პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამუნა ლეკვეიშვილი: ''ვაღიარებ, რომ კანონს ვარღვევდი...''
თამუნა ლეკვეიშვილი: ''ვაღიარებ, რომ კანონს ვარღვევდი...''

თა­მუ­ნა ლეკ­ვე­იშ­ვილს მან­ქა­ნის მარ­თვა ქმარ­მა შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში ას­წავ­ლა, თუმ­ცა მარ­თვის მოწ­მო­ბა საკ­მა­ოდ გვი­ან აიღო. პატ­რულს არას­დროს გა­უ­ჩე­რე­ბია, ერთხელ "სითი პარკს" თით­ქმის წაყ­ვა­ნი­ლი მან­ქა­ნაც კი და­აბ­რუ­ნე­ბი­ნა უკან...

- როცა მან­ქა­ნის სა­ჭი­რო­ე­ბა ვიგ­რძე­ნი, მა­შინ ვის­წავ­ლე ტა­რე­ბა. და­ახ­ლო­ე­ბით ორი წელი მარ­თვის მოწ­მო­ბის გა­რე­შე დავ­დი­ო­დი, მაგ­რამ ერთხე­ლაც კი არ გა­ვუ­ჩე­რე­ბი­ვარ პატ­რულს. ვა­ღი­ა­რებ, რომ კა­ნონს ვარ­ღვევ­დი, მაგ­რამ წე­სე­ბის დაც­ვით ჭკვი­ა­ნად დავ­დი­ო­დი.

- მარ­თვა ვინ გას­წავ­ლა?

- ავ­ტოს­კო­ლა­ში არა­სო­დეს მივ­ლია, ტა­რე­ბა გი­გიმ მას­წავ­ლა, ჯერ კი­დევ მა­შინ, როცა ჩემი ქმა­რი არ იყო, შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით. თე­ო­რია კომ­პი­უ­ტე­რით ვის­წავ­ლე. მივ­ხვდი, რომ მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი ვალი უნდა მო­მე­ხა­და და გა­მოც­და­ზე გა­ვე­დი. პირ­ვე­ლი­ვე გას­ვლა­ზე ჩა­ვა­ბა­რე, პრაქ­ტი­კა­ში ჩა­ვი­ჭე­რი, რად­გან ავ­ტო­მა­ტი­კას ვმარ­თავ­დი და გა­მოც­და­ზე მე­ქა­ნი­კა­ზე დავ­ჯე­ქი. პრაქ­ტი­კულ გა­მოც­და­ზე ხე­ლახ­ლა გას­ვლა ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­მეძ­ლო, მე კი ბოლო დღეს მი­ვე­დი, მაგ­რამ ჩავ­ბა­რე და მარ­თვის მოწ­მო­ბა ავი­ღე.

- ხუ­თწ­ლი­ა­ნი მძღო­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა გქო­ნია?

- ერ­თა­დერ­თხელ. მარ­ცხე­ნა ზოლ­ში ვი­დე­ქი, მარ­ჯვნი­დან გად­მო­მიჭ­რა ტაქ­სიმ ისე, რომ ციმ­ცი­მაც კი არ ჩარ­თო და ოდ­ნავ მი­ვარ­ტყი. ჩემი ბრა­ლი არ იყო, თვი­თო­ნაც ბო­დი­ში მო­მი­ხა­და, არ მინ­და არა­ფე­რიო, მი­თხრა და დრო­უ­ლად წა­ვი­და, რომ პატ­რუ­ლი არ მო­სუ­ლი­ყო.

- თბი­ლის­ში მოძ­რა­ო­ბა თან­და­თან უფრო რთუ­ლი ხდე­ბა..

