სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თემო საჯაია: ''ჩვენი ბანძი მომღერლები სნობები არიან…''
თემო საჯაია: ''ჩვენი ბანძი მომღერლები სნობები არიან…''

მომ­ღე­რალ თემო სა­ჯა­ი­ას არ უყ­ვარს კონ­კურ­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მით უფრო სა­ქარ­თვე­ლო­ში. პრო­ექტს "ერთი ერ­თში" იმი­ტომ და­თან­ხმდა, რომ უნ­დო­და, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­თან ერ­თად ემუ­შა­ვა. ბევ­რი იმუ­შა­ვა და შრო­მა და­უ­ფას­და კი­დეც, პრო­ექ­ტის ფი­ნა­ლის­ტებ­ში მხო­ლოდ ერ­თა­დერ­თი მა­მა­კა­ცი აღ­მოჩ­ნდა. პრი­ზებ­ზე არ ფიქ­რობს, თუმ­ცა მა­ყუ­რებ­ლის­თვის თა­ვის და­სა­მახ­სოვ­რებ­ლად სურს, ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თოს.

- თემო, მოგ­წონს "ერთი ერ­თში" შენი გა­მოს­ვლე­ბი? რო­გორ ფიქ­რობ, პრო­ექ­ტში გა­მო­ავ­ლი­ნე შენი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი?

- ჩემი თა­ვის შე­ფა­სე­ბა ყო­ველ­თვის მი­ჭირს, სა­მა­გი­ე­როდ, შე­მიძ­ლია, "ერთი ერ­თშის" შე­სა­ხებ კომ­პლი­მენ­ტე­ბი არ და­ვი­შუ­რო. სა­ქარ­თვე­ლო­ში არც ერთ სხვა კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ მი­ვი­ღებ­დი. ვმუ­შა­ობ სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნებ­თან. სა­ქარ­თვე­ლო­ში მომ­ღერ­ლის­თვის ეს ძა­ლი­ან დიდი ფუ­ფუ­ნე­ბაა და ცდუ­ნე­ბა ძა­ლი­ან დიდი იყო. პირ­ველ ორ სე­ზონ­ზე სულ დავ­დი­ო­დი და ჩემს მე­გობ­რებს ვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დი. ვი­ცო­დი, პრო­ექ­ტში რაც ხდე­ბო­და და რო­გორც კი შე­მომ­თა­ვა­ზეს, მა­შინ­ვე დავ­თან­ხმდი.

- ჟი­უ­რის შე­ფა­სე­ბე­ბით ყო­ველ­თვის კმა­ყო­ფი­ლი ხარ?

- ძა­ლი­ან ძნე­ლია, რა­დი­კა­ლუ­რი იყო ამ შემ­თხვე­ვა­ში. ზოგ­ჯერ მე­გო­ნა, რომ უფრო მა­ღა­ლი ქუ­ლე­ბი უნდა მი­მე­ღო და ავი­ღე უფრო და­ბა­ლი და მომ­ხდა­რა პი­რი­ქი­თაც. თუ რა­მით უკ­მა­ყო­ფი­ლო ვარ, ხში­რად ვცდი­ლობ, ეკ­რან­ზე არ შე­ვიმ­ჩნიო, რათა შიდა ამ­ბე­ბი არ გა­მო­ვი­ტა­ნო. უკ­მა­ყო­ფი­ლო სა­ხით ჯდო­მა არ მიყ­ვარს. მა­შინ სათ­ქმე­ლი პირ­და­პირ უნდა თქვა. ვერ ვი­ტყვი, რომ აშ­კა­რად მჩაგ­რავ­დნენ. პი­რი­ქით, ჟი­უ­რის წევ­რებ­თან ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს და თუ და­ბა­ლი ქულა და­მი­წე­რეს, ე.ი. მეტს არც ვიმ­სა­ხუ­რებ­დი.

- რა­ტომ არ მოგ­წონს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კონ­კურ­სე­ბი?

- იდი­ო­ტო­ბაა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ყვე­ლა კონ­კურ­სი, რო­მელ­შიც ვი­ღა­ცას ეჯიბ­რე­ბი და გა­ფა­სე­ბენ აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი.

- რო­მე­ლი გა­მოს­ვლა მო­გე­წო­ნა ყვე­ლა­ზე მე­ტად?

