­ნო­ზი არ­ჩილ მინ­დი­აშ­ვი­ლი კი - ამ ხა­ტის სუ­ლი­ე­რი ავ­ტო­რი.

ხა­ტის შექ­მნის იდეა კა­პა­დო­კი­ა­ში გაჩ­ნდა: და­ახ­ლო­ე­ბით 20 წლის წინ, მამა არ­ჩი­ლის წი­ნამ­ძღო­ლო­ბით იქ მლოც­ველ­თა ჯგუ­ფი გა­ემ­გზავ­რა. რო­გორც ჰყვე­ბი­ან, ღვთის­მშობ­ლის ერთ-ერთი ფრეს­კი­დან, გა­მოქ­ვა­ბულ­ში ბათ­ქა­ში ყო­ფი­ლა ჩა­მოყ­რი­ლი და კე­დელ­ზე თით­ქოს სა­ქარ­თვე­ლოს რუკა გა­მო­სა­ხუ­ლა. იმ გა­დარ­ჩე­ნი­ლი ფრეს­კე­ბი­დან კი ღვთის­მშობ­ლის სახე, კერ­ძოდ, მისი თვა­ლე­ბი იმ­ზი­რე­ბო­დაო. იმ­დე­ნად მე­ტყვე­ლი თვა­ლე­ბი ჰქო­ნია, რომ მნახ­ვე­ლე­ბი და­უ­ტყვე­ვე­ბია. შემ­დეგ მამა არ­ჩილს ირაკ­ლი ცინ­ცა­ძის­თვის უთხო­ვია, გო­ნე­ბა­ში აღე­ბეჭ­და ღვთის­მშობ­ლის მზე­რა, ან ჩა­ნა­ხა­ტი გა­ე­კე­თე­ბი­ნა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც შემ­დგომ­ში ხატი შე­იქ­მნე­ბო­და.

ხატი "შენ ხარ ვე­ნა­ხი" კა­პა­დო­კი­ი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ მარ­თლაც და­ი­წე­რა. მისი კურ­თხე­ვა წმინ­და ბა­სი­ლი დი­დის ხსე­ნე­ბი­სა და უფ­ლის წი­ნა­დაც­ვე­თის დღეს (14 იან­ვარს ახა­ლი სტი­ლით) მოხ­და, ამის გამო ხა­ტის ხსე­ნე­ბის დღეც 14 იან­ვა­რია. რო­გორც ჰყვე­ბი­ან, კურ­თხე­ვის დღეს­ვე ხატ­მა სას­წა­უ­ლი მო­ახ­დი­ნა. ტაძრში სა­ლო­ცა­ვად უამ­რა­ვი ხალ­ხი იმ­ყო­ფე­ბო­და. ერთ-ერთ ქალ­ბა­ტონს იქ ძა­ლით უკურ­ნე­ბე­ლი სე­ნით შე­პყრო­ბი­ლი მე­უღ­ლე მი­ეყ­ვა­ნა, რო­მელ­საც ხალ­ხის ტალ­ღამ გა­და­ად­გი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცა და "შენ ხარ ვე­ნა­ხის" ხატ­თან შე­ა­ჩერ­და. იძუ­ლე­ბუ­ლიც გახ­და, სხვებ­თან ერ­თად, ხა­ტის­თვის ამ­ბო­რი ეყო. რო­გორც ამ­ბო­ბენ, მან მა­შინ­ვე შვე­ბა იგ­რძნოო და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ტაძ­რი­დან გან­კურ­ნე­ბუ­ლი გა­ვი­დაო.

ხატს, მას­თან რწმე­ნით მი­ახ­ლე­ბუ­ლი კი­დევ არა­ერ­თი და­ა­ვა­დე­ბუ­ლი გა­ნუ­კურ­ნე­ბია, მათ შო­რის, ონ­კო­ლო­გი­უ­რი პა­ცი­ენ­ტე­ბიც, უშ­ვი­ლო წყვი­ლის­თვის შვი­ლი მი­უ­ცია და კაცი დახ­რჩო­ბას გა­და­ურ­ჩე­ნია.

მორ­წმუ­ნე­ე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ხში­რად ხა­ტის ას­ლე­ბიც კურ­ნა­ვე­ნო. ორ­ჯერ უნა­ყო­ფო ვაზ­თან ამ ხა­ტის ასლი და­უბ­რძა­ნე­ბი­ათ და ვე­ნახს ყუ­რძე­ნი მო­უს­ხამს.

ხა­ტის ფო­ტო­ას­ლე­ბი­დან თბილ­სის რამ­დე­ნი­მე ტა­ძარ­სა და ოჯახ­შიც მი­რონ­დე­ნა და­წყე­ბუ­ლა... "შენ ხარ ვე­ნა­ხი" ჭეშ­მა­რი­ტად ქარ­თუ­ლი ხა­ტია, რო­მელ­თა­ნაც კი­თხუ­ლო­ბენ ამ ტრო­პარს: "შენ ხარ ვე­ნა­ხი, ახ­ლად აღყ­ვა­ვე­ბუ­ლი. მორ­ჩი კე­თი­ლი, ედემს შინა ნერ­გუ­ლი. ალვა სუნ­ნე­ლი, სა­მო­თხეს აღ­მოს­რუ­ლი. ღმერ­თმან შე­გამ­კო, ვე­რა­ვინ გჯობს ქე­ბუ­ლი და თა­ვით თვი­სით მზე ხარ განბრწყინ­ვე­ბუ­ლი".