- სი­მარ­თლე გი­თხრა, სა­ცო­ბე­ბი ნაკ­ლე­ბად მა­წუ­ხებს, სამ­სა­ხურ­თან ახ­ლოს ვცხოვ­რობ და იშ­ვი­ა­თად გავ­დი­ვარ იქ, სა­დაც მოძ­რა­ო­ბა გა­დატ­ვირ­თუ­ლია. სა­მა­გი­ე­როდ, პარ­კინ­გის პრობ­ლე­მა "რუს­თა­ვი 2"-შიც გვაქვს, ხან სად ვა­ყე­ნებ, ხან - სად, მერე დაც­ვას ვუ­ტო­ვებ ხოლ­მე გა­სა­ღებს და არი­ან ამ მან­ქა­ნე­ბის გა­და­ყე­ნე­ბა-გად­მო­ყე­ნე­ბა­ში.

- ამის გამო შენი მან­ქა­ნა გი­ძებ­ნია?

- კი. ერთხელ სამ­სა­ხუ­რი­დან გა­მო­ვე­დი და სახ­ლში ფე­ხით წა­ვე­დი, მე­გო­ნა, იმ დღეს მან­ქა­ნით არ ვი­ყა­ვი მი­სუ­ლი, დაც­ვას­თან Aრომ გა­ვი­ა­რე, მერე გა­მახ­სენ­და მან­ქა­ნა.

- "სითი პარკს" წა­უყ­ვა­ნია შენი მან­ქა­ნა?

- კი, ერთხელ გავ­ხდი მათი მსხვერ­პლი, ისეთ ად­გი­ლას მყავ­და გა­ჩე­რე­ბუ­ლი, სა­დაც არ შე­იძ­ლე­ბა. ორ­სუ­ლად ვი­ყა­ვი, დიდი მუ­ცე­ლი მქონ­და, გა­მო­ვე­დი მა­ღა­ზი­ი­დან ზუს­ტად იმ დროს, როცა ჩემი მან­ქა­ნა უკვე და­დე­ბუ­ლი ჰყავთ, უნდა და­ქო­ქონ და წა­ვიდ­ნენ... გა­და­ვუხ­ტი ამ­ხე­ლა მან­ქა­ნას წინ, ხე­ლე­ბი გავ-შალე და ვუ­თხა­რი. არ დამ­ღუ­პოთ, არ წა­იყ­ვა­ნოთ-მეთ­ქი. უნდა ვთქვა, რომ გუ­ლის­ხმი­ე­რად მო­იქ­ცნენ, არც ჯა­რი­მა და­მი­წე­რეს, არც არა­ფე­რი, ჩა­მო­მიხ­სნეს და და­მი­ტო­ვეს.

- პატ­რუ­ლი ხში­რად გა­ჯა­რი­მებს?

- არა, ხში­რად კი არა, არას­დროს გა­ვუ­ჩე­რე­ბი­ვარ, ეტყო­ბა, წე­სე­ბის დაც­ვით დავ­დი­ვარ. ძი­რი­თა­დად, ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბის ჯა­რი­მე­ბი მომ­დის ხოლ­მე.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა

თამუნა ლეკვეიშვილი: ''ვაღიარებ, რომ კანონს ვარღვევდი...''

თამუნა ლეკვეიშვილი: ''ვაღიარებ, რომ კანონს ვარღვევდი...''

თამუნა ლეკვეიშვილს მანქანის მართვა ქმარმა შეყვარებულობის პერიოდში ასწავლა, თუმცა მართვის მოწმობა საკმაოდ გვიან აიღო. პატრულს არასდროს გაუჩერებია, ერთხელ ''სითი პარკს'' თითქმის წაყვანილი მანქანაც კი დააბრუნებინა უკან...

- როცა მანქანის საჭიროება ვიგრძენი, მაშინ ვისწავლე ტარება. დაახლოებით ორი წელი მართვის მოწმობის გარეშე დავდიოდი, მაგრამ ერთხელაც კი არ გავუჩერებივარ პატრულს. ვაღიარებ, რომ კანონს ვარღვევდი, მაგრამ წესების დაცვით ჭკვიანად დავდიოდი.

- მართვა ვინ გასწავლა?

