სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არიან ივანიშვილის ორგანიზაცია "20/30"-ის წევრები
ვინ არიან ივანიშვილის ორგანიზაცია "20/30"-ის წევრები

"გა­სუ­ლი კვი­რი­დან ტე­ლე­კომ­პა­ნია "ჯი­დი­ეს­ზე" ყო­ფი­ლი პრე­მირ-მი­ნის­ტრის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პრო­ექ­ტი, გა­და­ცე­მა - 20/30 და­ი­წყო და ის შა­ბა­თის გარ­და ყო­ველ­დღე გავა. გა­და­ცე­მის პირ­ვე­ლი სტუ­მა­რი თა­ვად პრო­ექ­ტის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ივა­ნიშ­ვი­ლი იყო და რო­გორც ერთ-ერთი პრო­დი­უ­სე­რი ვა­სილ მაღ­ლა­ფე­რი­ძე აცხა­დებს, შემ­დგომ კვი­რის გა­და­ცე­მებ­ში ის ერთ-ერთ სტუმ­რად აუ­ცი­ლებ­ლად დარ­ჩე­ბა. სულ ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში 60-მდე ექ­სპერ­ტია გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი და მათი რა­ო­დე­ნო­ბა, რო­გორც ამ­ბო­ბენ, მო­მა­ვალ­ში გა­იზ­რდე­ბა. პრო­დი­უ­სე­რე­ბი ვა­სილ მაღ­ლა­ფე­რი­ძე, არ­ჩილ გამ­ზარ­დია, ვახ­ტანგ კო­მა­ხი­ძე, ეკა შა­ნი­ძე და ნო­დარ ჭი­ჭი­ნა­ძე არი­ან", - წერს გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" სტა­ტი­ა­ში სა­თა­უ­რით - "ვინ არი­ან ივა­ნიშ­ვი­ლის ორ­გა­ნი­ზა­ცია "20/30"-ის წევ­რე­ბი".

"ორ­გა­ნი­ზა­ცია იუ­რი­დი­უ­ლად და­ფუძ­ნე­ბუ­ლი არ არის და მა­ინ­ცდა­მა­ინც ამას არც ვა­პი­რებთ. ეს არის გარ­კვე­უ­ლი მსოფ­ლმხედ­ვე­ლუ­რი თან­ხვედ­რა, რა­ღაც სა­ერ­თო პრინ­ცი­პე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა," - ამ­ბობს გა­და­ცე­მა 20/30-ის პრო­დი­უ­სე­რი ვა­სილ მაღ­ლა­ფე­რი­ძე ორ­გა­ნი­ზა­ცია "20/30"-ზე.

"ყვე­ლა გა­და­ცე­მა­ში სა­ჭი­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით გა­მოვ­ლენ ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი. რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხელმღვა­ნე­ლი მათ არ სჭირ­დე­ბათ და არც ჰყავთ. უბ­რა­ლოდ, გა­და­ცე­მის პრო­დი­უ­სე­რე­ბი სა­ჭი­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით ეძა­ხი­ან მათ, ვი­საც სა­ჭი­როდ მი­იჩ­ნე­ვენ. გა­და­ცე­მა­ში მოწ­ვე­უ­ლი ექ­სპერ­ტე­ბი "სა­ზო­გა­დო­ე­ბა 20/30"-ის წევ­რე­ბი არი­ან. მათი შერ­ჩე­ვა სა­ერ­თო კონ­სენ­სუ­სის შე­დე­გად მოხ­და - ღა­მის სა­უბ­რე­ბით, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს ეც­ნო­ბოდ­ნენ. ასე­ვე ვი­ღაც ვი­ღა­ცა­ზე რე­კო­მენ­და­ცი­ას გას­ცემს და ახა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ასე მო­დი­ან. მათი შერ­ჩე­ვა და მოწ­ვე­ვა გა­ნუ­სუ­ზღვრე­ლი პრო­ცე­სია და ეს წრე კი­დევ ფარ­თოვ­დე­ბა. ესე­ნი არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბას წარ­მო­ად­გე­ნენ და ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­ხე­ლით სა­უბ­რო­ბენ. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას გარ­კვე­ულ­წი­ლად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობს, გა­და­ცე­მებს კი პრო­დი­უ­სე­რე­ბი უძღვე­ბი­ან, ერთ-ერთი პრო­დი­უ­სე­რი მე ვარ. ასე­ვე, პრო­დი­უ­სე­რია ვახო კო­მა­ხი­ძე, აგერ გვერ­დზე მი­ზის და მუ­შა­ობს. ასე­ვე ეკა შო­ნია, ნო­დარ ჭი­ჭი­ნა­ძე."მისი თქმით, ორ­გა­ნი­ზა­ცია "20/30"-ის წევ­რე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბი არი­ან", - აცხა­დებს ვა­სილ მაღ­ლა­ფე­რი­ძე.

"სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბა­დი სა­ხე­ე­ბი შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი არ იყოს, თუმ­ცა ზო­გი­ერ­თი პი­როვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც მე აქ გა­ვი­ცა­ნი, აღ­მოჩ­ნდა რომ ცნო­ბი­ლი ყო­ფი­ლა. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში არი­ან გია ია­კო­ბაშ­ვი­ლი, მალ­ხაზ თო­ფუ­რია, არ­ჩილ გამ­ზარ­დია, კი­დევ ზუ­რაბ მხე­ი­ძე. ის ძა­ლი­ან ცნო­ბა­დი სა­ხეა. სხვე­ბიც გა­მოჩ­ნდე­ბი­ან. ისე­თი ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი, რო­გო­რიც ივა­ნიშ­ვილ­მა თა­ვი­დან მრჩევ­ლე­ბად მი­იწ­ვია, მა­გა­ლი­თად დე­მურ გი­ორ­ხე­ლი­ძე, ავთო ბე­რი­ძე, რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძე ახლა აქ არ არი­ან. არ ვიცი, გახ­დე­ბი­ან თუ არა მო­მა­ვალ­ში ისი­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რე­ბი. შერ­ჩე­ვის პრინ­ცი­პი იყო ურ­თი­ერ­თო­ბა, ნაც­ნო­ბო­ბა, სა­ერ­თო პო­ზი­ცია, რა­ზეც ეს ადა­მი­ა­ნე­ბი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­უბ­რობ­დნენ. ორ­გა­ნი­ზა­ცია იუ­რი­დი­უ­ლად და­ფუძ­ნე­ბუ­ლი არ არის და მა­ინ­ცდა­მა­ინც ამას არც ვა­პი­რებთ. ეს არის გარ­კვე­უ­ლი მსოფ­ლმხედ­ვე­ლუ­რი თან­ხვედ­რა, რა­ღაც სა­ერ­თო პრინ­ცი­პე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა. რა­ღაც მოვ­ლე­ნე­ბი რომ მიმ­დი­ნა­რე­ობს, ამ მოვ­ლე­ნე­ბი­სად­მი ადა­მი­ა­ნებ­მა სა­კუ­თა­რი ხედ­ვის წარ­მო­ჩე­ნა ჩათ­ვა­ლეს სა­ჭი­როდ. ვი­საც სურს გა­ი­გოს, ამა თუ იმ სა­კი­თხზე რას ფიქ­რობს 20/30, ყო­ველ­დღე 20:30 სა­ათ­ზე 30 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა გა­ი­გოს. ექ­სპერ­ტი ყვე­ლას სჭირ­დე­ბა, მას იმის გამო ქი­რა­ო­ბენ, რომ რე­ა­ლუ­რად თქვას, რო­გო­რია საქ­მის ვი­თა­რე­ბა და რა უნდა გა­კეთ­დეს. ამინ­დის ექ­სპერ­ტმა უნდა თქვას, რო­გო­რი ამინ­დი იქ­ნე­ბა ხვალ, პო­ლი­ტი­კის ექ­სპერ­ტმა, ომი და­ი­წყე­ბა თუ არა... უხე­შად რომ ვთქვათ, ასეა. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას 20/30 გარ­კვე­უ­ლი პი­რო­ბი­თო­ბით და­ერ­ქვა, რაც კონ­კრე­ტულ ში­ნა­არსს შე­ი­ცავს. იმი­ტომ, რომ ეკო­ნო­მი­კუ­რი გათ­ვლე­ბით, რაც რე­ა­ლუ­რია და 20/30-ში მყოფ­მა ეკო­ნო­მის­ტებ­მა თქვეს, რომ თუკი სა­ქარ­თვე­ლო კარ­გი ტემ­პით გან­ვი­თარ­დე­ბა, 20/30 წლი­სათ­ვის დღე­ვან­დელ სა­შუ­ა­ლო ევ­რო­პულ დო­ნეს მი­აღ­წევს. სწო­რედ ამა­ზე მუ­შა­ო­ბენ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი. გა­და­ცე­მე­ბი ყო­ველ­დღე გა­დის და თუკი მას შე­ხე­დავთ, ნა­ხავთ, რას აკე­თე­ბენ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რე­ბი", - დას­ძენს მაღ­ლა­ფე­რი­ძე.

