პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროპარლამენტარები დღეს სოფელ ხურვალეთში ჩავლენ
ევროპარლამენტარები დღეს სოფელ ხურვალეთში ჩავლენ

სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­რეო საქ­მე­თა კო­მი­ტე­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სტუმ­რო­ბენ. დე­ლე­გა­ცი­ას ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­რეო საქ­მე­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ელ­მარ ბრო­კი ხელ­მძღვა­ნე­ლობს.

დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რებ­მა ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში პირ­ვე­ლი შეხვვედ­რა სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­მარ­თეს. რო­გორც შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე და­ვით დონ­დუ­ამ გა­ნუ­ცხა­და, სა­უ­ბა­რი ევ­რო­კავ­შირ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დღის წეს­რიგს, ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის დაჩ­ქა­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას და ყვე­ლა იმ რე­ფორ­მას შე­ე­ხო, რო­მე­ლიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმის­თვის, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით იყოს მუ­შა­ო­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი.

""დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რებს ბევ­რი კი­თხვა ჰქონ­დათ სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ასე­ვე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს ევ­რო­კავ­ში­რის დე­ლე­გა­ცი­აა, აინ­ტე­რე­სებთ ნა­ტოს­თან ჩვე­ნი თა­ნამ­შრო­მო­ბის პერ­სპექ­ტი­ვე­ბი და ის, თუ რას ვა­პი­რებთ ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე მცხოვ­რებ ხალ­ხთა შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნით, რო­გორ ვხე­დავთ რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბებს და მის როლს რე­გი­ონ­ში. რა თქმა უნდა, ვი­სა­უბ­რეთ იმა­ზეც, თუ რა ვი­თა­რე­ბაა ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით ე.წ. სა­ზღვრის მიღ­მა რე­გი­ო­ნებ­ში. დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რე­ბი აპი­რე­ბენ თა­ვად ჩა­ვიდ­ნენ ად­გილ­ზე და ნა­ხონ ის მავ­თულხლარ­თე­ბი, რომ­ლე­ბიც იქ რუს­მა ოკუ­პან­ტებ­მა გა­ავ­ლეს", - გა­ნა­ცხა­და და­ვით დონ­დუ­ამ.

სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის გან­მარ­ტე­ბით, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რებ­მა კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რეს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა და არა­ღი­ა­რე­ბის პო­ლი­ტი­კის მხარ­და­ჭე­რა.

"ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი ბევრ აკე­თებს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რებ­მა დაგ­ვარ­წმუ­ნეს, რომ ეს პო­ლი­ტი­კა მო­მა­ვალ­შიც გაგ­რძელ­დე­ბა", - აღ­ნიშ­ნა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ.

ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­რეო საქ­მე­თა კო­მი­ტე­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი შეხ­ვედ­რებს სა­ქარ­თვე­ლოს აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი და სა­კა­ნონ­მდებ­ლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლებ­თა­ნაც გა­მარ­თა­ვენ. ამას­თან, და­გეგ­მი­ლია შეხ­ვედ­რე­ბი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბას­თან. ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი დღეს­ვე სა­ო­კუ­პა­ციო ხაზს მო­ი­ნა­ხუ­ლე­ბენ და სო­ფელ ხურ­ვა­ლეთს ეწ­ვე­ვი­ან.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა

ევროპარლამენტარები დღეს სოფელ ხურვალეთში ჩავლენ

ევროპარლამენტარები დღეს სოფელ ხურვალეთში ჩავლენ

საქართველოს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლები სტუმრობენ. დელეგაციას ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკი ხელმძღვანელობს.

დელეგაციის წევრებმა ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართეს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუამ განუცხადა, საუბარი ევროკავშირთან ურთიერთობის დღის წესრიგს, ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებას, ვიზალიბერალიზაციის მოლაპარაკებების დაჩქარების აუცილებლობას და ყველა იმ რეფორმას შეეხო, რომელიც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ აღნიშნული მიმართულებით იყოს მუშაობა წარმატებული.

''"დელეგაციის წევრებს ბევრი კითხვა ჰქონდათ საქართველოში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ ეს ევროკავშირის დელეგაციაა, აინტერესებთ ნატოსთან ჩვენი თანამშრომობის პერსპექტივები და ის, თუ რას ვაპირებთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ხალხთა შორის ურთიერთობების განვითარების მიზნით, როგორ ვხედავთ რუსეთთან ურთიერთობებს და მის როლს რეგიონში. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ იმაზეც, თუ რა ვითარებაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით ე.წ. საზღვრის მიღმა რეგიონებში. დღის მეორე ნახევარში დელეგაციის წევრები აპირებენ თავად ჩავიდნენ ადგილზე და ნახონ ის მავთულხლართები, რომლებიც იქ რუსმა ოკუპანტებმა გაავლეს", - განაცხადა დავით დონდუამ.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, ევროპარლამენტის დელეგაციის წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა.

''ევროპარლამენტი ბევრ აკეთებს ამ მიმართულებით. დელეგაციის წევრებმა დაგვარწმუნეს, რომ ეს პოლიტიკა მომავალშიც გაგრძელდება", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ვიზიტის ფარგლებში ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლები შეხვედრებს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთანაც გამართავენ. ამასთან, დაგეგმილია შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოებასა და საპარლამენტო უმცირესობასთან. ევროპარლამენტარები დღესვე საოკუპაციო ხაზს მოინახულებენ და სოფელ ხურვალეთს ეწვევიან.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."