- ავტოსკოლაში არასოდეს მივლია, ტარება გიგიმ მასწავლა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ჩემი ქმარი არ იყო, შეყვარებულები ვიყავით. თეორია კომპიუტერით ვისწავლე. მივხვდი, რომ მოქალაქეობრივი ვალი უნდა მომეხადა და გამოცდაზე გავედი. პირველივე გასვლაზე ჩავაბარე, პრაქტიკაში ჩავიჭერი, რადგან ავტომატიკას ვმართავდი და გამოცდაზე მექანიკაზე დავჯექი. პრაქტიკულ გამოცდაზე ხელახლა გასვლა ერთი თვის განმავლობაში შემეძლო, მე კი ბოლო დღეს მივედი, მაგრამ ჩავბარე და მართვის მოწმობა ავიღე.

- ხუთწლიანი მძღოლობის პერიოდში ავტოსაგზაო შემთხვევა გქონია?

- ერთადერთხელ. მარცხენა ზოლში ვიდექი, მარჯვნიდან გადმომიჭრა ტაქსიმ ისე, რომ ციმციმაც კი არ ჩართო და ოდნავ მივარტყი. ჩემი ბრალი არ იყო, თვითონაც ბოდიში მომიხადა, არ მინდა არაფერიო, მითხრა და დროულად წავიდა, რომ პატრული არ მოსულიყო.

- თბილისში მოძრაობა თანდათან უფრო რთული ხდება..

- სიმართლე გითხრა, საცობები ნაკლებად მაწუხებს, სამსახურთან ახლოს ვცხოვრობ და იშვიათად გავდივარ იქ, სადაც მოძრაობა გადატვირთულია. სამაგიეროდ, პარკინგის პრობლემა ''რუსთავი 2''-შიც გვაქვს, ხან სად ვაყენებ, ხან - სად, მერე დაცვას ვუტოვებ ხოლმე გასაღებს და არიან ამ მანქანების გადაყენება-გადმოყენებაში.

- ამის გამო შენი მანქანა გიძებნია?

- კი. ერთხელ სამსახურიდან გამოვედი და სახლში ფეხით წავედი, მეგონა, იმ დღეს მანქანით არ ვიყავი მისული, დაცვასთან Aრომ გავიარე, მერე გამახსენდა მანქანა.

- ''სითი პარკს'' წაუყვანია შენი მანქანა?

- კი, ერთხელ გავხდი მათი მსხვერპლი, ისეთ ადგილას მყავდა გაჩერებული, სადაც არ შეიძლება. ორსულად ვიყავი, დიდი მუცელი მქონდა, გამოვედი მაღაზიიდან ზუსტად იმ დროს, როცა ჩემი მანქანა უკვე დადებული ჰყავთ, უნდა დაქოქონ და წავიდნენ... გადავუხტი ამხელა მანქანას წინ, ხელები გავ-შალე და ვუთხარი. არ დამღუპოთ, არ წაიყვანოთ-მეთქი. უნდა ვთქვა, რომ გულისხმიერად მოიქცნენ, არც ჯარიმა დამიწერეს, არც არაფერი, ჩამომიხსნეს და დამიტოვეს.

- პატრული ხშირად გაჯარიმებს?

- არა, ხშირად კი არა, არასდროს გავუჩერებივარ, ეტყობა, წესების დაცვით დავდივარ. ძირითადად, ვიდეოკამერების ჯარიმები მომდის ხოლმე.

იხილეთ გაგრძელება

„ერთ დღეს განვიცადე 2 ყველაზე დიდი - პირადული და პროფესიული ბედნიერება“ - გაიცანით „მასტერშეფის“ მეოთხე სეზონის ტრიუმფატორი სოლომონ მძინარაშვილი

ეკა ბესელიას შვილი დაინიშნა  - ვინ არის პარლამენტარის სარძლო? (ფოტოები ნიშნობიდან)

როგორ ცხოვრობს ქართველი ბიჭი სხვადასხვა სახეობის გველთან და ნიანგთან ერთად? - "შეიძლება დაოჯახებაში ხელი შემეშალოს, მაგრამ პრობლემას არ შევქმნი"