მისი ავ­ტო­რია წმინ­და და­მი­ა­ნე, ანუ დე­მეტ­რე მეფე (და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლის ძე, რო­მე­ლიც ბე­რად აღიკ­ვე­ცა), რო­მელ­მაც სა­გა­ლო­ბე­ლი "შენ ხარ ვე­ნა­ხი" და­წე­რა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

25 წლის წინ შექმნილი ქართული ხატი, რომელიც დღემდე აღავლენს სასწაულებს

25 წლის წინ შექმნილი ქართული ხატი, რომელიც დღემდე აღავლენს სასწაულებს

სასწაულმოქმედ ხატებს შორის ცნობილია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ქართული ხატი - "შენ ხარ ვენახი", რომელსაც არაერთი სასწაული უკავშირდება. ის შედარებით ახალგაზრდა ხატია და გასული საუკუნის მიწურულს შეიქმნა. ავტორი პეტრე-პავლეს ტაძრის მრევლი ირაკლი ცინცაძეა, ხოლო მისი მოძღვარი, დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი კი - ამ ხატის სულიერი ავტორი.

ხატის შექმნის იდეა კაპადოკიაში გაჩნდა: დაახლოებით 20 წლის წინ, მამა არჩილის წინამძღოლობით იქ მლოცველთა ჯგუფი გაემგზავრა. როგორც ჰყვებიან, ღვთისმშობლის ერთ-ერთი ფრესკიდან, გამოქვაბულში ბათქაში ყოფილა ჩამოყრილი და კედელზე თითქოს საქართველოს რუკა გამოსახულა. იმ გადარჩენილი ფრესკებიდან კი ღვთისმშობლის სახე, კერძოდ, მისი თვალები იმზირებოდაო. იმდენად მეტყველი თვალები ჰქონია, რომ მნახველები დაუტყვევებია. შემდეგ მამა არჩილს ირაკლი ცინცაძისთვის უთხოვია, გონებაში აღებეჭდა ღვთისმშობლის მზერა, ან ჩანახატი გაეკეთებინა, რომლის მიხედვითაც შემდგომში ხატი შეიქმნებოდა.

ხატი "შენ ხარ ვენახი" კაპადოკიიდან დაბრუნების შემდეგ მართლაც დაიწერა. მისი კურთხევა წმინდა ბასილი დიდის ხსენებისა და უფლის წინადაცვეთის დღეს (14 იანვარს ახალი სტილით) მოხდა, ამის გამო ხატის ხსენების დღეც 14 იანვარია. როგორც ჰყვებიან, კურთხევის დღესვე ხატმა სასწაული მოახდინა. ტაძრში სალოცავად უამრავი ხალხი იმყოფებოდა. ერთ-ერთ ქალბატონს იქ ძალით უკურნებელი სენით შეპყრობილი მეუღლე მიეყვანა, რომელსაც ხალხის ტალღამ გადაადგილების საშუალება არ მისცა და "შენ ხარ ვენახის" ხატთან შეაჩერდა. იძულებულიც გახდა, სხვებთან ერთად, ხატისთვის ამბორი ეყო. როგორც ამბობენ, მან მაშინვე შვება იგრძნოო და შეიძლება ითქვას, ტაძრიდან განკურნებული გავიდაო.

ხატს, მასთან რწმენით მიახლებული კიდევ არაერთი დაავადებული განუკურნებია, მათ შორის, ონკოლოგიური პაციენტებიც, უშვილო წყვილისთვის შვილი მიუცია და კაცი დახრჩობას გადაურჩენია.

მორწმუნეები ამბობენ, რომ ხშირად ხატის ასლებიც კურნავენო. ორჯერ უნაყოფო ვაზთან ამ ხატის ასლი დაუბრძანებიათ და ვენახს ყურძენი მოუსხამს.

ხატის ფოტოასლებიდან თბილსის რამდენიმე ტაძარსა და ოჯახშიც მირონდენა დაწყებულა... "შენ ხარ ვენახი" ჭეშმარიტად ქართული ხატია, რომელთანაც კითხულობენ ამ ტროპარს: "შენ ხარ ვენახი, ახლად აღყვავებული. მორჩი კეთილი, ედემს შინა ნერგული. ალვა სუნნელი, სამოთხეს აღმოსრული. ღმერთმან შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებული და თავით თვისით მზე ხარ განბრწყინვებული".

მისი ავტორია წმინდა დამიანე, ანუ დემეტრე მეფე (დავით აღმაშენებელის ძე, რომელიც ბერად აღიკვეცა), რომელმაც საგალობელი "შენ ხარ ვენახი" დაწერა.

რას ჰყვება სოფელ ყანობის ბაგა-ბაღის მასწავლებელი, რომლის მუსიკის გაკვეთილიც ინტერნეტ-ჰიტად იქცა

"რომ გავიგე, თურმე, სიმსივნე არ მქონდა, შოკში ჩავვარდი" - რას ჰყვება პაციენტი, რომელსაც არასწორი დიაგნოზის შემდეგ, ქი­მი­ო­თე­რა­პი­ა 3-ჯერ ჩაუტარეს

"თოვლში გვირაბებს ვჭრით და ისე დავდივართ..." - ფოტოები სოფელ მუხურადან, რომელიც გადაუღებელმა თოვლმა გარესამყაროს მოწყვიტა