- თუ ფაქ­ტე­ბით ვიმ­სჯე­ლებთ, "აე­როს­მი­ტი", იმი­ტომ, რომ ოთხი უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბა და­ვიმ­სა­ხუ­რე. ამ შო­უ­ში შე­ფა­სე­ბა ბევრ რა­მე­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ეს არაა მხო­ლოდ სიმ­ღე­რის კონ­კურ­სი. ამ ყვე­ლა­ფერ­ში არ­ტის­ტიზმს ძა­ლი­ან დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გრი­მი­ო­რე­ბის შრო­მაც. აქ მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა გა­ერ­თო და სი­ა­მოვ­ნე­ბა მი­ი­ღო, თო­რემ ყვე­ლა­ფერს სე­რი­ო­ზუ­ლად თუ მი­ვუ­დე­ქით, შე­იძ­ლე­ბა, ძა­ლი­ან და­ვი­ძა­ბოთ და პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი მო­ვა­წყოთ.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

თემო საჯაია: ''ჩვენი ბანძი მომღერლები სნობები არიან…''

თემო საჯაია: ''ჩვენი ბანძი მომღერლები სნობები არიან…''

მომღერალ თემო საჯაიას არ უყვარს კონკურსებში მონაწილეობა, მით უფრო საქართველოში. პროექტს ''ერთი ერთში'' იმიტომ დათანხმდა, რომ უნდოდა, პროფესიონალებთან ერთად ემუშავა. ბევრი იმუშავა და შრომა დაუფასდა კიდეც, პროექტის ფინალისტებში მხოლოდ ერთადერთი მამაკაცი აღმოჩნდა. პრიზებზე არ ფიქრობს, თუმცა მაყურებლისთვის თავის დასამახსოვრებლად სურს, ყველაფერი გააკეთოს.

- თემო, მოგწონს ''ერთი ერთში'' შენი გამოსვლები? როგორ ფიქრობ, პროექტში გამოავლინე შენი შესაძლებლობები?

- ჩემი თავის შეფასება ყოველთვის მიჭირს, სამაგიეროდ, შემიძლია, ''ერთი ერთშის'' შესახებ კომპლიმენტები არ დავიშურო. საქართველოში არც ერთ სხვა კონკურსში მონაწილეობას არ მივიღებდი. ვმუშაობ საინტერესო ადამიანებთან. საქართველოში მომღერლისთვის ეს ძალიან დიდი ფუფუნებაა და ცდუნება ძალიან დიდი იყო. პირველ ორ სეზონზე სულ დავდიოდი და ჩემს მეგობრებს ვგულშემატკივრობდი. ვიცოდი, პროექტში რაც ხდებოდა და როგორც კი შემომთავაზეს, მაშინვე დავთანხმდი.

- ჟიურის შეფასებებით ყოველთვის კმაყოფილი ხარ?

- ძალიან ძნელია, რადიკალური იყო ამ შემთხვევაში. ზოგჯერ მეგონა, რომ უფრო მაღალი ქულები უნდა მიმეღო და ავიღე უფრო დაბალი და მომხდარა პირიქითაც. თუ რამით უკმაყოფილო ვარ, ხშირად ვცდილობ, ეკრანზე არ შევიმჩნიო, რათა შიდა ამბები არ გამოვიტანო. უკმაყოფილო სახით ჯდომა არ მიყვარს. მაშინ სათქმელი პირდაპირ უნდა თქვა. ვერ ვიტყვი, რომ აშკარად მჩაგრავდნენ. პირიქით, ჟიურის წევრებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და თუ დაბალი ქულა დამიწერეს, ე.ი. მეტს არც ვიმსახურებდი.

- რატომ არ მოგწონს საქართველოში ჩატარებული კონკურსები?

- იდიოტობაა საქართველოში ჩატარებული ყველა კონკურსი, რომელშიც ვიღაცას ეჯიბრები და გაფასებენ აბსოლუტურად არაკომპეტენტური ადამიანები.

- რომელი გამოსვლა მოგეწონა ყველაზე მეტად?

- თუ ფაქტებით ვიმსჯელებთ, ''აეროსმიტი'', იმიტომ, რომ ოთხი უმაღლესი შეფასება დავიმსახურე. ამ შოუში შეფასება ბევრ რამეზეა დამოკიდებული. ეს არაა მხოლოდ სიმღერის კონკურსი. ამ ყველაფერში არტისტიზმს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის. მნიშვნელოვანია გრიმიორების შრომაც. აქ მაქსიმალურად უნდა გაერთო და სიამოვნება მიიღო, თორემ ყველაფერს სერიოზულად თუ მივუდექით, შეიძლება, ძალიან დავიძაბოთ და პრესკონფერენციები მოვაწყოთ.

იხილეთ გაგრძელება

როგორ გამოიყურება დღეს ადგილები, სადაც ცნობილი ქართული ფილმებია გადაღებული - გაიცანით გოგონა, რომელიც წლებია მათ ფირზე აღბეჭდავს

თემო საჯაიამ და მარიტა ჯანაშიამ ჯვარი დაიწერეს - ორი საქორწინო კაბა, ცნობილი სტუმრები და დაუვიწყარი წვეულება (ფოტოები)

"მივხვდი, რომ შენი ბედნიერებით ყველა არ ხარობს...ამის გაანალიზების შემდეგ, თითქოს ჩავიკეტე" - ლელა მებურიშვილი სიყვარულზე, შვილებსა და ბავშვობის ოცნებებზე