კვი­რის გა­და­ცე­მის პრო­დი­უ­სე­რი და წამ­ყვა­ნი, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მარ­თვის სპე­ცი­ა­ლის­ტი არ­ჩილ გამ­ზარ­დია აცხა­დებს, რომ "სა­ზო­გა­დო­ე­ბა 20/30" 60-მდე ანა­ლი­ტი­კოსს აერ­თი­ა­ნებს და მათი რი­ცხვი მო­მა­ვალ­ში კი­დევ გა­იზ­რდე­ბა. არ­ჩილ გამ­ზარ­დია: "ჩვე­ნი პრინ­ცი­პია, რომ ორ­გა­ნი­ზა­ცია 20/30-ის წევ­რე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ჩვე­ნი გა­და­ცე­მე­ბი­დან გა­იც­ნოს და პირ­და­პირ პრო­ფე­სი­უ­ლი ხა­ზით და მო­საზ­რე­ბე­ბით იხი­ლოს. აქ არი­ან გა­მოც­დი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თა ნა­წი­ლი სა­ჯა­როდ ცნო­ბი­ლი არ იყო და ახა­ლი სა­ხე­ე­ბი არი­ან. ჩვენ ტე­ლე­ე­თე­რით "სა­ზო­გა­დო­ე­ბა 20/30"-ის წევ­რებს მათი პრო­ფე­სი­უ­ლი ხედ­ვით და შე­ფა­სე­ბე­ბით ყო­ველ­დღი­უ­რად წარ­მო­გიდ­გენთ. ჩვენ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რე­ბის ამ ფორ­მა­ტით პრე­ზენ­ტა­ცია გვაქვს გა­და­წყვე­ტი­ლი და თქვენ შე­გიძ­ლი­ათ ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო რეს­პონ­დენ­ტი და­გიგ­როვ­დეთ. სა­ზო­გა­დო­ე­ბის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლია, სხვა იერ­არ­ქი­უ­ლი სტრუქ­ტუ­რა არა გვაქვს."

გამ­ზარ­დია ამ­ბობს, რომ პი­რა­დად მას გა­და­ცე­მის წაყ­ვა­ნა ვა­სილ მაღ­ლა­ფე­რი­ძემ შეს­თა­ვა­ზა. "შემ­დეგ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­საც შევ­ხვდი და ხან­გრძლი­ვი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი მქონ­და. ბო­ლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე, გა­და­ცე­მის პრო­დი­უ­სე­რიც ვარ, წამ­ყვა­ნიც და ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რიც", - ამ­ბობს გამ­ზარ­დია.

"სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ყვე­ლა სფე­როს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი არი­ან გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლე­ბი. თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის ინ­ტე­რე­სია, რე­ა­ლუ­რად შევ­ქმნათ და შე­ვა­ფა­სოთ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პრო­ცე­სე­ბი, მოვ­ლე­ნე­ბი და პეს­პექ­ტი­ვე­ბი. ჩვე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი ხედ­ვი­სა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ფარ­გლებ­ში შევ­ქმნათ ამის მე­ქა­ნიზ­მე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გზით ამის რე­ა­ლი­ზა­ცია მო­ვახ­დი­ნოთ. პირ­ველ რიგ­ში, გა­და­ცე­მე­ბი სხვა­დას­ხვა მიმ­დი­ნა­რე პრო­ცეს­ზე 20/30-ის ხედ­ვას წარ­მო­ად­გენს. ეს "სა­ზო­გა­დო­ე­ბა 20/30"-ის წევ­რე­ბის შე­ჯე­რე­ბუ­ლი ხედ­ვაა და ამის წარ­მოდ­გე­ნა ხდე­ბა მსჯე­ლო­ბი­სათ­ვის, და­ნარ­ჩე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბი­სა და მათ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სათ­ვის. გა­და­ცე­მე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბაც ეს არის. პირ­ველ­მა გა­და­ცე­მამ დიდი რე­ზო­ნან­სი გა­მო­იწ­ვია, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი გავ­რცელ­და, გა­და­ცე­მამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­სია იტ­ვირ­თა", - დას­ძენს გამ­ზარ­დია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა

ვინ არიან ივანიშვილის ორგანიზაცია "20/30"-ის წევრები

ვინ არიან ივანიშვილის ორგანიზაცია "20/30"-ის წევრები

"გასული კვირიდან ტელეკომპანია "ჯიდიესზე" ყოფილი პრემირ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პროექტი, გადაცემა - 20/30 დაიწყო და ის შაბათის გარდა ყოველდღე გავა. გადაცემის პირველი სტუმარი თავად პროექტის დამფუძნებელი ივანიშვილი იყო და როგორც ერთ-ერთი პროდიუსერი ვასილ მაღლაფერიძე აცხადებს, შემდგომ კვირის გადაცემებში ის ერთ-ერთ სტუმრად აუცილებლად დარჩება. სულ ამ ორგანიზაციაში 60-მდე ექსპერტია გაერთიანებული და მათი რაოდენობა, როგორც ამბობენ, მომავალში გაიზრდება. პროდიუსერები ვასილ მაღლაფერიძე, არჩილ გამზარდია, ვახტანგ კომახიძე, ეკა შანიძე და ნოდარ ჭიჭინაძე არიან", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით - "ვინ არიან ივანიშვილის ორგანიზაცია "20/30"-ის წევრები".

"ორგანიზაცია იურიდიულად დაფუძნებული არ არის და მაინცდამაინც ამას არც ვაპირებთ. ეს არის გარკვეული მსოფლმხედველური თანხვედრა, რაღაც საერთო პრინციპების შემუშავება," - ამბობს გადაცემა 20/30-ის პროდიუსერი ვასილ მაღლაფერიძე ორგანიზაცია "20/30"-ზე.

"ყველა გადაცემაში საჭიროების მიხედვით გამოვლენ ანალიტიკოსები. რაიმე განსაკუთრებული ხელმღვანელი მათ არ სჭირდებათ და არც ჰყავთ. უბრალოდ, გადაცემის პროდიუსერები საჭიროების მიხედვით ეძახიან მათ, ვისაც საჭიროდ მიიჩნევენ. გადაცემაში მოწვეული ექსპერტები "საზოგადოება 20/30"-ის წევრები არიან. მათი შერჩევა საერთო კონსენსუსის შედეგად მოხდა - ღამის საუბრებით, სადაც ადამიანები ერთმანეთს ეცნობოდნენ. ასევე ვიღაც ვიღაცაზე რეკომენდაციას გასცემს და ახალი ადამიანები ასე მოდიან. მათი შერჩევა და მოწვევა განუსუზღვრელი პროცესია და ეს წრე კიდევ ფართოვდება. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ამ საზოგადოებას წარმოადგენენ და ამ საზოგადოების სახელით საუბრობენ. ორგანიზაციას გარკვეულწილად ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს, გადაცემებს კი პროდიუსერები უძღვებიან, ერთ-ერთი პროდიუსერი მე ვარ. ასევე, პროდიუსერია ვახო კომახიძე, აგერ გვერდზე მიზის და მუშაობს. ასევე ეკა შონია, ნოდარ ჭიჭინაძე."მისი თქმით, ორგანიზაცია "20/30"-ის წევრების აბსოლუტური უმრავლესობა საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილი პიროვნებები არიან", - აცხადებს ვასილ მაღლაფერიძე.

"საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები შეიძლება ბევრი არ იყოს, თუმცა ზოგიერთი პიროვნება, რომელიც მე აქ გავიცანი, აღმოჩნდა რომ ცნობილი ყოფილა. ორგანიზაციაში არიან გია იაკობაშვილი, მალხაზ თოფურია, არჩილ გამზარდია, კიდევ ზურაბ მხეიძე. ის ძალიან ცნობადი სახეა. სხვებიც გამოჩნდებიან. ისეთი ცნობილი სახეები, როგორიც ივანიშვილმა თავიდან მრჩევლებად მიიწვია, მაგალითად დემურ გიორხელიძე, ავთო ბერიძე, რამაზ საყვარელიძე ახლა აქ არ არიან. არ ვიცი, გახდებიან თუ არა მომავალში ისინი ორგანიზაციის წევრები. შერჩევის პრინციპი იყო ურთიერთობა, ნაცნობობა, საერთო პოზიცია, რაზეც ეს ადამიანები დიდი ხნის განმავლობაში საუბრობდნენ. ორგანიზაცია იურიდიულად დაფუძნებული არ არის და მაინცდამაინც ამას არც ვაპირებთ. ეს არის გარკვეული მსოფლმხედველური თანხვედრა, რაღაც საერთო პრინციპების შემუშავება. რაღაც მოვლენები რომ მიმდინარეობს, ამ მოვლენებისადმი ადამიანებმა საკუთარი ხედვის წარმოჩენა ჩათვალეს საჭიროდ. ვისაც სურს გაიგოს, ამა თუ იმ საკითხზე რას ფიქრობს 20/30, ყოველდღე 20:30 საათზე 30 წუთის განმავლობაში შეიძლება გაიგოს. ექსპერტი ყველას სჭირდება, მას იმის გამო ქირაობენ, რომ რეალურად თქვას, როგორია საქმის ვითარება და რა უნდა გაკეთდეს. ამინდის ექსპერტმა უნდა თქვას, როგორი ამინდი იქნება ხვალ, პოლიტიკის ექსპერტმა, ომი დაიწყება თუ არა... უხეშად რომ ვთქვათ, ასეა. ორგანიზაციას 20/30 გარკვეული პირობითობით დაერქვა, რაც კონკრეტულ შინაარსს შეიცავს. იმიტომ, რომ ეკონომიკური გათვლებით, რაც რეალურია და 20/30-ში მყოფმა ეკონომისტებმა თქვეს, რომ თუკი საქართველო კარგი ტემპით განვითარდება, 20/30 წლისათვის დღევანდელ საშუალო ევროპულ დონეს მიაღწევს. სწორედ ამაზე მუშაობენ ეს ადამიანები. გადაცემები ყოველდღე გადის და თუკი მას შეხედავთ, ნახავთ, რას აკეთებენ ორგანიზაციის წევრები", - დასძენს მაღლაფერიძე.

კვირის გადაცემის პროდიუსერი და წამყვანი, საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია აცხადებს, რომ "საზოგადოება 20/30" 60-მდე ანალიტიკოსს აერთიანებს და მათი რიცხვი მომავალში კიდევ გაიზრდება. არჩილ გამზარდია: "ჩვენი პრინციპია, რომ ორგანიზაცია 20/30-ის წევრები საზოგადოებამ ჩვენი გადაცემებიდან გაიცნოს და პირდაპირ პროფესიული ხაზით და მოსაზრებებით იხილოს. აქ არიან გამოცდილი ადამიანები, რომელთა ნაწილი საჯაროდ ცნობილი არ იყო და ახალი სახეები არიან. ჩვენ ტელეეთერით "საზოგადოება 20/30"-ის წევრებს მათი პროფესიული ხედვით და შეფასებებით ყოველდღიურად წარმოგიდგენთ. ჩვენ ორგანიზაციის წევრების ამ ფორმატით პრეზენტაცია გვაქვს გადაწყვეტილი და თქვენ შეგიძლიათ ძალიან ბევრი საინტერესო რესპონდენტი დაგიგროვდეთ. საზოგადოების დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილია, სხვა იერარქიული სტრუქტურა არა გვაქვს."

გამზარდია ამბობს, რომ პირადად მას გადაცემის წაყვანა ვასილ მაღლაფერიძემ შესთავაზა. "შემდეგ ბიძინა ივანიშვილსაც შევხვდი და ხანგრძლივი კონსულტაციები მქონდა. ბოლოს გადაწყვეტილება მივიღე, გადაცემის პროდიუსერიც ვარ, წამყვანიც და ამ საზოგადოების წევრიც", - ამბობს გამზარდია.

"საზოგადოებაში ყველა სფეროს სპეციალისტები არიან გაერთიანებულები. თითოეული ჩვენგანის ინტერესია, რეალურად შევქმნათ და შევაფასოთ საზოგადოებრივი პროცესები, მოვლენები და პესპექტივები. ჩვენი პროფესიული ხედვისა და კვალიფიკაციის ფარგლებში შევქმნათ ამის მექანიზმები და საზოგადოებასთან ურთიერთობის გზით ამის რეალიზაცია მოვახდინოთ. პირველ რიგში, გადაცემები სხვადასხვა მიმდინარე პროცესზე 20/30-ის ხედვას წარმოადგენს. ეს "საზოგადოება 20/30"-ის წევრების შეჯერებული ხედვაა და ამის წარმოდგენა ხდება მსჯელობისათვის, დანარჩენი საზოგადოების ჩართულობისა და მათთან თანამშრომლობისათვის. გადაცემების განსაკუთრებულობაც ეს არის. პირველმა გადაცემამ დიდი რეზონანსი გამოიწვია, მნიშვნელოვანი შეტყობინებები გავრცელდა, გადაცემამ მნიშვნელოვანი მისია იტვირთა", - დასძენს გამზარდია.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია