კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რიგის დეკლარაციის საბოლოო ვარიანტი უკვე ცნობილია
რიგის დეკლარაციის საბოლოო ვარიანტი უკვე ცნობილია

აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის რი­გის სა­მი­ტის დეკ­ლა­რა­ცი­ის სა­ბო­ლოო ვა­რი­ან­ტის ჩა­ნა­წე­რე­ბი უკვე ცნო­ბი­ლია. დო­კუ­მენ­ტში სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნის­თვის ევ­რო­კავ­შირ­თან სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გა­უქ­მე­ბის ზუს­ტი თა­რი­ღის შე­სა­ხებ ჩა­ნა­წე­რი არ არის, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ამის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მას შემ­დეგ იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი, რაც ევ­რო­კო­მი­სია წლის ბო­ლომ­დე ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის სა­მოქ­მე­დო გეგ­მის შეს­რუ­ლე­ბის შე­სა­ხებ დას­კვნას მო­ამ­ზა­დებს.

"სა­მი­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მი­ე­სალ­მე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნის მიერ მიღ­წე­ულ პროგ­რესს ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის სა­მოქ­მე­დო გეგ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­გორც ეს ევ­რო­კო­მი­სი­ის ბოლო დას­კვნა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი. ისი­ნი მო­უთ­მენ­ლად ელო­დე­ბი­ან უკ­რა­ი­ნი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მიერ ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის სა­მოქ­მე­დო გეგ­მის მე­ო­რე ეტა­პის დას­რუ­ლე­ბას, რო­დე­საც ყვე­ლა მო­თხოვ­ნი­ლი რე­ფორ­მის პუნ­ქტე­ბი შეს­რულ­დე­ბა. ისი­ნი ასე­ვე მი­ე­სალ­მე­ბი­ან კო­მი­სი­ის მზა­ო­ბას, გა­ა­კე­თოს ყვე­ლა­ფე­რი უკ­რა­ი­ნი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მხარ­და­სა­ჭე­რად სა­მოქ­მე­დო გეგ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის დროს, აგ­რეთ­ვე, სურ­ვილს - და­ას­რუ­ლონ ან­გა­რი­შის მომ­ზა­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნის პროგ­რე­სის შე­სა­ხებ 2015 წლის ბო­ლომ­დე", - აღ­ნიშ­ნუ­ლია დეკ­ლა­რა­ცი­ის ტექ­სტში.

დო­კუ­მენ­ტში ასე­ვე ხაზ­გას­მუ­ლია, რომ ყვე­ლა პუნ­ქტის შეს­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­კეთ­დე­ბა პროგ­რე­სის შე­სა­ხებ დას­კვნა, რის შემ­დე­გაც ევ­რო­კო­მი­სია ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტსა და ევ­რო­პულ საბ­ჭოს შეს­თა­ვა­ზებს უკ­რა­ი­ნი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სა­ვი­ზო მო­თხოვ­ნე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას. დეკ­ლა­რა­ცია ევ­რო­კო­მი­სი­ის ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე სა­მი­ტის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე გა­მოქ­ვეყ­ნდა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რიგის დეკლარაციის საბოლოო ვარიანტი უკვე ცნობილია

რიგის დეკლარაციის საბოლოო ვარიანტი უკვე ცნობილია

აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტის დეკლარაციის საბოლოო ვარიანტის ჩანაწერები უკვე ცნობილია. დოკუმენტში საქართველოსა და უკრაინისთვის ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმების ზუსტი თარიღის შესახებ ჩანაწერი არ არის, თუმცა აღნიშნულია, რომ ამის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც ევროკომისია წლის ბოლომდე ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ დასკვნას მოამზადებს.

"სამიტის მონაწილეები მიესალმებიან საქართველოსა და უკრაინის მიერ მიღწეულ პროგრესს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებით, როგორც ეს ევროკომისიის ბოლო დასკვნაშია აღნიშნული. ისინი მოუთმენლად ელოდებიან უკრაინისა და საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ეტაპის დასრულებას, როდესაც ყველა მოთხოვნილი რეფორმის პუნქტები შესრულდება. ისინი ასევე მიესალმებიან კომისიის მზაობას, გააკეთოს ყველაფერი უკრაინისა და საქართველოს მხარდასაჭერად სამოქმედო გეგმის განხორციელების დროს, აგრეთვე, სურვილს - დაასრულონ ანგარიშის მომზადება საქართველოსა და უკრაინის პროგრესის შესახებ 2015 წლის ბოლომდე", - აღნიშნულია დეკლარაციის ტექსტში.

დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ ყველა პუნქტის შესრულების შემდეგ გაკეთდება პროგრესის შესახებ დასკვნა, რის შემდეგაც ევროკომისია ევროპარლამენტსა და ევროპულ საბჭოს შესთავაზებს უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეების სავიზო მოთხოვნებისგან გათავისუფლებას. დეკლარაცია ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე სამიტის დასრულებისთანავე გამოქვეყნდა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."